საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"თავიდან იმით დავიწყებ, რომ შემადგენლობაში ცვლილებაა. ცოტა ხნის წინ გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მიიღო და მას ბექა მიქელთაძე ჩაანაცვლებს.

გიორგი ჩაკვეტაძეს რთული პერიოდი ჰქონდა. ბელგიაში, "გენტშიც" საქმეები რთულად მისდიოდა. იანვარში "ჰამბურგში" გადავიდა და თავიდან თამაშობდა, მაგრამ ბოლო 1 თვეა მოედანზე აღარ გამოსულა. ნაკრებში იმიტომ გამოვიძახე, რომ მას დახმარება სჭირდება. მე ჰამბურგში ვიყავი, იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში შეიძლება ვერ იყოს, ზოგიერთ მატჩში განაცხადში ვერ მოხვდეს. ძველი ფორმის დასაბრუნებლად ბევრი შრომა დასჭირდება. ამ პერიოდში ჩვენთან ერთად იქნება, გუნდთან ერთად ივარჯიშებს და იმედი მაქვს, რომ 100%-ით პროფესიონალი იქნება.

ვოლკოვს ახლა თავდაჯერება აკლია. იმედი მაქვს, გოლებს ისევ გაიტანს, თავდაჯერებაც შეემატება და ნაკრებშიც დაბრუნდება.

მესმის, რომ ნაკრების მიმართ გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი აქვთ და გუნდს მხარში უდგანან. ერთა ლიგას გიბრალტართან მატჩით ვიწყებთ, რომელიც ჯგუფის აუტსაიდერია. ბულგარეთს დიდი ტრადიციები აქვს, ახალ თაობასთან ერთად ძლიერდებიან. ჩრდილოეთი მაკედონია ჯგუფის საუკეთესო ნაკრებია, ცოტა ხნის წინ იტალია დაამარცხეს. ჩვენ თამაში დავასტაბილურეთ, მაგრამ რამდენად ვართ მზად გულშემატკივართა მოლოდინის გასამართლებლად, ამას ნაკრების შეკრების მერე ვნახავთ.

ჩრდილო მაკედონიამ ბოლო ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და მსოფლიო თასის პლეი-ოფში იტალიასაც მოუგო. ამიტომ მიმაჩნია ეს გუნდი ჯგუფის ფავორიტად, მაგრამ წინასწარ განსაზღვრული სტატუსი, შესაძლოა, მოედანზე შეიცვალოს. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 29 ფეხბურთელიდან მაკედონიელებთან თბილისში წაგებულ მატჩში ბევრმა ითამაშა, მაგრამ ახლა სხვა შეხვედრაა, სხვა დატვირთვა აქვს და რევანშს ვერ დავარქმევდი.

მიქაუტაძე მარტში იმიტომ არ გამოვიძახეთ, რომ მისით კმაყოფილი არ ვიყავით. გიორგის იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამას ვხედავდით. გიორგის ისტორია "ჩაკვესას" ჰგავს, მასაც შეუძლია ნაკრებს მეტი მისცეს. მიქაუტაძეს ავუხსენი, რას ველოდები მისგან და იცის, რა უნდა გააკეთოს. "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ინტერვიუში თქვა, რომ პირველ რიგში, ფეხბურთელმა მოედანზე ბევრი უნდა ირბინოს, ბევრი იმუშაოს და ტექნიკა ამის შემდეგ აჩვენოს. ფეხბურთელებისგან მეც იმავეს ველოდები.

ოთარ კაკაბაძე "შტუტგარტში"? ბუნდესლიგა ძალიან ძლიერი ტურნირია და ქართული ფეხბურთისთვის ასეთი ტრანსფერი სასარგებლო იქნება. კარგი იქნება "შტუტგარტში" გადასვლა, მაგრამ მთავარია, ოთარმა ითამაშოს, სადაც იქნება. გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" გამოდის, ხვიჩა "ნაპოლიში" ითამაშებს... თუ მათ რიგებს კაკაბაძეც შეუერთდება, ნაკრებს დიდ სარგებელს მოუტანს.

ჯაბა კანკავას ნაკრებიდან წასვლამ მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის შერჩევის აუცილებლობა გააჩინა. მარტში მექვაბიშვილი გამოვიძახე, ძალიან კარგი ბიჭია, მოედანზე გადაწყვეტილებებს გონებით იღებს. სანდრო ალთუნაშვილს ძალიან ვაფასებ, ბათუმის "დინამოში" კარგად თამაშობს. სანდროს აქვს პოტენციალი, რომ ნაკრების წევრი გახდეს.

ძალიან იღბლიანი მწვრთნელი ვარ, რადგან გუნდში სამი ისეთი მეკარე მყავს, როგორებიც გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი და ლაზარე კუპატაძე არიან. ლორიას დიდი გამოცდილება აქვს, მამარდაშვილს ბოლო 6 თვეში დიდი პროგრესი ჰქონდა. გიორგი ლორიას ჩემთვის იმედები არასდროს გაუცრუებია. მამარდაშვილი ალბანეთთან და ბულგარეთთან სრულად განსხვავებული მეკარე იყო, დავინახეთ, რომ ძალიან თავდაჯერებულად იდგა. წინ 4 თამაში გვაქვს, მე არჩევანი მაქვს და ეს მიხარია.

ბოსნიაში ყოფნისას ხვიჩა კვარაცხელიას ველაპარაკე და მგონია, რომ ბათუმის "დინამოში" გადასვლა საუკეთესო არჩევანი იყო. ხვიჩა ახალგაზრდაა, მას ყველაფერი აქვს, რათა "ნაპოლის" ლიდერი გახდეს, მაგრამ ძალიან ბევრი შრომა მოუწევს. ის ფაქტი, რომ ხვიჩა მედიასთან არ საუბრობს, არ ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად თავს ცუდად გრძნობს. მასთან ურთიერთობისას მსგავსი პრობლემა არ შემიმჩნევია. "კვარა" ახალგაზრდა, ძლიერი ბიჭია და ის ამ სიძლიერეს ნაპოლიშიც გამოავლენს. ხვიჩა ჩვენი ნაკრების შეტევის ლიდერია, ბევრ გოლს იტანს. ნაკრებში ყველა ფეხბურთელი მუდმივად 90 წუთს ვერ ითამაშებს, ეს კვარაცხელიასაც ეხება. თუმცა ველოდებით, რომ ის ნაკრებისთვის სასარგებლო იქნება."

ჭიჭე
ძირითადი მეკარე უნდა იყოს მამარდა!!!
Vasili
მეც ვფიქრობ რომ ბათუმში ჯობია გადავიდეს, შესარჩევში მაგრად გამოდგება გუნდს, დაინტერესების შემთხვევაში კიდე არ შეუშლიან ხელს , თუ გამოჩნდა მაგისთვის შესაფერისი გუნდი, აბა ისევ იგივე წრეზე წასვლა გენტში საშინელება იქნება, ღმერთმა დაიფაროს და თუ კიდე რამე იტკინა, მაგის წარმოდგენაც კი არ მინდა შემდეგ როგორ წავა მაგის კარიერა
გოგა
ჩაკვეტაძეს ტრამვამ კი არ არია, ეს ბიჭი, ფულმა ბარებმა და ქალებმა არია, მაგრამ ჯერ ბავშვია, იმედია მალე მოვა გონს და დაჭკვიანდება..ზეპირად არ ვწერ ამას.
მათე
ძალიან სამწუხაროა მარა ჩაკცეტაძე დიდ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს. ძაან დიდი დრო გაუცდა ძაან , თან ის პერიოდი როდესაც ყველაზე მეტად უნდა პროგესირებდეს. ახლა საკითხი უნდა იდგეს ისე რომ საქართველოში მაინც შეძლის ისეთ დონეზე თამაში( თუ შეძლო და ზრდა განაახლა)რომ რაიმე პერსპექტივა გაუჩნდეს. სამწუხაროა მარა გიო კიდევ ერთი მაგალითია მოზარდთა არასწორი ფიზიკური მომზადების. რომელმაც ბევრი პერსპექტიულ ფეხბურთელის კარიერა იმსხვერპლა.
ddd
ეხლა როგორაა იცით შვილებო? თუ ვერ ავიღეთ შვიდი ქულა ან წავაგეთ. ლორია იქნება შეცდომა მწვრთნელის.
Musenbezi
ერთმნიშვნელოვნად ლორია…
ტოლსენი
რატომღაც მგონია რომ ყველა თამაშს მოვიგებთ დროა უკვე გამოფხიზლების სანიოლი კარგი სპეციალისტი არი კარგი შემადგენლობა ყავს იმედია დაამტკიცებს ამას
შავი კაცი
სანიოლი აშკარად კარგი მწვრთნელია!! ჩაკვე ბათუმის დინამოში გელოდებით!!!
ქომაგი
ფავორიტები ყოველთვის(ხშირადაც კი) ვერ იგებენ. ჩრდ. მაკედონიას ეყოფა რაც ჩვენთან და იტალიასთან გაისროლა(გაასროლინეს)! ამოვტენით!!! ჩაკვეტაძეს კი ვეტყოდი, რომ ტრავმებისაგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება, ფიზიკურად გაძლიერებაა, რასაც თავდაუზოგავი ვარჯიში სჭირდება!
მე
ვამბობდით ვიღაც სჭირდება გვერდით ჩაკვეტაძეს რომ გონზე მოიყვანოს, ძალიან კარგია თუ ეს ადამიანი სანიოლი იქნება. ჩემი აზრით დინამო ბათუმში უნდა გადავიდეს და ყველაფერი თავიდან დაამტკიცოს. როგორც ჩანს ტეავმებმა გაართულა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ისე ამივარდა კალაპოტიდან რომ ვეღარ უბრუნდება ჩვეულ ფორმას.
lsd
ბერიძე აშკარად იმსახურებს შანსს
სოსო
ძალიან სწორად უდგება საქმეს სანიოლი.აქაც არ დამალა,რომ ბევრი სირბილის გარეშე,დღეს ვერავინ ვერაფერს მიაღწევს.ჩაკვეს ვუთხარი,მაგრამ ყველამ გაიგეთო.იმედი მაქვს, ჩაკვეს ქართველი სპეციალისტებიც მიხედავენ და აღუდგენენ ფსიქოლოგიურ წონასწორობას.ერთი პატარა ხინჯი დამრჩა.29 კაციანი შეკრება დაიწყეს და ბარემ 30 მდე შეევსოთ.გიორგი ბერიძეს ვგულისხმობ.მისი დუეტი ბუდუსთან, შესაძლოა ძალიან გამოგვდგომოდა და მისი საჭიროება თუ არასაჭიროება,შეკრებაზეც გამოჩნდებოდა.შეკრებაზე ყოფილიყო,თან დიდი სტიმული იქნებოდა და თანაც თუ არ მიიღებდა გადაწყვეტილებას,სათამაშო განაცხადში აღარ შეიყვანდა და მაგითი დამთავრდებოდა ყველაფერი.ვიცი,ნახევარდაცვაში ჯაბას წასვლით დიდი პრობლემები შეგვექმნება,მაგრამ შინაგანად,რაღაცნაირად იმედიანად ვგრძნობ თავს.მგონი ეს ბიჭები,უკეთესად ათამაშდებიან.აქედანვე წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ ბიჭებს.
სიმართლე
ერთ რამეში ვერ დავეთანხმები სანიოლს, შეჯიბრება არ დაწყებულა და ფავორიტი ჩრდიოლოეთ მაკედონიააო. შეეშვით ამ ფავორიტებს, გადით მოედანაზე საუკეთესო შემადგენლობით და ითამაშეთ. ბურთი მრგვალია და გაუვარდა ამ ჩრდილო მაკედონიას საქართველოშიც და ტალიასთან განსაკუთრებით. ერთი დაარტყეს და ისიც გავიდა ამ დროს იტალია 80% თამშში ბურთს პლობდა. არ შეიძლება ფსიქოლოგიურად ასე მიდგომა. სჯაბს ბრძანოს რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს გუნდი ჩოტა უფრო შეთამაშებულია, წინა თამაშები მოვიგეთ და ასევე ვაპირებთ გაბრძელებაა. ჭ ლიგაა, გემანია და საფრანგეთი ხომ არ გვყავს კონკურენტებად? და იმათთანაც უნდა გავიდნენ და ბოლომდე მოინდომონ ყველას დამარცხება შეიძლება დღეს დღეისობით ... ირბინონ, მოწინააღმდეგეზე მეტი და ჰა ბურთი და ჰა მოედანი.
სხვა
იმედია დალაგებულ თამაშს გააგრძელებენ და ახლიდან არ დაიწყებენ "რაღაცის" ძებნას, თუ შეთამაშება შენარჩუნებულია და ირბენენ, კარსაც შეამჩნევენ სად დგას - ბულგარეთ/მაკედინოის დონის გუნდებს ყნდა გავუმკლავდეთ მეტ ნაკლებად. აგრეთვე თუ ვინმე შხამიანია გუნდში დრიზეა მოსაცილებელიიიიიიიი
გიორგი
ამ კაცის შეფასებები ყველაზე გაწონასწორებული და ჭკვადამჯდარია იმასტან შედარებით რაც ნაკრების სხვა მწვრთნელებისგან მომისმენია. არც ერთი ფეხბურთელის მიმართ წინასწარ აკვიატებული არა კეთიმოსურნეობა არ მოდის მისგან, პირიქით ცდილობს თავისი საუკეტესო მხარეები წარმოაჩინონ.
DAVE
ეგრე რა ძლივს არ დაიწერა ნორმალური ინტერვიუ, არანაირი ბრახაბრუხი და ფუჭი დაპირებები, ცრუ მოლოდინის შექმნები. თამაშმა აჩვენოს თუ რა შეგვიძლია. მიდი ვილი ჩვენ ვგულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს და შენც გიჭერთ მხარს.
G.LA
მე ვერ ვხედავ გამოკვეთილ ფავორიტს ჩვენ ჯგუფში. გიბრალტარის გარდა ყველას გვაქვს შანსი. ევროპაზე მაკედონიის გასვლაც გვახსოვ. უამრავი პრობლემა რომ არ გვქონოდა შემადგენლობაში მაკედონიას ევროპაზეც ვერ ვიხილავდით. რაც შეეხება იტალიის დამარცხებას, პასუხი პორტუგალიასთან თამაშმა გასცა. თუმცა იტალიაშიც ერთი კარში დარტყმა და ერთი გოლი. ულაპარაკოდ დიდი უპირატესობა, ძალიან დიდი სტატისტიკური უპირატესობა იტალიის არ გამართლება. ჩვენც მოუგეთ ესპანეთს მარა რა? თუ ვინმეს მოგებით რამეა ჩვენ იტალიაზე არანაკლებ ძლიერ შვედეთი დავამარცხეთ. ბულგარეთან თუ ფსიქოლოგიურად კარგად განეწყობა ჩვენი ნაკრები, იმ წაგებების შემდეგ რაც მათან ბოლო თამაში 1-4 განვიცადედთ. დარწმუნებული ვარ პირველ ადგილს არავის დაუთმობთ, რადგან ჩვენ უკვე თითქმის მეორე შემადგენობაც კი გათანაბრებულია პირველთან და ეს მაძლევს იმედს ამ 4 თამაში, რომელიც 10 დღეში მიჯრით ჩატარდება. სანიოლის იმედი მაქვს, რომ სწორად გადაანაწილებს ძალებს. წარმატება ჩვენ ბიჭებს!

მომწონს სანიოლის რაციონალიზმი. გიბრალტარი რომ გიბრალტარია იმათაც კი სერიოზულად უნდა შევხედოთ. ორი აზრი არაა რომ მაკედონიაა ფავორიტი, მაგრამ ასეთი მიდგომით სავსებით შეგვილია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება
მწვრთვნელი
ბერიძეზე ერთი სიტყვა მაინც დაძარი სანიოლ, რატომ არ გამოიძახე! კაცმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა უნგრთში და ოთხი თამაშიდან ერთში მაინც არ გამოგადგებოდა ვიცოდე!?
Winter
ძალიანაც კარგია, რომ არ საუბრობს ხვიჩა მედიასთან. იმდენად გამადიდებელი ლუპით უყურებებ, ათასნაირად შეაბრუნებენ მის ნათქვამს რეიტინგისთვის. მთავარია თავისი ლამაზი თამაშით გაგვახაროს.
ტარიელ მაღალდაძე
გიორგი წიტაიშვილი მეტად დატვირთეთ, ხშირად მიეცით თამაშის თავის თავზე აღების უფლება და თავისუფლება! ასეთი მარგალიტი ჩაგივარდათ და ხშირდ კარგ პოზიციაში მყოფს, პასს არ აძლევთ! ქართული ფეხბურთი პრაგმატული და შეშინებული ვაიმე ბურთი არ დავკკარგოს პრინციპით არასოდეს ყოფილა წარმატებული!
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია