საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა, ბორდოში "ბორჯღალოსნებისა" და "ლე ბლეს" შეხვედრის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში რაგბი სახელმწიფოს პროექტის რანგშია აყვანილი.

წარმომადგენლობითი შეხვედრა ქართული მხარის მიერ დაიგეგმა და მას მასპინძლებმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს. საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისა და მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტის, ბერნარდ ლაპორტის (რომელიც ასევე საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტია) მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ქალბატონმა თეა წულუკიანმა ფრანგულ ენაზე მიმართა.

მან ფრანგებს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ამ დონის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ქართული რაგბისთვის უდიდესი პროგრესია, რომელიც გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. ასევე ხაზი გაუსვა ფრანგულ-ქართულ კულტურულ და სპორტულ ურთიერთობებს, გაიხსენა კლოდ სორელის და იაშვილების ოჯახის ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებაში და დასძინა:

„დღეს აქ ვარ, როგორც ჩემი ქვეყნის ვიცე-პრემიერი, როგორც სპორტის პირველი ქალი მინისტრი და მაქვს ვალდებულება, ჩვენი მთავრობის სახელით გადავუხადო მადლობა ფრანგულ მხარეს. სწორედ მთავრობის სახელით ვახმოვანებ შეტყობინებას, რომ – ჩვენ, ქართველებსა და საქართველოს, ქართული რაგბის წარმატება სახელმწიფო პროექტის რანგში გვყავს აყვანილი. ამ პროექტს სათავეში უდგას ბატონი სოსო ტყემალაძე, რომელიც რაგბის კავშირის ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ აირჩიეს“.

თავის მხრივ, დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ – ფრანგულ მხარეს მასპინძლობისთვის, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პირადად სპორტის მინისტრს მხარდაჭერისთვის.

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს და ქალბატონ ვიცე-პრემიერს, რომლებმაც გამონახეს დრო და ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას დაესწრნენ. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა მხარში უდგას ქართულ რაგბის და კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო როგორც მთელ მთავრობას, ასევე პირადად თეა წულუკიანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოველ წუთს იგრძნობა“.

„მადლობა საფრანგეთს მასპინძლობისა და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის. ჩვენ სწორედ ასეთი თამაშები გვჭირდება სწრაფი განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო რაგბის დახმარებით, 2023 წლის მსოფლიო თასამდე, სადაც ჩვენ აუცილებლად ვიქნებით წარმოდგენილი, მრავლად გვექნება ამ დონის შეხვედრები, რაც სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება“.

„ასევე დიდი მადლობა ბატონ ლაპორტს თბილი და საქმიანი მიღებისთვის. ასევე მადლობა კლოდ სორელს და ძმებ იაშვილებს, რომლებიც წლებია ქართულ რაგბის ქომაგობენ და საფრანგეთიდან გულშემატკივრობენ ჩვენს წინსვლას და განვითარებას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელშესახები გახდება“.

თავის მხრივ, ლაპორტმა საქართველოს პრეზიდენტსა და ვიცე-პრემიერს მადლობა გადაუხადა დაფასებისა და არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის თანადგომისთვის. მან ქალბატონ თეა წულუკიანთანაც დააფიქსირა, რომ უმოკლეს დროში ეწვევა საქართველოს, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები როგორც საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს, ასევე მსოფლიო რაგბისა და საქართველოს რაგბის კავშირებს შორის.

„ოქროს საწმისისა“ და ღირსების ორდენები ქართული რაგბის განვითარებისთვის კლოდ სორელის, ასევე დიმიტრი და გრიგორ იაშვილების ღვაწლის დაფასებისას, ქართული მხარე მხოლოდ მადლიერების სიტყვებით არ შემოიფარგლა.

საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, კლოდ სორელი ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა, რაც უმაღლესი საპრეზიდენტო ჯილდოა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადასცემს. შეგახსენებთ, სწორედ კლოდ სორელმა გაუხსნა საფრანგეთისკენ გზა ქართველ მორაგბეებს, რასაც უდიდესი პროგრესი მოჰყვა და საქართველოსთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნები" სწორედ ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გავიდნენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა დიმიტრი და გრიგორ იაშვილები, რომელთა ბაბუა მე-20 საუკუნის შუაში მოხვდა საფრანგეთში, თუმცა არასდროს გაუწყვეტიათ კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან და აქტიურად ეწევიან როგორც ქვეყნის, ასევე ქართული რაგბის პოპულარიზაციას.

კლოდ სორელს საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მომზადებული სიმბოლური საჩუქარი გადასცა ქალბატონმა თეა წულუკიანმა – დავით კაკაბაძის მიერ ტიხრული მინანქრით შესრულებული დაფა, რომელზეც გამოსახულია საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირების სიმბოლოები, როგორც ამ ორი სარაგბო ქვეყნის მეგობრობის ნიშანი.

თავის მხრივ, იოსებ ტყემალაძემ კლოდი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში მიიწვია და როგორც მას, ასევე ძმებ იაშვილებს და ბერნარდ ლაპორტს სიმბოლური სამკერდე ნიშნები გადასცა – რაგბის ბურთთან გამოსახული საქართველოსა და საფრანგეთის სახელმწიფო დროშებით. სიმბოლური საჩუქარი გადაეცა ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს, რომელსაც არა მხოლოდ ქართული, არამედ ფრანგული და მსოფლიო რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

„ზუსტად ვხედავ, რომ კლოდს ქართული რაგბისთვის უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია და მას მრჩეველთა საბჭოში ვიწვევ. ქართული რაგბისთვის ასევე მნიშვნელოვანია ძმები იაშვილების თანადგომა. მათი მხარდაჭერით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. ფასდაუდებელია მამუკა გორგოძის ღვაწლი, რომელიც ქართული რაგბის სახეა არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში“ – დასძინა ტყემალაძემ.

GeorgianRugby

ლუკა
ჟორა, რენტაბელურობის კოეფიციენტით ურჩევ იხელმძღვანელოს? :)))
ჟორა გაბრიჭიძე
ქალბატონო მინისტრო, თქვენი სამინისტროში მოსვლის შემდეგ კარგი ძვრებია სპორტში და ეს ყველას გვახარებს, მაგრამ როცა სახელმწიფო რანგში ასაყვან სპორტის სახეობებს ირჩევთ ისიც გაითვალისწინეთ რას აძლევს სპორტის ეს სახეობა ქვეყანას მსოფლიოს სპორტის ყველაზე დიდ ფორუმზე, ოლიმპიადაზე. ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლები ჭიდაობებმა და ძალოსნობამ მოგვიტანა და ჭიდაობა საეღთოდ ქართველ კაცს ეროვნულ რანგში ჰყავს აყვანილი, ამიტომ ყურადღებისა და სახელმწიფოს დახმარების მხრივ სწორედ ეს სახეობები უნდა იდგეს ყველაზე წინ, ანუ სახელმწიფომ პარიზის ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ კი არ უნდა იკითხოს რა ვითარებაა და რამდენ მედალს ველოდებით ოლიმპიადიდან, არამედ ოლიმპიადისათვის მზადება ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებისთანავე უნდა დაგვეწყო, მაგრამ არც ახლაა გვიან.
მედ
ორივეს რომ მიხედონ არა? :) გეგონება მარტო ფეხბურთი გამოგვდის რა.
მედ
მოკლე ჭკუის მქონეები ყველაფერს უაზროს ეძახიან რაც არ ესმით
Master
ზღაპარი რაგბია თავისი უაზრო წესებით და ზემოდან ყურებით.
zaza
ფეხბურთს ფედერაციამ და გუნდების მფლობელებმა უნდა მიხედონ და არა სახელმწიფომ .ეგ დრო წავიდა და აღარ დაბრუნდება.კლუბი უნდა იყოს კერძო ხოდათუ გინდა კარგი კლუბი ფულიც უნდა დახარჯო ინფრასტრუქტურა კი ბატონო სახელმწიფოს ვალდებულებაა.და ნელნელა კი აკეთებენ.მთავარია ძლიერი კერძო კლუბები დანარჩენი დემაგოგიადა ზღაპარია.ბიზნესია ფეხბურთი დღეს დიდი თავისი კორუმპირებული ჩინოვნიკებით გინდ ფიფადა გინდ უეფა.
Master
რაგბი სახელმწიფო რანგში.სასაცილოა.ფიჯი ვართ,სამოა თუ ტონგა რომელთაც სხვა არაფერი იციან რაგბის გარდა?ფეხბურთს მიხედეთ ფეხბურთს.მარა წულუკიანი რისი მიმხედავია.
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
"მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია" - წულუკიანი მძლეოსნებს შეხვდა
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
წულუკიანმა საცხენოსნო ფედერაციას ცხენები გადასცა - 30 წლის მანძილზე პირველად
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება
თეა წულუკიანის სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში