ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საქართველოს ნაკრების შანსები, უპირატესობები და პრობლემები - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში

საქართველოს ნაკრების შანსები, უპირატესობები და პრობლემები - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში

შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსებს ყოველთვის აქტიურად განვიხილავთ, შესაძლო მოსაპოვებელ ქულებს ვითვლით, იოლ და სუსტ მატჩებს წარმოვიდგენთ. სამწუხაროდ, შედეგის თვალსაზრისით, დროთა განმავლობაში ბევრი არაფერი იცვლებოდა, თუმცა სიახლეები იყო მოლოდინებში, მწვრთნელებსა თუ თამაშის სტილში...

ვილი სანიოლის გუნდი, რომელიც ევროპის მომავალ ჩემპიონატზე გასვლას, "ერთა ლიგიდან" მოხვედრილ პლეი-ოფამდე, შესარჩევი ეტაპიდან ეცდება, რთული მეტოქეების წინაშეა. თუმცა წინასწარ როდის დავნებებულვართ, მით უმეტეს, "ჯვაროსნების" ამჟამინდელი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ჩვენმა ნაკრებმა შედეგის მოპოვება ისეთ მეტოქეებთანაც უნდა შეძლოს, რომლებიც მათთან შეხვედრაში ფავორიტები იქნებიან.

ლიდერები და გუნდურობა

ესპანეთის ნაკრებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მათი ძალა და შესაძლებლობები მშვენივრად ვიცით. წინა შესარჩევ ეტაპზე, თბილისში ჩატარებულ შეხვედრაში, "ფურია როხას" მართლაც არაფერი დავუთმეთ, ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებით "კაშკაშებდა" და საბოლოოდ, მაინც უფრო ცუდი ფიზიკური მომზადებისა და ინდივიდუალური შეცდომების გამო (1:2) დავმარცხდით. ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუკი, ლიდერების კარგი თამაშის პარალელურად, გუნდურობა მაღალ ხარისხში გვექნება აყვანილი, შესაბამისი სტრატეგიით კონკრეტულ დაპირისპირებებში წარმატების მიღწევა ყოველთვის შეიძლება.

ინდივიდუალურობაზე როცა ვსაუბრობთ, ნორვეგიის ნაკრებს დღეისთვის, შესაძლოა, ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელი ერლინ ჰოლანი ჰყავს. გუნდში "არსენალის" კაპიტანი მარტინ ოდეგორიცაა, მაგრამ ის, რომ ნორვეგიელები თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ, დიდწილად იმას უნდა მივაწეროთ, რომ კოლექტიური მექანიზმების სათანადოდ ამოქმედების გარეშე, მხოლოდ ცალკეული გვარებით მიზნის მიღწევა რთულია. ვხედავთ, ჰოლანი ბურთით მოძრაობასაც ახერხებს, აჩქარებასაც და საგოლე პასი გაკეთებასაც, თუმცა მისი მთავარი ღირსება საგოლე ეპიზოდების ცივსისხლიანად დასრულებაა, ნორვეგიის ნაკრებში ("სიტისგან" განახვავებით) კი კევინ დე ბრუინის მსგავსი "მხატვრები" არ არიან.

ჰოლანის ნაკრები "ერთა ლიგის" B დივიზიონში ბოლო 2 შეხვედრაში (სლოვენია და სერბეთი) დამარცხდა და საუკეთესოებში დაწინაურება ვერ მოახერხა. "სიტის" გოლეადორს გოლი-გოლზე გააქვს და არც "ერთა ლიგა" ყოფილა გამონაკლისი. იმისთვის, რომ ერლინმა გაიტანოს, ნაკრებში ამაში ხელს "სოსიედადელი" ალექსანდრ სორლოში, "ფეიენოორდელი" ფრედრიკ ბროკანი თუ "საუთჰემპტონელი" მუჰამედ ელიონოუსი უწყობენ. გუნდურობის გარდა, ამ დონის კლუბებში მოთამაშეების შესაჩერებლად, რათა მათ თუნდაც შედეგიანი პასების შესრულება ვერ შეძლონ, საქართველოს ნაკრების წევრების კარგი საკლუბო პრაქტიკა გვჭირდება, რათა ფიზიკურად ბოლომდე მზად ვიყოთ. ეს ის საკითხია, რაც ხშირად პრობლემური გვაქვს.

ცუდი სტატისტიკა უნდა გაუმჯობესდეს!

სამწუხაროდ, ბევრი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელთა ნაკრებთანაც ჩვენს ბიჭებს დადებითი სტატისტიკა ჰქონდეთ. ახლა ზუსტად ის დროა, როცა რაღაცების შეცვლა უნდა დავიწყოთ. ნაკრებში იმ დონის ფეხბურთელები არიან, ამის ამბიცია და რესურსი ნამდვილად აქვთ. შორს რომ არ წავიდეთ, ბულგარეთის ნაკრებს, რომელიც მუდამ ახერხებდა, დიდი ანგარიშით დავემარცხებინეთ, მისსავე მოედანზე დამაჯერებლად (5:2) ვძლიეთ. "ვალში" არც ჩრდილომაკედონიელები დაგვრჩენია.

შოტლანდიის ნაკრები ჩვენთვის თითქოს ყოველთვის რთულ მეტოქედ მიიჩნეოდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან დროს ვაჯობეთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში ხელი სატურნირო მოტივაციის გარეშე (ამ სტატუსით თამაში უფრო გვიმარტივდება) დარჩენილებმა შევუშალეთ. 2007-ში ეს "თითისტოლა" ბიჭებით (მაკარიძე, ყენია, მჭედლიძე) შევძელით. 4 მატჩში 2 გამარჯვება და ამდენივე მარცხი. დანარჩენ სამ მეტოქესთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს, ნორვეგიელების ძლევა კი ერთხელაც ვერ მოვახერხეთ (3 წაგება).

ქეცბაიას ფაქტორი

განგებას ხანდახან უყვარს ისეთი სიტუაციების შექმნა, განსაკუთრებულ ინტერესს რომ იწვევს. ასეთი თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში ნამდვილადაა, რაც ამაღელვებელი მომენტია. თუმცა ახლა კვიპროსის ნაკრებს სხვა კუთხით შევეხებით.

გვახსოვს ქეცბაიას საქართველოს ნაკრები, ვიცით კვიპროსელთა რესურსის შესახებ და დარწმუნებული ვართ, თემური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, მისი გუნდი ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის რთულად დასამარცხებელი იყოს, საკუთარი კარის დაცვას დიდ ყურადღებას დაუთმობს. ეს, ერთი მხრივ, რთული იქნება სანიოლის გუნდისთვის, თუმცა დიდია იმის შანსიც, კონკურენტებმა ქულები დაკარგონ.

ჰოლანი, კვარაცხელია, პედრი - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში იწყებენ!

• გოლიათი

რა ვიცი შეიძლედა გარკვევით ვერ ჩამოვაყალიბე აზრი ან წაკითხული ვერ გაიგო ზოგიერთებმა- მე თავდაბლობაში ნაკრები ვგულისხმობდი და არა კვარას,ის დღეისათვის ისეთ რამეებს აკთებს ევროპის სტადიონებზე შეუძლებელია არ იამაყო, მაგრამ ერთმა კაცმა ასევე შეუძლებელია მოიგოს ყველა პრინციპული, აუცილებლად მოსაგები თამაში, საქართველოს ნაკრები დღეს კლასიკური ერთი კაცის- კვარას გუნდია. ასეთი ნახევარდაცვით და შენელებული დაცვით ეს პრაქტიკულად შეუძლებელი მგონია. ნახეთ ხომ,? იგივე ჰოლანდმა ამ რამდენიმე დღის წინ რა დღე აყარა ჩვენი ნაკრების დაცვის ლიდერს ხოჭოლავას. რაც შეეხედა პედრის, ჰოლანდის და კვარას შედარებას, რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს ჩვენთვის, კვარას მხოლოდ ახლა 21 წლის ასაკში უწევს იმის დამტკიცება რაც მათ 17-18 წლის ასაკში გაიარეს და უკვე ჩამოყალიბებული სუპერ ვასკვლავები არიან, ამასთან პედრი მხოლოდ 19 წლისაა და არა მარტო ბარსელონას ლიდერი ესპანეთის ნაკრების უპირობო ლიდერიცაა, საერთოდ თუ რამეს ნიშნას მავანისთვის ესპანეთის ნაკრები და მისი ლედერობა. ჰოლანდი კი რომელიც სულ რაღაც 6 თვით დიდია ჩვენს კვარაზე..............

• იკა

ჰალანდი მან სიტიში თამაშობს და კვარა ნაპოლიში ასტრონომიული განსხვავებებია. კვარას რო სიტიში ეთამაშა და ჰალანდს ნაპოლიში შედარება მერე გაგეკეთებინა.

• სიმართლე

ალბათ ხვიჩას უყურებენ, როგორც შემთხვევით ფეხბურთელს. შემთხვევით მოხვედრილს იტალიაში. ნაპოლი 1-2 წელი აკვირდებოდა რა შემთხვევით გადასულია? პირადად კარლო ანჩელოტი აკვირდებოდა თავად თქვა ეს. რა შემთხვევითობა რის შემთხვევითობა?

• 321

ეხა მაგ თვალსაზრისით არგენტინაშიც და პორტუგალიაშიც უამრავი ნიჭიერი და ტალანტი ფეხბურთელია მარა მესი და რონალდუ ყველა არ არის.

• იკა

მეც მიკვირს ეგ. მაინც არ უყურებენ კვარას როგორც სინამდვილეშია. გასაგებია რო ბევრი ფეხბურთელი გვყავდა წარმატებული და ზოგს მილანი ეპატიჟებოდა და ზოგს ბარსელონა ან მათ აკადემიაში თამაშობდა მაინც, მარა დღეს ესეა საქმე. კვარაცხელია უნიკალურია. მე მიმაჩნია, რომ ევროპის 10 საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელში იქნება მალე. და ბევრ ჩემპიონთა ლიგებს მოიგებს.

• ოეეე

რაღა თავმდაბლობა? საერთოდ რატო უყურებთ კვარას არასრულყოფილად მაინც? რაღაცნაირად? კაცი ნაპოლიში თამაშობს. კაცმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი შეაგდო. ყველა მატჩში გოლს იტანს, პენალტს იკიდებს. მთელი მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები, მწვრთნელები და გამოცემები კვარაცხელიაზე წერენ და რაღა თავმდაბლობა? კარლო ანჩელოტიმ თქვენ გახსენოთ, თქვენ გაიტანეთ ლიგაზე გოლი, ნაპოლიში თქვენ ითამაშეთ თუ შეგიძლიათ? მერე ვილაპარაკოთ. კვარაცხელია რო ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია დღესდღეობით სსაქართველოს და რეგიონის მასშტაბით ეჭვი ვის ეპარება? ფაქტები კი სახეზეა.

• სიმართლე

ხო მარა ისინი ნაპოლიში არ თამაშობენ. თორე მჯობზე მჯობი არარსებობს.

• გოლიათს

ჯერ ერთი, ამ ფოტოთი უეფამ დააყენა გვერდიგვერდ. მერე, ახლანდელი ხვიჩა და ნაპოლი არავისზე ნაკლები არაა, მათ შორის, ბარსელონაზეც. დიახ, მომავლის ვარსკვლავებია - მესის, რონალდოს, დე ბრუინის ეპოქის შემდეგ

• გოლიათი

ისე ცოტა მოკრძალება და თავდაბლობაც არ გვაწყენდა, პედრი,ჰოლანდი და კვარა ერთ სიბრტყეში დააყენო და მომავლის ვასკვლავი უწოდო ცოტა ზედმეტი ხომ არ არის?, ხვიჩა გასაგებია, ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ევროპულ ფეხბურთში, რაც მშენივრად გამოსდის კიდეც,მაგრამ........ 19 წლის პედრი უკვე ესპანეთის ნაკრების და ბარსელონას მომავალი კი არა ჩამოყალიბებული ვასკვლავია, ჰოლანდი კი თითქმის კვარას ასაკში, დღეიასვის ულაპარაკოდ საუკვეთესო 10-იანი და მეგოლე სუპერვასკვლავია. თუ ტრაბახია, ტრაბახი იყოს და ბარემ დავითაშვილი,აზაროვი,მიქაუტაძე ჟორჟი და ბუდუც მომავლის ვასკლავებათ მოვიხსენიოთ, ჩვენი რა მიდის როოო..

• ქ. გ.

ხვიჩა საუკეთესოა https://www.tuttonapoli.net/notizie/serie-a-top-20-dopo-le-prime-9-giornate-kvaratskhelia-e-l-unico-con-la-media-del-7-518975

• tngh

ურთულესი ჯგუფია!!! თუმცა უშანსოდ არ ვართ... მთავარია, ჩვენი ყველა ფეხბურთელი თამაშებისთვის ფიზიკურად ჯანმრთელად იყვნენ... მაქსიმალური ყურადღებით და გონიერი სიფრთხილით კონტრ-შეტევებზე ყოველთვის გვექნება შანსი.

• იკას

ჰალანდს, ლევანდოვსკის და ეგეთებს გოლები გააქვთ, მარა სხვა რითი გამახსოვრებენ თავს? არაფრით! აგერ რაღა შორს მივდივართ ჩვენი ხვიჩა, გოლებსაც იტანს, დრიბლინგიც აქვს და ძალიან ტექნიკურიც არის, ერთი სიამოვნებაა მისი ყურება. მესი რატომ მოგვწონს? გოლებსაც იტანს და სანახაობრივ ფეხბურთსაც გვიჩვენებს. მარადონა ავიწყდება ვინმეს? არა და არა! ისე, რომ ფეხბურთის ჯადოქრებს არავინ ივიწყებს!

• qomagi

ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე გვჭირდება ამ ჯგუფში,ჩაკვატაძე ის კაცია ვისაც შემტევი ფებურთის შეუძლია ათამაშოს საწართველოს ნაკრები,ასევე არანაირი წიტაიშვილის მარცხენა მცველობა ეს ბიჭი შემტევია თან ძალიან სწრაფი და ტექნიკური საცოდაობაა მისი მცველობა,წიტაიშვილს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში,ასევე კვარა მარცხენა შემტევად,ლობჟანიძესთან კონკურენციაში წიტაიშვილი მარჯვენა გარემარბად,გამთამაშებლად-ჩაკვეტაძე-მარცხნიდან კი კვარაცხელია-მათ წინ ფორვარდათ ზივზივაძე ან მიქაუტაძეხო წარმოგიდგენიათ მეტოქეებს რა დღეში ჩააგდებენ, ამით იმას ვამბობ რო დღეს საქართველოს ნაკრებს ძლიერი შემტევი ხაზი ყავს და ასეთი გუნდი 5-მცველით არ უნდა თამაშობდეს, რადგან ამ ჯგუფში 5-2-2-1 ტაქტიკა შედეგს ვერ მოიტანს რადგან აქ გაცილებით ძლიერი მეტოქეები არიან ვიდრე ერთა ლიგის ჯგუფი იყო,ესპანეთი გასაგებია,ნორვეგიასთან შოტლანდიასთან და კვიპროსთან ნკრებმა შემტევი ტაქტიკით ანუ 4-2-3-1 უნდა ითამაშოს რადგან საქართველოს ნაკრებს შემტევი პოტენციალი აშკარად მეტი აქვს ვიდრე განვლილ თამაშებში აჩვენა,4-2-3-1 უნდა გამოცადონ ამხანაგურ თამაშებში, შეიძლება გუნდმა თავიდან ვერ აჩვენოს ხარისხი მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებს შეუძლია ამ ტაქტიკით ითამაშოს, შეტევაში თამაშის უნარები საქართველოს ნაკრებს დღეს აქვს

• Ucxo

შეტევა ასე თუ ისე გვყავს და გაგვაქვს გოლები სანიოლმა უნდა იზრუნოს რომ დაცვა ჩამოაყალიბოს სანიმუშო თორემ დაცვის გარეშე არაფერი გამოგვივა.

• სიმართლე

რონალდინიო ტექნიკური ფეხბურთელი იყო და ბარსელონაში და პსჟ_ში ბრწყინავდა კიდეც, მარა შედეგი დიდი არაფერი ქონდა მის ტექნიკას, უბრალოდ სასიამოვნო იყო ყურება სხვა ვერაფერი. მასეთები საქართველოშიც იქნებიან. გოლები უფრო მგონი პირადად მთავარი ვიდრე ტექნიკურობა.

• იკა

ეგაა ფეხბურთი. გოლი სხვა არაფერი. მესის და რონალდოს ნაირები ბევრი გამოჩნდა და გაქრა. რონალდინიო მაგალითად. ფეხბურთი გოლები და სანახაობაა და არა დრიბლინგი და ბურთის თრევა. ბურთის თრევა ფეხბურთი არაა. მილიონ ფეხბურთს მოგიყვან ისტორიიდან ვინც ისე წავიდა დღეს აღარც ახსოვთ. გოლებია მთავარი.

• იკა

ჩვენი ერთი 5 კაცი ჰალანდის აიყვანს. ნორვეგიის 5 კაცი კვარაცხელიას. დაცვითი ფეხბურთი წავა ალბათ.

• იკა

ისე, ესპანეთს, არ ყავს ისეთი გამოკვეთილი ვარსკვლავი როგორებიც ჰალანდი და კვარაცხელიაა. იქნებ ესპანეთს რამე მოვუხერხოთ. მაინცდამაინც საშიში გუნდი აღარ არის როგორც ადრე იყო.

• ABC.ABC-s

ყველას გუშემატკივარს, ჩვენი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს, ზოგს ცივსისხლიანი მოსწონს, ზოგს ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთის შემსრულებელი ფეხბურთელი, მე ყოველთვის მეორეს ვუჭერ მხარს. რას ვიზავთ გემოვნების ამბავია. /ლაშა.

• beqa

ფიზიკურად თუ მოუმატებენ და თავიანთ გუნდებში სტაბილურად ითამაშEბენ გავალთ ამ ჯგუFიდან 14 ქულა საკმარისი იქნება

• ქომაგი

ბერგკამპი, კრუიფი, ანრი,

• ABCABC

მისნაირ ფეხბურთელს სხვა ხიბლი აქვს, ცივსისხლიანი 9 იანი ფინიშერი, დიდი ძლიერი მებრძოლი როგორ შეიძლება არ მოგწონდეს და დააკვდა სიტის.

• las

ჰალანდში გეთანხმები. მაგრამ ფეხბურთი არის ძალინ მრავალფეროვანი სპორტის სახეობა. ამიტომაც უყვარს ხალხს. ვინც ჩამოთვალე ყველა სამხრეთული სტილის მოთამაშეა. მაგამ ფეხბურთი მარტო დრიბლინგი და ტექნიკა არ არის. არსებობეს გერმენული ფეხბურთი, რომელიც შესაძლოა ტექნიკურად ჩამორჩება სამხრეთულს მაგრამ სხვა კომონენტებსი ახდეს კომპესირებას. გერემანელებს ძალიან დიდი მოთამაშეები ყავდა. გერდ მიულერი, რუმენიგე, კლინსმანი, ბრაიტნერი და კიდევ ბევრი სხვა. არსებობ კიდე იტალიური ფეხბურთი, ესპანური, ფრანგული, ჰოლანდიური და ასე შემდეგ.

• რობი

მეც ვერ ვიტან მაგ აქლემს :)

• pepe

დიდება უფალს ქეც წარმატებები ჯიგარო წარმატებები კვიპროს წარმატებები საქარტველოს.................

• ლაშა

მომკალით და ამ ჰალანდს ვერ ვიტან, რაღაცნაირად უშნო ტიპია. კი ბურთები გააქვს, მარა, როგორც ფეხბურთელს ვერ აღვიქვამ, მინდორს არ უხდება ესეთი ტიპაჟები! მე მომწონს შემომმქნედი ფეხბურთელები, რომლებიც დიდხანს გამახსოვრებენ თავს და ვერ ივიწყებ, მაგალითად: მარადონა, მესი, როლანდინიო, ნეიმარი, მართლა ჯადოქრები!

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[PHOTO] 33 ოთახი და 21 სააბაზანო - პედრიმ მშობლიურ ქალაქში ეკლესია იყიდა და სასტუმროდ გადააკეთებს

"საუკუნის ტალანტია" - პეპ გვარდიოლამ საკუთარი ფეხბურთელი გამოარჩია

ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

მიქაუტაძის 66 წუთი - "მანჩესტერ სიტიმ" "ვილიარეალი" უშანსოდ დაამარცხა

პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

"ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" ერლინ ჰოლანის სანაცვლოდ შესაძლოა, ფეხბურთელი და თანხა შესთავაზოს

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

კეინი, ჰოლანი თუ ალვარესი? - "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი გეგმები აქვს

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა

ფლიკი პედრის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა

[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია

ითამაშებს საქართველოსთან პედრი? - "ბარსელონამ" ესპანეთის ნაკრებს თხოვნით მიმართა

პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...