დღეისთვის, უკვე ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი ქულებში უნდა შეგვეფასებინა და შოტლანდიაში წაგებულ შეხევდრაში (0:2) მონაწილე თითოეულ ფეხბურთელზე ინდივიდუალურად გვესაუბრა. სამწუხაროდ, კარგს ბევრს ვერაფერს ვიტყოდით და არც სასიამოვნო შეფასებები იქნებოდა. ჩვენ მაინც ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გლაზგოში ფეხბურთი არასათანადო პირობებში ჩატარდა. იმ გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეროვნულ გუნდზე არ ვწერთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებია, რომელმაც საშინაო ევროპირველობა წინა გათამაშების ფინალისტის, პორტუგალიელი თანატოლების (2:0) ძლევით დაიწყო.

მასპინძლის სტატუსის (უკვე გამარჯვებისაც) მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ფავორიტად არ მიიჩნევა და მსგავსი სტატუსი არც პორტუგალიელებთან ჰქონია. აქედან გამომდინარე, რამაზ სვანაძის მიზანი ის იყო, მოწინააღმდეგისთვის ოპტიმალური ტაქტიკა შეერჩია, ამავდროულად, საკუთარი ფეხბურთელები დაერწმუნებინა, რომ მათ წარმატების მიღწევა შეეძლოთ, რაც "უმცროსი ჯვაროსნების" თავკაცს გამოუვიდა.

როცა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მეტოქეს აქვს და 3 ქულა შენ გრჩება, ყოველთვის შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ იღბალიც ჩვენ მხარეს იყო, თუმცა ქართველმა ახალგაზრდებმა საგოლე მომენტების მაქსიმალურად რეალიზება შეძლეს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის მუდამ პრობლემური იყო. პორტუგალიელების მიერ დაცვაში დაშვებული შეცდომები იდეალურად გამოვიყენეთ, თავად კი ლაფსუსები მინიმუმამდე დავიყვანეთ. ცენტრალურ მცველ ივა გელაშვილის თამაში უნდა გამოვარჩიოთ. ჯგუფის სხვა შეხვედრებში მხოლოდ ამის ხარჯზე გამარჯვება გაგვიჭირდება და კიდევ უფრო მეტია საჭირო. ჩვენი გუნდის ნახევარდაცვას, ჩაშლის გარდა, შეტევების განვითარებაზე ფიქრი მეტად დასჭირდება. სვანაძემაც თქვა, რომ მომდევნო მეტოქეზე ფიქრი გუნდმა მალე უნდა დაიწყოს - ჯერ არაფერი დასრულებულა, მხოლოდ პირველი მატჩი მოვიგეთ!

მეორე გატანილ გოლზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ზედიზედ მეორე მატჩია (კვიპროსთან ამხანაგურის შემდეგ), გიორგი წიტაიშვილის კუთხურის შემდეგ ტანმაღალ მცველს გოლი გააქვს. ამჯერად ეს საბა საზონოვი იყო. ჩაწოდების მომენტში კარგად ჩანდა, რომ მოსკოვის "დინამოს" მცველს ახლოდან არ ეთამაშებოდნენ, თუმცა ეს მაინც არ აკნინებს იმას, რომ კუთხურებს გოლად ვაქცევთ. ცუდად არც მოწინააღმდეგის სტანდარტულებისას გამოვიყურებით. ესაა პრობლემა, რომელიც ვილი სანიოლის გუნდის ბოლო მატჩებში ძალიან საგრძნობი იყო. ასე რომ, არის რაღაც, რაც შესაძლებელია, ეროვნულმა ნაკრებმა ახალგაზრდულისგან გაითვალისწინოს.

გიორგი გაგუაზე ადრეც დავწერეთ. ის თანამედროვე ფორვარდია, კარგად მოძრაობს, ზონებს ათავისუფლებს, ორთაბრძოლებს იგებს. ესპანეთში მოთამაშე ქართცელს აქამდე ნაკრებში გატანილი არ ჰქონდა და კარგია, ეს მოახერხა - "ასისტების" დუბლის ავტორ წიტაიშვილის პასი, ცოტა მეტოქის დახმარებით, გოლად აქცია.

მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთ საკითხში უნდა შევაქოთ. დაინახა თუ არა კონკრეტული პრობლემები, ცვლილება მაშინვე განახორციელა და მარცხენა ფლანგი ეროვნულიდან დაბრუნებული ირაკლი აზაროვით გააძლიერა. ის ბიჭები, რომლებმაც წინა დღით შოტლანდიაში ითამაშეს და მეორე დღეს 21-წლამდელებს შეუერთდნენ, ქების ღირსნი არიან. მატჩის ბოლოს მწვრთნელის მხრიდან საინტერესო ტაქტიკური ცვლილება ვნახეთ, როცა იერიშებზე აქტიურად მოფიქრალ გუნდთან კონტრშეტევების გამოყენება გიორგი გოჩოლეიშვილის სისწრაფის ხარჯზე ვცადეთ. სწორედ ამან განაპირობა, რომ მეტოქე კაცნაკლული დარჩა.

საინტერესო იყო, რომ ვიგებდით, მაინც ბევრი ცვლილება ხორციელდებოდა და მოედანზე შემოსულები ეროვნული ნაკრების მოთამაშეები იყვნენ. ეს კარგად დაბალანსებულ შემადგენლობას ნიშნავს. ახლა დილემა ისაა, გამარჯვებული სასტარტოდან, ბელგიასთან დაპირისპირებისთვის, რამდენი ცვლილება უნდა გაკეთდეს. გიორგი მამარდაშვილსა და ლუკა გაგნიძეს ჯერ არ უთამაშიათ, ზურიკო დავითაშვილი კი მხოლოდ ცვლილებაზე შემოვიდა.

1-ელი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ბელგიელებს 24 ივნისს (20:00 სთ) დავუპირისპირდებით. მათი შემადგენლობიდან ყველაზე ცნობილი "მილანელი" შარლ დე კეტელაარია.

გენა
როცა ასპროცენტიანი მოსაგები საჭიროება გვაქვს ყოველთვის ვაგებთ. დღეს ან ფრეა ან მოგვიგებს ბელგია.
w
რა იყო რას ითარსები ნაცი ხარ ალბათ
ლაშა
პორტუგალიასთან რეალურად ფრეს ველოდით და სენსაციაა, თუმცა თუ ჩვენი ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები იქნებიან გაცილებით შორს გავლენ!
ვარლამი,პოლონეთიდან
ბელგიის ახალგაზრდები კარგ გუნდებში თამაშობენ
ლაშა
წარმატებები ბიჭებს! სულ მალე მოხდება ის, რაც მოხდა ლორიასთან მიმართებით. ეს პერსპექტიული ბიჭები ჩაანაცვლებენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. თუ U21-ის ნაკრები შორს გავა და ბიჭები კარგ კლუბებში გადავლენ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, კვეკვესკირი, კვერკველია და სხვები სათადარიგოებში გადაინაცვლებენ, რადგან ბუნებრივი სელექციის პრინწიპი, რომელიც ჯანსაღი კონკურენციის პრინციპს ეფუძნება, მოხდება! ასე, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს პრესით თუ ტელევიზიით რომ გაქვს მხარდაჭერა და ცალკე მწვრთნელი მხარდაჭერას გიცხადებს და მაინც გაუგებარ შიშებს მოუცვიხარ და ამის გამო ვერ ვითარდები, დასრულდები. ასეა ეს, რაოდენ პესიმისტურად არ უნდა ჟღერდეს...
L.J .
Sad unda gaushvas reebs wer???23 kaci ganacxadshi da ra qnas darches 18kacit ara ??
G.LA
დავივიწყოთ პორტუგალია 1/2 ფინალამდე. ახლა ბელგიაზე ფიქრია საჭირო. ეიფორია არაა საჭირო დავეშვათ დაბლა და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გამოვიყენოთ. კარგი ბიჭები რომ გვყავს ფაქტია. სტადიონი გავავსოთ, ჩვენი მხარდაჭერა უნდათ ბიჭებს. მჯერა ამ ბიჭების.
SOSO
აქ სტატიაში, ახალგაზრდულზეა საუბარი და მაინც კომენტებში ხვიჩა და მისი იტალიური ჩემპიონობაა ჩაკვეტებული, რაში გამოგვადგა როოო!! საკვანძო თამაშები -ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან მაინც ვერ მოვიგეთ და ახლა ისევ ბოლოსწინა ადგილის პესპექტივა გვაქვს ჯგუფში. მას შეეძლო და შეუძლია თავისი საკლუბო წარმატება გამოიყენოს ქვეყანაში დაწყებული საფეხბურთო ბუმის ხელსეწყობისთვის რომ ეს პროცესი, როგორმე შეუქცევადი გახდეს. სამწუხაროდ მან ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო.. და ის 10 ათასობით ბავშვი,რომლებიც ნაპოლის მაისურით დარბიან ეზოებში, აგრეთვე ის გულშემატკივრები, რომლებიც ვერ ვახეხერხებთ ნეაპოლში წასვლას მოდურ ტურებში მის თამაშებზე-გაღიმებული დაგვტოვა. ვერ გაპრავდება მისი ეს საქციელი!! ვერააა.......
სოსო
ჩვენ ამ ჩემპიონატზე,შესაძლოა ვერც მოვხვედრილიყავით,შესარჩევი ტურნირი რომ გვეთამაშა.ძალიან დიდი კონკურენციაა,შესარჩევ ტურებში.აქ,როგორც მასპინძლები,ისე ვმონაწილეობთ და ისეთ ჯგუფში მოვხვდით,ყველა რომც წავაგოთ,ვერავინ იტყვის,ამათთან როგორ წააგეთო.სამივე ეს ქვეყანა,სწორედ საფეხბურთო აკადემიების კარგი მუშაობით და ძალიან ძლიერი კადრების მომზადებითაა განთქმული.გავიმარჯვეთ,მაგრამ ობიექტური შემფასებლისათვის,საეჭვოც არ უნდა იყოს,რომ პორტუგალიელი ახალგაზრდები,მართლაც ძალიან ძლიერები არიან.ამიტომ მათთან გამარჯვება,დიახაც დიდი მიღწევაა,ჩვენი ბიჭებისათვის და უნდა გვიხაროდეს.მომდევნო თამაშებში წავაგებთ?არც ეგ უნდა იყოს ტრაგედია,რადგან მათი საფეხბურთო სკოლები,ჩვენზე ძლიერია და არჩევანიც,შეუდარებლად დიდი კონტინგენტიდან კეთდება.მთავარი იქნება,ჩვენმა ბიჭებმა იქაც კარგად ითამაშონ,იბრძოლონ და საკუთარი შესაძლებლობები,დაამტკიცონ.ეს ტურნირი,მათთვის თავის წარმოჩენის შესანიშნავი საშუალებაა და აუცილებლად უნდა გამოიყენონ.ასეთ ტურნირებს,სწორედ ეს დანიშნულება აქვს.ჩვენი გულშემატკივრების საკმაო ნაწილის, ინფანტილურებად შეფასებაში კი გეთანხმები,ან ცაში აფრინდებიან და ან გინებით ,მიწაში ფლავენ ადამიანს.სამხრეთელები ვართ და ზოგადად სამხრეთელებს მოგვდგამს ასეთი ხასიათი,მაგრამ ძალიან უსიამოვნოა,სხვის ღირსებას,ასე უაპელაციოდ რომ ლახავენ და ხშირად,ელემენტარულად,უზრდელობაში გადადიან!
Levani
წიტაიშვილი რომ უთამაშებელი იქნება -სად არიან სკაუტები,ან გაგუას რა უნდა სეგუნდა 2ში
არტ
1.პორტუგალიისათვის მოგება წარმატებაა 2 წარმატებისათვის გუნდი უნდა შევაქოთ და გავიხაროთ 3. თუ შემდეგ წააგეეს ეს იქნება წარუმატებლობა და წარუმატებლობისარვის გუნდი უნდა ვაკრიტიკოთ და გავბრაზდეთ. რა არის აქ არალოგიკური?
odala
ნერვები მეშლება რა ბავშვური ხალხი ვართ. რას ეძახით წარმატებას, 1 თამაშის მოგებას თუნდაც უძლიერეს გუნდთან? დანარჩენი 2 რომ წავაგოთ და ჯგუფში ჩავრჩეთ, მერე სად მიდიხართ? მაინც წარმატება იქნება? ავარდებიან, აღტყინდებიან და რომ გამოვარდებიან მერე იწყებენ ლანძღვას და მიზეზების ძებნას, როცა მიზეზი თავისივე ინფანტილობა და ანალიზის არქონის უნარია. რამდენიმე წლის წინაც ასე მოიგო 4-მა ქართულმა კლუბმა პირველი მატჩი ევროტურნირებზე და ატყდა მილოცვა და ერთი ამბავი და 2 კვირაში ოთხივე გამოვარდა განმეორებით თამაშების მერე. კი, მიხარია და კარგად უბერეს ბიჭებმა, მიუხედავად იმისა სულ დაცვაში იდგნენ და ფეხბურთი ნაკლები ითამაშეს, მაგრამ წარმატებას როგორ ეძახით ერთ მოგებულ თამაშს?? მერაბა მეტრეველი მეკამათებოდა რამდენიმე წლის წინ ვაისის გუნდის პროგრესი აშკარააო და უკვე მიაღწია წარმატებასო. ეს მაშინ ჩაკვეტაძის ოსტატობის წყალობით პირველზე რომ გავედით D ლიგაში და ყაზახეთსაც (ძლივს) მოვუგეთ გასვლაზე. ასეთი ჟურნალისტების და სპეციალისტების ხელში კიდევ კარგად ვართ.
რაბუ
მესმის უძლიერესი ნაკრებია პორტუგალია მაგრამ ბურთი მეტად უნდა დავიჭიროთ. დაცვა იყო იდეალური ამ თამაშში
საქართველოს მტრებს სიკვდილი!
გაიხარე, მეგობარო! აქ რასაც ვუყურებ, ყველა ხვიჩასგან ითხოვს აბსოლუტურად ყველაფერს. ბიჭმა, რაც კი შესაძლებელი იყო პირველ წელს სერია ა -ში ყველაფერი მოახერხა და ეს ყველაფერი 22 წლის ასაკში. ეხლა არ თქვათ ლიგა ვერ მოიგოო. შეეშვით, რა! ადამიანია ეგეც და რკინის არ არის. ურთულესი პერიოდი ჰქონდა და ამავდროულად უმაგრესი. წარმატება ხვიჩას და ყველ ჩვენიანს! ეხლა რაც შეეხება გუშინდელს. პასუხი იმიტომ ვარჩიე, რომ ადამიანმა ყველაფერი სწორად და ზუსტად დაწერა: მოვიგეთ-დაივიწყტ-იფიქრეთ ბელგიაზე! მორჩა!
ჯიჯი
დავივიწყოთ პორტუგალია, ვიფიქროთ ბელგიაზე, გავიხარეთ ერთი დღით, საკმარისია! რესურსი დიდი გვაქ, სვანაძის მჯერა!
სოსო
შარშან პორტუგალიას ამხანაგურად ვეთამაშეთ და უიმედოდ მოგვიგეს,თანაც 4 გოლი გაგვიტანეს.მგონი ამანაც გაუწია ცუდი სამსახური პორტუგალიელებს.იფიქრეს მაშინდელივით გადაგვჯეგავდნენ და უკვე დასაწყისში დაამთავრებდნენ თამაშს.ჩვენ პირიქით,სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და უკვე კაცნაკლულებთანაც კი,არ გავქცეულვართ წინ.არასერიოზულმა დამოკიდებულება, დაცვაში სიფხიზლე მოუდუნათ და ჩვენც დავსაჯეთ.ნიდერლანდებთან ასეთი განწყობა აღარ ექნება, ჩვენს მეტოქეს და ჩვენ თუ ეიფორიაში აღმოვჩნდით,საქმე კარგად არ წაგვივა.ხომ კარგი ბიჭები გვყავს,ძალიან მაგრად ვითამაშეთ და ალალად გავიმარჯვეთ,მაგრამ ახლაც მჯერა,რომ პორტუგალია ჩვენზე ძლიერი გუნდია,ფეხბურთელების მიხედვით.მართლაც ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავთ და ეს უფრო ზრდის.,ჩვენი გამარჯვების ფასს და გემოს!რაგბისტებისა არ იყოს,ჩვენმა ბიჭებმა ახლა უკვე იციან,რომ თამაში და გამარჯვება,ყველასთან შეუძლიათ.ინგლისიც ხომ დამარცხებული ჰყავთ!ჩვენ გუნდურობით და სათამაშო დისციპლინით ვართ ძლიერები და სწორედ ეს უნდა გამივიყენოთ,მომდევნო თამაშებშიც.მიწაზე დარჩენას და კიდევ უფრო კარგ თამაშს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს!
ქართველი
მორჩა ეხლა ბელგიასთან თამაშზეა საფიქრალი, ქართველებს გვჩვევია ერთი თამაშით ცაში აგდება და მეორე თამაშით ქვემოთ დანარცხება. პორტუგალიასთან მოგება საერთოდ დასავიწყებელია წარსულია უკვე. ცივი გონებით როგორც გერმანელებს ჩვევიათ ისე უნდა ვითამაშოთ ბელგიასთან აბა თქვენ იცით
მეზღვაური
იჯარით თამაშობს იქ,ალავესს ეკუთვნის მისი ტრანსფერი და იმედია დაბრუნდება ზაფხულში და მიეცემა შანსი ლალიგაში.ალავესია ბოლობოლო და არა მადრიდის ატლეტიკო!
ლევანი
მე რაც ვნახე გუშინ, ეს იყო გუშინ გამართული გუნდი. შეკრული დაცვის გარეშე, ასეთ პორტუგალიას უბრალოდ, ვერ გაუძლებ. არადა, სვანაძეს ყველა ლანძღავდა, ვისაც არ ეზარებოდა. ყოჩაღ, და ასე გააგრძელეთ. ბევრი მომეწონა, დაცვაში უპანიკოდ იდგნენ, გელაშვილი, ხვადაგიანი, მექვაბიშვილი იმედია ნაკრებში კანკავას როლს თავისუფლად იტვირთებს და ა.შ. მოკლედ ყოჩაღ! დიდება საქართველოს!
Soso
აბა სკაუტებო გაგუას რაუნდა ესპანეთის მესამე დივიზიონში დააწინააურეთ დროზე მაგარი ცეტრფორვარდია, რა იბრძოლა რა ითამაშა დაცვაში
დ
უმართლებს ძლიერებს და არა სუსტებს, ეს ერთი. მერე მეორე, ყველა თავით ბურთი მოვიგეთ ჩვენს საჯარიმოში, ეს ძალიან თვალში საცემი იყო, რაც სულაც არაა ამ პორტუგალიასთან ადვილი საქმე. 2-0-ს ვიგებდით პირველი ტაიმის შემდეგ, ამიტომაც ჩაჯდნენ დაცვაში და ეს ლოგიკური იყო, უძლიერეს პორტუგალიას სუფთა საგოლე მომენტი არც ჰქონია, რომელ გამართლებაზეა ლაპარაკი?! გაგვიმართლა კვიპროსთან და ნორვეგიასთან, აქ გამართლებაზე ლაპარაკი უადგილოდ მიმაჩნია, რადგან ეს აკნინებს ჩვენი ბიჭების ისტორიულ გამარჯვებას.
ჯიჯიო
ბელგიელებიდან ყველაზე ცნობილია - მკვდარ დე კეტელარე :)
las
ვფიქრობ რომ ძირითადი ბირთვი უნდა იყოს ვინც დაიწყო ტურნირი. ფაქტია თამაში პირველ ტაიმში მოვიგეთ მანამ სანამ ეგ დაბრუნებულები შემოვიდოდნენ. ერტადერთი გოჩოლესივლის გამოყენება შეიძლება დანარჩენი გაუსვას.
გიორგი
კარგი წერილია. ეროვნული ნაკრების ბიჭები შეცვლაზე უნდა შემოვიდნენ, მათ თავი უკვე დაიმკვიდრეს.
ჯუჯი
ვიცი ახლა ბევრი არ დამეთანხმება,მაგრამ ჩემს აზრს მაინც მოგახსენებთ.გუშინდელ თამაშში სვანაძე არაფერ შუაშია.იმხელა განსხვავება იყო კლასებს შორის რომ პორტუგალიამ გვაიძულა მეორე ნომრად გვეთამაშა. საბედნიეროდ მეტოქემ ვერ მოახერხა გოლის გატანა. ჩვენ კი გაგვიმართლა. თან ბიჭებმაც მედგრად იბრძოლეს,მიხედავად იმისა,რომ წინ ზედიზედ ორი ზუსტი პასის გაკეთებაც არ შეეძლოთ. ვიმედოვმებ,რომ ბელგიასთან პირველი ნაკრების ბიჭები აღმოფხვრიან კლასებს შორის განსხვავებას და ღირსეულად და ლოგიკურად გავიმარჯვებთ.განსაკუთრებით ლუკა გაგნიძის მეიმედება,რომელიც ოცი წლისაც არ არის,მაგრამ უკვე ერთერთი საუკეთესოა საქართველოში და დიდი მომავალი აქვს. მებრძოლიცაა და კარგადაც აზროვნებს.
სოსო
კარგი სტატიაა!თუ ტაქტიკურ ცვლილებებს არ აპირებს,ვფიქრობ კარგი იქნება,გუნდი უცვლელი შემადგენლობით გამოვიდეს და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებულ ბიჭებს,კიდევ მეტი დრო მისცეს,სულის მოსათქმელად.წუხელ ნათამაშებ მცირე დროშიც კარგად გამოჩნდა,რომ ნაკრებს ძალიან ეხმარებიან,უკვე კარგ კლუბებშიც არიან და სანამ საშუალება გვაქვს,ისევ სხვებმა გამოიჩინონ თავები.ესენი კი,მეორე ტაიმში გააძლიერებენ თამაშს.პორტუგალიასთან გამარჯვება,პირველ რიგში მწვრთნელის მიერ თამაშის სწორად დაგეგმვის და ზუსტი შესრულების შედეგი იყო.იმედი ვიქონიოთ,რომ ეს ორი თამაშიც ასევე ზუსტად ექნებათ გათვლილი.იმის იმედიც ვიქონიოთ,რომ მექვაბიშვილი შესძლებს თამაშს.ჩვენი საყრდენების ზონა,პირველ ნაკრებზე საიმედოდაც კი მომეჩვენა.მათგან განსხვავებით,აქ რამდენი დარტყმა დავბლოკეთ და რამდენი ბურთი ავართვით!
ჭიჭე
ბრავო მწვრთნელს, დიდი ხანია არ მინახავს გუნდის შესაძლებლობებზე გათვლილი ასეთი სწორი ტაკტიკა, გენიოსი ნწვრთნელი გვეზრდება!!!
ჭიჭე
ბრავო მწვრთნელს, დიდი ხანია არ მინახავს გუნდის შესაძლებლობებზე გათვლილი ასეთი სწორი ტაკტიკა, გენიოსი ნწვრთნელი გვეზრდება!!!
Givi
გუშინდელ თამაშს ეტყობოდა,რომ გუნდი იყო მოედანზე,განსაკუთრებით დაცვაში ასეთი უშეცდომო თამაში ბოლოს ალბათ მილანის შესრულებით მინახავს ნესტა-მალდინის დროს...არც სტანდარტების დროს იბნეოდნენ, როგორც დიდი ნაკრები აკეთებს ხშირად და რაც მთავარია 9 კაცი იყო ეროვნულიდან,წარმატებები ბიჭებს მომავალშიც და მადლობა გუშინდელი საღამოსთვის.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
"ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო" - მიქაუტაძემ წიტაიშვილს და აბუაშვილს მიმართა
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
წიტაიშვილის პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ში - "მეცი" ისევ დამარცხდა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის
რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად