ზუსტად ერთი თვის წინ, 1-ელ ივნისს, წერილი შემოგთავაზეთ, სადაც იმაზე ვსაუბრობდით, რომ ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე დადგა. მაშინ რთულად წარმოვიდგენდით, რომ ეს პროცესი ივლისშიც გაგრძელდებოდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდოდა. დღეს დიდი მატჩია - ნახევარფინალი და ოლიმპიადის საგზური ასე ახლოსაა. ჩვენი ფეხბურთელების დამატებით დაძაბვას არ ვაპირებთ, მათ მიღწეულისთვის მადლობა ეკუთვნით, პასუხისმგებლობის ნაკლებობას კი ნამდვილად არ განიცდიან; გვესმის მათი ფიზიკურ-ემოციური მდგომარეობის ამბავიც. ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებს 20:00 საათზე, სავსე (45 ათასი ბილეთი იყიდება) "დინამო არენაზე" ვუმასპინძლებთ, რაც დიდი ძალაა!..

შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე, ვინმეს საქართველოს ნაკრების სტილი და მეტოქის სათამაშო უპირატესობები არ მოსწონდა, თუმცა ფაქტია ის, რომ რამაზ სვანაძემ ზუსტად გათვალა ჩვენი შესაძლებლობები, მოწინააღმდეგეთა ძლიერი მხარეები, ძალები სწორად გადაანაწილა, იღბალმაც არ მიგვატოვა და "უმცროსი ჯვაროსნები" იქ არიან, სადაც ნაკლებად ელოდნენ. ახლა სულ სხვა გამოწვევა გვაქვს. ერთი შეხედვით, ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრები საუკეთესო ვარიანტია, ვინც ამ ეტაპზე შეიძლება დაგვპირისპირებოდა, თუმცა მაშინ ანალოგიურად ვიტყოდით მათი გადმოსახედიდანაც. გარდა ამისა, თუ აქამდე ჩვენი მთავარი მიზანი მაინც მეტოქეების ძლიერი მხარეების ნეიტრალიზება იყო, ახლა თავად მოგვიწევს მეტი ფიქრი ინიციატივის აღებასა და შეტევაზე. ვნახოთ, ეს როგორ გამოგვივა. წინა შეხვედრებში ასე არ ჩანდა, თუმცა მსგავსი უნარების მქონე ფეხბურთელები გუნდში ნამდვილად გვყავს.

შემადგენლობა საინტერესო იქნება. როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, გუნდმა ძალების აღდგენა მოახერხა. საინტერესოა, დაცვის ხაზში ისევ 4 ამპლუით ცენტრალური მცველი გადანაწილდება, უფრო აქტიურ ფლანგებს ვნახათ თუ 3-მცველიან ტატქიკას. მწვრთნელს უნდა შევუქოთ, რომ ის შეხვედრის გამმავლობაში გუნდის გადაწყობას უნარიანად ახერხებს. ველოდებით, რომ ჩვენი ნახევარმცველები ბურთს მეტად გააკონტროლებენ, რაც შეტევაში მრავალფეროვნებით შექმნილ მეტ შანსს უნდა ნიშნავდეს.

შეხვედრას ნორვეგიელი ძალიან გამოცდილი არბიტრი, ესპენ ესკასი განსჯის, ის 2022 წლის 12 ივნისს "დინამო არენაზე" საქართველო - ბულგარეთის (0:0) მთავარი მსაჯი იყო. ხსენებული არბიტრი მიმდინარე ტურნირზე ჩვენ პირველ მატჩს უძღვებოდა - პორტუგალიის წინააღმდეგ (2:0). საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბარათებით გადატვირთულია და კარგია, რომ ამ მხვრივ 35 წლის რეფერი საკმაოდ ლმობიერია. პირველ ტურში მან გაგუა და ხვადაგიანი გააფრთხილა, პორტუგალიელი არაუჯო კი გააძევა.

სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე - მექვაბიშვილი (C), გაგნიძე - დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი - გაგუა.

დათო
კვარაცხელია უნდა დაისაჯოს!
სოსო
მატჩში მონაწილე ორივე ნაკრებს ეძლევათ ადგილების კვოტა,სადაც მათი გუნდის გულშემატკივრების დაჯდომაა შესაძლებელი.დარჩენილი ადგილები,სავარაუდოდ ისრაელის ნაკრების კვოტაა.
დავით
კი მაგრამ ნავარჯიშევი არ არიან და რად გინდა? ვერ ვხვდები რატომ ჰგონია ბევრს, რომ თუ არ ივარჯიშე წინა დღეებში, გამოხვალ მოედანზე და ყველაფერი გამოგივა
დავით 67
ამიტომ დავწერე პენალტებზე. მაგარი მეკარე ჰყავთ ებრაელებს. ჩეხებთანაც მაგრად ითამაშა
gio
პენლებამდე არ უნდა მივიყვანოთ,არაა ძლიერი მხარე მამარდასი ეგ.იმათმა მეკარემ ორი აუღო გერმანელებს..
გოგიტა გაბუნია
წარმატებები ჩვენ ბიჭებს მწვრთნელმა ჩვენზე უკეთ იცის თუ როგორ უნდა ვითამაშოთ და მჯერა გავალთ ნახევარფინალში
დათო
როცა 3 გუნდი აგროვებს ერთნაირი რაოდენობის ქულებს, ითვლება ერთმანეთში დაფიქსირებული ბურთების სხვაობა, თუ ეგეც თანაბარია, მაშინ ერთმანეთში მეტი გატანილი
Charley
ისრაელის ნაკრები იმ გუნდთა კატეგორიაში გადის რომ ამბობენ მაგარი "ძაღლი" გუნდიაო. არც თვითონ ქმნის უხვად მომენტებს და არც მეტოქეს აკეთებიებს იგივეს. თვითონ კი მონადირესავით აუღელვებლადაა ჩასაფრებულია კონტრ იერიშებზე და სარგებელს უმთავრესად აქედან ელის. ბუნებრივია ამის კარგად მკეთებელ გუნდს დისციპლინა და ორგანიზებაც უმაღლეს დონეზე აქვს. ალბათ ისინი დაგვითმობენ ბურთს და პირველ ნომრობას ჩვენ გადმოგვილოცავენ ამიტომ ასეთ ვითარებაში კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ცენტრში უპირატესობის შექმნა მოწინააღმდეგეზე, უპრიანი იქნება ამ მატჩზე თუ სამი ნომინალური ნახევარმცველით გავალთ 1 საყრდენით და 2 უფრო კრეატიული ბურთის "ამომტანით" , და თუ ცენტრში ეს უპირატესობა მოვიპოვეთ ბურთს მოკლე პასებითაც გადავიტანთ შეტევაში სწრაფი ვინგერებით და მაქსიმალურად ცოტა სივრცეებს დავუტოვებთ ებრაელთა პოტენციურ კონტრიერიშებსაც. თან ამ პოზიციაზე ეროვნულისგან განსხვავებით ამ ნაკრებს უფრო ღრმა რესურსი აქვს. მე მჯერა ჩვენი ნაკრების და ასეთი "ბეტონი" გუნდები ერთობლიობაში ვერ შეაჩერებს უფრო კრეატიულ უფრო ინდივიდუალურ და თან მკვეთრად დისციპლინებულ საქართველოს ნაკრებს.
ვენეციის კომისია
3-მა გადამყიდველმა ანლაიქი დამიწერა))))
დავით 67
ყველა მოგებაზე ლაპარაკობს და შეიძლება ეს მატჩი ფრედ დამთავრდეს,ასევე დამატებითი დრო. ამიტომ პენალტებზე თუ იმუშავეს? ესეც ერთერთი მთავარი კომპონენტია. რაც ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც გამოხატავს. არ გამოვრიცხავ რომ პენალტებამდე მივიდეს საქმე. ზუსტად არ ვიცი მაგრამ ვინმეს გახსოვთ მამარდაშვილის აღებული პენალტი? ამიტომ მეორე მეკარე მგონია სჯობს დადგეს პენალტებზე.
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
მანდ შედარებული იყო სამი გუნდის ურთიერთშეხვედრების გოლები
ვარლამი,პოლონეთიდან
ისრაელი დაცვითი გუნდია,მანდ გაჭირდება სწორედ.
გულშემატკივარი
ეეჰ დარჩენილიყვნენ ხვიჩა და მიქაუტაძე განაცხადში.ხო კარგად დაისვენებდნენ და დღეიდან ჩაბმულიყვნენ.ან მიქაუტაძე მაინც დარჩენილიყო.ძალიან გამოადგებოდნენ ნაკრებს ახლა.
merabi-1960
ვაღიაროთ, რომ ჩვენი საყრდენი ზონა შედარებით სუსტია და ეს მარტო ამ ნაკრების პრობლემა არაა, იგივე მდგომარეობაა პირველ ნაკრებშიც. სამწუხაროდ, ჩვენთან ყოველთვის იყო ამის პრობლემა. თითქოს, ჩვენი საყრდენები მარტო იმას სწავლობენ, როგორ გადაკეტონ ზონა და როგორ მისცენ უკან პასი. არც გოლი, არც საგოლე პასი, არც დაყენებული დარტყმა. ერთადერთი კანკავა მახსენდება გოლები გაიტანოს, ისიც თითებზე ჩამოსათვლელი. და მაინც მჯერა ამ სისუსტეს გადაფარავს რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელის მაღალი კლასი,თავდადება, სუპერმოტივაცია და სავსე სტადიონის ეფექტი. მე მჯერა გამარჯვების...
დავითი
სწორი შეკითხვაა, ცარიელი ადგილებიც ბევრი ჩანს.განსაკუთრებით ლოჟაში! ტიპებს ბილეთებს ურიგებენ და არ მიდიან
ნიკა
ვინმემ თუ იცით იტალია როგორ აღმოჩნდა მესამე ადგილზე ? ბურთების შეფარდებქ უკეთესი აქ ვიდრე შვეიცარიას თან თვითონქც ზეიმობდნე რომ დამთქვრდა თამქში
დავითი
ბოლო რეკონსტრუქციით 54 და რაღაც ეტევა, როგორც მახსოვს. აშკარად ჩანს ხოლმე ბევრი ადგილები თავისუფალი. ზოგი მეორე ტაიმში მოდის და ბოდიში გამატარე :)
დანტე
ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ, 55 ათასიანი სტადიონი თქვენი უნიათობით რომ ვერ ვავსებთ თუ ხვდებით ამას, დასწრების მსურველთა არმიის მიუხედავად...(43-ათასი გულშემატკივარი რანაირადაა სავსე სტადიონი) რატომ ვერ აბამთ თავს იმას რომ სტადიონი მართლა შეივსოს?
რრრ
55 ათასიანია, როგორც ვიცი.
დინამოელი
თუ ეს იყო ბულგარეთთან მაშინ სუფთა პენალტი არ დაგვიდო თამაშის დასაწყისში, ბულგარელებმა როგორც მახსოვს ნეაპოლელზე დაარღვიეს თამაშის წესი
ჟორა გაბრიჭიძე
ხანში შესულ გულშემატკივრებს გვახსოვს დიდებული მოკრივე კვაჭაძე, რომელსაც ისეთი დაცვა ქონდა, შეიძლება ითქვას მთელი კარიერის მანძილზე ერთი ძლიერი დარტყმა არ მიუღია. მართალია, არ მოგვწონდა მისი ბოქსი მაგრამ ყველა შეხვედრას იგებდა და გამარჯვებულის გასამართლება კი ვინ გაიგონა. ერთხელ ალბათ ცხოვრებაში შეცვალა ტაქტიკა და მოსკოვის ოლიმპიადაზე პირველ ნომრად იჩხუბა და წააგო. ჩვენმა ბიჭებმა ამ ჩემპიონატზე სამი მატჩი მეორე ნომრად ითამაშა და სამივე მოიგო. ეს იმიტომ რომ მოწინააღმდეგე ყავდათ პირველ ნომრად მოთამაშე. დღეს კი ისრაელი გვყავს, რომლის ტაქტიკა დაცვიდან თამაშია, მართალია ცოტა გააქვს, მაგრამ ცოტასაც უშვებს, ამიტომ შეტევებში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ჩვენ ილეთზე არ წამოგვაგონ.
ქორ-პარიკმახერი
მართლა ვერ გავიგე ბოლო ბოლო რამდენია ამ სტადიონის ტევადობა. რეკონსტრუქციამდე იყო თითქმის 80 ათასი, უნდა დარჩენილიყო დაახლოებით 60 და აცხადებენ 44-ს. განახევრდა სტადიონი თუ რა ხდება? ვინც იცის რაშია საქმე იქნება დაწეროთ კომპეტენტური ინფორმაცია.
მინდია
გამარჯვება,ბიჭებო!!!
ზვიადი
ბილეატებზეა ხოლმე გაუგებრობა და იყიდება 45 ათასი ბილეთი, უეფა გარკვეულ ადგილებზე დაჯდომას კრძალავს, თუ ვინმე არ მოდის, გადამყიდველების ხელშია ის ბილეთი, ან მოსაწვევი ვისაც აქვს, ის არ ესწრება. წინაზე იყო 44 004
ვენეციის კომისია
ყველა ბილეთი გაიყიდაო, ანშლაგია სტადიონზეო და ამ დროს ცხადდება რომ თამაშს ესწრება 43 ათასი მაყურებელი... ჟურნალისტებს რომ აგიტაცებიათ ეს ციფრები, რეალურად ყველამ ვიცით რომ ეტევა 55-56 ათასი, რატომ არაფერს წერთ სად წავიდა დანარჩენი 12 ათასი, სტადიონის ტევადობა შემცირდა? თუ რაშია საქმე? არ უნდა დაგაინტერესოთ? თუ დღეს საღამოსაც ეგ უნდა დაწეროთ გადაჭედილი იყო დინამო 43 ათასი ესწრებოდაო)))
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია