ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლი: ფეხბურთელებს უყვართ საკუთარი ქვეყანა - დინამიკა არ უნდა დავკარგოთ

სანიოლი: ფეხბურთელებს უყვართ საკუთარი ქვეყანა - დინამიკა არ უნდა დავკარგოთ

ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ბულგარეთის 5:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"გუშინ ვისაუბრეთ სწრაფი ფეხურთის თამაშის შესახებ, თუმცა მატჩის წინ ეს მხოლოდ თეორიული საუბარია. ფეხბურთელებმა 100 პროცენტით გაამართლეს ჩემი იმედები და ამაყი ვარ. თავს პრივილეგირებულ ადამიანად ვთვლი, რადგან ასეთი მოთამაშეები მყავს. მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა და ფასეულობები. ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, თუმცა მოთამაშეებმა იციან, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს დინამიკა არ დავკარგოთ. ანალოგიური პროფესიონალიზმით უნდა მივუდგეთ ჩვენს საქმეს სკოპიეში.

შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები გვქონდა, რაც ბუნებრივია. 10 დღეში 4 თამაში გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ დინამიკის შესანარჩუნებლად სიახლეები შევიტანოთ გუნდში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ლობჟანიძის ნაცვლად კაკაბაძეს ეთამაშა ფლანგზე, ტაქტიკური ხასიათის იყო. ის უფრო დაცვითი ფეხბურთელია და ვიფიქრე, რომ დღევანდელი მატჩისთვის ეს უკეთესი არჩევანი იქნებოდა. გარდა ამისა, საბამ 90 წუთი ითამაშა გიბრალტართან, საკმაოდ ბევრი სპრინტი ჰქონდა და მისი დასვენება აუცილებელი იყო. რა თქმა უნდა, ის დაგვეხმარება შემდეგ თამაშებში. 29 ფეხბურთელი გვყავს და ჩვენ ვაგებთ და ვიგებთ ერთად. მოთამაშეები ძალიან კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს, ისინი ბედნიერები არიან ერთად ყოფნით, ბრძოლით და ეს გაცილებით იოლს ხდის ჩემს მუშაობას.

ჩემი მიზანი ყოველთვის იყო სწრაფი ფეხბურთის თამაში, ისე, რომ დაცვაში სტაბილურობა არ დაგვეკარგა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამას მივაღწიეთ. თავდაჯერებულები ვართ, დაცვაში კარგად ვთამაშობთ, გვყავს მოთამაშეები, რომლებიც სწრაფად თამაშობენ კონტრშეტევაზე და ამისთვის მათ სივრცე სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ საკუთარ ნახევარზე ვიცავთ თავს და შემტევი ფეხბურთელები ამას სიამოვნებით აკეთებენ, რათა შეიქმნან სივრცე შეტევისთვის.

ჩვენი გულშემატკივრების ხმა მთელი თამაშის განმავლობაში უფრო მეტად ისმოდა. ზოგმა თვითმფრინავით, ზოგმა ავტობუსით, ზოგმაც პირადი ავტომობილით იმგზავრა. ამაყები ვართ ასეთი გულშემატკივრებით და ბედნიერები ვართ, რომ მათი გახარება შევძელით. ვეცდებით, რომ ოთხ დღეშიც ლამაზი საღამო ვაჩუქოთ მათ".

nakrebi.ge

დიდებულია - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთი გააბითურა - 5:2! [VIDEO]

• Guja Kakhadze

მადლობა ბ-ნო სოსო!

• semi

მთავარი ბედნიერება ის არის რომ ჟურნალისტები და გულშემატკივრები არ არჩევენ შემადგენლობას, მწვრთნელმა უკეთ იცის ლორია ათამაშოს თუ მამარდა და კიდე საბა და კვარაცხელია როდის დაასვენოს

• სტალინი

ყველაზე მაგარი რაც ვილიმ გააკეთა, უჯანსაღესი კონკურენციაა და მადლობა მას ამისთვის. მგონი კარგზე კარგი გუნდი უნდა გვყავდეს თუ არა გვყავს უკვე

• Soso

მადლობა ვილის ასეთი კონკურენტული სიტუაციის შექმნისთვის და ფეხბურთის თამაშისთვის და ყველაზე მთავარი გუნდი ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად არი მომზადებული ესეც ვილის დამსახურებით ის ხომ ბაიერნის ფეხბურთელი იყო

• aron

წინა ფეხბურტელებს არ უყვარდატ საქარტველო სე სირმასო

• ქ. გ.

ბულგარეთს ბრაზილიასთან რომ წაეგო, მწვრთნელი ხომ არ გადადგებოდა. მიეჩვიეთ, ბულგარელებო და მაკედონიელებო, რომ საქართველოსთან თქვენი დიდი ანგარიშით დამარცხება არის ნორმალური და მოსალოდნელი შედეგი.

• სოსო

გუჯა,ბოლნისის ყოჩებს მგონი შენ ჩაუტარე მენტალური მომზადების კურსები,ასე არაა?მგონი ასეა,ასე მახსოვს და თუ მართლაც ასეა,შენც გილოცავ მათ კარგ თამაშს და ესე იგი,შენმა მეთოდმაც გაამართლა და გუნდი დიდ წარმატებამდე მიიყვანა.წარმატებები.

• სოსო

29 ფეხბურთელი გვყავს,და კიდევ რამდენიმე,რომლებიც ამ სიაში არ არიან,თუმცა თამაშის გაძლიერება,მათაც შეუძლიათ.ეს არის დღევანდელ და ორი წლის წინანდელ საქართველოს ნაკრებს შორის.მაშინ ფეხბურთელები მხოლოდ სიაში იყვნენ და ვიცოდით,რომ ბევრი მათგანის თამაშში შეშვება,არ მოხდებოდა.დღეს კი ამ სიიდან ყოველ მათგანს შეუძლია მოედანზე გასვლა და ამოცანის შესრულება.ნაკრებს სიღრმე მიეცა,რაც თამაშში სტაბილურობის გარანტიას გვაძლევს.ერთი,ან ორი კაცის გამოკლება,გუნდის პარალიზებას ვეღარ მოახდენს.გუშინ ვიღაცა სწერდა,სანიოლი,გვარდიოლა არ არისო....რა თქმა უნდა არ არის.ფაქტობრივად ახალბედა მწვრთნელია,რომლისთვისაც საქართველოს ნაკრები,პირველი გუნდია,მთავარი მწვრთნელის რანგში.გუნდი ისეთი სისწრაფით იზრდება,კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ,ალბათ რიგი დაუდგება დიდი კლუბებისაგან.ღმერთმა ქნას,ზრდა გაგრძელდეს და ვინ ოხერს ეწყინება,მისი წარმატებები.ან იქნებ ჩვენც შევძლოთ მისი დატოვება.დრო გვიჩვენებს ყველაფერს.დღეს კი,უბრალოდ მადლობას ვეუბნები,გუნდის გუნდად ქცევის გამო.

• რაბუ

სანიოლ დიდი სტრატეგი ყოფილხარ ბრძოლას ყოველთვის ტაქტიკა იგებს. ჯგუფიდან გავალთ მჯერა და იმის იქეთაც იმიტო რომ აზროვნებენ შტაბში და რადიკალურად განსხვავებული საქართველოს ნაკრებია ძველთან შედარებით. პს. აზაროვს ამდენი ხანი როგორ აჩერებენ ბათუმში მიივირს თვალები გაახილეთ გრანდებო

• ქომაგი

გილოცავ საქართველო! მართლა აღარ მახსოვს ასეთი ემოციები ბოლოს როდის მქონდა, არაადამიანურად ვღრიალებდი სიხარულისგან. მადლობა ვილი!!!

• თენგო

დიდი ვილი

• 100%

,,29 ფეხბურთელი გვყავს და ჩვენ ვაგებთ და ვიგებთ ერთად,,. თქვენს უკან ბევრნი ვდგევართ და ჩვენც იგივეს ვამბობთ! მადლობა ვილი.

• Guja Kakhadze

ყველას გილოცავთ! სწრაფი ფეხბურთი შეინარჩუნეთ და წარმატებაც ხშირად მოვა. ადრე, ჩვენი ბიჭები, სისწრაფეს როგორც კი მოუმატებდნენ, მაშინვე ხიფათი იქმნებოდა მოწინააღმდეგის კართან, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა... სანიოლის მიზანმიმართული შრომის შემდეგ სწრაფ ფეხბურთს 2 ტაიმის განმავლობაში ვთამაშობთ და ეს დასაფასებელია. შემდეგი თამაში იქნება გადამწყვეტი ჩვენი ნაკრების დღევანდელი მდგომარეობის განსასაზღვრავად... წარმატების იმედით გემშვიდობებით!

• მწვრთვნელი

"ამას გვიმალავდით"!!! სწორი ტაქტიკა! დროული შეცვლები! სატანდარტულებზე ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ( ორი ბურთი მივიღეთ)! ვაისი ახლოსაც ვერ მივა!

• ქ. გ.

სანიოლი კარგად მუშაობს. პირველად რომ დავინახე, არ მეგონა ასე კარგად თუ უხელმძღვანელებდა ნაკრებს.

• ქ. გ.

შემდეგ თამაშში მამარდაშვილს დააყენებს.

• roma bejanidze

გეხვეწებით აცალეთ ამ კაცმა იცის საქმის კეთება. ახლა ნუ გახდებით პროფესორები. უბრალოდ ისიამოვნთ ნაკრების თამაშით. 9 ში ამ კაცის ზურგზე მეორე ცოდვა იქნება. ალბათ მაკედონიაში ავტობუსებს ეძებენ. მაგრამ ჩვენ 29 ფეხბურთელი გვყავს გამორჩევა არცერთის არ მინდა. ყველა ძალიან მაგარია.

• Bacho

რო დანიშნეს გამოცდილებას ვუწუნებდით და Aრც თუ უსაფუძვლოდ. საბედნიეროდ ამართლებს მისი ფეხბურთი. კარიერის განმავლობაშI ბაიერნში და საფრანგეთის ნაკრებში ისეთ FეხბურთელებთAნ აქვს ნათაშები ვისთვისაც ტიტულის გარეშე სეზონის დამთAვრება კრახი იყო. შესაბამისად ამ Kაცმა ჩამოიტანა გამარჯვებულის მენტალიტეტი, ფეხბურთელები თავდაჯერებულები გახადა. რო ვიგებდით ხოლმე Dა დაცვაში ვდგებოდით ოღონდ ბურთI არ გაგვეშვა და იმის შიში იყო ბურთი Aრ დაგვეკარგა ეს შიშები ნელ Nელა გაქრა. რესურსი Gვაქვს საბედნიეროდ თან კრიტიკასაც არ Eრიდება. მაკედონიასთAნ ყველა 2იანს ვწერთ. წარმატებები

• maroko

კოსოვო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთიდაიგივეა?

• roma bejanidze

ყველაზე ცუდს რასაც შენ ჩადიხა ვილი. იცი რა არი? ერთმა კაცმა სამსახური დაკარგა შენ გამო. ახლა მეორეც დაკარგავს დარწმუნებული ვარ. ყაჩაღ ვილი. ღმერთი შენსკენ.

• უმაგრესი მწვრთნელი

მე ამ კაცთან პრეტენზიები არ მქონდა და ეხლა საერთოდ აღარ მექნება ჩვენ ასეთი დონის მწვრთნელი არასოდეს გვყოლია არ ვიცით რეალურ შედეგს რას მიღწევს საქართველოს ნაკრებთან ერთად მაგრამ ამ კაცმა ამ რესურსით რომ ასეთი ფეხბურთი ასწავლა ნაკრებს უბრალოდ საოცარია და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, მადლობა ღმერთმა დაგლოცოს ვილი.

• ზურა

Villi ale! Ale! Ale!

• ლევან მაღლაკელიძე

კვერკველია სათამაშებელი არაა, უხეშ შეცდომებს უშვებს. ძლიერი ამას არ გაპატიებს, ლორიაც საპენსიოა. ჯაბა რაც წავიდა, გუნდი შეიცვალა, ხოდა ამათი დროცაა უკვე. პირველი ბურთი, ორივეს ბრალია, თუმცა შემდეგ კაი სეივი გააკეთა. მამარდას დროა და კოსოვოსთან დააყენოს იქნებ. დვალს უნდა ეთამაშა 20 წუთი მაინც. ხოჭო კარგია, აბუს ვთქვი და ვიმეორებ, რომ მაგარი მომატებული აქვს. აზაროვს მომატებული აქვს, კაკაბაძესაც არა უშავდა. ფორმაშია მიქაუტაძეც, ვაკოც მომეწონა. დავითაშვილი მებრძოლია. კვეკვე ბებერი ლომი. კვარა, კვარაა, მაინც უფრო მეტს ველი მისგან. კარგია,რომ დაცვის დახმარება ისწავლა. ნუ, გამოკვეტილად კარგები იყვნენ ხოჭოლა, აბუ, აზაროვი და მიქაუტაძე. - კვარა . სანიოლი კი ყოჩაღ, მარა ბერიძისთვის უნდა მიეცა შანსი. კოსოვოა რიგში და იქ კვერკვე და ლორია საჭირო არაა.ალბათ სანიოლიც ხედავს იმას, რასაც მე. ვნახოთ

• შალვა 73

მადლობა ვილის და ბიჭებს სიამაყესათვის!!!

• ნუკრი

კარგი კაცი და მწვრთნელი ხარ ვილი.ვულოცავ ბიჭებს და გილოცავ შენ.ასე შემართებით გააგრძელეთ და ყველაფერი კარგად იქნება.მაგრამ მაინც"დაცვას მიხედე ხვედელიძე,დაცვას".წარმატებები!!!

• მირო

ბრავო ვილი!მოგება რა საკვირველია აუცილებელია მაგრამ,ნაკრებში ევროპა მოვიდა,უბურთოთ თუ ბერთიანად მოძრაობა,პრესინგი(ამდენი ართმევები) და ჩვენი ახლა უკვე "ძველი" სენი მეკარეს პასი უკან პასი თითქმის გაქრა,კიდევ ერთ უმთავრესაც ვხედავთ სათადარიგო სკამი! ვინც არ უნდა შემოვიდეს საქმეს აკეთებს ვინმეს დასასვენებლად არ ხდება ეს დიდებულია.ეს რევანში იყო ნამდვილად იყო!! ველით კიდევ ერთ რევანშს!! გილოცავთ ქართველებო

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

შანსი საქართველოს ნაკრებს! - ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხა

სანიოლი: პენალტი არ დაგვინიშნეს - თავში მხოლოდ დადებითი მოსაზრებები მიტრიალებს

"საქართველოში ზალპს გავუძელით" - ბულგარული მედია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

კვეკვესკირი: მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია