საბა აბულაშვილი, შოთა ცაგარეიშვილთან და გიგა მშვენიერაძესთან ერთად, რაგბი ევროპის „ალაფის“ ცენტრალურ მატჩს განსჯის.

13 ნოემბერს პოლონეთი გერმანიას გდინიაში მასპინძლობს. ორივე გუნდს თითო შეხვედრა აქვს ჩატარებული. პოლონელებმა ლვოვში უკრაინა 27:24 დაამარცხეს, ხოლო გერმანიამ შიაულიაიში მასპინძელ ლიეტუვას 46:16 მოუგო და ბონუსიც აიღო.

აღსანიშნავია, რომ აბულაშვილს პანდემიის გამო საერთაშორისო ასპარეზზე თითქმის ორწლიანი იძულებითი შესვენება მოუწია. 30 ოქტომბერს მან რაგბი ევროპის სუპერთასზე, სოსო ჯაფარიძესა და პაპუნა ჭიქაბერიძესთან ერთად, ბელგიაში, "დევილსისა" და პორტუგალიური "ლუზიტანოსის" შეხვედრა იმსაჯა და კარგი შეფასება მიიღო:

"სასიამოვნო, გახსნილი თამაში იყო. ამ ტურნირს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან რაგბი ევროპაში შემავალი ქვეყნების კლუბები აქამდე მხოლოდ შიდა ჩემპიონატებში „იხარშებოდნენ“, ახლა კი მეტი შესაძლებლობა აქვთ. გარდა კლუბებისა, ეს ასევე ახალი შესაძლებლობაა მსაჯების განვითარებისთვის. ვფიქრობ, "ლუზიტანოსი" დასავლეთ კონფერენციის უდავო ლიდერია, თუმცა, ჩემი აზრით, აღმოსავლეთ კონფერენციაში უფრო ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი", - ამბობს აბულაშვილი და განაგრძობს:

"პანდემიის გამო თითქმის ორი წელი გაჩერებული ვიყავით და ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს დანიშვნები. ბელგიის მატჩის შემდეგ კარგი შეფასება მივიღეთ. ახლაც იმავეს ვგეგმავ. გერმანია „ალაფის“ მოგების მთავარი პრეტენდენტია, პოლონეთი კი, ფაქტობრივად, მათი ერთადერთი კონკურენტი. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელობის თამაში მანდეს და ვეცდები, გუნდთან ერთად მოლოდინი გავამართლო".

rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
გიგა მშვენიერაძე 7-კაცას ალაფაზე დაწინაურდა
ქართველი მსაჯები იტალიურ დერბის განსჯიან
10 მსაჯით ევროპაში
ქართველი მსაჯები ჩელენჯ ქაფსა და რაგბი ევროპაზე იმსაჯებენ
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
რაგბი ევროპა - ქართველი მსაჯები ბუქარესტში და ქუთაისელთა საერთაშორისო დებიუტი
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
რაგბი ევროპა - ქართველი მსაჯები უმაღლეს დონეს შესწვდნენ
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
რაგბი ევროპა - ქართული მსაჯთა ბრიგადა რუმინეთი-ბელგიაზე
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე