სულ უფრო ახლოვდება მარტი, როცა საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნდა ჩაერთოს. ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესია და მისი დიდი იმედი გვაქვს, თუმცა ფეხბურთი გუნდური სპორტია და თითოეული მოთამაშის გარჯას დიდი მნიშვნელობა ექნება, თანაც ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორებიც მარტინ ოდეგორი თუ ერლინ ჰოლანი არიან.

Sportall.ge საქართველოს ნაკრების შესახებ პერიოდულად ანალიტიკურ სტატიებს გაწვდით, ამჯერად კი ყურადღების გამახვილება გიორგი მიქაუტაძეზე გვსურს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა რომ დარჩა და თითქოს გუნდის გაძლიერების რესურსი არ ჩანდა, მიქაუტაძის მიმართ დიდი ინტერესი და სურვილი იყო, მას "ჯვაროსნების" რიგებში ეთამაშა. "ჟორჟს" ბელგიაში გოლი-გოლზე გაჰქონდა. არასტანდარტულ "ცხრიანს" სანაკრებო დებიუტი მშვენიერი გამოუვიდა - ოთარ კიტეიშვილმა ბურთი მახვილგონივრულად წაიღო, გიორგიმ ფორვარდის ნამდვილი ინსტინქტი გამოიჩინა და მოწინააღმდეგის კარი აიღო - რუმინეთის ნაკრებს გამარჯვების (2:1) გოლი გაუტანა. სამწუხაროდ, დასაწყისს შესაბამისი გაგრძელება ვერ მოჰყვა...

საილუსტრაციოდ ჩვენი ნაკრების ბერძნებთან ბათუმში ჩატარებული მატჩი გამოდგება, სადაც უშანსოდ (0:2) დავმარცხდით. მიქაუტაძემ მინდორზე 60 წუთი გაატარა და ჩაიკარგა. მისი ბურთით მომარაგების მცდელობა მხოლოდ მაღალი პასებით იყო, სადაც ის ფიზიკურად ძლიერ მცველებთან უბრალოდ იჩაგრებოდა. გამოვიდა, რომ ფორვარდის საუკეთესო თვისებები ვერ გამოვიყენეთ. ამ შეხვედრას კოსოვოში (2:1) გამარჯვება, ვილი სანიოლის გუნდის სულ სხვანაირად ათამაშება და წაუგებელი სერიაც მოჰყვა. სამწუხაროდ, მიქაუტაძე ამის შემდეგ ნაკრებს ხშირად გამოაკლდა, ზოგჯერ შეკრებაზე ჩამოსული თამაშს ვერ ახერხებდა...

გასული წლის ივნისში "ერთა ლიგა" დატვირთული კალენდრით რომ დაიწყო და საწყის შეხვედრაში სუსტი გიბრალტარი (4:0) დავამარცხეთ, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშა და მას მაქსიმალურად მისცა დრო, რათა თავი გამოეჩინა და გოლი ოფიციალურ მატჩშიც გაეტანა. საბა ლობჟანიძის ბრწყინვალე პასით მან ეს მოახერხა კიდეც. ხსენებულ ტურნირზე "ჯვაროსნების" მთავარი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გახდა. ის შედეგიანიც იყო და გვახსოვს ჩრდილომაკედონიასთან თბილისური დაპირისპირება, სადაც ბუდუმ ჩვენს მთავარ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიასთან ბრწყინვალე ურთიერთქმედება გამოავლინა და დაახლოებით იმ შინაარსის საგოლე პასი გაუკეთა, როგორიც ცოტა ხნის წინ თავად "კვარამ" ვიქტორ ოსიმენს.

კვარაცხელიასთან შეთამაშება ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება, რაც "ჟორჟს" აუცილებლად დასჭირდება. "ნაპოლის" გარემარბის მიმართ მოწინააღმდეგეებს გაორმაგებული ყურადღება აქვთ, რაც თავისუფალ ზონებს თანაგუნდელებს უტოვებს. ამავდროულად, ხვიჩას ე.წ. გასაღები პასები ახასიათებს და მას შესაბამისი გამოყენება სჭირდება. მიქაუტაძე და კიდევ ერთი გიორგი, წიტაიშვილი, საქართველოს ნაკრებს სხვა ქვეყნებიდან შემოუერთდნენ. "ჟორჟის" შემთხვევაში პრობლემა ენობრივი ბარიერიც იყო, საფრანგეთში გაზრდილი ბიჭი ქართულს ნელ-ნელა დაეუფლა. გარედან ისე ჩანს, რომ კომუნიკაციის გარკვეული პრობლემა მაინც არსებობდა, რაც ეტაპობრივად გაუმჯობესდა, გუნდურ მოქმედებაში თითოეული დეტალი ხომ მოედანზე და მის მიღმაც მნიშვნელოვანია.

ბუდუ ზივზივაძეს გერმანიაში თამაში ჯერ არ დაუწყია და ნორვეგიის წონააღმდეგ მიქაუტაძის შედეგიანობა ძალიან საჭირო იქნება. რა თქმა უნდა, საფრანგეთის მეორე ლიგა ის დონე არაა, რაც გვსურს, თუმცა აქ გატანა რთულია, ქართველ ფორვარდს კი 11 გოლი და 5 "ასისტი" აქვს. "მეცი" მეოთხე ადგილზეა და ზურიკო დავითაშვილის "ბორდოსთან" ერთად აღზევებისთვის იბრძვის.

შეგახსენებთ, ნორვეგიის ნაკრებს 28 მარტს ვუმასპინძლებთ (დიდი ალბათობით, ბათუმში), მანამდე კი ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაც იგეგმება.

დავით 67
ცენტრალური თავდამსხმელი გვჭირდება. კვარა ჩაკვეს დუეტი ვერ შედგება, რადგან ის ცენტრფორვარდი არ არის. ოსიმენი ჰოლანდი ჩვენთან!)
ზაზა
არა ბიჭებო,არანაირი ემოციები,მე გავიმეორებ რომ ხვიჩა და მიქაუტაძე მაგარ ფორმაში არიან სულ გააქვთ თითქმის,ზურიკო და წიტაიშვილი ცდას არ აკლებენ არასოდეს ,ამათი მე მჯერა,ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი ყველამ ვიცით რაც შეუძლიათ ცენტრში,ბუდუმ თუ მოინდომა ხომ იცით რა მგელია,ახლა სიტყვა სანიოლზეა,ასეთი ბიჭებით მეც კი მოვუგებთ ნორვეგიას თანაც ბათუმში20000 აჭარელი გულშატკივართან ერთად!!!
გოგია
ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ ვიდრე დავითაშვილი თავის მაღლა აწევას არ მიეჩვევა, ძლიერ მოთამაშედ ვერ ჩამოყალიბდება.
las
მე ვფიქრობ ჩვენს ნაკრებში არის მაღალი კლასის მქონე მოთამაშეების დეფიციტი. გასაგებია კარგია მიქაუტაძე, დავითაშვილი, მაგრამ ვიცით რომ უბრალოდ მეორე ლიგის მოთამაშეები არიან როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნისვნელობით. ერთადერთი ვინც შეიძლება ნაკრები გააძლიეროს და კვარას შეუწყვილდეს ესაა ჩაკვეტაძე. და სანიოლმა უნდა იპოვოს სისტემა რომელიც მაქსიმალურად გამოიყენებს კვარა-ჩაკვეს დუეტს. დანარჩენზე რა გითხრათ საწყენია მაგრამ არ აქვთ კლასი და რაც არიან ის დარჩებიან
giorgi 12
კვარას გახსნილ სივრცეებს თუ ავითვისებთ და აგრესიულ კონტრ შეტევებს დავუპირისპირებთ არ მგონია წავაგოთ ძლიერი გუნდია ჰოლანდის გარეშეც ძლიერი გუნდია განსაკუთრებით ფიზუკურად მაღლები და ფლანგებს იყენებენ გაცოფებულები დაცვას დიდი ჯაფა დააწვება ცენტრში ბურთი თუ ვერ ავიღეთ ოდეგორი შეგვისრულებს
beqa
ესე ფიფაშიც ვერ მოიგებ :)) უამრავ წვრილმანს არ ითვალისწინებ ეზოში თამაში გგონია მინიმუმ წყობას ვერ დააყენებ ესეთი სასტარტოთი
MARGALONA
ვფიქრობ ფუზიკურად ქვილითაია ყველაზე ძლიერია და ერთხელაც ის აფეთქდება ნაკრებში და სწორედ 28 მარტს არის ამის დრო..
tngh
ზედმეტი ემოციები კარგი არ არის... დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს ყველა თამაშში.
100%
თუ ფიზიკურად მოერევი, შეიძლება. მე უფრო მოძრავ და სწრაფ თავდამსხმელზე გავაკეთებდი აქცენტს, ფიზიკურად მგონია ძალიან ძლიერები არიან ნორვეგიელები და ჭიდაობაში მოგვერევისან.
ვენეციის კომისია
ეგ შვიდივე თუ ძირითადში დავაყენეთ 0-15 წავაგებთ... პირველ ტაიმს...
რრრ
ისე ფიზიკურად დიდ და ძლიერ ნორვეგიელებთან ბუდუს ალბათ მეტი შანსი ექნება, თუ მანამდე აფორმაში შესვლა ნაწილობრივ მაინც მოახერხა.
ზაზა
კვარაცხელია+მიქაუტაძე+დავითაშვილი+წიტაიშვილი+კიტეიშვილი+ჩაკვეტაძე+ზივზივაძე+უკან ვინც გინდა დააყენეთ ეს ბიჭები ნორვეგიას ყოფას უტირებენ!მთავარია ერთად რამენაირად სასტარტოში იყვნენ!ეს ბიჭები ყველა ძალიან ტექნიკურები არიან და ნორვეგიას აიკლებენ მთავარია ერთად გავიდნენ დასაწყისშივე თავს ვდებ მოვუგებთ!!!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ