საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე, 2023 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

21-წლამდელებმა, 25-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშეს. გაფართოებულ სიაში მყოფი 3 ფეხბურთელი - გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), გიორგი ლომთაძე (გაგრა) და ლუკა ხორხელი (სამგურალი) მიმდინარე საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობენ, თუმცა გუნდს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდი, 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს უმასპინძლებს და ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩის შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

U21 | გაფართოებული შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ცოტნე ფაცაცია (შუქურა ქობულეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ლადო ჩიხრაძე (სამგურალი).

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00

24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00

27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.

nakrebi.ge

სიო
ხეჩიკაშვილი ხო არ დაბრუნდა მინისტრად?
ჟორა გაბრიჭიძე
აკაკი, ფეხბურთი ლოგინში ქალთან გორაობა არ არის, რომ ფეხბურთელებმა ისიამოვნონ, უნდა ისიამოვნოს მაყურებელმა, ფეხბურთელმა კი ყველაფერი უნდა დადოს მოედანზე ამისთვის, სწორედ ამისთვის იხარჯება მილიონები ბიუჯეტის ფული.
დავით 67
ხვიჩამ 17შიც უნდა ითამაშოს და 21შიც?
აკაკი დევდარიანი
ქართველებს ყველა ასაკობრივისგან შედეგი გვინდა,თუმცა ამ ასაკში საჭიროა ფეხბურთით ისიამოვნონ ბიჭებმა და ზედმეტი ზეწოლა არ იგრძნონ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ლამაზი ფეხბურთის ჩვენება და არ უნდა ჩავიციკლოთ შედეგზე. სახლში გვაქვს სამივე თამაში და გარკვეული უპირატესობა გვაქს მეტოქეებზე,რაც ლამაზ ფეხბურთად უნდა ვაქციოთ. არც ის მგონია სწორი,ეროვნულიდან ხალხი გადმოიყვანონ და ისინი იყვნენ ძირითადში,რადგან სხვები არ დაიჩაგრონ და შანსი მიეცეთ. ჟურნალისტები მამარდაშვილსაც მოიხსენიებენ ამ გუნდის წევრად,მიქაუტაძესაც,კვარასაც და დავითაშვილსაც,თუმცა ამ ბიჭებს დასვენება სჭირდებათ,ამაზე არავინ საუბრობს. გემახსოვრებათ,ეპსანეთმა ლამის ყველა წუთი ათამაშა პედრი,ოლიმპიადაზეც წაიყვანეს და მერე ტრავმა მიიღო,წლევანდელი სეზონიც გაუცდა ფაქტიურად და გვინდა ასე? დარწმუნებული ვარ,ხვიჩასაც და სხვებსაც დახმარება უნდათ,სხვა აზრი გამორიცხულია,თუმცა უფრო პრაგმატულები უნდა ვიყოთ და მივცეთ დასვენების საშუალება. მესმის,რომ სახლის ფაქტორი და თავის გამოჩენა გვინდა,თუმცა ფეხბურთელის ჯამრთელობა უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ამ ტურნირის მოგება. ბევრი არ დამეთანხმებით,თუმცა ჩემთვის ასეა. ბოსნიის ჩემპიონატს ვერ ვადევნებ თვალს და მაინტერესებს გიორგი გულიაშვილის თამაშის ნახვა,რა აქვს მომატებული და გამოადგა თუ არა იქ წასვლა. ჩამოთვლილი ხალხი თუ გადავიდა ამ გუნდში,ძირითადში კვარა,ზუკა და მიქაუტაძე იქნება,ეს გულიაშვილის დაჩაგვრა არ გამოდის? ან სხვების? ჩემთვის მნიშნელოვანია ყველა ფეხბურთელი ყველა ასაკობრივ ნაკრებში და მნიშვნელოვანია რო კარგი რეზერვი გვყავდეს. ხვიჩა,ზუკა,მამარდა და მიქაუტაძე ნანახი გვყავს,დროა შანსი სხვებს მიეცეთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს,როგორც ახალგაზრდულ,ისე ეროვნულს. შოტლანდია უხერხული გუნდია,სისწრაფეებზე თამაშობს,თუმცა დაგვიმარცხებია და იმედი მაქვს კიდევ დავამარცხებთ. მარჯვენა ფლანგიდან უჭირთ და ვერ უტევენ ფაქტიურად,ხვიჩას თუ ფლანგის ვინგბექი კარგად დაეხმარება,გავარღვევთ. რობერტსონთან ბოდიში,მარა დიდი იმედი მაქვს რო ზუკა ათრევს და დამაჯერებლათ მოვიგებთ. კვიპროსი კი,უფრო ქეცბაიას ფაქტორის მეშინია,დამტკიცება ენდომება რაღაცის და ფრთხილად უნდა ვიყოთ. წინ საქართველო
დავით 67
აკვანი აღარაა, იავნანა კი)
ქუთაისელი
ეს რას ჰგავს-არცერთი ტორპედოელი არ არის ნაკრებში??? არცერთი ფეხბურთელი არ არი ტორპედოს აღზრდილი? ეს როგორ?ტორპედო ხომ ფეხბურთის აკვანი და იავნანაა და ხერხემალი. ფედერაციის ბრალია და ფიფიასი და მსაჯების კიდევ რომლებიც მოგონილ პენალტებს ნიშნავენ ტორპედოს მოწინააღმდეგე გუნდების კარში. ამას ასე არ დავტოვებთ ჩვენ.დედამიწას გავაჩერებთ სულ ერთია
Givi
Am kvernadzeze ra xdeba ver gavige? Arada ramdenic vukure martla saintereso bichia,praqtika wirdeba rom ragaceebi daxvewos da ratom zis sul skamze ver vxvdebi?me vgulisxmob klubshi da 21 shi ar atamasheben praqtikis gareshe eg gasagebia...
რრრ
კვერნაძეზე ამხალა იმედებია და უ-21-ს რეზერვია?
Bejo
პორტუგალიასთან ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და ფრეს მაინც თუ მივაღწიეთ შემდეგ შესაძლებელი იქნება უკვე 24 ში ძირითადი ნაკრებიდან შეუერთდნენ ლომები …
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა