"შავი ლომი" სამხრეთ აფრიკაში, რაგბი ევროპის სუპერთასის ჩემპიონის რანგში დაბრუნდა, სადაც ქარის თასის რეგულარული გათამაშების ოთხ დარჩენილ შეხვედრას გამართავს.

21 მაისს ქართული ფრენჩაიზი "ბორდერ ბულდოგსს" შეხვდება; 28 მაისს "ბოლანდ კავალიერსს" ეთამაშება; 3 ივნისს"‘იგლსს" ერკინება; ხოლო 11 ივნისს მისი მეტოქე "ლეოპარდსი" იქნება.

ჩვენმა გუნდმა აპრილის დასაწყისში ქარის თასის ორი თამაში მოიგო – ზიმბაბვეს "გოსჰოქსთან" 34:10, ხოლო სამხრეთ აფრიკულ "ელეფანტსთან" 25:22. მანამდე სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩავიდა კენიის "სიმბასი" და ამ თამაშში "შავ ლომს" მოგება ჩაეთვალა.

რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალისა და ფინალური მატჩების გამო, "შავი ლომი" "გრიფონსთან" და "ფალკესთან" სათამაშოდ ვერ ჩავიდა და ამ შემთხვევაში მოგება მეტოქე გუნდებს ჩაეთვალათ. შედეგად, "შავ ლომს" სატურნირო ცხრილში 14 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა.

ევროპის სუპერ თასის მოგების შემდეგ, გუნდს ტრავმის გამო ნიკო აფციაური გამოაკლდა და სამხრეთ აფრიკაში 32-კაციანი, ძლიერი შემადგენლობით გაემგზავრა.

"შავი ლომი" ქარის თასზე

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია;

9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი;

11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე;

15: ლაშა ხმალაძე.

rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის