საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 29 წლის ასაკში ფეხბურთელი აქტიური სპორტიდან ნაადრევად მიდის. მისი საფეხბურთო კარიერის მთავარი წინადადება 2009 წლის ზაფხულს უკავშირდება.

"მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მე ქართველი ვარ და ვითამაშებ ჩემი ქვეყნის ნაკრებში". სწორედ ამ ფრაზით იწყება მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა გულშემატკივართან, რომელიც ფეხბურთელმა სოციალური ქსელით გაავრცელა. მის ქომაგებს ეს რამდენიმე წინადადება არასდროს დაავიწყდება. საქართველოს ნაკრების თითოეულ მხარდამჭერს ამ ფრაზების მოსმენა 13 წლის წინ ყველაზე მეტად სურდა და ეს ყველაფერი ფეხბურთელმა კარიერის საწყის ეტაპზე, 16 წლის ასაკში სწორედ მაშინ თქვა, როდესაც მისი ტალანტის გამოყენება სხვა ქვეყანას სურდა.

2009 წლის ზაფხულში ახალგაზრდა ფეხბურთელის ნათქვამ ფრაზას, შემოდგომაზე პირველი სანაკრებო მიწვევა მოყვა. ჯანო ანანიძის დებიუტი იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამავე წლის 5 სექტემბერს შედგა. "დინამო არენას" სავსე ტრიბუნების ფონზე - 16 წლის , 10 თვისა და 26 დღის ასაკში ჯანო ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო 59 წუთი ითამაშა. მისი სანაკრებო კარიერა ვარსკვლავურ იტალიასთან მატჩით დაიწყო.

სადებიუტო გოლი 2010 წლის 17 ნოემბრით თარიღდება. ამხანაგურ შეხვედრაში მის მიერ გატანილი გოლით საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სლოვენია 2:1 დაამარცხა. ჯანოს სანაკრებო კარიერა ჯამში 45 შეხვედრას, 7 გოლს და 6 საგოლე გადაცემას ითვლის. ბოლო სანაკრებო თამაში 2019 წლის 15 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარს 3:2 მოუგო. ამ მატჩიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, ბევრი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება ფეხბურთელმა საკუთარ წერილში ახსნა.

"დღეს არჩევანის წინაშე ვარ, თუმცა ამჯერად სასწორზე, კარიერასთან ერთად უკვე ჩემი ჯანმრთელობა დევს და ამ არჩევანსაც ჩემ ოჯახთან ერთად მივიღებ“, - ამბობს ჯანო ანანიძე. რომლისთვისაც ეროვნულ ნაკრებში გატარებული თითოეული წუთი დაუვიწყარი მოგონებაა - „როცა 16 წლის ვიყავი, სხვა არჩევანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არ განიხილებოდა.

მაშინ დიდ ფეხბურთში ადგილის დამკვიდრებას ვიწყებდი და სწორედ ამ არჩევანმა განაპირობა იმ პატარა ასაკში, ჩემთვის საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება, რომლის რიგებშიც გატარებული თითოეული წუთი, ყოველთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან ნაკრები სხვა ფენომენია და ნაკრებში თამაში სხვა ბედნიერებაა".

საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს, ხშირად დანაკლისის შეგრძნება ჰქონდა, როდესაც ჯანო ანანიძე განაცხადში არ იყო. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოწვეული უიღბლობა იყო. ამ ეტაპებს ფეხბურთელი ემოციურად იხსენებს: „აღარც ასაკით ვარ პატარა და სიმართლე გითხრათ, ძალიან დამღალა ამ დაუსრულებელმა და მოუშუშებელმა ტრავმებმა. კარიერის მანძილზე ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ტკივილი ავიტანე, საოპერაციო მაგიდაზეც ბევრჯერ ვიწექი. არასოდეს დამიშურია ძალა და ენერგია იმისთვის, რომ წაქცეული, ისევ ფეხზე დავმდგარიყავი, ისევ მეთამაშა ჩემი და გულშემატკივრის სიამოვნებისათვის. ეს თქვენი გვერდში დგომის გამო ხდებოდა, რისთვისაც ყოველთვის თქვენი მოვალე ვიქნები“, - მიმართავს ქომაგს ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა.

კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის სპარტაკში გაატარა. იყო როსტოვის, კრილია სოვეტოვის, ფამაგუსტას ანორთოსისის, როტორის, დინამო თბილისისა და ბათუმის დინამოს წევრი: „ბევრ გუნდში ვითამაშე, ტიტულიც მოვიპოვე, მაყურებლის ტაში და სიყვარულიც დავიმსახურე და საკუთარ თავზე ბევრჯერ შევიგრძენი ის გრძნობა, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი შეედრება. ეს ყველაფერი მართლა ძალიან დამაკლდება, თუმცა ვთვლი, რომ დროა..."

ასე სრულდება წერილი, რომელიც ჯანო ანანიძემ 2022 წლის 29 აპრილს გამოაქვეყნა. მისი სანაკრებო კარიერის მატჩები უკვე ქართული ფეხბურთის ისტორიაა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ჯანოს გადაწყვეტილებას ყველა პატივს ვცემთ. ჩემთვის, ისე როგორც საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივრისთვის, სამწუხაროა ასეთ ასაკში კარიერის დასრულება.

გვერდიგვერდ ვითამაშეთ საქართველოს ნაკრებში, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ყოველთვის გამორჩეული იყო მოედანზე. საწყენია 29 ასაკში თქვა უარი იმ სივრცეზე, სადაც ყველაზე მეტი დრო გაქვს გატარებული.

მადლობა ჯანო, შენ იყავი და ყოველთვის დარჩები ქართული ფეხბურთის გამორჩეულ წევრად".

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "ძალიან საწყენია, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ჯანო ქართული ფეხბურთის გამორჩეული და განსაკუთრებულად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო.

ჯანოსთან ერთად საქართველოს ნაკრების მაისურით პირველად 2009 წელს, მისთვის სადებიუტო შეხვედრაში ვითამაშე. ის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და საკუთარი ქვეყნის ნაკრების სახელს იცავდა.

დიდი მადლობა ჯანოს საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის. მადლობა ჯანო!"

nakrebi.ge

მირო
ჯანო!!! სხვა ქვეყნის მაისურით იმის კეთება არ გამოვიდოდა,მხოლოდ საქართველოს ნაკრების და თბილისურის ნაზავია თითქოს ჩვენ ჩვენი ფინტიკრუშკობა გვაქ ეს სხვაგან არ იციან.ჯანო ამ 10 იან 8 იანებში ერთერთი გიჟი შენც იყავი!!! მადლობა ჩემ თვალ წინ დაჭედებილი გოლისთვის ავსტრიასთან ისე ვიჯექი პირდაპირ ჩემთვის შეაგდო თქო ვამბობდი.მადლობა ჩვენი ჩემპიონატიც რო ცადე.
sormona
მადლობა ჯანო ყველაფრისთვის რაც საქართველოსთვის გააკეთე!
დიმო
მადლობა ჯანო! შენი ქვეყანა პირველ ადგილზე , რომ დააყენე და უარით გაისტუმრე რუსეთის ნაკრები... არასოდეს დაგივიწყებ! არც შენ , არც გრიგალავას და არც ფოცხვერიას!!!
კობა
მადლობა ჯანო!!!...მრავალჯერ გაგიხარებია ქართველთა გულები!!!...წარმატებები გქონებოდეს სამომავლოდ!!!...
L.J .
Luka shen prinavxar magrad samagierod mase gaaagrdzele,janos madloba yvelaapritvis!!!!
ლუკა
დაბრუნდა კიდეც. მაღლა არასოდეს უფრენია თუ მაგას ელოდი :/
ირაკლი
მერამდენე ტალანტი დავკარგეთ :(, ბოლო მომენტამდე მჯეროდა რომ ჯანო დაბრუნდებოდა! მადლობა ჯანო და წარმატებები!
შალვა 73
მადლობა ჯანო ყველაფრისთვის!!! გისურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!!!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
Transfermarkt-ის რეიტინგი: პირველი დონარუმაა, მეთერთმეტე მამარდაშვილი, ოცდამეცამეტე ალისონი
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია