ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩის დღე! ერთ ნაბიჯში მიზანთან - რა შემთხვევაში შეასრულებს მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები...

მატჩის დღე! ერთ ნაბიჯში მიზანთან - რა შემთხვევაში შეასრულებს მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები...

დღეს, 27 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას გამართავს. ყველა ბილეთი გაყიდულია და სრულ ანშლაგს ველით!.. იქნებ არც ისე ცოტას ეგონა, "უმცროსი ჯვაროსნებისთვის" ყველაფერი დღეს დასრულდებოდა, მაგრამ ორი მატჩის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 4 ქულა დააგროვა და პლეი-ოფთან ერთ ნაბიჯშია. პორტუგალიელ თანატოლებთან (2:0) გამარჯვებაზე დეტალურად ვისაუბრეთ, ახლა კი ბელგიელებთან (2:2) ფრის შესახებ და მომავალში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ვიმსჯელოთ.

წინა მატჩი

ნებისმიერი მატჩის განხილვა შემადგენლობით იწყება. როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვის რთული გასაგები იყო, რატომ აღმოჩნდა გიორგი წიტაიშვილი სასტარტო თერთმეტეულს მიღმა. ბოლო მატჩებში და მათ შორის ახლაც, მან დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. იქნებ ის არაა მზად, 90 წუთი ითამაშოს. გიორგი გოჩოლეიშვილის არყოფნას უფრო მარტივად ავხსნით, პორტუგალიელებთანაც ვნახეთ, მატჩის ბოლოს მისი სისწრაფის გამოყენებას როგორ ვახერხებდით და რამაზ სვანაძის გადაწყვეტილება იქნებ სწორედ ამას უკავშირდებოდა.

ასე იყო თუ ისე, საწყისი 45 წუთი ჩვენთვის კრახი გამოდგა - ზედმეტად დაცვაზე ორიენტირებული მარჯვენა ფლანგიდან სიმწვავეს ვაკლებდით, შეტევაში ბურთის მისატანად, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა გვქონდა - საბა საზონოვის გრძელი პასები გიორგი გაგუაზე, რომელიც ძალიან ბევრს იბრძვის, კოორდინაციასაც ინარჩუნებს და მასზე საკმაოდ ხშირად ჯარიმდებიან. იყო ეპიზოდები, როცა ჩვენს ფორვარდს პასის გაკეთებით შეტევის ტემპისა და ინტენსივობის გაზრდა შეეძლო, თუმცა ის უფრო ჯარიმის მოპოვების გზით მიდიოდა. ამასობაში ჩვენ მიერ ძალიან ნაქები დაცვის ხაზი ჩავარდა, მოწინააღმდეგის ხანგრძლივი და პოზიციური შეტევის დროს მოთამაშე (ბელგიელთა მარცხენა მცველი) მარტო დაგვრჩა, საზონოვი მასთან ახლოს არ აღმოჩნდა, ჩვენი გუნდი საპირისპირო მხარეს გადალაგდა და გოლი გავუშვით. სამწუხაროდ, შესვენებაზე მხოლოდ ერთბურთიანი ჩამორჩენით გასვლა ვერ შევძელით; ეგ კი არა, უფრო მეტის გაშვებასაც გადავურჩით...

კარგია, როცა მწვრთნელი საკუთარ გადაწყვეტილებებს კრიტიკული თვალით მალევე უყურებს, ამა თუ იმ ფეხბურთელს, რომელსაც კარგი დღე არ აქვს, იმაზე მეტ დროს არ აძლევს, ვიდრე იმსახურებს და "ცვლილებებისთვის ტრადიციულ წუთებს" არ ელოდება. შესვენების შემდეგ სამმა ახალმა მოთამაშემ გუნდში სულ სხვა მუხტი შემოიტანა, სწრაფმა გოლმაც თავისი ქნა და შეხვედრის გადარჩენა მოვახერხეთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ზურიკო დავითაშვილის, როგორც ლიდერის, როლი. ის ყველა ბურთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა, ამავდროულად, შეტევებს ამწვავებდა და მას გაცილებით სახიფათოს ხდიდა. ირაკლი აზაროვის მიერ გულიაშვილზე გაკეთებულმა უზადო პასმა ბევრს ძველი დრო და თბილისის "დინამო" გაახსენა. ბელგიასთან მატჩმა ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვაჩუქა...

სატურნირო მდგომარეობა და ოლიმპიადა

საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლასთან ახლოსაა, თუმცა ბოლომდე კონცენტრაცია თუ არ შეინარჩუნა, შესაძლოა, ხელმოცარული დავრჩეთ. თუკი ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებს დავამარცხებთ, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავალთ. ფრის შემთხვევაში, 5 ქულას დავაგროვებთ, თუმცა, თუ ბელგია პორტუგალიას აჯობებს და ბურთების უკეთესი ბალანსი ექნებათ, პირველ ადგილზე ისინი იქნებიან. არის ვარიანტი, დამატებითი მაჩვენებლების ჩართვაც კი გახდეს საჭირო. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბელგიელები ორბურთიანი სხვაობით მოიგებენ, ჩვენ კი შეხვედრას ფრედ დავასრულებთ. მართალია, ამაზე ფიქრი გვაშინებს, თუმცა, თუ პორტუგალია ბელგიასთან მოიგებს ან ფრედ ითამაშებს, მომდევნო ეტაპზე (მეორე ადგილით) წაგებითაც გავალთ, რადგან პორტუგალიელებს ურთიერთთამაშებში ვჯობნით. თავის მხრივ, მათ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ მოიგებენ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი არ წააგებს. ამით მეორე ადგილს დაიკავებენ. იმისთვის, რომ პორტუგალიელებს ბელგიელებთან მოტივაცია მაღალი ჰქონდეთ, მნიშვნელობა პარალელურ შეხვედრასაც ექნება და ყველაზე ცუდ სცენარში, თუკი ნიდერლანდელები ჩვენთან დაწინაურდებიან, ეს რუი ჟორჟეს გუნდის ჟინს შეამცირებს. ამდენი მსჯელობა დამაბნეველია, მთავარია მინიმუმ, არ დავმარცდეთ და მიზანი შესრულებული იქნება!..

მოქმედ ჩემპიონ გერმანიას ცუდი პერიოდი უდგას. ამიტომ დიდი შანსია, მეოთხედფინალში ჩვენი ჯგუფის პირველადგილოსნის მეტოქედ (1-ელ ივლისს) ჩეხეთის 21-წლამდელთა ნაკრები ვიხილოთ. ეს მატჩი "მიხეილ მესხზე" უნდა ჩატარდეს, თუმცა მასში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შემთხვევაში, ინტერესიდან გამომდინარე, "დინამო არენაზე" გამართვის გადაწყვეტილების მიღებაცაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსანს, მას ინგლისის ნაკრები ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე", დაელოდება.

რადგანაც საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები ჯგუფიდან აუცილებლად გადიან, მათი ნახევარფინალში მონაწილეობა ოლიმპიადის საგზურს სხვა ნაკრებებს გაუხსნის, რადგან ერთი 2024 წელს ჩასატარებელი ოლიმპიადის მასპინძელია, მეორე კი დამოუკიდებლად არ ასპარეზობს. თუკი ეს ორი ნაკრები ფინალში გადასასვლელ მატჩში ითამაშებს, ოლიმპიადის მესამე საგზური საუკეთესო მეოთხედფინალისტებს შორის გათამაშდება. თუკი ნახევარფინალში ერთ-ერთი მათგანი გავა, საგზურს დარჩენილი სამი გუნდი ავტომატურად მიიღებს, ხოლო თუკი საუკეთესო 4 გუნდში არც ფრანგები იქნებიან და არც ინგლისელები, მესამე საგზური მათ შორის გათამაშდება, ფინალში ვინც ვერ გავა.

იმედია, საუკეთესო სცენარს ვიხილავთ!..

დღევანდელი მატჩი

საქართველოს ნაკრებმა იცის, რომ ნიდერლანდებთან არწაგება მას მომდევნო ეტაპზე გაიყვანს. როგორც წესი, ეს ფაქტორი ამა თუ იმ გუნდზე მაინც მოქმედებს, ამიტომ მთავარი მწვრთნელის მუშაობას დიდი როლი ექნება. რამაზ სვანაძის ძირითადი ტაქტიკა ინიციატივის აღებას არ გულისხმობს, თუმცა ბელგიელებთან მეორე ტაიმში კარგად დაამტკიცა, შეტევაში რა შეგვიძლია. ბიჭების მოტივაცია კვლავ ძალიან დიდი იქნება და გულშემატკივრების ფაქტორიც - სერიოზული ძალა.

სამწუხაროდ, ნიკა გაგნიძე ვეღარ იასპარეზებს. წინა მატჩში მისი შემოსვლა გუნდს ძალიან დაეტყო, მაგრამ სამწუხაროდ, ცოტა ხნით ითამაშა. მოსალოდნელია, რომ ნოდარ ლომინაძე სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ანზორ მექვაბიშვილთან ერთად მოედნის ცენტრს გაამაგრებს. ლომინაძე ცოტა დროშიც ახერხებს დაამტკიცოს, რომ გუნდისთვის სასარგებლოა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ნაწილში. სასტარტოს მიღამა შესაძლოა, გიორგი მოისწრაფიშვილი დარჩეს. ახლა ცენტრში ბრძოლა "ბაიერნის" ფეხბურთელ რაიან გრავენბერხთან მოგვიწევს. გიორგი გულიაშვილის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.

ქართველებიდან ფრთხილად საკმაოდ ბევრი მოთამაშე უნდა იყოს, რათა ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მათ მეოთხედფინალის გამოტოვება არ მოუწიოთ, რაც ძალიან სამწუხარო იქნება - მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, კალანდაძე, ხვადაგიანი, გულიაშვილი, გაგუა.

სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე - მექვაბიშვილი (C), ლომინაძე - წიტაიშვილი, დავითაშვილი, აზაროვი - გაგუა.

• დავით 67

დიდგორელი-ს! გავიწყდება ალბათ, რომ მოწინააღმდეგის ძირითად ნაკრებებში სხვა ფეხბურთელები თამაშობენ. ბელგიაში ლუკაკუ დე ბრუინი და ა.შ .არ მგონია ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები მათ გაუმკლავდნენ. მთავარი ის არის რომ ამ ეტაპზე თავიანთ ასკობრივ ნაკრებებთან თავი ღირსეულად გაიჩინეს. ეროვნული ნაკრები სხვა დონეა, რაც ამ ეტაპზე საშუალოზე დაბალია.

• ზვიადი

ზუსტად ეს შემადგენლობაა

• დიდგორელი

რავი ასე მგონია - ამ სასტავს ხვიჩა, ჟორჟი, კიტე და საბა ლობჟანა რომ დაუმატო კი უნდა იყოს ეროვნული ნაკრების ბირთვიც!!!! სხვებს ერივნულში არაფერი ესაქმებათ და მარადიშვილიც დაგვხატავდა!

• გიორგი

ქართული შრიფტით მაინც აკრიფეთ კომენტარები ,მხოლოდ სიტყვით პატრიოტებო,სანამ წაიკითხავს კAცი,....

• 1212

ჩვენ იცით როგორი გულშემატკივრობა ვიცით? საკუთარ გუნდს სტრესში ვამყოფებთ - ანუ ფსიქოლოგიურად ვძალადობთ და ფეხბურთელებიც იძაბებიან

• თემო

100%

• გიორგი

ბიჭების განწყობა ვნახეთ რომ საბრძოლოა. ახლა მწვრთნელზეა მოგებაც და წაგებაც. სწორი ტაქტიკური სქემითა და სწორად შერჩეული შემადგენლობით უნდა მოვიგოთ. უნდა შეეშვას ამ უაზრო ექსპერიმენტებს.

• გიორგი

კვარაცხელია უფრო დიდ საქმეს აკეთებს. ამას გარდა, კვარაცხელიას თამაში შანსს წაართმევდა სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელს, რაც არ იქნებოდა სამართლიანი. ჰოლანდიც არ ჩამოვიდა იგივე მოსაზრების გამო.

• Gel-100

Z,M,,jigar risi tqma ginda??rame xdeba da gvimalaveen??daje shenc ki ici ro simartles ar amboben da gvatyuebeen??ar tqva exla orive tamashi wavaget da ar gveubnebiano,,ra intrigebs xlartav tu rame ici tqvii tuarada ra namiokobanas gvetamashebi!! Fexi ro daucdet bichebs ((jvari gvweria)) rogorc tarsi ise chaitvlebi icode da kargi dge ar dagadgeba

• Gel-100

Giorgi dislaiqze damechira xeli shemtxvevit,, rac sheexeba shens kitxvas matchi mesame adgilistvis gaimarteba rogorc xdeba xolme yvela did sanakrebo turnirze,,magram albat gecodineba rom inglisi an safrangeti tu gavidnen finalamde mat sagzurs moipovebs momdevno sami gundi,,magram me mjera chveni bichebis tavdadebis da brdzolis, vici arafers daakleben da finalistvis ibrdzoleben da girchev shenc gjerodes,,ufro meti ambicia gulshematkivaro davijerot da chveni tavdajereba bichebsac gadavdot chveni gulshematkivrobit stadionidan,,ratomac Ara?? Am bichebma mouges ingliss,,Portugalias,,ar waages safrangettan da belgiastan da magatze dzlierebi agarc darcha aravin,,sakutar qveyanashi gulshematkivris tvalwin upiratesoba gveqneba yvela damatebit tu penlebis dros da Unda gamoviyenot eg upiratesobebi tan yalichava chveni mesame mekare ostatia penlebis agebis,,mokled warmatebebi bichebo DA qartvelo ero

• ჩორტ ივო ზნაეტ

სავარაუდოდ, ქულები, ბურთები, ბარათები. აბა, პირდაპირ რეიტინგს ხო არ მიახტებიან?

• სოფო

რას ითარსები?

• დდდ

კი, განსაკუთრებით ქიტიაშვილით ვიქნებოდით ფავორიტები, ძლიერი გვარია... ოღონდ, უნდა მიუთითო ხოლმე, სპორტის რომელ სახეობაზე აჯაზებ...

• დდდ

ვისაც ჩვენი ბიჭების არ გჯერათ, აქ ჰაერის გაფუჭებას, ჰოლანდიაზე დადექით თქვენი ავლა-დიდებით და ჩვენც ბედნიერ წაგებას გისურვებთ...

• და...ვი ენაზე

გაიტანეთ ეს მოგზავნილი აქედან

• Gomako

ქიტიაშვილი?!

• გიორგი

საუკეთესო მეოთხედფინალისტებს რა პრინციპით გამოავლენენ? ეს თუ იცის ვინმემ დაწეროს რაა.

• ზ.მ.

ვერ გავიმარჯვებთ ,ვერც ერთ საქმეში თუ ბოლომდე,ამომწურავად,საჯაროდ,სიმართლეს არ ვიტყვით.ნუ გეშინიათ სიმართლის თქმისა,რაც არ უნდა მწარე იყოს,გამარჯვების უმთავრესი იარაღია ,მაქსიმალურად მზადყოფნისათვის, ჯამურად.

• ზორო

წადი რა შენ დედა აფეთქებულ უკრაინას,აშშ-ს და რუსეთს უბალეშიკე,რას გვანეგატივებ შე შტვირო,დიახაც გავალთ თავს დავდებთ ვითამაშებთ და 1/4 ფინალშიც ვითამაშებთ,ახალგაზრდა ჟინიანი ბიჭები გვყავს და შენნაირი არაქართველების ჯიბრზე ოლიმპიადასაც ვითამაშებთ

• ლუკას!

ლუკიააა! წადი ააფხანე,დაეგდე და ნანებიიი! ფეხბურთის ანალიზი შენი საქმე არაა

• ლონდონიდან

თუ ეროვნულ ნაკრებში,თუნდაც ახალგაზრდულში გვეღირსა მითუმეტეს შანსით ,პირველად,ქართული ფეხბურთის მონაწილეობით ოლიმპიურ თამაშებში,პირველად, გაჩემპიონების შანსით,უნდა გესმოდეს!ჯერ სამშობლოს სიძლიერე,მერე ყველაფერი დანარჩენი.მამარდაშვილი,დავითაშვილი და სხვა უნიჭიერესი ,სხვაზე არანაკლებად,თავის საქმეში ,ბიჭები,დღეს იბრძვიან საქართველოს სიძლიერის თვის,ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე,ქართველთ დედა ქალაქში,კვარაცხელიამ,მიქაუტაძემ.....კი იჭაკეს და არავითარი გამართლება არა აქვს გადაღლილობას,მათი კლუბების ინტერესებს,ანაზღაურებას ....უნდა ეთამაშათ!ბრტყელ სიტყვებს არ დაესწრება,საქმეს კი....

• las

წიტაიშვილი და გოჩოლეიშვილი აუცილებლად ძირითადში რავიცი მე პირადად დავითაშვილის დიდი ფეხბურთელობის არ მჯერავს. იმედია ვცდები

• ლუკა

უშანსოდ წავაგებთ, პირველივე ტაიმში მოგვიყომარებენ. 0-4 ან რაღაც ესეთი ანგარიშით. XG რო ვნახოთ ჩვენი ნაკრების გასულ 2 თამაშში 4 კი არა 1 გოლიც არ უნდა გაგვეტანა, და გაშვებით ბევრით ნაკლები გავუშვით. დღეს ყველაფერი თავის ადგილას დადგება, ტყუილად ნუ გაქვთ იმედი კარგი თამაშის..

• აბდულა

კვარაცხელიას და ქიტიაშვილი რომ ეთამაშა ფავორიტები ვიქნებოდით მთლიანად ტურნირზე და ასეთი განხილვები არ იქნებოდა საერთოდ.როცა ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ბედი წყდება ოლიმპიადაზე გასვლა და ჩემპიონობა არ უნდა დაეხიათ უკან.არასპორტული საქციელით ქვეყნის მიმართ.

• JABA

წიტაიშვილმა მატჩის შემდეგ თვითონ ისაუბრა, რომ ძალიან ბევრი გაუცდა სეზონის დროს, არ არის შესაბამის ფორმაში, ვერ მოახდინა წინა მატჩის შემდეგ აღდგენა და ახლა ითმაშა 45 წუთი და მწვრთნელი ზუსტად ისე იყენებს როგორც საჭიროა. შეიძლება ამ სამდღიანი დასვენების შემდეგ უკვე მოასწროს აღდგენა და დღეს ვიხილოთ როგორც სასტარტოში, ასევე შეძლოს 90 წუთის თამაში.

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

ანუ ჩვენზე ზევით პორტუგალია ვერანაირად ვერ დაასრულებს მთლად 10-0 რო მოიგოს. და ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენ რო არ წავაგოთ ხოლანდიასთან. და ჩვენ მაგათზე ვართ დამოკიდული მაგათმა რო არ წააგონ ბელგიასთან.) რო ჩვენ 2 ადგილიდან მაინც რო გავიდეთ. ვნახოთ რა იქნება. მაგრამ ჩვენ თუ წავაგეთ და ბელგიამ ვერ მოიგო . ჩვენ ვხვდებით ინგლის. გავარდნას ყველაფერი ჯობია მაგრამ პორტუგალიელებმა მერე ბოლოში სპეციალურად არ მიცენ თამაში. ციგნურმა სისხლა შეიძლება თავისი აიხოს

• Jora-giorgi

ეს უაზრო ბაქი-ბუქი არ მოგბეზრდათ? ჯერ იყოდა ეროვნული ლამის გალაქტიკოდ მონათლეთ, რა მივიღეთ? პრინციპული თამაშები ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან ვერ მოვიგეთ,საშინელი თამაშის ფონზე და ......ტრადიციულად ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილის პესპექტივა. მერე იყოდა კვარა ვაფეტიშეთ უსაზღვროდ, ისეთი თამასა დავუწესეთ გამორიცხულია ცოცხალმა ფეხბურთელმა შეძლოს-ყველა თამაშში გოლი, საგოლე პასი,პენალტის მოპოვება და ეს ყველაფერი აუცილებლად 5 მცველის მოტყუების ფონზე. შედეგად მივიღეთ მოსალოდნელი ჩავარდნა და..... ბევრმა უკვე პლასტიკაც ამოატრიალა....ახლა ახალგაზრდულის ჯერი დადგა...მართლა, შემთხვევით მოვიგეთ ერთი თამაში, მეორეში ფრე გამოვღლიტეთ და წავიდაა.......აი დღეს არის პრინციპული თამაში და მგონია დღესაც ტრადიციულად ყურებ ჩამოყრილი დავრჩებით...

• ზებულონი

პირველისგან განსხვავებით, მეორე თამაშში დაცვამ ბევრი შეცდომა დაუშვა, ორივე გოლი კონკრეტული ფეხბურთელების ბრალი იყო.დაცვში უნდა მოვუმატოთ, წინ ახალი სისხლის ძალა შევირგოთ, თავი არ დავზოგოთ და 22 საათზე თბილისი გაისვრის, ფეიერვერკი და ქუჩაში გახარებული ხალხი!

• გიორგი წ.

არაა გამორიცხული ხვიჩას რომ ეთამაშა, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ეს შედეგი ვერ დაედო. გამოჩნდნენ სხვა მაგარი ბიჭები, რომლებსაც არანაკლები ჟილკა და ჟინი აქვთ, “მანდრაჟის” გარეშე თამაშობენ და კიდევაც გაავსეს სტადიონი. მადლობა მათ. წინ საქართველო!!!

• bejo

წარმატებები ბიჭებს ... მთავარია ემოციები არ მოეძალოთ და ზუსტად ვიცი რომ მოუგებენ ნიდერლანდებს... იცოდეთ რომ გულშემატკივარი არცერთი შედეგისთვის არ გაგკიცხავთ არაფერს არ ვითხოვთ შეგნებული გულშემატკივარი უბრალოდ არ ინერვიულოთ გამოდით და იბრძოლეთ რაც უფრო ნაკლები ემოციით დაიწყებთ მით უკეთესი (შეხვედრისას ისედაც მოიმატებს ემოცია) ... გადამწყვეტ თამაშებს ყოველთვის ზე ემოციის ფონზე ვიწყებთ და იმიტომ გვიჭირს გამოფიტული ვართ ხოლმე ემოციისგან ... რედაქციას ვთხოვ დააკონკრეტოს უბრალოდ ევროპიდან რამდენი ოლიმოიური საგზური თამაშდება 3 (+1 მასპინძელი?) და დანარჩენს მივხვდებით ისედაც რატო ხლართავ თუ 3 + 1 ერთია მასპინძლიაინად გასაგებია ხო ისედაც რავიცი (მასპინძელი გვაწყობს რომ შორს წავიდეს რათა უკან მორჩენილ გუნდებს გაეხსნათ გზა)... ბიჭებო წარმატება წარმატება და კიდევ წარმატებააა !!!

• გულშემატკივარი

წარმატებები ბიჭებო!!! უფალი გფარავდეთ❤️

• საჩინო

ვეთანხმები სოსოს__ მან ერთადერთმა გააკეთა სწორი შეფასება ჩვენს კარში მიღებული გოლების.როდესაც მოწინააღმდეგის მცველი შენზე წინ აღმოჩნდება შენს საჯარიმოში და შენ პასიური პოზიცია გიკავია ,ეს რბილად რომ ვთქვათ ,არის შეცდომა დავითაშვილის,მიქაუტიძის და კვეკვესკირისაც [მაკტომინეის გოლი].საერთოდ კი ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაკლია ცუდი მოძრაობა და ვიზავების დროულად არ აყვანა თავდაცვითი მოქმედებების დროს.საჭიროა ბავშვობიდანვე გამახვილდეს ყურადღება სისწრაფეზე__ სწრაფი აზროვნება ,სწრაფი მოქმედება.როდესაც ბურთი გაქვს გასატანი და ჰაუტის მოწოდებისას ბურთს ერთმანეთს გადასცემენ მოსაწოდებლად ,ეს არის უმეცრება:შენ კარგავ ძვირფას დროს და მეორე მხრივ მეტოქეს აძლევ საშუალებას მოასწროს ორგანიზება .ერთი სიტყვით ბავშვობიდანვე __სწრაფად ,სწრაფად,კიდევ უფრო სწრაფად თუ გვინდა ჩვენმა გუნდებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ საფეხბურთო ელიტმეტოქეებს.

• კახა ქ.

ეხლა მთავარია არ იფიქროთ აი ფრის შემთხვევაში და ა შ.კომენტარებისგანაც შეიკავეთ რა თავი ძალიან გთხოვთ, რომ აი ფრის შემთხვევაში.....უნდა გახვიდეთ მოსაგებად,სახში თამაშობთ 50 000 ათასი მაყურებელი მხარს გიჭერთ, აღარაა ეხლა ის დრო, ოო ნიდერლანდებია, ბელგიაა, პორტუგალია და ა.შ.უკვე ყველა ყველასთან ნა რავნე თამაშობს.მითუმრტეს ვაი რა ვნახე გუნდი არა ეს გუნდი.თუ პორტუგალია დავამარცხეთ,ბელგიას ნიჩია ვეთამაშეთ, არაფრით არ არის ეს გუნდი მაგათზე ძლიერი აბა წარმატებები ბიჭებო.ღმერთი თქვენსკენ.ეხლა ამ მომენტში თქვენ ხართ ის, ვისაც დიდი სიხარულის მოტანა შეუძლია ქართველი ხალხისთვის, ეს დაიმახსოვრეთ, რომ მერე თქვენს შვილებს მოუყვეთ!!!

რამე სიზმარი ნახე?

• მოყვარული

მთავარი რაც ამ ჩემპიონატზე ვნახეთ მოგებაა, ჩვენ გუნდმა მოგება იცის! აქამდე ვიცოდით კარგი თამაში, უკეთ თამაში, ლამაზი თამაში... მაგრამ მოგება არა, ვაგებდით როცა გვჯობნიდნენ და მაშინაც როცა ვჯობნიდით... ორივე თამაშში ჩვენმა გუნდმა მოიგო იმ სიტუაციაში როცა მოწინააღმდეგე გვჯობნიდა, ეხლა სხვები ამბობენ ვაჯობეთ მაგრამ... ჩვენმა გუნდმა მოგება იცის და ესაა მთვარი!..

• რაბუ

დაანებეთ კვარაცხელიას თავი მანდამაინც ჩაკვეტაძე უნდა დაემართოს და დაიტრამვოს თუ რას თხოვთ. მეტი რა ქნას 22 წლის ბიჭმა, მთელი კარიერა წინ აქვს. მის ადგილზე სხვა მიიღებს შანსს და იქნებ ბოლოსდაბოლოს წაიყვანონ ნირმალურ კლუბებში ჩვენი ბიჭები და არა პოზნანებში და ბრატისლავებში

• გიორგი

ვიყავი გლაზგოში ჩვენი ნაკრების თამაშზე. არ მოგაწყენთ ათასჯერ განხილული თამაშის ანალიზით ერთს გეტყვით ზურიკო არის ნამდვილი მებრძოლი საამაყო პიროვნება და გუნდის ლიდერი გენაცვალე შენ ოქროს ბიჭო!!!

• ჯიჯი

ბიჭებო, სკაუტები გაკვირდებათ გამადიდებლით, 11-ქართველს 11-ნიდერლანდელი ვერაფერს უზამს! მარტო ჟილკით შვჭამთ, გადავსებული დინამო თქვენს გვერდეი იქნება 90 წთ

• რონი

რაც დრო გადის უფრო მწყდება გული კვარაცხელიას საქციელზე. ბიჭების გამო ქვეყნის გამო გულშემატკივრების გამო მაინც უნდა ეთამაშა ყველამ ვიცით რომ ხანგრძლივი და მომქანცველი სეზონი ჰქონდა მაგრამ როცა შენ ძმებს შენ ქვეყანას შენ გულშემატკივარს შენგან ის უნდათ რაც ყველაზე კარგად გამოგდის უარი როგორ უნდა უთხრა სულ რო კვდებოდე?! ბოლო ძალებს მოვიკრებდი და ბიჭებს გვერდით დავუდგებოდი. ჟორჟიკას ვერაფერს მოვთხოვთ მას არ აქვს ის სიყვარული ამ ბიჭების მიმართ უცხო გარემოშია გაზრდილი და ეხლა ეჩვევა აქაურობას მაგრამ ხვიჩასგან არ მოველოდი

• ქომაგი

ეს გუნდი მოედანზე მოძრაობს განსაკუთრებით ცენტრალური ნახევარდაცვა ამ გუნდს პირველ ნომრადაც შეუძლია თამაში და შეტევაც შეუძლია მაგრამ გამომდინარე იქედან რო ძალიან ძლიერ მეტოქეებთან უწევთ თამაში ხანდახან შეიძლება ბურთი დათმონ ან დაათმობინონ ეს ნორმალურია ასეთი დონის მეტოქეებთან.მწვრთნელები კი კარგად მუშაობენ შრომობენ ეტყობათ და შედეგსაც იღებენ.ფეხბურთელებს რაც შეეხება მაგალითად ლუკა გაგნიძეს ეროვნულ ნაკრებში შოტლანდიასთან ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და ახალგაზრდულში გადაღლილი დაბრუნდა მაგრამ ცოტას დაისვენებს და მაგრად მოუმატებს დარწმუნებული ვარ. იგივე წიტაიშვილი დავითაშვილი საზონოვი აზაროვი გაგუა გოჩოლეიშვილი ყველა ყველა ეს ბიჭები ასევე გელაშვილი დაცვაში ძალიან საიმედო მცველია ესენი კარგ ევროპულ კლუბებში უნდა მოხვდნენ ამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეს მათთვის არ ნახული შანსია მაღალი დონის ტურნირია ყველა საქართველოს შემოყურებს ახლა და ეს უნდა გამოვიყენოთ.

არა რასისზმს!რასისტების ადგილი ფეხბურთში არ არის

• ზვიადის

მართალი გითხრა ბოლომდე ვერ გავიგე რაც თქვენ დაწერეთ, მაგრამ მაინც რაც იწერება არის ის ვარიანტი როცა გარანტირებული გვაქვს 1 ადგილი. თუ ბელგია ვერ მოიგებს და ჩვენ არ წავაგებთ პირველი ადგილი გარანტირებული გვაქვს! აი თუ ჩვენ ფრე ვითამაშეთ და ბელგიამ მოიგიო, მაშინ დამოკიდებულია იმაზე თუ რა სხვაობით მოიგებს ბელგია და ჩვენი ფრე რა სხვაობით იქნება და ჩამოშლას საჭიროებს. "ფრის შემთხვევაში, საქართველოს პირველი ადგილის დაკავება შეუძლია, თუ ბელგია პორტუგალიას ვერ მოუგებს" არ გამორიცხავს იმას რომ ბელგიის მოგების შემთხვევაში არ გვაქვს შანსი 1 ადგილის დაკავების ;)

• ზვიადი

ნუ გამაგიჟებთ ხალხო, ასე წერენ მეთქი და მე ვამბობ, რომ ბელგიის მოგების შემთხვევაშიც გავდივართ, რა წერია აქ გაუგებრად? ცოტა მეტად დააკვირდით

• ქუთაისელი

მწვრთნელის შესახებ: ასეთი დროული, ასეთი ზუსტი შეცვლები მე ქართველი მწვრთნელისგან, ყიფიანის და ძოძუაშვილის შემდეგ არ მახსოვს. თან რისკზე წასვლა როცა იყო საჭირო, ასეთი ზომიერი, გათვლილი რისკი, რაც სვანაძემ გააკეთა, არ ვიცი. მილიგრამობით ჰქონდა ყველაფერი აწონილი. ბრავო!

• las

მოკლედ მიზანი არის ოლიმპიადაზე მოხვედრა. ეს იქნება ისტორიული აქტი. პირველად საქარტველოს ისტორიაში ნაკრები ოლიმპიადაზე. მთავარი ეხლა არის ფსიქოლოგიური მზადყოფნა. თუ ოლიმპიადის პრეტენზია ქვაქვს მაშინ ჯგუფის მოგების შიში არ უნდა იყოს მითუმეტეს რომ ჰოლანდია ვერც პორტუგალიას ჯობია და ვერც ბელგიას. ასე რომ შისი მოიხსენიტ და გადააგდეთ გვერდზე :)

• ზვიადის

დაუკვირდით რაც დაწერეთ 1) "ფრის შემთხვევაში, საქართველოს პირველი ადგილის დაკავება შეუძლია, თუ ბელგია პორტუგალიას ვერ მოუგებს". ბელგია თუ პორტუგალიას ვერ მოუგებს!!!!!!! 2)"თუ უგოლო ფრეს ვითამაშებთ და ბელგია ორბურთიანი სხვაობით მოიგებს" ბელგია თუ პორტუგალიას ვერ მოუგებს, როგორ მოიგებს ბელგია ორი ბურთის სხვაობით? თუ ჩვენ ფრე ვითამაშეთ და ბელგია პორტუგალიას მოუგებს 3 ბურთით ბელგია იქნება 1 და მერირე ჩვენ,. თუ ბელგია მოიგებს 2 ბურთით მაშინ გააჩნია ვის რამდენი გვექნება გატანილი. თუ წავაგეთ, მაშინ მეორეყე ვიქნებით, თუ ბელგია არ მოგებს.

• ლადოს

ბელგიას ახლა ბალანსი აქვს 0 და 5:2 ზე რანაირად ექნება? 4:2 ზე იქნება მაგათიც და ჩვენივ, თუ 0:0 დავამთავრეთ. მოვიგოთ!

• ₾ადო

არ იქნება თანაბარი მასე, ბელგის 5-2 ექნება, ჩვენი 4-2 საპირისპიროდ. ანუ, გავალთ მეორე ადგილზე მე არ ვიცი სად რას წერენ, უბრალოდ მე ვიცი რომ პორტუგალია თუ მოიგებს ან ფრეს ითამაშებენ, ჩვენ უეჭველი გასულები ვართ (1 იქნებ ეს თუ მე-2 მაგას ბოლოს დავინახავთ )

• რომაელი

პირველი გოლი თვალებიდან არ ამომდის, ამხელა პასი როგორ გავაკეთებინეთ და მარტივად გავატანინეთ, ასეთი შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ

• ზვიადი

ასე წავიკითხე ბევრგან - ფრის შემთხვევაში, საქართველოს პირველი ადგილის დაკავება შეუძლია, თუ ბელგია პორტუგალიას ვერ მოუგებს. არადა, ჩვენ ფრის შემთხვევაში +2 ხომ გვრჩება, გამოდის, თუ უგოლო დღეს ვითამაშებთ და ბელგია ორბურთიანი სხვაობით მოიგებს, ზუსტად თანაბარი მონაცემები გვექნება

• Davi-ს

გოჩოლეიშვილზე წერია ეგ რომ შემონახული იყო მაგრამ მესამეც რომ გაგვეშვა, მერე რა აზრი ექნებოდა რამეს? ამიტომ მგონია, წიტაიშვილი სულ უნდა იყოს

• ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი

პირველი გოლის დროს ვერ ვხვდები, საზონოვიც რატო გადავიდა მარცხნივ, როცა გელაშვილი იქ იდგა და საერთოდ, ყველა მარცხნივაა გადალაგებული და ამ დროს ტანდაბალ ზურიკოს რჩება ის კაცი და გააქვს

• davi

აზრად არ მოგსვლიათ, რომ წიტაიშვილი და გულაშვილი თამაშის მეორე ტაიმში გასაძლიერებლად შემოინახა მწვრთნელმა,თავიდან ბოლომდე რო ეთამაშათ, ასეთი ეფექტურები იქნებოდნენ?

• სოსო

წიტაიშვილი,ჩვენს ნაკრებში,რაღაც ჯოკერის ფუნქციას ასრულებს,თამაშის მსვლელობას რომ სცვლის.შესაძლოა ფიზიკურადაც ვერ არის,ბოლომდე მზად,რადგან ბოლო თამაშში,რამდენჯერმე გამოჩნდა,ხელებით მუხლებზე დაბჯენილი,როგორ იდგა და ტკივილს ებრძოდა თუ სულს ითქვამდა.ვფიქრობ,ამათთან უფრო მეტად გაგვიჭირდება,მათი თამაშის ძალიან აქტიური და კომბინაციური სტილიდან გამომდინარე.ძალიან ადვოლად ახერხებენ,სახიფათო მომენტების შექმნას,უკვე დაყენებული კომბინაციების და მასთან ერთად,იმპროვოზაციის კომბინირებით.ასე მძიმე ორი თამაშის შემდეგ,ჩვენ ბიჭებს,ფიზიკურადაც ალბათ მეტად გაუჭირდებათ.ასე რომ ძალიან ზუსტად კოორდინირებული დაცვით და მწვავე კონტრშეტევებით უნდა ვეცადოთ,სასურველი შედეგის მიღწევას.სტადიონი ალბათ ბოლომდე გაივსება და ჩვენთვის ფრედ დასრულების სასურველობა,დამატებით სტრესად შეიძლება ექცეს,ჩვენს ნაკრებს.იმედია დასძლევენ,პასუხისმგებლობით გამოწვეულ მღელვარებას და კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებენ.წინა თამაშში,5 ყვითელი და აქედან რამდენიმე,გაუმართლებელი ყვითელი ბარათი მივიღეთ.იმედია ამ თამაშში,უფრო ფრთხილები ვიქნებით და დისკვალიფიკაციებს,უაზროდ არ ავიკიდებთ,რადგან დიდი ალბათობით,მეოთხედფინალში მოგვიწევს თამაში და ყოველი ფეხბურთელის დაკარგვა,ჩვენთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება.ზურიკომ ძალიან მაგრად ითამაშა,ამაში ვეთანხმები ავტორს,მაგრამ პირველი გოლის ეპიზოდში,საზონოვი,თავის კაცს ეთამაშებოდა,გოლის ავტორ ბელგიელ მცველს კი,ზურიკო ჩამოჰყვა და როცა ჩამოწოდება წამოვიდა,მას კი არ შეჰყვა და ხელი შეუშალა,არამედ,გადმმოვარდნილი ბურთის ასაღებად მოემზადა.სამწუხაროდ ბურთი,სწორედ მის კაცს მიუვიდა და მანაც დაუბრკოლებლად გადაგზავნა,ჩვენს კარში.ასეთივე ტიპის გოლი გავუშვით პირველ ნაკრებშიც,სადაც მიქაუტაძემ დააგვიანა,ბურთზე წასვლა და მისმა ვიზავიმ გაგვიტანა.ალბათ ამას გულისხმობდა სანიოლის სიტყვები,თავდამსხმელები,დაცვას ცუდად ეხმარებიანო.ორივე გოლის შემთხვევაში,ჩვენს თავდამსხმელებს უნდა შეეშალათ ხელი,გოლის ავტორებისათვის.დარწმუნებული ვარ,რამაზ სვანაძე,ამაზეც გაამახვილებს ბიჭების ყურადღებას.ვიცი და მესმის,ფიზიკურად ეს ძალიან ძნელია,მაგრამ სხვანაირად რომ არაფერი გამოდის,მაგას ხომ თვითონაც ხედავენ.ამიტომ უნდა გაიჭირვონ.წარმატებები ბიჭებს!

• G.LA

ბატონი ხვთისავარ პორტუგალია რომ არ წააგებს მაგის პირობას მე გაძლევთ. პორტუგალიის მოტივაციაც არ დაეკარგება, ნახეს 0-2 დან ამოვქაჩეთ. პორტუგალია მინიმუმ 1/2 ფინალის გუნდი მგონია. ასე რომ დიდი შანსია 1/4 ფინალში გავიდეთ. ერთი თამაშის მოგებაც შეიძლება გვეყოს 1/4 ფინალში რომ ოლიპიადაზე ვიხილოთ ჩვენი ნაკრები. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. არ მგონია რომ ნიდერლანდებს შიშით უნდა ვეთამაშოთ დაცვაში ჩაჯდომით. როგორც ვნახეთ ნაკრებს შეტევაშიც მშვენივრად შეუძლია თამაში. წარმატება საქართველოს.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება

მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის

რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

[VIDEO] U21. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად