7 აპრილს "შავი ლომი" ქარის თასის მეორე ტურში სამხრეთაფრიკულ "ისთერნ ფროვინს ელეფანტსს" ეთამაშება. შეხვედრა პორტ-ელიზაბეთში, "მადიბაზ სთედიუმზე" საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.

პირველ ტურში ორივე გუნდმა ბონუსით მოიგო. "ელეფანტსმა" "იგლზს’" 5 ლელო გაუტანა, თავად 3 გაუშვა და 34:15 იმარჯვა, ხოლო "შავმა ლომმა" ზიმბაბვურ "გოსჰოქს" 6 ლელო გაუტანა (ნიკო აფციაურმა 4, გურამ ქანდაურაშვილი, ლუკა ივანიშვილი) და 34:10 სძლია.

"პირველი თამაში ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ. თამაშის ხარისხი ცუდი არ იყო, თუმცა უკეთაც შეგვიძლია. ტაქტიკურად სწორად ვითამაშეთ. ზიმბაბველებს სწრაფი გუნდი ჰყავდათ და თამაში იმ რიტმში გადავიყვანეთ, რისი სურვილიც გვქონდა“ – განაცხადა "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა პირველ ორ თამაშში ლადო კილასონიამ და მომავალი მეტოქე დაახასიათა:

"ელეფანტსს" ძლიერი შერკინება და სწრაფი უკანა ხაზი ჰყავს. მისი შემადგენლობა "კინგსის" მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ზე-რაგბიში თამაშის გამოცდილება აქვთ. ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშობენ და მოსაგებად მაქსიმუმს გაიღებენ. მათ იციან, რომ "შავ ლომთან" იოლი თამაში არ ექნებათ და დიდი მონდომებით ემზადებიან. ჩვენის მხრივ, გავიარეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები“.

პირველი თამაშის შემდეგ "შავი ლომის" შემადგენლობაში 5 ცვლილებაა და მათგან 4 შერკინებაზე მოდის. შეიცვალა ორივე ბურჯი და სასტარტო შემადგენლობაში ნიკო აბულაძეს და მიხეილ წიკლაურს ვიხილავთ. მეორე ხაზში თამაშს იწყებს ნოდარ ჭეიშვილი, ხოლო მესამე ხაზში - სანდრო მამამთავრიშვილი, რომელმაც ზიმბაბველებთან კოკი თხილაიშვილი პირველსავე წუთზე შეცვალა. თხილაიშვილმა ტვინის შერყევა მიიღო და გარკვეული პერიოდით დასვენება მოუწევს. 9 ნომრის პოზიციაზე ძირითადშია თენგიზ პერანიძე, რომელმაც გიორგი ბეგაძეს ადგილი გაუცვალა.

"ელეფანტსთან" მატჩის შემდეგ "შავი ლომი" შინ დაბრუნდება და სრული შემადგენლობით (დაემატებიან საქართველოში დარჩენილი "ბორჯღალოსნები") 17 აპრილს, რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში, ესპანურ "იბერიანზს" დაუხვდება.

მეორე ტურის შემდეგ ქარის თასზე ორკვირიანი შესვენებაა და ტურნირი 22 აპრილს განახლდება, "შავი ლომი" კი 23-ში "გრიფონს" ეთამაშება.

ქარის თასი. II ტური. 7 აპრილი

პორტ-ელიზაბეთი. მადიბაზ სთედიუმი

ელეფანტსი – შავი ლომი (21 საათი. საქ. დრო)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკო აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. მიხეილ წიკლაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური (კაპ), 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. ლაშა ჯაიანი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დავით მოძღვრიშვილი.

Georgian Rugby

ალეკსანდრე
გულშემატკივრებს მეტი პატივისცემით მოეპყარით, ის მაინც გაგვაგებინეთ შევხედავთ თუ არა
სოსო
წინა თამაშის ჩანაწერი, რაგბი ტვ-მ აჩვენა მეორე დღეს.
გიორგი 50
პატივცემულო რაგბის ფედერაციავ, ბიუჯეტიდან ხელფასს ხომ იღებთ? ღმერთმა შეგარგოთ. ათასობით ადამიანი გელოდებათ, ის მაინც დაწერეთ ან არ იქნება, ან თუ იქნება, როდის?
კ.მარქსი ფ.ენგელსი
აჩვენებენ თუ არა ბოლობოლო ??
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის