საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, პაატა გურასპაულთან და გენერალურ მდივანთან, გიორგი ქართველიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას საქართველოს ნაკრების ვეტერანი კალათბურთელები და ამჟამად ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისაც დაესწრნენ და კალათბურთის ფედერაციაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მინისტრს 2022 წელს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მზადების პროცესზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ თბილისი მომავალი წლის სექტემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

მინისტრმა კალათბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ თბილისში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საქართველოს მთავრობის, სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

თეა წულუკიანის თქმით, ბოლო წლებში საქართველო იქცა მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების მასპინძელ ქვეყნად, რამაც საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში ჩვენს ქვეყანას პოზიციები კიდევ უფრო გაუმყარა.

მინისტრის განცხადებით, სწორედ ამის შედეგი გახლავთ თბილისში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება, რაც ნიშნავს საქართველოში ევროპული კალათბურთის არაერთი ვარსკვლავის ჩამოსვლას, ასევე - 10 ათასამდე გულშემატკივრის სტუმრობას, რაც თავისთავად იქნება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და არის არაერთი სარგებლის მომტანი მსგავსი ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნისათვის.

GBF.GE

ATP 16
ეგ ყველაფერი კარგი , მაგრამ ერთი ჰკითხეთ მანდ ჩამომსხდარ ფუნქციონერებს , ბავშვთა კალათბურთს რა ეშველება , ორი წელია ასაკობრივი ჩემპიონატი ვერ ჩაგიტარებიათ . ესეთი წყვეტა სპორტისათვის დამღუპველია . ბავშვთა კალათბურთს მიხედეთ , თორე მალე ნატურალიზაციაც აღარ გვიშველის ნაკრების შესაკრებად .
Dato
IRAKLIBATUMI.. VAI SHENS PATRONS
iraklibatumi
წარმატებები ქალბატონ თეას,საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს. ღმერთი შეგეწიოთ ამ საქმეში. მთელი ერი გლოცავთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის,უამრავი მადლობა თქვენ,ქალბატონო თეა,თქვენს ამაგს ვერ გადავიხდით და მხოლოდ ეს შემეძლო რო მადლობის კომენტარი დამეწერა.
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEO] მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას მოუგო
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?