"უმცროსი ბორჯღალოსნები" ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე იტალიაში გაემგზავრნენ.

მარტყოფის 5-კვირიანი შეკრების შემდეგ მწვრთნელებმა სატურნიროდ 31 მორაგბე შეარჩიეს, რომელთაგან 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიაზე 8 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული: "ა" ჯგუფში ინგლისი, სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია მოხვდნენ; "ბ" ჯგუფში შოტლანდია, უელსი, საქართველო და მასპინძელი იტალია ითამაშებენ. სამი ტურის შემდეგ გუნდები მეოთხე სათამაშო დღეს დაკავებული ადგილების მიხედვით პლეი-ოფის შეხვედრებს გამართავენ და საბოლოო ადგილებს გაითამაშებენ.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფური ეტაპის თამაშებს ტრევიზოში გამართავენ. 25 ივნისს მათი მეტოქე იტალია იქნება, 30-ში უელსს შევხვდებით, 6 ივლისს კი - შოტლანდიას. პლეი-ოფები 12 ივლისსაა ჩანიშნული.

გუნდის მზადების და მომავალი შეხვედრების შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ განაცხადა:

„საკმაოდ დამღლელი და ნაყოფიერი 5-კვირიანი შეკრება გვქონდა. სამწუხაროდ, ლეგიონერთა ნაწილი გვიან, ნაწილი კი ძალიან გვიან შემოგვიერთდა, რადგან მათი გუნდები საფრანგეთის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე თამაშობდნენ. გვქონდა ორი საკონტროლო შეხვედრა 18-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც სელექციასთან ერთად, ტაქტიკური მონახაზის დახვეწასაც ემსახურებოდა“.

„იტალიაში 4 საინტერესო თამაში გველის. ეს ტურნირი დაგვანახებს, თუ სად წავიდა ევროპული და სამხრეთაფრიკული რაგბი პოსტპანდემიურ პერიოდში და სად ვართ ჩვენ. ამ ბიჭების დიდმა ნაწილმა შარშან სამხრეთ აფრიკის ტურნირზე ითამაშა, სადაც ერთი წლით უფროსებს ვეთამაშეთ და ახლა გამოჩნდება, როგორია ჩვენი განვითარების ტემპი“.

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებზე

პირველი ხაზი: სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), გიორგი მამაიაშვილი (ლელო), დავით გველესიანი (პროვანსი, საფრანგეთი); ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), გიორგი მაისურაძე (ლელო), ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი); ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), ბადრი ციხისთავი (ლელო);

მეორე ხაზი: ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი), გიგი ქურხული (ვეფხვები), გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), პაატა გალდავა (აია);

მესამე ხაზი: რატი ზაზაძე (არმაზი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);

9: კოტე იაშვილი (აკადემია), დავით ხუროშვილი (ლელო);

10: მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (ლელო);

12-13: გიორგი ჩიქოვანი (ლელო), იოანე მეტრეველი (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), საბა ლიპარტელიანი (ლელო);

11-14: შალვა აფციაური (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), ვიტალი ირემაძე (ბათუმი);

15: გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შავლეგ მახარაშვილი

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ა ჯგუფი

საფრანგეთი

ირლანდია

ინგლისი

სამხრეთი აფრიკა

24 ივნისი

ინგლისი – სამხრეთი აფრიკა

საფრანგეთი – ირლანდია

29 ივნისი

საფრანგეთი – ინგლისი

ირლანდია – სამხრეთი აფრიკა

5 ივლისი

საფრანგეთი – სამხრეთი აფრიკა

ირლანდია – ინგლისი

ბ ჯგუფი

შოტლანდია

უელსი

იტალია

საქართველო

25 ივნისი

შოტლანდია – უელსი

იტალია – საქართველო

30 ივნისი

შოტლანდია – იტალია

უელსი – საქართველო

6 ივლისი

შოტლანდია – საქართველო

უელსი – იტალია

პლეი-ოფები - 12 ივლისი

rugby.ge

რეზო
ამასაც თუ არ გვაჩვენებთ, გადადექით!)
tngh
წარმატებები ჩვენს რაგბისტებს!!!
სოსო
ბადრი და ლაშა ციხისთავები,საფრანგეთის "ბაიონში" გადავიდნენ.
simartle
უსირცხვილო ფედერაციაა და არასწორად, დავალებით შერჩეული ნაკრები. ყველა მწვრთნელი ლელოდან და 15 მოთამაშე დღეს რომელნიც ლელოში ირიცხება.
ქომაგი
ა ლიგა აიამ მოიგო ბ ლიგაში ფინალი ითამაშა ლელოსთან. მართლა რა მარაზმია ამის დედავატირე ამ ერთმა რაგბისტმა მოუგო ლელოს ფინალი? საქართველოს ნაკრები კიარა ლელოს ნაკრებია ცოტა აზრზე მოდით სირცხვილია. ამ ბა ვშვებს სტიმულს უსპიბთ. მაისაშვილმა იმენა გაიდგა გესვები
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა