საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე ფრეს დასჯერდა ბულგარეთთან (0:0) და 4 ტურის შემდეგ უახლოეს მდევარ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, რომელსაც სექტემბერში უნდა უმასპინძლოს. 4 მატჩში 10 ქულის მოპოვება კარგი შედეგია, თუმცა ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილოა. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, თუნდაც რადიკალურად განსხვავებულის, თუმცა ეს დელიკატურად უნდა გააკეთოს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბევრმა ქომაგმა კომენტარი გამოაგზავნა. მათი ნაწილი უბრალოდ შეურაცხმყოფელი იყო და არ გამოვაქვეყნეთ. უშვერი სიტყვებით ლანძღავენ "ჯვაროსანთა" მწვრთნელ ვილი სანიოლს და ფეხბურთის ფედერაციას. ამ ბოლო დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ზოგიერთების მხრიდან ერთგვარი პოლიტიკის ნაწილი გახდა - ჩასაფრებულებს თითქოს ერთი სული აქვთ, ჩვენს გუნდს ფეხი როდის დაუცდება. კატეგორიულად ვაცხადებთ, ასეთი დამოკიდებულება "სპორტალისთვის" მიუღებელია და ტყუილად ნუ გაირჯებით - მსგავს კომენტარებს არ გამოვაქვეყნებთ.

T.q-s
გაზრდილხარ…გაზრდის მოკითხვა შეიძლება,ცენზურის გამო ოჯახის არ მოკითხვა ცუდია……
Რაგბის ფანი
რა გიკვირთ? კოვიდ შეზღუდვების პერიოდში ხალხს ფსიქიკა შეერყა. ვაქცინის გვერდით მოვლენებშიც არის ფსიქიკა ზემოქმედება.
სპორტი
დაიბლოკოს ნებისმიერი უცენზურო და შეირაცხმყოფელი კომენტარი .
Gugi09
მადლობა ბიჭებს; მადლობა ვილი სანიოლს; მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია , მაგრამ ყველა თამაშს ვერ მოიგებ. სტადიონზე მრავლად იყო ისეთი გულშენატკივარი, რომელთაც ტოტალიზატორში დადებული თანხა ადარდებდათ და სამწუხაროდ ისმოდა უწმაწური სიტყვებიც, უხამსი კომენტარებიც დიდი ალბათობით ასეთი გულშემატკივრიდამ მოდის და სწორია რომ დაიბლოკა. მე პირადად ასეთი ბედნიერი ქართული ფეხბურთით არასოდეს ვყოფილვარ. მადლობა დიდი ამ სიხარულისთვის. ერთი აუცილებელი საკითხი რომეიც სასწრაფოდ არი მოსგვარებელი სტადიონზე შესვლის თემაა. სრული ქაოსი და უპატივცემულობა გულშემატკივრის მიმართ. გთხოვთ ამაზე დაიწეროს და რეაგირება მკვთხოვით იმას ვისაც ეს ეკუთვნის.
"სპორტალს" ვუერთდებით!
"სპორტალ" სამართლიანი გადაწყვეტილებაა! ამიერიდან ნებისმიერი შეურაცმყოფელი კომენტარები, კარგი იქნება თუ დაიბლოკება!
sozika
დაახლოები 1997 წლიდან დავდივარ სტადიონზე, თითქმის ყველა მატჩი მაქვს ნანახი და მე ასეთი ერთსულოვანი, შემართული და მოტივირებული საქართველოს ნაკრები, რაც ამ 4 შეხვედრაში ვნახე, არ მინახავ. მადლობა ვილის და ბიჭებს!!!!!
შოთა
მივესალმები სპორტალის გადაწყვეტილებას. გამაღიზიანებელია ქვეყნის მტრების კომენტარების ხილვა!
ბიღმა
ბოღმა მოგკლავთ ზოგიერთებს , თუ დაგავიწყდათ ფარერებთან და ლატვიასთან რომ ვაგებდით , მაშინ იყავით ბედნიერები ??? 4 თამაშში 10 ქულა არ გაკმაყოფილებთ ? რა ნამუსით გიბრუნდებათ ენა ვინმე გააკრიტიკოთ ?? თქვე პროფესორებო , კლავიატურის ლომებო ,
ლუკა
საქართველოზე გარეული თუ შინაური მტრების არნახული ზეწოლა მიდის!ზეწოლაზე ყველაფერზე-პოლიტიკა,სპორტი,ჯანმრთელობა(პანდემიას ვგულისხმობ)რელიგია,ტრადიციები,მორალი ზნეობა.ფაქტიურად გამოცხადებული ომია,ერთი ფეხის დაცდენა და გადაგვივლიან!სამწუხაროდ კარგს არაფერს ველოდები,ძალიან ბევრი მტერი გვყავს და ციხე რომ შიგნიდან ტყდება ყველამ ვიცით.
qomagi
ნაკრებს არავისგან არაფერი დასაცავი არ ჭირს,ბიჭები ლომებივით იბრძოდნენ,4-იდან 4-ივე თამაში შეიძლება ბრაზილიის ნაკრებმა და სხვა ძლიერმა ნაკრებებმაც ვერ მოიგოს, თან ასე მოკლე დროში.ხელოვნურად ნუ ძაბავთ სიტუაციას, ვის ააქვს სასაყვედურო ახლა ფეხბურთელების მიმართ ძაან საინტერესოა, ბულგარეთი რამოდენიმეჯერ სასწაულად გადარჩა 1-ერთ გოლს კი არა რამოდენიმეს,ფეხბურთელები გააფთრებული თამაშობდნენ მოგებისთვის და ეს უკვე კარგია, ასეთი ნაკრები საქართველოს ქინქლაძის და არველაძეების,ჯამარაულის და იმ თაობის მერე აღარ ყოლია.გუნდი სწორ გზას ადგას და ჯგუფში ლიდერია და რაც მთავარია შემტევ ფეხბურთს თამაშობს მოედანზე, არავისი არ შეეშინდებათ ამათ.ამ დროს კი ვინ უნდა მიაყენოს შეურაწყოფა ამ ნაკრებს თუ ასეთები სადმე არიან ისინი ქართული ფეხბურთის მტრები არიან და მთლიანად საქართველოსიც.ბულგარეთის ნაკრები არ არის სან მარინო რომელსაც გინდა სადაც გინდა იქ მოუგო, ეს ყველამ გაიგეთ,ჯანსაღი კრიტიკა კი ყოველთვის საჭიროა ყველა სფეროში,საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა მოსაგებად მაგრამ ეს ფეხბურთია ზოგჯერ ლოგიკურად არ მთავრდება სპორტის ეს სახეობა.ნაკრები გააგრძელებს წინ სვლას დარწმუნებულივარ ამაში მეც და ნამდვილი გულშემატკივრებიც.არ დაბლოკოთ ეს კომენტარი თავისუფალო მედიავ.
T.q
მე ვთქვი და კიდევ ხმამაღლა ვიტყვი რომ მართლაც რომ ძალიან მაგარი ტრენერია რა თქმა უნდა წლების მერე შეიძლება იყოს წარუმატებლობა ან დაღმასვლა ეს ასე ხდება ფეხბურთში ასე ემართება გრანდებსაც და ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და ამის გამო ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს დავამციროთ ადამიანები ან შევურაწყოთ და უმადურები ვიყოთ მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ ყველა ნათლად ხედავს ასეთი ხარისხის ფეხბურთი ქართულ ნაკრებს არასოდეს ხაზს ვუსვამ არასოდეს არ უთამაშია გავა წლები და ფეხბურთელებიც და მწვრთნელიც მადლობით და პატივით უნდა გავაცილოთ კაცს რომ კარგს და სიკეთეს დაუკარგავ შენ არა ხარ კაცი და არ გეკუთვნის კაცი გერქვას. მათ ადგილას ვის რისი თავი ექნებოდა თქვენს გულებში ჩაიხედეთ და ბოლოს ამ ქაჯობას და ჯუნგლელობას უნდა გადაეჩვიოს ქართველი გულშემატკივარი და ცივილიზებული შეხედულებებით უნდა აზროვნება ყველაფერს. შეგნებული ადამიანისთვის დღევანდელი ქართული ფეხბურთი საკმარისზე მეტად დასაფასებელი და დამაკმაყოფილებელია ფლეიოფები კიდევ უკეთესად გამოაჩენს რეალურად რა შეგვიძლია ფეხბურთში! ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით ჯერ ყველაფერი ძალიან წინ არის კიდევ!
T.q
მეც ზუსტად იგივეს თქმა მინდა შეიძლება კრიტიკა მაგრამ ვინა ხარ შენ და ვინ მოგცა იმის უფლება კაცი გალანძღო და თან რის გამო? პირადად პირში ვერავინ ვერავის ვერ გალანძღავს და ზურგს უკან კიდე ლანძღვა ტურების საქციელია. პირში რო რამე გადაკრული უთხრა რომელიმეს ხო დაილეწებით კიდეც ძვლებში რაგინდა შე კაი კაცო სულ უმადური და უკმაყოგილო კაცის მართლაც ....და, იმათი მართლაც სულყველაფერი ვინც ბიჭებს ლანძღავს და სალანძღავი კომენტარები დაწერეს და არ გამოაქვეყნა რედაქციამ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. და თუ შემთხვევით ნაკრების რომელიმე წევრმა ჩვენი კომენტარები წაიკითხა მინდა მათ მთელი ერის სახელით ვთხოვო რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ მაკედონია კიდევ ერთხელ გავამწაროთ მხოლოდ თავიანთი კომენტარებისა და დაუფასებლობის გამო თავიანთი ცხვირის დაბლა რომ ვერაფერს ხედავენ რუსებივით! და ბოლოს დაბლოკეთ ყველა IP მისამართი საიდანაც ხშირია სიძულვილის ენა ამას ხალხი ითხოვს და ეს პოლიტიკური გვერდი არ არის!
სიმართლე
წაშალეთ ჩემი დუბლირებული კომენტარები, თავიდან არ იდებოდა და რამდენჯერმე ვცადე, შედეგად გამეორდა კომენტარები. ამიტომ საიტის ადმინისტრატორს ვთხოვ წაშალოთ, რომ რამდენჯერმე არ გამოეჩხიროს მკითხველს
simartle
ვინც რა უნდა თქვას! სანიოლი ძაან მაგარი ტრენერია. საქართველო თამაშობს და სწორ გზაზეა. ისე თავიდან ღადაობა მეგონა ვინმეს ელანძღა ნაკრები ფრის გამო სათაური რომ წავიკითხე. ვახ ჩემი.
შოთა
მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ჩვენი ნაკრების და მწვრთნელის მიმართ. მშვენიერი შედეგი დაიდო. არაუშავს გადაღლილმა გუნდმა თუ ბულგარეთის ავტობუსი ვერ გაარღვია. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. გრანდებიც ვერ იგებს ყველა თამაშს.
papai
გაუგებარი და მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება.. ბუნებაში არ არსებობს გუნდი რომელიც არ დამარცხდება... ისე ჩვენი ბრალიცაა პატარა წარმატებაზე გადავირევით და ცაში აგვყავს და მერე უწყინარი ფრითაც უკმაყოფილები ვრჩებით... წარმატება ნაკრებს
მაროკო
მარტო ერთი რამის თქმა მინდა შემადგენლობის მხრივ ზივზივაძე და კიტეიშვილი ან აბურჯანია უნდა დაეყენებინა თავიდანვე მიქაუტაძის და ყაზაიშვილის მაგივრად( შეიძლება მაგ შემთხვევაშიც ვერ მოგვეგო).
ika
გაივსო ან ვითომ ფანებით ფეხბურთი. ბუნებაში არარსებობს წაუგებელი გუნდი. იტალიამ ევროპა მოიგო და ეხლა რა დაემართა დაღლილობისგან ხედავთ? გადაიწვნენ.
simartleeee
4 თამაშში 3 მოგება. ბურთები 12:1 და სალანძღავი რა არის? ბოდიშით და ფეხბურთის ყურებას შეეშვით თქვენი საქმე არ არის.
tazo
ძალიან კარგი,გეთანხმებით!დროა პრაგმატულად და ობიექტურად ვეცადოთ აზრის გადმოცემა,ემოციების მესმის,მაგრამ შეურაცხყოფა ზედმეტია ნებისმიერ საკითხზე,ნაკრებს რაც შეეხება,მადლობა მთელ გუნდს,სული და გული ჩადეს ყველა თამაშში,შედეგი ყველანაირად მისაღებია,მე ის გამიხარდა,რომ უკვე გუნდად ჩაგვთველა მეტოქეებმა,ჩვენთან მეორე ნომრად თამაშობს გუნდი,რომელიც არაფრად გვაგდებდა და ფრეს ნატრობს,ჩვენ კიდე იმხელა ამბიციები გაგვიჩინა ნაკრებმა,რომ ამას წარუმატებლობასთან ვაიგივებთ,სწორ გზას ვადგავართ და წარმატებები ჩვენს გუნდს,იმსახურებს თანადგომას და მხარდაჭერას!!!
რონი
ამ ბოლო დროს მედია გახდა როგორი იცი მარტო აქვეყნებს რასაც იტყვიან..... ხალხის სათქმელი არ მიაქვთ ფედერაციასთან იქნება ეს თუ მწვრთნელთან და ბანერებს ხოარ გამოვაკრავთ თვითონ ვერ ხვდებიან რო უნდა წავიდნენ ნაკრებიდან და რავი თუ ვინმეს რამე ვალი აქვთ ამათი.. ყაზაიშვილი თავისთვის თამაშობს გამთამაშებელია და ერთი პასი ვერ გაუშვა სახიფათო..კი იცის კაცის მოტყუება მაგრამ მერე? 11მოტყუება უნდა ეგ აქვს იდეაში თუ რა აქვს ვერ გავიგე მე მაგ ბიჭის. ჩაკავეს უნდა დავუდგეთ გვერდით კვარას არ ყავს ისეთი ვინც გვერდით დაუდგება... ჩაკვე კვარა კიტეზე უნდა იყოს ნაკრები აწყობილი. ამ ლობჟანიძეს ვერ იყენებს სანიოლი მის შემტევ პლიუსებს მარტო დაცვაში გამოიხატება მისი პლიუსები ტიპი შეტევაში ვერ გაიხსნა
ჩელე
რა არის სალანძღავი და საგინებელი ამხელა საქმე გაკეთდა, მოუგეთ გასვლაზე ბულგარეთისა და მაკედონიის უძლიერეს ნაკრებებს, თბილისში დავამარცხეთ გიბრარტარის ნაკრები, პირიქით მადლობები: მწრთნელს,ფეხბურთელებს,ფეხბურთის ფედერაციას, მთავრობას და კიდევ.......იმასს.....შეურაცმყოფელს კი არა ოდნავ განსხვავებული- კრიტიკული აზრის კომენტებსაც არ აქვეყნებთ.
G.LA
მადლობის მეტი რა გვეთქმის ნაკრენზე და სანიოლზე? ყველას გვინდოდა ყველა თამაშის მოგება მარა ეს ხომ ფეხბურთია? ჩემი გულიწყრომაც შეიძლება აღქმული იყოს პოლიტიკურად, მარა მე ძალიან არ მომწონს ის დროშები რომელიც ქვეყნის დროშები არ არის და აქტიურად არიგებენ ვიღაცეები სტადიონთან. იქნებ სპორტალმა და არა მარტო თქვენ ახსნათ რას ნიშნავს ეს? ნუ თუ სადმე როდისმე რომელიმე ქვეყანაში გინახავთ ქვეყნის ნაკრები თამაშობდეს და იქ ქვეყნის დროშის გარდა რამე სხვა დროშებს აფრიალებდნენ? ყველაგან სტადიონებზე უხვად არის მხოლოდ ქვეყნის დროშები, ჩვენთან კი ქვეყნის დროშის მაგივრად აფრიალებენ თეთრ და წითელ დროშებს გიორგი გამარჯვებული(წმინდა გიორგი) გამოსახულებით. წარმოვიდგინოთ რომ ჩვენი გუნდი გავიდა და მჯერა ეს მოხდება, ევროპაზე ან მსოფლიოზე და ჩვენი გულემატკივრები უხვად წარმოდგენილნი სხვა და სხვა სამ ნაირი დროშებით. ეს რა ერთობა იქნება, ეს რა აღქმა იქნება, ან ეხლა როგორ აღიქვამთ ამას? წმინდანის დროშა არ არის ქვეყნის დროშა და ვერც იქნება. მაისურზე ემბლემა შეიძლება მომავალში ვინმეს კიდევ მოუვიდეს თავში რომ შეცვალოს და შემდეგ ის დროშა ვაფრიალოთ? არის კიდევ სხვა ფაქტორიც. მე ვარ მუსლიმი, იუდეისტი, გრიგორიანი ან სხვა, ჩემი სამშობლოს დროშის გარდა რომელიც ძალიან მომწონს და მეამაყება, კიდევ სხვა დროშა შემოგაქვს დატანილი ქრისტიანული წმინდანის გამოსახულებით. რატომ გინდა მე ჩემი სამშობლოს პატროიტს და მოსიყვარულეს მაფრილებინო შენი წმინდანის დროშები? რატომ მიფრიალებ ჩემის საყვარელი ნაკრების თამაშზე შენი წმინდანის გამოსახულების დროშებს? მაშინ ჩემი წმინდანის გამოსახულებიანი დროშაც შემოიტანე და ვაფრილათო 7-8(რამდენი რელიგიაც არი) ნაირი დროშა სტადიონზე. კი მარა მე იქნებ სულაც ათეისტი ვარ, რატომ უნდა მიფრიალოთ თქვენ ყველამ 7-8 ნაირი წმინდანის დროშა ჩემს საყვარელ ნაკრების თამაშზე? მე სულ მკიდია ნაციც და ქოციც და საერთოდ პოლიტიკაც, მარა ეს ვიღაცის გამიზნულ აზრებში მოიხარშა, რომ ქვეყნის დროშა მეორე პლანზე იქნა გადაწეული და ეს ძალიან მავნებლობა და დიდად სამწუხაროა. ქვეყანა ჩვენ ყველას გვაქვს ერთი და ის ჩვენი სამშობლო საქართველოა. ყველა ჩვენი რწმენა და აღქმა გვაქვს ამ ცხოვრებაში და ნუ ვეცდებით ვინმეზე მეტად თავი წარმოვადგინოთ. ძალიან გთხოვთ სპორტალს თვენი აზრი გამოთქვათ და ვფიქრობ ეს უფრო დიდი ხმით არის მისატანი იმათამდე ვინც ეს დაგვიწესა. მადლობთ.
სიმართლე
შეიძლება ყველას ჰქონდეს თქვისი აზრი და განსხვავებული შეხედულება შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ რა შემადგენლობაც არბუნდა დაეყენებინა მწვრთნელს, შეიძლება შედეგი იგივე ყოფილიყო. გრანდები ვერ იგებენ ხოლმე ვარსკვლავური შემადგენლობით, ჩვენც არაერთხელ გაგვიჩერებია დიდი გუნდები. იგივე მაკედონიამ მოუგო იტალიას უპრინციპულესი მატჩი. გულშემატკივარს უფლება აქვს გამოთქვას თავისი ხედვები სწორედ გულშემატკივრიბის პოზიციიდან, მაგრამ რაც აქ ხდება ეს ემსგავსება პოლიტიკურ ველს, სადაც მხოლოდ ავყიობა და სიძულვილის ნთხევაა. თხოვნა საიტის ადმინისტრაციას: დაბლოკეთ ყველა IP საიდანაც ხშირია თავდასხმები და სიძულვილის რიტორიკა, ეს არაფრით უკავშირდება თავისუფალი აზრის შეზღუდვას. მადლობა
მერაბი
ასე იზრდება და ყალიბდება მძლავრი გუნდის ხასიათი! მადლობა მთელს ჩვენ გუნდს,მოთამაშეებს,მწვრთნელებს,ხელმძღვანელობას.გვწამს,სექტემბერში კიდევ უფრო ძლიერნი ვიქნებით!
ირაკლი
ზოგადად რასაც ვატყობ ბოლო დროს, ნაც-ქოცური ტროლ-ბოტების მანქანა ამუშავდა სასწაულად. ფეხბურთის განხილვისას ვდილობენ ჩააკვეხონ პოლიტიკური სარჩული და ძალიან სწორი იქნება თუ გაფილტრავთ ასეთ კომენტარებს. ქვეყანას მიხედეთ ბიჭებო! მეზიზღება ქართული პოლიტიკა!!!
სიმართლე
ჩემი კომენტარიც შეურაცხმყოფელია, თუ რა გჭირთ? რატომ არ დებთ კომენტარს?
შავი კაცი
სპორტული საიტი სპორტალლის ერთგული სტუმარი ვარ უკვე წლებია.. მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ სიტუაციის შესაბამისად მართებული გადაწყვეტილება მიიღეთ.. ამით ნაკლებად დაზიანდება ნაკრები და ნამდვილი გულშემატკივარი..წარმატებებს გისურვებთ შესანიშნავი გუნდი ხართ ასე გააგძელეთ მეგობრებო!
სიმართლე
შეიძლება ყველას ჰქონდეს თქვისი აზრი და განსხვავებული შეხედულება შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ რა შემადგენლობაც არბუნდა დაეყენებინა მწვრთნელს, შეიძლება შედეგი იგივე ყოფილიყო. გრანდები ვერ იგებენ ხოლმე ვარსკვლავური შემადგენლობით, ჩვენც არაერთხელ გაგვიჩერებია დიდი გუნდები. იგივე მაკედონიამ მოუგო იტალიას უპრინციპულესი მატჩი. გულშემატკივარს უფლება აქვს გამოთქვას თავისი ხედვები სწორედ გულშემატკივრიბის პოზიციიდან, მაგრამ რაც აქ ხდება ეს ემსგავსება პოლიტიკურ ველს, სადაც მხოლოდ ავყიობა და სიძულვილის ნთხევაა. თხოვნა საიტის ადმინისტრაციას: დაბლოკეთ ყველა IP საიდანაც ხშირია თავდასხმები და სიძულვილის რიტორიკა, ეს არაფრით უკავშირდება თავისუფალი აზრის შეზღუდვას. მადლობა
სიმართლე
შეიძლება ყველას ჰქონდეს თქვისი აზრი და განსხვავებული შეხედულება შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ რა შემადგენლობაც არბუნდა დაეყენებინა მწვრთნელს, შეიძლება შედეგი იგივე ყოფილიყო. გრანდები ვერ იგებენ ხოლმე ვარსკვლავური შემადგენლობით, ჩვენც არაერთხელ გაგვიჩერებია დიდი გუნდები. იგივე მაკედონიამ მოუგო იტალიას უპრინციპულესი მატჩი. გულშემატკივარს უფლება აქვს გამოთქვას თავისი ხედვები სწორედ გულშემატკივრიბის პოზიციიდან, მაგრამ რაც აქ ხდება ეს ემსგავსება პოლიტიკურ ველს, სადაც მხოლოდ ავყიობა და სიძულვილის ნთხევაა. თხოვნა საიტის ადმინისტრაციას: დაბლოკეთ ყველა IP საიდანაც ხშირია თავდასხმები და სიძულვილის რიტორიკა, ეს არაფრით უკავშირდება თავისუფალი აზრის შეზღუდვას. მადლობა
Irakli
ჩვენი მხარდაჭერა ნაკრებს და მადლობა სპორტალს ამ პოზიციისათვის!
ბიძინა კუკულაძე
4 თამაშში 10 ქულა მართლაც კარგი შედეგია. თანაც ჩვენ ყველაზე მძიმე კალენდარი გვქონდა-ბულგარეთსა და მაკედონიას სტუმრად ვეთამაშეთ. ჯგუფს ერთპიროვნულად ვლიდერობთ. ნაკრებს თავისი სახე აქვს, თამაშობს შემტევ და ლამაზ ფეხბურთს. მაგრამ თურქებიც და ბერძნებიც მშრალად იგებენ თამაშებს და ნახევარფინალში შეიძლება ჩვენთვის მისაღები კალენდარი არ გვქონდეს. თუმცა მანამდე 2 წელია და დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისთვის უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლება. გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები და წარმატებები ვუსურვოთ!
გიორგი
წარუმატებულს ნამდვილად ვერ უწოდებთ ნაკრების თამაშს მაგრამ ხომ გაგიგიათ მიჩვეულს ნუ მიაკლებო.ამდენი შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ნუ გაგვიკვირდება თუ ბულგარეთთან საშინაო თამაში ფრეს გულშემატკივრები წარმატებათ თუ არ აღიქვამენ
ჯელა
რატო უნდა დაწერონ ცუდი ვერ ვხვდები.10 ქულას 4 ტურში ცუდ შედეგად თვლიან? აღარ ახსოვთ რა ჭაობში ვიყავით?
ნოდო
მე არ მესმის რატო ვმსჯელობთ 10 დღეში 4 თამაშით გამოწვეული დაღლილობით? ახალი სეზონი რაც დაიწყო აგვისტოს მერე ვინ დაისვენა? არავინ ვინც ძირითადის ფეხბურთელი იყო კლუბში ყველა მატჩი იტამაშა ლიგები რო დამთავრდა პირდაპირ ყველა შეკრებაზე წამოვიდა ფიზიკურად ლიგების დამთავრების მერე არავის დაუსვენია და ამიტომ უფრო სწორი იქნება ვთქვათ მთელი სეზონის გადაღლილობის ბრალი იყო და არა კონკრეტული 4 დღის რადგან ნაკრებებში ყველა დაღლილი ჩამოვიდა კლუბებიდან და ხვიჩას 2 ივლისის ჩათვლით კიდე 4 თამაში უწევს ეროვნულში
ნოდო
მაგ ლოგიკას თუ გაბყვებით ხვიჩას ამ კვირაში თამაში აქ 2 ივლისამდე 4 თამაში აქ ბათუმს მერე ტუ მიცეს ნება საკბალიფიკაციო ერთი მერე გამგზავრება უტალიაში და იმ დროს უკვე შვებულება დასრულებული იქნება რადგან მსოფლიოს გამო ადრე დაიწყებენ შეკრებას თან შემოდგომის პაუზის გამო უფრო მეტი მატჩი იქნება კვირაში ლიგებში და გამოდის წინა აგვისტოს მერე მომავალი წლუს იბნისამდე ფიზიკურად ვერ დაისვენებს არ ექნება დრო
საქართველო
ესეთები არიან პირველი მოღალატეები ერის,სპორტალისგან ამას არ ველოდი და ყოჩაღ,ზოგიერთი პოლიტიკურად მოტივირებული მოღალატეა და ზოგიც მოთამაშე მოღალატე,რომელმაც ფული წააგო,რადგან საქართველომ ვერ მოიგო. თქვენ მოკალით ილია ჭავჭავაძე
ქართველი
რა შეურაცხმყფელი მიმართვა ხალხო, ბიჭები ვერ ხედავთ როგორი განწყობით თამაშობენ? სანიოლს რაც შეეხება: მასზე კარგი სტატისტიკა ქონდა ვინმეს წარსულში? გუნდს აქვს ტაქტიკა, გამოკვეთილი სტილი და შეთამაშება. ყოჩაღ ვილისაც და ბიჭებსაც.
Soso
მადლობა ამ მიმართვისთვის . გუნდმა 10 ქულა აიღო პირველზეა უშუალო კონკურენტს 3 ქულით ვუსწრებთ კიდე პრეტენზიები აქვთ ამ ფედერაციამ მოიყვა სანიოლი და მიდის ნაბიჯ ნაბიჯ წარმატებისკენ
გულშემატკივარი
ნუ ვიქნებით უმადურები და ბულგარეთთან ვერ მოგებით ნუ გადავუვლით მწვრთნელს და ფეხბურთელებს. კაცმა გასაგებად ახსნა, გუნდი გადაიღალა და შემადგენლობის ასეთი გადახალისება ამით იყო გამოწვეულიო.ხუმრობა ხომ არაა 10 დღეში 4(!) მატჩის ჩატარება? ყველაფერი რიგზეა და თავს მივცეთ დამშვიდების საშუალება, ვინმეს ეგონა რომ ამ 4 მატჩში 10 ქულას ავიღებდით? პირველ ადგილზე ვართ და შევირგოთ.
დავით 67
ნაკრები არაფერ შუაშია, მეც გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ არაა კარგი ამდენი ექსპერიმენტი შემადგენლობასთან დაკავშირებით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საცოდავმა თამაშდამოკიდებულმა ხალხმა ბევრი ფული წააგო ტოტალიზატორებში ( რაც მე მიხარია) და ვიღაცას ხომ უნდა აგინონ? ეგ არის და ეგ. სანამ არ აიკრძალება ეს უბედურება, არაფერი არ ეშველება ამ ხალხს. ნაკრებმა რაც შეეძლო ითამაშა, ცდილობენ მაინც წინა წლებთან შედარებით.
Gulshematkivari.
ნაკრებს არავინ ერჩის!!! ხიზანას და ფედერაციას არ დააფაროთ ხელი
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია