ყველაზე სწრაფი ქართველი რეფერი სულხან ჩიხლაძე ზაფხულში ახალ გამოცდილებას შეიძენს. 21 ივნისიდან 2 ივლისამდე, პოლონეთის ქალაქი კრაკოვი ევროპულ თამაშებს მასპინძლობს და ქართული რაგბი, 7-კაცა ნაკრების გარდა, იქ მსაჯითაც იქნება წარმოდგენილი.

7-კაცას ევროპული თამაშები 25-27 ივნისს გაიმართება. კაცთა და ქალთა ტურნირში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვებულები 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებენ. 7-კაცაში საქართველოსთან ერთად ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო 7-ქალაში ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და თურქეთი ითამაშებენ.

„ბოლო პერიოდში ერთიმეორეზე მაღალი დონის დანიშვნებს ვიღებ, რაც ძალიან მახარებს. შარშან ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის მატჩი ვიმსაჯე, ხოლო 18-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალი - საფრანგეთსა და ირლანდიას შორის. ასევე 15-კაცაში რაგბი ევროპის ალაფის მატჩში ლიეტუვა-უკრაინას შორის და ყველა მათგანში უმაღლესი შეფასება დავიმსახურე. ვფიქრობ, ყოველი მორიგი დანიშვნა იმ პერფორმანსის შედეგია, რომელსაც განვლილ თამაშებსა თუ ტურნირებში ვაჩვენებდი და ეს ჩემს მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს“.

„მიუხედავად ამისა, ასეთი მაღალი დონის დანიშვნას არ ველოდი და წერილი რომ მივიღე, ისე გავოცდი, ინფორმაცია ჩემს მენტორთან გადავამოწმე, რომელმაც რაგბი ევროპასთან კონსულტაციის შემდეგ დანიშვნა დამიდასტურა. რაგბი ევროპის ეგიდით ეს ყველაზე მაღალი დონის ტურნირია. ყველამ კარგად იცის, როგორი მასშტაბური სპორტული ზეიმია ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ყველასათვის დიდი პატივია, მისი მონაწილე იყოს. კრაკოვში 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზურისთვის მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდებიც იბრძოლებენ. ეს მორიგი ნაბიჯია იმ დიდი მიზნისკენ, რასაც მსოფლიო სერიებისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მსაჯობა ჰქვია და ვიმედოვნებ, საქართველოს 7-კაცა ნაკრებთან ერთად მეც მოვხვდები ოლიმპიადაზე“ – ამბობს ჩიხლაძე.

გაზაფხული და ზაფხული ევროპაში 7-კაცა რაგბის სეზონია და არაერთი ოფიციალური თუ კომერციული ტურნირი იმართება. სულხან ჩიხლაძემ უკვე იცის, რომ 2-5 ივნისს ამსტერდამის მასშტაბურ 7-კაცა ტურნირზე იმსაჯებს და კიდევ ელოდება რამდენიმე დანიშვნას:

„ამსტერდამში მსოფლიოს ყველა კუთხიდან იკრიბებიან კლუბები თუ ნაკრები გუნდები და საინტერესო თამაშები იმართება. ამსტერდამის ტურნირი ერთგვარი გენერალური რეპეტიციაა მათთვის, ვისაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი და ალაფა ელის. ეს ასევე კარგი პლატფორმაა მოსამზადებლად მსაჯებისთვის. მაღალი დონის თამაშების მსაჯობა დიდ გამოცდილებას იძლევა, რაც აისახება მსაჯობის ხარისხზე და სწორედ ეს ხდება შემდგომი წინსვლის საწინდარი. ვეცდები, რომ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოვაჩინო და 7-კაცას მსაჯობის კუთხით ვასახელო ჩვენი ქვეყანა“.

Rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა