საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. შემადგენლობის დასახელების პარალელურად, ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან მატჩების შესახებ ისაუბრა:

"ჩვენ ორივე მატჩს სტუმრად ვატარებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთთან. გასულ შემოდგომაზე ვნახეთ, რომ სტუმრად თამაში კარგად შეგვიძლია. გუნდში შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა. ჩემი ამოცანაა, გუნდში ეს დინამიკა მარტიდან ივნისამდე შევინარჩუნო. იმედი მაქვს, ყველა მოთამაშემ უკვე იცის, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი მოედანზე. ეს, პირველ რიგში, დისციპლინაა. ბოლო რამდენიმე მატჩში გუნდმა საკმაოდ კარგი დისციპლინა გამოავლინა და იმედია, ეს მომავალშიც ასე იქნება. სხვანაირად ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას. წელს ჩვენ წარმატებით გვსურს ერთა ლიგაზე გამოსვლა, ამისთვის კი მომზადებაა საჭირო. არ არის საკმარისი, ივნისში შეკრებაზე გამოვცხადდეთ და ვთქვათ - მოდი, დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით ვითამაშოთ. ასე არაფერი გამოვა. საჭიროა მომზადება და მარტის თამაშები სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი.

ამხანაგური მატჩი საშუალებას გვაძლევს, სიახლეები შემოვიტანოთ და ახალ მოთამაშეებს დავაკვირდეთ. აქ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ვიდრე შედეგი. ნოემბერთან შედარებით, გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება იქნება. ეს არ არის ჩემი სურვილი, თუმცა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოქმედება მიწევს. ფეხბურთელები ზოგჯერ არ იმყოფებიან კარგ ფორმაში. გამოძახებული მოთამაშეები მაქსიმალურად მოტივირებული იქნებიან ამ ორი მატჩისთვის, რომლებიც ჩვენ ივნისის შეხვედრებისთვის მომზადების საშუალებას მოგვცემს.

რა თქმა უნდა, ჯაბა კანკავა გუნდის კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. მადლიერნი ვართ იმისთვის, რაც მან ამ თხუთმეტი წლის მანძილზე ნაკრებისთვის გააკეთა. მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამის გაკეთება. პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ასეთი ხანგრძლივი კარიერის შემდეგ მნიშვნელოვანია ისეთ დროს წასვლა, როდესაც ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობ, რათა შეინარჩუნო იმიჯი და მაყურებელს დაამახსოვრდე, როგორც დიდი მებრძოლი და კაპიტანი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ერთი წლის მანძილზე მასთან მუშაობა.

ჩვენ რამდენიმე სხვა ფეხბურთელიც დაგვაკლდება. დავით ხოჭოლავას ოჯახს უშუალოდ შეეხო მიმდინარე ომი. ჩვენ გვესმის, რომ ის ამჟამად ვერ უთმობს ფეხბურთს სრულ ყურადღებას. მე მას ხშირად ვუკავშირდები და ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. მისთვის ეს რთული სიტუაციაა და ჩვენ მას გვერდში უნდა დავუდგეთ. დარწმუნებული ვარ, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივ განაახლებს თავის კარიერას.

ჩვენ ასევე დაგვაკლდება გიორგი ჩაკვეტაძე. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალიან რთული პერიოდი აქვს გამოვლილი. ახლა მისი მთავარი პრიორიტეტია ფიზიკური მონაცემების აღდგენა, რათა კვლავ ჩადგეს ფეხბურთელისა და სპორტსმენისთვის შესაფერის ფორმაში, ყოველ 3-4 დღეში ერთხელ შეეძლოს 90 წუთი თამაში.

ჩვენ ბოლო პერიოდში მის კლუბთან მუდმივი კონტაქტი გვქონდა და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მას ესაჭიროება თავისი კონდიციების აღდგენა. ივნისში ჩვენ ოთხი მატჩის ჩატარება გვიწევს. ჩვენ გვესაჭიროება სრულად გამოჯანმრთელებული გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუნდს ივნისში დაეხმარება, და ჩვენ სწორედ ამისი იმედი გვაქვს.

მოგეხსენებათ, ირაკლი აზაროვმა უზბეკეთთან შეხვედრაში წითელი ბარათი და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მე გადავწყვიტე, ის მეორე თამაშზეც არ გამომეძახებინა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოედანზე გარკვეული სახის საქციელი მიუღებელია როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ მატჩებში. წინა შემოდგომაზე მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი მისი თამაშით. მას შარშან უკვე ჰქონდა წინსვლა და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალ თვეებშიც ასე იქნება. თუმცა ჩემი პასუხისმგებლობაა მას ვაჩვენო, რისი გაკეთება არ შეიძლება ფეხბურთში. ვფიქრობ, რომ ირაკლი ამას ისწავლის და ეს ეპიზოდი მას სამომავლოდ დაეხმარება.

აღნიშნული დანაკლისიდან გამომდინარე, ნაკრებს დაუბრუნდა რამდენიმე მოთამაშე და დაემატა რამდენიმე ახალი. ერთ-ერთი მათგანია მექვაბიშვილი. ჩვენ მას უკვე 12 თვეა თვალს ვადევნებთ. ის სტაბილურად თამაშობს თბილისის „დინამოში“. ნაკრებიდან ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ ლოგიკური იყო ახალი ფეხბურთელების გამოძახება. მან დაიმსახურა თავისი შესაძლებლობების დამტკიცების ეს შანსი. ის თავდაჯერებით უნდა შემოგვიერთდეს და ისწავლოს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებისგან, როგორებიცაა კვეკვესკირი, გვილია და აბურჯანია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლო მომავალში ერთ-ერთი ის მოთამაშე იქნება, რომელიც ნაკრებს დაეხმარება.

ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვაკლია, მაგალითად, გიორგი ქვილითაია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებოდა, მან ბევრი გოლი გაიტანა. მიხაროდა, რომ მას წინსვლა დაეტყო და ეფექტურად თამაშობდა. მე მას სიამოვნებით გამოვიძახებდი, თუმცა ის ბოლო 2-3 კვირის მანძილზე გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და ის მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით ატარებს თამაშებს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის სამომავლოდ დიდ რისკს წარმოადგენს. მე გიორგის ვუთხარი, რომ მან, პირველ რიგში, საკუთარ სხეულზე უნდა იფიქროს, გამოჯანმრთელდეს, ტკივილი აღარ იგრძნოს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ ივნისში დაგვეხმარება.

რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ბოლო პერიოდში კოჭი და მყესი აწუხებდა. ეს იმისი ნიშანია, რომ მას დასვენება და აღდგენა ესაჭიროება, რათა შემდგომ სრული დატვირთვით შეძლოს ვარჯიში და თამაში. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ "ოქრი" ნაკრებს დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ ის სრულიად ჯანმრთელი იქნება. ჩვენ ამ მოთამაშეებს დასვენებისა და აღდგენის შესაძლებლობას ვაძლევთ, რათა ისინი ჩვენ კარგ ფორმაში დაგვიბრუნდნენ“.

nakrebi.ge

სვანი
და რატომ ჯობია ყაზაიშვილს ზივზივაძე?ყაზაიშვილის დიდი გამოცდილება აქვს ნაკრებში და საჭირო მოთამაშეა.დანარჩენს ქართულ ჯიგრულში ვილი გადაწყვეტს.
ერეკლე
კვირკველია!? ღადაობაა!))
qomagi
ზივზივაძე მაგარ ფორმაშია და ნაკრებს გამოადგება,აზაროვი კი სწორია რო არ გამოიძახა ახლა,თან მან ამ ბოლოს ცოტა მოუკლო,საერთოდ ქართველ ფეხბურთელებს ხასიათის პრობლემები აქვთ, ეს ყველასთვი ცნობილია, უნდა შეცვალონ მიდგომები ფეხბურთელებმა და საქმეს სრული სერიოზულობით და პროფესიონალიზმით მიუდგნენ. კლუბებში ბევრი უნდა იმუშაონ თავიანთ თავებზე და მწვრთნელებისგან სწორად გაიგონ მათგან რას ითხოვენ.ნაკრებში კი კონკურენცია აუცილებელია, გარანტირებული ადგილები არავის არ უნდა ქონდეს ნაკრებში,კონკრეტულად იმ მომენტში ვინც უფრო კარგ ფორმაშია იმას უნდა მიეცეს თავის გამოჩენის შანსი.ნახევარდაცვის ცენტრში კვეკვესკირს,გვილიას,და აბურჯანიას უთამაშებლობის პრობლემები აქვთ და ეს ცუდია ნაკრებისთვის,ამდროს შეიძლებოდა ქოჩორაშვილის გამოძახება მართალია ლევანტეB-ში თამაშობს მაგრამ ესპანეთის სეგუნდადივიზიონი ბარეორ ევროპულ ლიგებს ჯობია.
ხომ ერა
რომელ ქართულ ჯიგრულ პონტში . ერთი გვარი მაინც დამისახელე ვინც ყავს ან ოდესმე ყოლია ფედერაციაში ახლობელი. რაც არ იცით ნუ ლაპარაკობთ. შეირგეთ ყაზაიშვილის პროფესიონალიზმი
ზურა
ყაზაიშვილი აღარ იყო გამოსაძახებელი!!! მაგას ძირითადიდან დააწყებინებენ როგორც ქართულ ჯიგრულ ძმაკაცურ პონტში და ბუდუს 15 წუთს ათამაშებენ...
ზურა
ყაზაიშვილი აღარ იყო გამოსაძახებელი!!! მაგას ძირითადიდან დააწყებინებენ როგორც ქართულ ჯიგრულ ძმაკაცურ პონტში და ბუდუს 15 წუთს ათამაშებენ...
სანი
ხო აბა რა, ტულაში რო დღეს კაცი ითამაშებს, მას უნდა ეცვას ნაკრების მაისური. იცი მაინც ტულა რა ქალაქია და რა მზადდება? რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კლუბია "არსენალი".
შულაია
......სტუმრად თამაში კარგად შეგვიძიაოოო-ისე საუბრობს ვითომ გასულ ციკლში ნაკრებს მისი ხელმძღვანელობით სატურნირო თვალსაზრისით ყველა გადამწყვეტი თამაში არ წაეგოს, ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილი არ დაეკავებინოს და ორი თუ სამი ტურის შემდეგ ჯგფიდან გასვლის შანსი დაეკარგოს.
ბასა
ყველაფერს როგორ ხსნის, როცა მიქაუტაძეზე სიტყვა არ დასცდენია?!
კახა
სულ ტყუილად გვქო და იმედი რომ არავის გავლენის ქვეშ მოექცეოდა მაგრამ ქართველები რისი ქართველები ვართ თუ ვერ შევსურელეთ და დაიწყოო...
komags
rato ? shegilia agvixsnaa? memgoni verc axsni im sisuleles rac dacere
რრრ
პატრიოტობა რა შუაშია? მან მთავრობა გააკრიტიკა საქართველო კი არა, თავის დროზე ნაცები მათთან არცთუ ის კარგ ურთიერთობაში მყოფ ხიზანას, რომ არ იწვევდნენ ნაკრებში სწორი იყო?
100%
ყველაფერს, რომ ხსნის კარგია. მიდგომა მომწონს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ქომაგი
ნამდვილად არ ვარ, ის ადამიანი ყველაფერზე რომ აკრიტიკებენ მწვრთნელს, მაგრამ ხოჭოლავა რომ კიდევ ნაკრებში ვნახო, ალბად ინფაქტი არ ამცდება. ნაკრების მაისური ნამდვილ პატრიოტებს უნდა ეცვათ, და არა ხოჭოლავასნაირ უტვინოებს. ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს ეს არ ესიამოვნა.
გოგა
გაზაფხულია მოდის მაისი
Levani
რა თქმა უნდა უაზრო შემადგენლობაა.ამას თუ ჰგონია რო აწი აბურჯანია პირლო გახდება და ვაკო ზეედორფი.ჩაბრაძეს ხოკეისტის მოძრაობები აქვს,ჯოხი აკლია მარტო ხელში.გოჩოლეიშვილი არ გვინდა მაგი ჩქარა დარბის და სხვები მაგის ფონზე შენელებული კადრებივით გამოჩნდებიანო.
ილივ
ძალიან კარგი მოსაუბრეა ეს კაცი. ეტყობა ინტელექტი, საქმისადმი სიყვარული და ქვეყნის პატივისცემა.
vilis dzmisShvili
ვილი, რათ გინდა ლორია? ან ეს კვეკვესკირი, გვილია, კაშია? მოიწვიე ახალგაზრდები,პრაკტიკას მაინც მიიღებენ, მომავალი გაეხსნებათ ცოტა მაინც. აბა ეს ძველი გვარდია რისი გამკეთებელი არიან, უკვე ვნახეთ 10 ცლის განმვალობაში! დაამთავრე ბიძია ამ ხალხის გამოძახება!! თამაშის ბოლოს რო მინდორში დავარდება ფეხბურთელი, ალბათ უჭირს ღვიძლის აერში! მეკარე რომელიც იმდენს აფუჭებს ვერაა კარგათ!ესპანეთან ლორიამ, კაშიამ და ბებერებმა და ცელულიტიანმა ფეხბურთელებმა წააგეს! ასე რომ, ვილი, გონს მოდი რა!!!
giorgi
Mikautadze ratom araa? Volkovsac ugolo seria aqvs azerbaijanshi
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ