გარკვეული მოლოდინის შემდეგ ორი რამ გავიგეთ: პირველი, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე, ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს (25 მარტი) დავუპირისპირდებით და მეორე, როგორც Sportall.ge-სთან ალექსანდრე იაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს დროს ცხადი გახდა, ნორვეგიასთან შეხვედრა (28 მარტს) ბათუმში შედგება. ოფიციალურად ეს კვლავ არ ვიცით, თუმცა გენერალური რეპეტიცია სწორედ იმავე არენაზე იქნება, სადაც ოფიციალური მატჩი უნდა გაიმართოს.

ცოტა რამ მონღოლეთზე

ისტორიულ ამბებში ძალიან არ გადავიჭრებით, თუმცა მონღოლთა ბატონობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და დროში განგრძობადი იყო. ამიტომ მას მაინც შევეხებით.

შუა საუკუნეებში მონღოლებმა შექმნეს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი იმპერია, რომელმაც ორი საუკუნე იარსება და უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიის განვითარებაზე. მათში განსაკუთრებით ფასობდა ცხენი - მისით გადაადგილდებოდნენ, ცხენის რძეს სვამდნენ, ხორცს ჭამდნენ, ცხენზე ეძინათ... მე-12-მე-13 საუკუნეების მიჯნიდან თემუჩინმა, ანუ ჩინგის ყაენმა, მონღოლური ტომები გააერთიანა, უძლიერესი არმია და იმპერია შექმნა.

მონღოლებმა საქართველო უმეფობის ხანაში 8 დუმნად დაჰყვეს... მონღოლთა ბატონობისგან გათავიუფლება გიორგი V ბრწყინვალეს მეშვეობით შევძელით - გარკვეული ჩავარდნის შემდეგ ისევ გამოჩნდა ძლიერი და წარმატებული მეფე...

საფეხბურთო მონღოლეთი

მონღოლეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 183-ე ადგილს იკავებს. განსაკუთრებული შედეგებით ვერ დაიკვეხნის და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველო იქნება პირველი არააზიური ქვეყანა, რომელსაც ისინი დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ ეტაპზე მონღოლეთის ნაკრები იაპონიასთან კატასტროფული ანგარიშით დამარცხდა - 0:14. სტუმრად წაგება გაცილებით საპატიო იყო - 0:6. მათ სულ 6 ქულა დააგროვეს, მიანმარსა და ყირგიზეთს აჯობეს.

მონღოლეთის ნაკრებს 2021 წლიდან იაპონელი იჩირო ოსუკა ავარჯიშებს. ეროვნული გუნდის მთავარი მეგოლე 22 წლის განბაიარ განბოლდია, რომელიც კარიერას უნგრეთში, "პუშკაშ აკადემიაში" იწყებდა, სადაც ერთ დროს ბაჩანა არაბულიც გამოდიოდა. ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, 29 წლის ოიუნბაატარ ოტგონბაიარს, სავარაუდოდ, რთული მისია დაეკისრება, ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება. ის, ისევე, როგორც მონღოლეთის ნაკრების უმეტესობა, ადგილობრივ "ულსანბაატარ სიტიში" გამოდის.

რა გვსურს ჩვენ?

როცა ამა თუ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ამხანაგური მატჩი იგეგმება, ხშირად ამბობენ, რომ მეტოქე მისი დონისა და სტილის მიხედვით შეარჩიეს. არსებობს მეორე ვარიანტი, როცა მოწინააღმდეგეს გუნდის ხასიათზე მოსაყვანად, გოლების გასატანად თუ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის იოლად დასანერგად ირჩევენ. საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი, როგორც ჩანს, სწორედ მეორე გზით წავიდა და სურს, მოთამაშეებში ამაღლებული განწყობა შეიტანოს. უკანასკნელად გამართულ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონის მომავალ აღმოჩენასთან, მაროკოს ნაკრებთან, მართალია, გადახალისებული შემადგენლობით, თუმცა უშანსოდ (0:3) დავმარცხდით. შესაძლოა, თვითრწმენის ამაღლება მნიშვნელოვანი იყოს, მანამდე ხომ ხანგრძლივი წაუგებელი სერია გვქონდა. რამდენად გაამართლებს ფრანგი მთავარი მწვრთნელის ჩანაფიქრი, ამას ნორვეგიასთან დაპირისპირება გამოაჩენს.

თუკი ცოტა ხნის წინ აფრიკულ ქვეყანას ვეთამაშეთ, დიდი დრო არც აზიელებთან ამხანაგურის შემდეგ გასულა, როცა უზბეკეთის ნაკრებს კიდევ ერთხელ დავუპირისპირდით და გორში დავამარცხეთ (1:0).

ახლა მთავარია, მონღოლეთის ნაკრები უხეში გუნდი არ გამოდგეს, რათა ამ ურთულესი მატჩის წინ პრობლემები არ შეგვიქმნას და ასევე, დამაჯერებელ და იოლ გამარჯვებას მივაღწიოთ, რათა მთავარი მიზანი მიუღწეველი არ დარჩეს და ნეგატიური ემოციური განწყობა არ მივიღოთ.

უფრო ძლიერი ტაილანდი

თუკი მონღოლეთთან დაპირისპირებას განწყობის კუთხით განვიხილავთ, ტაილანდელებთან ოქტომბერში მატჩი რატომ გადაწყდა, მაგას უკვე ვერ გეტყვით. იმედია, ამ დროს ევროპირველობაზე მოხვედრის შანსი ისევ გვექნება. მართალია, ჯერ ამ შეხვედრის გამართვის ადგილი ცნობილი არაა, მაგრამ რადგან 12 ოქტომბრიდან 3 დღეში თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებს უნდა ვუმასპინძლოთ, მაინც ვივარაუდოთ, რომ ეს დაპირისპირებაც საშინაო იქნება. ამ დროს ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორი მატჩი დაგვრჩება ჩასატარებელი - შოტლანდიასთან თბილისში და ესპანეთთან სტუმრად. ისე კი ტაილანდი მონღოლეთზე ძლიერი გუნდია და უკეთესი შედეგები აქვს, ფიფას რეიტინგში 111-ე ადგილზეა. აქვე საქართველოს ნაკრების პოზიციასაც შეგახსენებთ - 78-ე.

დაველოდოთ მარტის ბოლოს. ბათუმის ულამაზესი და წმინდა საფეხბურთო სტადიონი მართლაც მშვენიერია, თუმცა აბსოლუტურად გვესმის იმ ადამიანების, რომლებიც ნორვეგიასთან მატჩის "დინამო არენაზე" არგამართვის გამო უკმაყოფილონი იქნებიან, რადგან აქ მატჩზე დასწრების შესაძლებლობა გაცილებით მეტ (56 ათასი) გულშემატკივარს ექნებოდა; თუმცა, მოგეხსენებათ, მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომლებიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამო რამდენიმე სტადიონზე უნდა ჩატარდეს.

zura222
ჩინგიზ ხანს საქართველოსთან შეხება საერთოდ არ ქონია ! პირიქით რუსები დაამარცხა სამჯერ და დაიპყრო ანუ გამოდის მადლობა უნდა ვუთხრათ რუსებს რომ ანადგურებდა D
gulshematkivari
სინამდვილეში მონღოლური იმპერია იყო ჩინური იმპერია ჩემო ღვთისავარ
კახა ქ.
ახმატთან ან ალანიასთან დაეგეგმათ
ქ. გ.
პოლიტიკური მიზეზების გარდა, ერთი საფეხბურთო მიზეზიც არსებობს. არ უნდათ კარგ გუნდებს ჩვენთან თამაში იმიტომ, რომ ფიფა-ს რეიტინგის გაუარესება არ სურთ. ფიფა-ს რეიტინგ-ს აქვს მნიშვნელობა ფედერაციების და მათი ნაკრების მწვრთნელების მუშაობის შეფასებაში. ამიტომ ამას ყურადღებას აქცევენ. ჩვენ დღეს ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. ეს კარგად ესმით. დაბალი რეიტინგის მქონე გუნდთან დამარცხების შემთხვევაში ბევრ ქულას კარგავ ფიფა-ს რეიტინგში.
SN289
Erti ori kacis gadawyvetilebis shedegad ra miviget mongolia da tailandi komentaris dawerac zedmetia...
გიორგი
თუკი კითხულობენ: თავმოყვარეობა აღარ შერჩა ფედერაციას?! მონღოლეთის და ტაილანდის ნაკრებები?! ტაილანდში ხალხი დასასვენებლად დადის.
იუვენტინო
ისტორიული შანსი გვეძლევა რომ მონღოლეთზე შური ვიძიოთ ჩინგიზ ხანის ცოდვების გამო, ალბათ ამ პრინციპით შეირჩა ეს მეტოქე , სხვა ახსნა მიჭირს
გიო
სანიოლის რა სურს? მონღოლები ნამდვილად არ ენდომებოდა.ალბად გაიკვირვა კიდეც,მაგრამ ეტყობა კარგად აღზრდილი კაცია და ნაგავი აღარ გაქექა.
pepe
მეტი არავის უნდა ტამასი გასაგებია................
სალხინო
ასე ცუდადაა ჩვენი საქმე, რომ სხვები არ გვეთამაშებიან?
L.J .
Sad daprinav???ra narkotiki??ra tamashii???ubralod patiosani da upulo gagigia mainc????reeebs wer ???
ქ. გ.
ამ ტვიტის ავტორს აუხსენით, რომ ცუდი გემოვნება აქვს. და უთხარით ხვიჩას თავი დაანებოს. https://twitter.com/ka_dge/status/1625425951885598721
ქ. გ.
მონღოლებზე უხეში ფეხბურთელები მსოფლიოში არ არსებობს. პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. თექნიკურ მოთამაშეებს ვერ იტანენ. ბრაზდებიან ძალიან, რომ ატყუებ, და უკნიდან ფეხებში გირტყამენ.
პატრიოტი
თბილისის ლოკომოტივთან ჯობდა ამხანაგურის დაგეგმვა, ვიდრე მონღოლეთთან
G.LA
სუსტი გუნდის შერჩევა გასაგებია რატომაც ხდება. მინდა გითხრათ იგივე მოლოდოვა მონღოლეთზე ოდნავ წინ არის რეიტინგში 180 და ლატვიაც დასუსტებულია ძალიან 134 რეიტინგში. სან-მარინო საერთოდ 200 ბოლოზეა. ჩვენი ფედერაციიდან სირცხვილით უკვე ვეღარ უკავშირდებიან ან უარს იღებენ იგივე მოლდოვიდან ან ლატვიდან, იმ პოლიტიკური მიზეზთა გამო რაშიც დღეს მოვექეცით ქოცების უგუნური პოლიტიკის გამო და ესაა საგანგაშო ძალიან. ასე ნელ ნელ მოვექცევით იმ წყვდიადში საიდანაც გამოსვლა ძალიან ძნელი იქნება. აგერ გუშინ ხელოვნებს ალბათ ნაცობა დააბრალეს ისეთი უნამუსობა მოუწყო მთავრობამ. საით მივდივართ, რა გვინდა საერთოდ ვინმემ იცით? სპორტია ყველაზე დიდი პოლიტიკა და ეს ყველას გვეხება. აქედან ჩანს უკვე რომ ევროპიდან ამზერვით გვიყურებენ უკვე და ამხანაგური თამაშიც ეთაკილებათ. იგივე ლიტვაც ძალიან სუსტია ამ ბოლო დროს, მარა არც კი უპასუხებენ ამ რუსელ მთავრობას გამო, რაც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ცუდის მანიშნებელია. არა ქოცების კასტას, რომელიც მოინადირებენ ამ ქავეყანას.
ჰაჰა
ბოლო ბოლო თბილისში ნაკრების თამაშები აღარ ჩატარდება? მთავარი მიზეზი, რატომაც გსაყვედურობთ მაყურებლის რაოდენობაა. საერთოდ მე მომხრე ვარ იმისი, რომ ბილეთები ღირდეს ძვირი. გარდა ამისა, სტადიონზე ყოველგვარი მომსახურება, ტუალეტის გარდა უნდა გაიყიდოს. მაგალითად, ლუდის გაყიდვა გინდა? გამოცხადდეს ტენდერი ან ვინც უფრო ძვირს გადაიხდის იმისი იყოს, ნაცნობობის გარეშე. გადაცემაც ფასიანი იყოს, ანუ ტვ-მ შემოსავალი რეკლამით მიიღოს. რა თქმა უნდა რეკლამების განთავსებაც ძვირი უნდა ღირდეს. ვიღაცა იტყვის უმეტესი ხალხს ფული არ გვაქვსო, მართალიც ხართ, მაგრამ ევროპა თუ გინდა, იქ ეგრეა. ან კიდევ, ნარკოტიკის, ან ალკოჰოლის ფულს, ან აზარტული თამაშის ფულს თუ შოულობთ, წელიწადში მნისვნელოვანი სულ 2-3 თამაშია, კეთილი ინებე და მაგის ფულიც იშოვე. მოკლედ, ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ამაზე მარკეტოლოგები უნდა საუბრობდნენ.
ალიმახოდ
ჩინგიზ ხანი და ჩობან ნოინი იქით რომ გავწიოთ, მონგოლები ჭიდაობაში არიან კარგები - განსაკუთრებით სუმოში; აი მათი ფეხბურთისა და კამერული მუსიკის შესახებ კი არაფერი გამიგია :)
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ