შვედეთსა (11 ნოემბერს) და უზბეკეთთან (15 ნოემბერს) გასამართი შეხვედრების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"ფეხბურთი მხოლოდ შემადგენლობის დასახელება რომ იყოს, მაშინ მთავარი მწვრთნელის საჭიროება არც იქნებოდა. ეს გაცილებით მოცულობითი სამუშაოა და არა უბრალოდ გვარების ჩამოწერა.

სიის შედგენისას ვცდილობ, როგორც გონებით, ასევე გულით ვიმოქმედო. შემადგენლობის დასახელება განსაზღვრულ პერიოდში ხდება. ქვილითაიამ გოლი ადრეც გაიტანა, მაგრამ მსურს, გიორგიმ თავდაჯერება აიმაღლოს.

შანსს კაჭარავაც და სხვა შემტევებიც იმსახურებენ, მაგრამ არ მინდა 10 ფორვარდი გამოვიძახო. ეს გუნდში ბალანსს დაარღვევს.

სიაში რომ ქვილითაია ყოფილიყო და მაგალითად, მიქაუტაძე არა, შეკითხვები მაშინაც გაჩნდებოდა...

რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელების კლუბის შესახებ ჩემს განცხადებას - მნიშვნელოვანია, ფაქტები და ემოციები განვსაზღვროთ. იმედია, მომავალ წლებში ტოპ-კლუბებში უფრო მეტი ფეხბურთელი ითამაშებს. ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მოთამაშეთა შესაძლებლობებს, არამედ გარემოსაც.

თუკი ასე მოხდება, ეს ორთქლმავალი გახდება, რათა უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ. წარმატებისთვის მთავარი მაინც გუნდური სულისკვეთება და ჟინია, რაც კოსოვოში ვნახეთ...

ძალიან დაგვწყდა გული კოსოვოსა და საბერძნეთთან საშინაო შეხვედრებში წაგებებით. შეიძლებოდა მეტი გაკეთებულიყო, მათ შორის, ფეხბურთელთა განწყობის კუთხით. კოსოვოს ნაკრების სიძლიერესთან არა მარტო მოთამაშეებში, გულშემატკივრებშიც სხვა მოლოდინი იყო.

უახლოეს დღეებში, ვარჯიშებზე, ყველას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინოს. უკანასკნელ შეხვედრებში, განსაკუთრებით, კოსოვოში, გუნდის განწყობა კარგი იყო. ჩვენ არ გვყავს მესი, ნეიმარი და მარადონა, მაგრამ გვაქვს გული.

მოლოდინი და ამბიციები ზოგჯერ მაკვირვებს. ვამბობთ, რომ კოსოვოსთან მარცხი ცუდია, შემდეგ კი მათთან გამარჯვებას გილოცავენ.

არ მსურს კონკრეტულად ვისაუბრო, თუ რატომ არაა ახლა ესა თუ ის მოთამაშე გამოძახებული. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. სია დგება მეტოქისა და მოთამაშეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.

რა თქმა უნდა, თითოეული შეხვედრისგან ვსწავლობთ. პირველ რიგში, სტაბილურობას ვეძებთ - როგორც თამაშის, ასევე ტრავმების მხრივ. თუ წარმატებულ ნაკრებებს დავაკვირდებით, ისინი ერთი ბირთვით თამაშობენ. ჩვენ ეს მხოლოდ მარტის თამაშებში მოვახერხეთ, რამაც წარმატებაც განაპირობა.

ქართული არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ გავეცნო, რა იწერება ქართულ მედიაში. ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ მთელი თეატრი იყო - ის 20 წლისაა, მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და არა შეკითხვები. ჩვენ ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, რომელთაც შეუძლიათ, ნაკრების ბირთვად ჩამოყალიბდნენ. ჩაკვეტაძეს ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რათა ფიზიკურად ბოლომდე მზად იყოს.

ჩვენ ამბიციები გვაქვს და გვსურდა, მაღალი ადგილები დაგვეკავებინა. ამ ეტაპზე კონცენტრაცია მოახლოებულ 2 შეხვედრაზე უნდა გვქონდეს და შემდეგ "ერთა ლიგაზე" გადავერთოთ.

გიორგი ბერიძე შვედეთთან საკმაოდ კარგად ჩაერთო, შემდეგ კი უფრო რთული შეხვედრები გვქონდა. 25 ფეხბურთელიდან 20 შემტევი ვერ გვეყოლება. ჩვენ ვაკვირდებით მასაც, ლევან შენგელიასა და დავით ვოლკოვსაც. ისე ხდება, რომ შემტევების გამოძახებაზე უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე მცველებზე.

კაკაბაძე ახალ პოზიციაზე მშვენიერი იყო - ის გონებითა და გულით თამაშობს. ლობჟანიძესთან მას კარგი ურთიერთქმედება ჰქონდა. ასეთივე გაგება იყო გვილიასა და კვეკვესკირს შორის. განსხვავებულ ამპლუას თორნიკე ოქრიაშვილიც მშვენივრად მოერგო."

Burton
გორკა, მამუჩაშვილი ცენტრალური ნახევარმცველია. მართალია, ბათუმში მარჯვენა ნახევარმცველად უწევს თამაში, მაგრამ მისი ადგილი ცენტრია. ფიზიკურად ძლიერია, ძლიერი დარტყმით და შავი სამუშაოს შესრულებაც შეუძლია. ბერიძე შემტევი ნახევარმცველია. შემტევ ნახევარმცველებში კი ბერიძეზე უკეთესები არიან გამოძახებული.
Ზურა-ს
ბერიშვილი ვიღან არი ძმურად მითხარი რაა
Lasha
ახლა ვნახე გიორგი მელქაძის პროფილი ტრანსფერმარკეტზე, ორმაგი მოქალაქეობა ჰქონია - რუსეთისა და საქართველოსი. ტრამვირებულია ახლა, მარა კარგი ფორვარდია, 24 წლისაა. რატომ არ იძახებენ არასდროს, ვერ ვიგებ.
შაკო
აიიიი!!! თქვენ გინდათ აქედანაც იმასუქნათ და იქიდანაც იმასუქნათ? პუღკუაა? პუღკუააა?
ზურა
ამ ნაკრებს გუარდიოლა გაწვრთნის, სანიოლი თუ ვალერი გელბახიანი - ერთი აზრი აქვს სულ...
მამუკა
აბა ვის ხელში გინდათ იყოს საქართველოს ნაკრები? ფლიკის, გვარდიოლას თუ ტუხელის? აბა იმათ კითხე ერთი...
ზურა
თქვენ ხალხო მარYლა გჯერათ, რომ შემადგენლობის არასწორად შერჩევაა მთავარი პრობლემა და ბერიშვილს გამოიძახებს თუ კაჭარავას - რამეს შეცვლის ეს? ყველა დაახლოებით ერთი კლასისაა და კარგით რა... იყო ეგ ბერიშვილიც და მერე? არც სხვაზე უარესია დიდად და არც უკეთესი. თუ თქვენი ნათესავ-ახლობელია და მაგიტომ წრრთ ამ კომენტარებს - თქვით ბარემ და იყოს ეგრე...
Superman
მსოფლიოს რეიტინგში მე-838434 ნაკრებში რომელი დიდებული მწვრთნელი წამოვა? გუარდიოლა? ანჩელოტი? ნაგელსმანი? ვის ელოდები გაფიცებ. რა ვერ შეიგნეთ რო ვართ ჭ კლასი. და ფულითაც რომც დავკეროთ ვინმე გამოჩენილი მწვრთნელი მაინც აზრი არ აქვს. არ გვყავს შესაბამისი დონის ფეხბურთელები არა! ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალისტი მწვრთნელი გვყავდა და მაინც არაფერი გვეშველა. კორეული, ყაზახური და კვიპროსული ჩემპიონატის "ზამენებით" გინდა რომ სერია ა-ში და ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებიან ნაკრებებს მოუგო?
გორკა
მამუჩაშვილს რომ ბერიძე ასი თავით ჯობია მაგაში სანიოლი კიარა მამაზეციერი ვერ გადამარწმუნებს....თქვით სიმართლე რომ გასაყიდათ ამზადებთ და გაგიგებთ ჩვენ ხო გამგებიანი ხალხი ვართ
Gizo
,,სიაში რომ ქვილითაია ყოფილიყო და მაგალითად, მიქაუტაძე არა, შეკითხვები მაშინაც გაჩნდებოდა..." - აი მაშინ გაჩნდებოდა შეკითხვები თუ გაჩნდებოდა რა :)
llcl
და რომელ თავმოყვარეობაზე უნდა ელაპარაკო კაცს, რომელიც გაპარტახებული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და პარლამენტში შეეკვეხა კიდევ
Roma
ბერიძის არაფერი სჭირს საიმისო რომ ამან დაიწუნოს და არ გამოიძახოს ნაკრებში მითუმეტეს ორი თამაში აქვს ნაკრებს ჩასატარებელი
პროფესტო
გველესიანი გამოიძახე ვილი გველესიანი. დაცვაში საუკეთესოა
არტ
ეს კაცი მწვრთნელი არ არის. მწირზე მწირი გამოცდილება აქვს და დიდხანს უმუშევარი იყო.ახლა სწავლობს. შეიძლება ოდესმე ისწავლოს კიდეც მაგრამ ვერ გავიგე საქართველოს ნაკრები რატომ უნდა იყოს პრაქტიკანის ხელში. საცდელი პოლიგონია თუ რა. თავმოყვარეობა კარგი რამეა ისე.
sul2
როგორც მივხვდი არანაირ დასახულ მიზანზე არ ჰქონია შეთანხმება ფედერაციასთან.
beqa
დატოვე ნაკრები არაფელი მწვრთნელი შენ ხაარ!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ