ახლოვდება 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომლის B დივიზიონსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს. ტურნირში ევროპის 19 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს და ის სტარტს 15 ივლისიდან აიღებს. თამაშები ჩატარდება ახალაშენებულ “თბილისი არენაზე” და მასთან დაკავშირებულ ოლიმპიურ სასახლეში.

საქართველოს ნაკრები თბილისში გასამართი ტურნირისთვის საფუძვლიანად ემზადება. ჩვენმა ნაკრებმა შეკრებები გაიარა რაჭაში, საბერძნეთში, ახლა კი თურქეთში, თურგუთ ატაკოლის საერთაშორისო ტურნირზე იმყოფება. ეს გახლავთ ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 25-ედ ტარდება და წლეულს მასში საქართველო, საბერძნეთი, ნიდერლანდები და თურქეთი მონაწილეობენ.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი მასპინძლებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 72:77 დამარცხდა. პირველი ნახევარი ქართველებმა 14 ქულის სხვაობით – 40:26 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდში თურქეთმა 26:6 იძალა და დაწინაურდა. თანაბარი თამაში ბოლო წუთებამდე გაგრძელდა და საბოლოოდ მასპინძლებმა 5-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი გახდა ალექსანდრე გაფრინდაშვილი. 18 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი ლუკა ლიკლიკაძემ დააგროვა, ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. საქართველოს ნაკრები ტურნირის მეორე მატჩს 8 ივლისს, საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.

GBF.GE

სოსო
ანდრონიკაშვილი ძალიან კარგი კალათბურთელია,მაგრამ ძალიან ინდივიდუალისტი.ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს და ბოლო პასის გაკეთებას,თვითონ სროლას არჩევს.დრო უნდა რომ დაღვინდეს და პასების დარიგებაც დაიწყოს.დიდი ხანია მისი თამაშები აღარ მინახია,თუ ამ ბოლო თამაშებს არ ჩავთვლით ნაკრებში.ადრე ასაკობრივებში ასე თამაშობდა,ესპანეთთანაც ინდივიდუალურ მოქმედებებით გააკეთა,რაც გააკეთა.ასე რომ ძველი შთაბეჭდილება არ შემცვლია.დარწმუნებული ვარ,ამ კომპონენტის გამოსწორებაზე თავის კლუბშიც ამუშავებენ და თანდათან გამოასწორებს,მაგრამ ხასიათში არა აქვს მეპასეობა და მაინც ინდივიდუალიზმზე იქნება ორიენტირებული.იმედია სხვაც გამოჩნდება ვინმე.რა ვიცი,ძალიან ცოტა ითამაშა და ახლა როგორია დარწმუნებით ვერ დავიწყებ მტკიცებას,მაგრამ ჯერ ისევ ამ აზრზე ვარ.
მმმმ
ანდრონიკაშვილი არ მოგწონს?
რრრ
იმედია ამ თაობაში მაინც მოდიან კარგი უკანა ხაზელები, გამთამაშელი და მსროლელები.
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა