რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიის 75:12 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა ბექა საღინაძემ გაკეთეს:

ლევან მაისაშვილი: „მას შემდეგ, რაც რაგბი ევროპამ ტურნირის ფორმატი შეცვალა, ცხადი იყო რომ ასეთი სხვაობა იქნებოდა. ასეთ თამაშებზე რთულია მოტივაციის შექმნა, რაც ერთგვარი წნეხია, თუმცა კვირის დასაწყისში გუნდში გვქონდა საუბარი და შევთანხმდით – არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მოწინააღმდეგე, მთავარია ჩვენ ვიყოთ ის, ვინც ვართ და რას ვაკეთებთ. სწორედ აქ არის პროფესიონალიზმი. გერმანიამ რაც შეძლო იბრძოლა, მაგრამ დომინანტები ვიყავით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ანგარიში, არამედ ის, თუ როგორ გადავიტანდით მოედანზე იმას, რაზეც კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. მთელ რიგ ეპიზოდებში ეს შევძელით. იყო შეცდომებიც და ვეცდებით მომდევნო კვირაში კიდევ უფრო კარგი თამაში ვაჩვენოთ“.

„12 ქულა მივიღეთ, რაც პატარა ამოვარდნების შედეგები იყო. დისციპლინა მხოლოდ წესის დარღვევა არაა, ესაა გეგმიდან ამოვარდნაც და რამდენჯერმე სწორედ ასე დაგვემართა, ოდნავ უსისტემოდ ვითამაშეთ, მობილიზაცია არასაკმარისი იყო და შედეგიც სახეზეა. სასაყვედურო არავისთან არაფერია, რადგან როდესაც ასე დომინირებ, რთულია ბოლომდე სისტემაში დარჩე. გავიტანეთ ლამაზი ლელოები, კარგი გარღვევები, გადაწყვეტილებები და შესრულება გვქონდა, რისთვისაც მადლობა ბიჭებს“.

„ჩვენი მთავარი მოცემულობა იყო, რომ შანსი მიგვეცა დებიუტანტებისთვის, ასევე მეტი სათამაშო დრო მთელი რიგი მოთამაშეებისთვის. მივიღეთ რისკიანი გადაწყვეტილებებიც. თამაშის დასრულებამდე 30 წუთით ადრე ყველა შეცვლა გამოვიყენეთ, რაც ერთგვარი რისკი იყო. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვინმე დაშავებულიყო და მოედანზე კაცნაკლული დავრჩებოდით, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით. მთლიანობაში, დებიუტანტებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მინდა მათ მივულოცო პირველი სანაკრებო კეპი. ასევე ლაშა მალაღურაძეს ვულოცავ მე-100 კეპს, რაც ძალიან დიდი მიღწევა და ბედნიერებაა, რისი შანსიც ყველას არ აქვს“.

„რამდენიმე ლიმიტირებული მოთამაშე გვყავდა, რომელთაც ტრავმები ჰქონდათ. ჩვენთვის მორაგბეთა ჯანმრთელობის ფასი არაფერია. სულ რომ თამაში წავაგოთ, გამოუჯანმრთელებელ მოთამაშეს მოედანზე არ გავიყვანთ. გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანს წლის განმავლობაში საკმარისი სათამაშო დრო აქვს და დასვენების საშუალება მივეცით. მათი ნაწილი ნიდერლანდებთან, ნაწილი კი ესპანეთთან დაგვემატება. რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს, კარგად გვახსოვს, რომ წლების წინ, დაუფასებლობის გამო მათთან თამაში გაგვიჭირდა და იგივეს გამეორებას არ ვაპირებთ. მათთან შეხვედრა შემდეგი ნაბიჯია“.

ბექა საღინაძე: „მადლობა მოწინააღმდეგეს ბრძოლისთვის, ჩვენს გუნდს კარგი თამაშისთვის და მაყურებელს მობრძანებისა და ქომაგობისთვის. ჩემი კაპიტნობა მოულოდნელი იყო. თამაშამდე ორი დღით ადრე ასეთი დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ვეცადე სწორად მივყოლოდი იმ მოცემულობას, რაც მერაბ შარიქაძემ და ბექა გორგაძემ დანერგეს. რაც შეეხება თამაშს, გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, თუმცა მთიანობაში 2023 წელი კარგ ნოტაზე გავხსენით“.

„ბიჭებმა ვიცოდით რას აპირებდა ნოდარ ჭეიშვილი და გუშინ პატარა რეპეტიციაც გავიარეთ. მთელი გუნდის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ ნოდარს დაოჯახებას და ვუსურვებ ბედნიერებას თავის მეორე ნახევართან ერთად“.

rugby.ge

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ქართველები ევროთასების ფინალში
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
დავით ნინიაშვილი: ვერც კი წარმოვიდგენდი...
ლეგიონერები - საღინაძის და ნინიაშვილის ქართული აქცენტი
ბექა საღინაძე: თასი ხარისხიანი თამაშით უნდა მოვიპოვოთ!
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ბექა საღინაძე: იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები - ბათუმში ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის