გიბრალტართან ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"ქვილითაია და ოქრიაშვილი სიაში იყვნენ. ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ თითოეული ფეხბურთელის როლი დიდია. მე მჯერა მათი, ისინი მოახლოებული მატჩებისთვის ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნებიან.

არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე გამოვცადეთ, გუნდში კარგი ატმოსფეროა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თანამედროვე ფეხბურთში სუსტი მეტოქე აღარ არსებობს, თითოეული ნაკრები ბევრს მუშაობს და სერიოზულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ. ეს მოტივაციას ზრდის და ყველა თამაშისთვის შესაბამისი განწყობა გვექნება.

მოკლე დროში ამდენი მატჩი იოლი არ იქნება. ვიმედოვნებ, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას ექნება. ახლა სრულად ვართ გადართულნი გიბრალტართან თამაშზე და არ მსურს, ბულგარეთზე ვისაუბრო.

6 დღეა ვვარჯიშობთ. დასაწყისში, ფიზიკური მომზადების კუთხით განსხვავება იყო. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მოთამაშეების მხრიდან კარგი უკუკავშირია. ჩემი მოთამაშეების მომზადებით სრულიად კმაყოფილი ვარ. ჩვენ 4 თამაში გვაქვს. შესაძლოა, ხვალ სასტარტოში იყვნენ, შემდეგ კი ტრიბუნაზე აღმოჩნდნენ. ეს თითოეული მათგანის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. მთავარია, ის 11 ფეხბურთელი, რომლებიც სასტარტოში ითამაშებენ, ბოლომდე მზად იყოს.

ჩვენ, შესაძლოა, გარკვეული გეგმა გვქონდეს, თუმცა შეუძლებელია, ზუსტად განვსაზღვროთ, ვინ რომელ შეხვედრაში ითამაშებს. ფეხბურთი მხოლოდ თეორია არაა, ის პერფორმანსია.

მე მაქვს გეგმა, მოვიგო ივნისის ოთხივე შეხვედრა.

როგორც უკვე აღვნიშნე, კონკრეტული გეგმის არსებობა რთულია, რადგან ეს ზოგჯერ არ მუშაობს.

ხანდახან გამოძახებისას ფეხბურთელის წინა მდგომარეობას ვითვალისწინებთ. ასე იყო კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის შემთხვევაში. ვიცით, რამდენი წუთით შეგვიძლია მათი დატვირთვა. მე მჯერა ამ ფეხბურთელების, მათ წარმატებაში თავიანთი როლის შესრულება შეუძლიათ, დანარჩენი კი მატჩებში გამოჩნდება.

იყო ფაქტორები, რომლებზეც მუშაობა მიქაუტაძეს სჭირდებოდა. არასწორი იქნება, რომ ის მეოთხე შეხვედრისთვის შემოვინახო, პირიქით, წუთები და მოტივაცია სჭირდება და აუცილებლად მიიღებს.

რაც შეეხება 2 გასვლით მატჩს, სასიამოვნოა, რომ ამ ქვეყნებს მოკლე გზა აკავშირებთ, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ დაგვჭირდება სწრაფვა და მოქნილობა. საკუთარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და არ ვუყუროთ დროს, თუ რამდენია გასული.

ის, თუ რა ამბიციით დავიწყებთ თამაშს, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება".

კოტე
ხვიჩას არ დააყენებს და წააგებს! "იძახე მერე უშანგი! უშანგი" სამწუხაროდ ეგრეა, როდესაც კლუბის და ნაკრების ბედს, ერთ კაცზე ტოვებ.
valderrama
რას წერ შენ თუ ხვდები:)
kaka
სანიოლი მაგარი ზულიკია ხაპავს ყველა სვენ გვატყუებს პიპი პოპო
pepe
როდემდე ვიქნებიტ პიპი პოპო გიბრალტარტან გაუსვებდი ბავსვებს 18 წლიანებს...................
ტარიელ მაღალდაძე
საქმე ლაპარაკის ნაცვლად! იმედია გეგმის შესრულებას თილისმების შეცვლის ხარჯზე არ ფიქრობ! მე პირადად კვარას და წიტაიშვილის იმედი მაქვს!
kaka
გიბრალტარტან ფეხბურტი იქნება კოეფიციენტი 1.0 40 ცზეა სადარი აქ ფეხბურტი ...........................
შოკირებული გულშემატკივარი
გეგმა უკვე კარია და ეხლა შესრულებაც გვანახე და ბევრი გულშემატკივარი გაახარე
კაპიტან გარდენბურგი
ტეხავს
koba
წარმატებები ბიჭებს
gh
ცოტა პოზიტიურად რომ შეხედო არა რომ მოხვიდე სტადიონზე და კარგი გულშემატკივარი იყო თუ კლავიატურაზე ბოღმის ნთხევა გირჩევნია?
რა ხდება
რა საშინელებაა, როცა ადამიანი ნეგატივით იკვებება. გამგები გაიგებს
რა მაფიაა?
ბათუმელი კაცი რას ერჩი დავითაშვილს? ჩაკვე ისეთ დღეშია ვერაფერს მოვთხოვთ თავდადების გარდა, სადღაც შეიძლება გაუვარდეს თანდაყოლილი ნიჭის ხარჯზე... და ისე ამათ გარდა მილიონია კიდე, რომელიმე 4 კია ფორმაში როგორ არ იქნება, ასეთი უიმედო სიტუაცია ნაღდად არაა
სავარაუდო
მამარდაშვილი ჩაბრაძე კაკაბაძე კობახიძე დვალი აზაროვი აბურჯანია კვეკვესკირი დავითაშვილი მიქელთაძე კიტეიშვილი
ბათუმელი
კარგია ეს მიზანი მაგრამ ვისი იმედით ჩაკვეტაძე და დავითაშვილის?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ