შეუძლებელია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ევროპირველობის მეოთხედფინალური მარცხის შესახებ ცხელ გულზე და დამშვიდებულმა მკვეთრად განსხვავებულად არ ისაუბრო. თბილისში ნამდვილი დრამა ვიხილეთ, პენალტების სერია ჩვენი გუნდის მონაწილეობით, ემოციების ზღვა და განცდა, რომელიც ისრაელის ნაკრებთან დაპირისპირებას წინ სდევდა, რომ ჩვენ ამ ბარიერის გავლა შეგვეძლო. ვნებები დაცხრა და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომელთა ჯამში, ჯგუფური ეტაპის გადალახვა იქნებ სწორედ ჩვენი მაქსიმუმი იყო. ამაზე ფიქრსა და წუწუნს უნდა მოვეშვათ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გვასწავლოს ამ ტურნირმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

სასიამოვნო იყო იმ ერთიანობისა და შემართების ნახვა, რაც ტურნირის განმავლობაში იგრძნობოდა. იყო დრო, როცა არ ვიცით, რამდენად ობიექტურად, არსებობდა განცდა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმუმს არ დებდნენ. ახლა ამის გაფიქრებასაც კი ვერავინ იკადრებს, ჩანს, ბიჭები საკუთარ თავზე მაღლა ახტომას როგორ ცდილობენ. არაა დიდი დრო გასული, გულშემატკივრების ნაწილი სტადიონების სხვა დანიშნულებით გამოყენებას რომ ითხოვდა, ახლა კი ბილეთების შეძენა პრობლემური იყო და გავრცელდა ვიდეო, რომელმაც გენიალურ ფილმ "ფეოლას" კადრიც კი გაგვახსენა. ყველაფერი ეს კარგია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასათავისებელი - ის, რომ ხალხმრავლობა პირველ ტურშიც უნდა ყოფილიყო და მხოლოდ შედეგზე არ უნდა "მიებას" და მეორე - სამწუხაროდ, პოლუსური აზროვნება გარკვეულ ადამიანებში ისევ ჩვეულებრივია. ხვიჩა კვარაცხელიას როლი ქართული ფეხბურთისადმი "დაბრუნებაში", მისით საერთაშორისო დაინტერესებაში, დიდია და არ შეიძლება გაიდეალებიდან პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდეთ, არა! "კვარას" გადაწყვეტილების მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, ის ისრაელთან თამაშს მკვეთრად რომ შეცვლიდა, საქმე ხომ ამ დონის ვარსკვლავთან გვაქვს. ისიც ვიცით, ჩვენი ქვეყნისთვის მონატრებულ

გამარჯვებას რამხელა ძალა ჰქონდა, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, ამაზე დეტალურად გვეწერა და აღარ გავიმეორებთ. არაა 21-წლამდელთა ტურნირი უკვე შემდგარი ვარსკვლავების ასპარეზი, ეს ასე რთულად გასაგებია?! სხვებს ტიტული არ "სწყურიათო". კარგი, დაგეთანხმებით ამ მსჯელობაში, თუმცა რატომ არაა "მოწყურებული" ნორვეგიის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერლინ ჰოლანი არ ყოფილა?! ყველას გაქვთ უფლება, კვარაცხელია გააკრიტიკოთ, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს!..

მატჩის შესახებ საუბარი, იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა უკეთ, სად იქნა შეცდომები დაშვებული, რა იყო შესაცვლელი მწვრთნელის მხრიდან და ა.შ. რთული არაა, თუმცა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, ეს გუნდი კი ერთად აღარასდროს ითამაშებს, ასაკობრივი ნაკრების ხვედრი ხომ ესაა. უფრო მასშტაბური ასპექტები უნდა გამოვყოთ.

როგორც უნდა გვეყურებინა საშინაო ევროსთვის, ამ ტურნირის მნიშვნელობა ორი კუთხით იყო აღსანიშნავი - სატრანსფერო ინტერესი ჩვენი მოთამაშეების მიმართ და ეროვნული ნაკრების შევსების საკადრო რესურსი. ზოგჯერ ძალიან იოლად წარმოვიდგენთ, რომ ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელით კარგი მატჩების შემდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნები და კლუბები დაინტერესდებიან. ყველაფერი ასე მარტივი არაა, თანამედროვე ფეხბურთი სრულყოფილებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანაც მხოლოდ ერთი ტურნირით არ ხდება, დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება; გარდა ამისა, არასაფეხბურთო ამბებში ჩაძიებაც ხდება.

შეუძლებელია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის თამაშით არ მოხიბლულიყავი, რაც მათ მომავალ კარიერაზეც უნდა აისახოს და სანაკრებო ყოფაზეც. კმაყოფილები ვართ საბა საზონოვის ლიდერული თვისებებით, ბრძოლისუნარიანობით, ფიზიკური სიძლიერითა და ამავდროულად, სისწრაფით. მოსკოვის "დინამოს" მცველს გრძელი პასი ახასიათებს, შეტევის წამოწყების მიმართულებით კი სასწავლი ისევ აქვს, ამაზე ეროვნულში თამაშის შემდეგაც მივუთითებდით.

ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო ივა გელაშვილი, რომელიც თამაშს მშვენივრად კითხულობს; მატჩიდან მატჩამდე უმატებდა ალექსანდრე კალანდაძე, ოღონდ როგორც მესამე ცენტრალური მცველი და არა ფლანგელი. ახლა ამ ფეხბურთელების კარგ გუნდებთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ნაკრების უკანა ხაზში როტაციის დრო ნამდვილადაა!..

არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ახლა საკლუბო კარიერა სტაბილური არ აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს ბოლომდე აღმოფხვრან, უკეთეს ჩემპიონატზე ფიქრი კი შემდეგ დაიწყონ. უპირველესად, გიორგი წიტაიშვილი გვახსენდება. ისრაელთან მან ართმევებზე ძალიან კარგად იმუშავა, ერთხელ კი სახიფათოდ შეუტია. ის, რომ მისი სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, სადაც უნდა იყოს, ფაქტია. ვნახოთ, კიევის "დინამო" იჯარით ამჯერად სად გაუშვებს. "წიტას" ფიზიკური კონდიციების გაძლიერება სჭირდება. ირაკლი აზაროვს კლუბშიც უფრო საიმედოსა და ტაქტიკურად მრავალფეროვანს ველით. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მთელი ყურადღება მოქმედ კლუბებზე და არა სატრანსფერო ალიაქოთზე უნდა გააკეთონ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა...

სანაკრებო პრობლემები მოგვარებადია საყრდენ ზონაში, ფორვარდების საკითხი კი ისევ აქტუალურია. საზონოვზე ვისაუბრეთ და მადლობა იმის გამოც უნდა გადავიხადოთ, ქართული პასპორტი გიორგი მიქაუტაძესაც რომ აქვს. გამტანი თავდამსხმელები აუცილებლად უნდა გვყავდეს, შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი შოთა არველაძე ნამდვილად იყო, შემდეგ კი...

სამსჯელო, სასაუბრო, განსახილველი და საკამათო ბევრია, ყველაფერს ერთი წერილი არ ეყოფა, მთავარი ისაა, მიღწეულით არასდროს დავკმაყოფილდეთ და ყოველთვის მეტისთვის ვიღვწოდეთ!..

სჩინო
ჩვენი ნაკრების თამაშების შეფასებაში სრულიად ვეთანხმები ელგუჯას [გუნდი ძალიან ცუდად უტევდა,ცუდად მოძრაობდა,ცუდად იხსნებოდა და ცუდად იხურებოდა],მაგრამ არ ვეთანხმები იმაში,რომ ამ გუნდს შემტევი ფეხბურთი უნდა ეთამაშა___ასეთ შემთხვევაში ჩვენს კარში ბურთების თვლას ვერ აუვიდოდით.გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა დაეცვა თავისი კარი ,მახსიმალურად იკეტებოდა თავის საჯარიმოში და მიუხედავად ამისა მოწინააღმდეგე ახერხებდა დასარტყმელ პოზიციებზე გასვლას და უამრავი სახიფათო მომენტის შექმნას .ადვილი წარმოსადგენია გახსნის შემთხვევაში რა მოგველოდა.ახალგაზრდულის მწვრთნელი გუნდს შემტევ ფეხბურთს ვერ ასწავლის .შეტევა მოითხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებას,უპირველეს ყოვლისა[სხვა კომპონენტებთან ერთად],რაზედაც მწვრთნელები ბავშვის სკოლაში მიღების პირველი დღიდანვე უნდა მუშობდეს.როდესაც ჩვენი გუნდების ევროპელებთან დაპირისპირებას ვუყურებ ,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე თითქოს მეათე კლასელები მეხუთე კლასელებს ეჯიბრებოდნენ ,ისეთი განსხვავებაა ათლეტიზმში.სავალალოა ძალიან ის რომ მხოლოდ თავდადება და ბრძოლა გვაქვს ჩვენი ახალგაზრდობის დადებითად დასახასიათებლად ,რაც ჩემი აზრით სალაპარაკოც არ უნდა იყოს რამეთუ შენი ხალხი , შენი ქვეყანა,შენი სამშობლო დგას უკან .საჭიროა თანმდევად მაღალი კლასი რაც მოაქვს სწორ მიდგომებსა და სწორ აღზრდას .ბოლო-ბოლო საჭიროა სწორი პოლიტიკა ყველა მიმართულებით ერთდროულად რამეთუ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ცალკეული შემთხვევითი გამონათებები მალევე ჩაქრობისთვისაა განწირული .
alexandre
რაღა დროისაა, მაგრამ მინდა მაინც დავწერო. მეორე ტაიმში, პირისპირ გავიდა, მგონი, გაგუა. ვერ გაიტანა, თან თამაშგარე დაფიქსირდა. რომ გაეტანა, ვარი გადაამოწმებდა და!!! არავითარო ოფსაიდი არ იყო, გოლი ჩაითვლებოდა. ანუ 1 დარტყმა იყო, მეკარემ აიღო. ეეეჰ. ბევრს არაფერს ცვლის, მაგრამ რომ გასული ის ბურთი, სულ სხვა ხასიათზე ვიქნებოდით!
Gio
საერთოდ რაზეა საუბარი როდესაც 120 წუთის განმავლობაში კარში არ დაურტყამთ
სვანსკი
მხოლოდ სურვილისა და თავდადების ხარჯზე არ მოდის გამარჯვება,U21-შიც ბევრია მიტმასნილი ფეხბურთელები (ფედერაციის საძმაკაცოს შვილები)
ჟორა გაბრიჭიძე
მატჩებმა მოგვცა გამოცდილება, რომელსაც 30 წელია ვაგროვებთ და ამასობაში მესამე თაობა იცვლება უკვე ქართულ ფეხბურთში. ხომ არაა დროს ეს გამოცდილება შედეგში გადაიზარდოს და სადღაც რაღაცის მიღწევა მოვითხოვოთ?
Zviads
გაგუა კარგი ფეხბურთელი დადგება...
გიორგი
კვარას და მიქაუტაძეს 3 წლიანი მოკვეთა ნაკრებიდან! სანიოლის დთხოვნა, კობიაშბილი უნდა გადადგეს! ხალხმა უნდა მოვთხოვოთ საპროტესტო აქციებით!
დევდარიანი
გაფიცებთ ყველაფერს, ჰოლანდიასთან და ბელგიასთან თამაში განსხვავებული არ იყო ისრაელთან შედარებით? თუ მე ვარ ბრმა ან დებილი? ფაქტია, თითქოს რაღაცა უშლიდათ ხელს. გუნდი,კარებში რომ ვერ დაარტყამს 120 წუთის განმავლობაში,აი რა უნდა დავარქვათ მაგას და იმ გუნდს? " ჩემი სიბრმავე და დებილიზმი " ???
მენტალიტეტი
იმიტომ ვერ მივაღწიეთ წარმატებას რო არ გვაქვს კოლექტიური გამოცდილება ამის,ჩვენ არასოდეს გვითამაშია ფლეიოფის სტატდიაზე და არც პენალტების სერია შეგვისრულებია,ხოდა რანაირად გინდათ გამარჯვება.ზოგადად,ქვეყანას აქვს წაგებული მენტალიტეტი,ფეხბურთს რო თავი გავანებოთ,ყველა ომი წავაგეთ და აგერ,ვისაც არ ეზარება ჩვენ გიტყაპუნებს თავში. მერედა ამ თავში ტყაპუნის რეაქცია არ გაინტერესებთ,ქართველი ხალხის ნაწილი ტაშით ხვდება,ხოდა როგორ გინდა წამრატება გქონდეს? აგერ ერთი წელია,უცხოეთიდან ღარიბაშვილს ლანძღავენ,ხოდა რეაქცია ისეთია,თითქოს პირადულად იმ კაცს ლანძღავდნენ. საერთაშორისოდ,ქვეყანას წარმოადგენს მტავრობა და ამ მთავრობას პრემიერმინისტრი,გილანძღავენ პრემიერს და შენ გიხარია,ხოდა წარმატება რანაირად? როცა ზელენსკი იძახის,რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ქართველ ხალხს ე.ი. არჩევნების გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს,ხოლო ქართველ ხალხს უუნაროდ მიიჩნევს,რამეთუ არჩევნები გაუყალბეს და ვერაფერს ვერ შვება.ამ ყველაფერს გმირებად შერაცხული ახალგაზრდობა ტაშით შეხვდა,ხოდა აბა გამარჯვება რანაირად? ყველა ჩამოთვლილი არის მონური მენტალიტეტი და ფსიქოლოგია,ხოდა ფეხბურთელები აქედან არ მიდიან და თამაშობენ ნაკრებში,ხოდა რანაირად მოიგებენ რამეს ან წარმატებას რანაირად მიაღწევენ? კოლექტიურ ფსიქოლოგიას და გამოცდილებას დიდი ძალა აქვს. აგერ ლივერპულა 3-0 დაუქაჩა ბარსას,ხოდა რატომ მოხდა ეს? იმიტო რო მათ აქვთ კოლექტიური გამოცდილება. იგივეს სიტი ან პსჟ ვერ გაგიკეთებს,რადგან მათ გამოცდილება არ აქვთ ჯერ. ამიტომ ესეც საჭიროა,გამოცდილებას დრო სჭრიდება და ეს სიტაუცია რაღაც კარგში გადაიზრდება,თუ ისევ მონური მენტალიტეტით და ჯიგრული პონტებით არ გაფუჭდა საქმე.
სიმართლე
გადატანით,ყველაფერს გადავიტანთ,მაგრამ რატომ უნდა მივიყვანოთ საქმე გადატანამდე? მოკლედ:შეადარეთ მუდრიკი და კვარაცხელია...

ოლიმპიურ თამაშებს რას შეადარებთ? უბანში ბურთის გორაობას?
სოსო
მარგალონა,მე დავწერე,სულელი და უვარგისი,ყველა ერში ჰყავთ მეთქი,ის კი არ მითქვამს,მე ვარო,ასეთი.ტყუილად ნუ დამაბრალებ,მაგას.ჩემ პოსტებში ვერასოდეს,ვერსად ნახავ,თუნდ მეგრელზე და თუნდ ნებისმიერ სხვაზე,მისი სადაურობის გამო მეთქვას,რაიმე აუგი და მით უმეტეს,შეურაცხმყოფელი.ობიექტურობას რომ ვცდილობ,ამის გამო,ზოგიერთმა რუსოფობმა,რუსეთუმეობაც კი მომაწება იარლიყად.იმედი მქონდა,ყურადღებით წაიკითხავდი და სწორად გაიგებდი,ჩემ პოსტს.
სოსო
ნებისმიერ ავტორიტეტს კარგად ესმოდა,რომ არ შეიძლებოდა და იმიტიმ!
საქართველო
ფაქტი ერთია, ჩვენ ვერ გავედით 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენ ვერ გავედით 2024 წლის ოლიმპიადაზე,სადამდეც ერთ ნაბიჯში ვიყავით, მიზეზები თავად გამოიტანეთ, ფაქტია რომ რაღაც დავაკელით და მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება თვითკრიტიკული ვარ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ იყო. სფფ-ში უკეთ გვეტყვიან რა იყო ამის მიზეზი,იქ ხომ პროფესიონალები მუშაობენ.
**ს ს
არადა დღემდე ტრავმირებულია ხოჭოლავა
** ს
ბასილაშვილის კრიტიკა არ შეიძლება,ასე ფიქრობენ ქართველები!!!!მე კი მგონია რომ ყველაზე უჯიგრო და არა პატრიოტი სპორტსმენია ბასილაშვილიც და ხოჭოლავაც!!!!!
ვასილი, ყვაჯი გილაბარსილი
რატომ და ჩემო ვასილი ეს საქართველოა და ყველაფერი ფულზე და ნეპოტიზმზეა აგებული. ნუ ფეხბურთი კიდე ხო, უფრო მასიურია და ბევრი გუნდები და ლიგაა აბა ნახეთ კალათბურთში, წყალბურთში და ელიტარულ სახეობებში თუ არ არის პატრონების შერჩევით დაკომლეკტებული გუნდები.
zaza
მეშინოდა ასეთი დასასრულის და სამწუხაროდ ასეც მოხდა . ბიჭებს მადლობა მიუხედავად მარცხისა . გაიმარჯვა ფიზიკურად , ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად უკეთ მომზადებულმა გუნდმა . არაა ეს ჩვენი ფეხბურთი , არაა ქართული ფეხბურთი ეს და რა ვქნა ? თუ ვინმეს რაიმეთი მოსწონდა ქართული ფეხბურთი , ეს იყო ლამაზი , ტექნიკური , შემტევი თამაში . ასწავლეთ მწვრთნელებო ბავშვებს თავიდანვე ყველაფერი ეს . ვერ ვიხსნებით ბურთის მისაღებად , ვერ ვმოძრაობთ უბურთოდ , არ ჩანს , რომ მეტოქის ნახევარზე რაიმე გვაქვს დაგეგმილი , ვერ ვთამაშობთ პრესინგს , დაცვის დროს საჯარიმოში ვართ ჩაკეტილი , საჯარიმოს ხაზთან თავისუფლად ვაღებინებთ მეტოქეს ბურთს . რაღა დარჩა ? მხოლოდ სურვილი და თავდადება . ამას კი ამ ბიჭებს ვერ დავუწუნებდი . არადა , მხოლოდ ამის ხარჯზე ვერ მოვა გამარჯვებები . ფიზიკა , ტაქტიკა, ფსიქოლოგია !!! წარმატებები ახალგაზრდებო მომავალში !
1408
შეეშვით სპორტსმენებს და გათითოკაცებას. საქართველოსთვის ყველა ჩვენგანი უნდა იბრძოდეს და კლავიატურის გარდა სხვა საქმე უნდა ქონდეს.
Vasili
კომენტარებს გადავხედე და ყველზე თრთიანი კომემტარო ბატონ კომბლეს ესწერა :დ:დ/// 3 ათასი კი არა ბინა ჩაადებინე ბარემ!!! და მეორე კიდე ფეხბურთს მარტო ღარიბი ბავშვები რომ თამაშობენ და საშუალო ოჯახია შვილები! ანუ მდიდარი ან შეძლებული კაცის შვილმა რატომ შეიძლება ვერ ითამაშოს ფეხბურთი? თუკი შრომაარ ეზარება, თუკი ჭკვიანია და ზარმაცი არაა, და თუ ნიჭი აქ ამ ყველაფერთან ერთად, მამის ფული ამ ყველაფერს უქვითაავს? თუბრაშია საქმე?? :დ / ჩვენ ღარიბების სპორტი იმიტომ გვოგონია რომ 80 %ღარიბი და ღატაკია და ლოგიკურია რომ რაოდენობრივად ღარიბი ფეხბურთელები უფრო მეტი გამოდის./// კრესპოს კითხეს ჟურნალისტებმა რომ, ალბათ თქვენც სქშინელი და მძიმე ბავშობა გქონდათო ხომო?? კრესპომ საიდან დააბრეხვეთო? ფეხბურთელები არგენტინაში დიდი გაჭირვებული ოჯახებიდან მოდიხართო,,, კრესპომ , ფეშენებელურ უბანაში გქბიზარდე და საკმაოდ მდიდარი ოჯახიყქვდა ყოველთვისო, არაფერი არასოდეს არ მაკლდაო, და საერთოდ არ შეუშლია ხელი ამას ჩემთვისო./ ასე რომ ნუ ატყუებთ ხალხს , და რაღაცა ზღაპრებით ნუ უტენით ტვინს!/. ბავშვს თუ ნიჭი აქ და მშობელო კარგად და სწორად აღზრდიის და შრომის ფასს ასწავლის და ცხოვრების, ის გინდა სიღატაკეში გაიზარდოს და გინდა სიმდიდრეში, პოროვნება ორივე შემთხვევაში ძლიერი იქნება./ რაც შეეხება სკოლას ეს უნდა იყო უფასო ან მინიმალური, რაც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება, კლუბის მეპატრონეს უნდა გაუწიოს შეღავათი გადასახებში!
სოსო
საზონოვი და გაგნიძე,მოსკოვის დინამოში თამაშობენ და ჩემპიონატის ბოლო ორი თვე მაინც განსაკუთრებულად,გუნდი მთლიანად მოშლილი იყო.ფაქტობრივად მწვრთნელის გარეშე თამაშობდნენ და მთლიანად ამოვარდნენ ფორმიდან.(ჯერ ისედაც მოსკოვის დინამო მითხარით).ეგ კი არა,გაგნიძეს,აღარც ათამაშებდნენ,ძირითადში,ბოლოსკენ.საზონოვმა მაინც კარგად ითამაშა,გაგნიძეს კი,აშკარად ეტყობოდა ბურთთან მუშაობის გაუარესება.თუმცა იმ სიტუაციის ფონზე,ორივეს მაგრად ჰქონდა მომატებული.ეტყობა მაგრად იმუშავეს,ნაკრებში.
ელგუჯა
დეტალურ განხილვაში ვერ შევალ და არცაა ეს ჩემი კომპეტენცია, მაგრამ როგორც დილეტანტი ერთ პრობლემაზე გავამახვილებ ყურადღებას, ასე მგონია ერთ წრეზე ვტრიალებთ, მთელი ტურნირის განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს კინო უკვე ნანახი მქონდა, ეს ყველაფერი ძალიან გავდა ჩრ. მაკედონიასთან წაგებულ თამაშს და საერთოდ ვაისის ნაკრების ხასიათს. როგორც მოგეხსენებათ ქართული ფეხბურთის სტილი ყოველთვის იყო შემტევი, სისწრაფეზე აგებული თამაში, მოწინააღმდეგეები ყოველთვის ცდილობდნენ ტემპის დაგდებას, სხვანაირად განწირულები იყვნენ ტექნიკური და სწრაფი ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ქართველი ხალხი ბუნებით ემოციური და ტემპერამენტიანები ვართ, ჩვენი კოზირი არის სწრაფი, მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება, სწორედ ასე ამარცხებდა ჩენი წინაპრები ათჯერ უფრო მეტ მტერს. როგორც ვიცი სვანძე ვაისის კადრია, მასთან მუშაობდა და ამიტომაც გავს მისი ტაქტიკა ვაისისას, გუნდი გაყავდა მოედანზე არა მოსაგებად, არამედ რომ არ წაეგო, ფაქტიურად ანტი ფეხბურთი ათამაშა ნაკრებს და შედეგიც ლოგიკური იყო, უსახური თამაშით გავედით მეოთხედფინალში და არაფერი დასამახსოვრებელი დავითაშვილის გოლის გარდა, შედეგიც ნული, ერთით მეტი ჩატარებული თამაში და მეტი ნერვების შლა. ჯობდა გუნდს გახსნილი შემტევი ფეხბურთი ეთამა, ახალგაზრდები უნდა მიეჩვიონ პირველ ნომრად თამაშს, უნდა ეცადო არა იმას რომ არ გაუშვა, არამედ ერთით მეტი გაიტანო, ბიჭები უფრო ლაღად უნდა ათამაშო და ასე ჩამოყალიბდებიან დიდ ფეხბურთელებად. შედეგზე ორიენტირებული პრაგმატული თამაში კი ყოველთვის ასეთ შედეგს მოიტანს. ხვიჩას გადაწყვეტილებას ვეთანხმები, სწორად მოიქცა, ნაკრებს მართლაც ქონდა იმის პოტენციალი რომ მეტისთვის მიეღწია, შესანიშნავი თაობა მოდის და მეტად გამოავლენდნენ თავს რომ არა ეს შეშინებული ტაქტიკა, რაც აფერხებს ფეხბურთის განვითარებას, იმედია ხელმძღვანელობა გააანალიზებს მომხდარს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ახალგაზრდულ ნაკრებებს ჩააბარებენ შემტევი ფეხბურთის მოყვარულ მწვრთნელებს, რომლებიც ასწავლიან ახალგაზრდობას უბრალო ჭეშმარიტებას რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა!...
მაცი ხვიტია
შე მართლა კომბლე, ათასებს და სამიათასებს რო იხდიან ისეთი ხალხის შვილებით დაკომპლეკტებული ნაკრებები და გუნდებია მერე, მეცხვარეებთან და მეჯინიბეებთან რომ აგებენ თამაშებს ფეხბურთში, კალათბურთში, წყალბურთში და საერთოდ ყველაფერში, ხოლო ნამდვილი ჩემპიონები, ღარიბებიდან და საშუალო ფენიდან წამოსული გმირები არიან, ჩამოგითვალო?
Თამარი
ვერ გავიგე - ხვიჩა კვარაცხელია 22 წლისაა და 21-წლამდელების ტურნირში როგორ ითამაშებდა?
თენგო
ფედერაციაში ვინმე ავტორიტეტმა რატომ არ სთხოვა კვარას შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება
nk
3 ათასი ცოტაა, სახლი ჩაადებინე - უფრო მოტივირებული ირბენს )) ნეტა ბევრი გეგულება ისეთი ოჯახი, ვინც მარტო ფეხბურთისთვის თვეში 3კ'ს გამოუყოფს ბავშვს ? - (ალბათ ფულიანების შვილს ნახავ ვიღაცას მარა უნიჭოს )))))

ზუსტად!!!!ყველაფერში გეთანხმები!!!
დავით 67
ფეხბურთს უყურებ საერთოდ? შენი აზრით მონდომებით სირბილია მთავარი?

ზუსტად!!!!ყველაფერში გეთანხმები!!!
ზურა7958სიმა
სიმართლე ვაღიაროთ და ეს გუნდი ვერც ინგლისს,ვერც საფრანგეთს და უკრაინას ვერ მოუგებდა
ობიექტური აზრი
გასაგებია კვარაცხელიას მიზეზები და მიქაუტაძის კიდევ უფრო მეტად (საფრანგეთშია გაზრდილი, თან მნიშვნელოვანი ტრანსფერის მოლოდინშია და ყველაზე მეტად ახლა არ უნდა ტრავმა), მაგრამ გულშემატკივარს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნისთვის გაღებული მსხვერპლი აინტერესებს. მაგიტომ იყო რომ მესიზე გაორებული გრძნობა ჰქონდათ არგენტინელებს სანამ მსოფლიო არ მოიგო საბოლოოდ... შეიძლება ზოგიერთის აზრით ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მეორეხარისხოვანია, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონობის თეორიული შანსი კვარაცხელიას მთელი სამომავლო კარიერის განმავლობაშიც კი არარსებულთან მიახლოებული იქნება ყოველთვის, აქ კი საკუთარ მოედანზე პლიუს-მინუს 5% თუ გვქონოდა იმასაც ეჭიდებოდა ხალხი. ვიცით რომ ფეხბურთელები რობოტები არ არიან, მაგრამ ერთ მაგალითს გაგახსენებთ რაც 17 წლის პედრიმ გვიჩვენა 2020-2021 წლის სეზონში, როდესაც 52 მატჩი (3,525 წუთი) ითამაშა ბარსელონას შემადგენლობაში, შემდეგ ივნისის თვეში ევრო 2020-ზე 6 თამაში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში შეუცვლალად (მათ შორის 3 თამაში 120 წუთი) და ბოლოს ივლის-აგვისტოში 6 თამაში ოლიმპიადაზე ფინალში ნათამაშები 120 წუთის ჩათვლით.

ობიექტურობა კარგი თვისებაა!!!!მარტო კვარაცხელიასგან რომ ითხოვთ თავდადებას სხვებს რატომ არ აკრიტიკებთ??ნორვეგიასთან ბათუმში ნაკლებად გვინდოდა მოგება?ხოჭოლავამ კლუბის გამო ტრავმა მოიმიზეზა და ნაკრებზე უარი თქვა!!!!მას მერე კლუბში ოთხი თამაში ჩაატარა.ბასილაშვილმა დევისის თასზე უარი თქვა და ნაკრებს არ დაეხმარა,ის თამაშები წავაგეთ და ქვედა ლიგაში დავრჩით!!!!ამ ფაქტებს რატომ არ იხსენებთ??მარტო კვარაცხელიამ უნდა ათრიოს ყველგან საქართველო?!და სხვა სპორტსმენებს არაფერი მოსთხოვოთ??ვერ ვიტან უსამართლობას!!!!!

ობიექტურობა კარგი თვისებაა!!!!მარტო კვარაცხელიასგან რომ ითხოვთ თავდადებას სხვებს რატომ არ აკრიტიკებთ??ნორვეგიასთან ბათუმში ნაკლებად გვინდოდა მოგება?ხოჭოლავამ კლუბის გამო ტრავმა მოიმიზეზა და ნაკრებზე უარი თქვა!!!!მას მერე კლუბში ოთხი თამაში ჩაატარა.ბასილაშვილმა დევისის თასზე უარი თქვა და ნაკრებს არ დაეხმარა,ის თამაშები წავაგეთ და ქვედა ლიგაში დავრჩით!!!!ამ ფაქტებს რატომ არ იხსენებთ??მარტო კვარაცხელიამ უნდა ათრიოს ყველგან საქართველო?!და სხვა სპორტსმენებს არაფერი მოსთხოვოთ??ვერ ვიტან უსამართლობას!!!!!
Roni
მომკლავით და ამ ნაკრების არცერთ თამაში მე სწორი ტაქტიკის მნახველი არ ვარ... ვისაც როდის როგორ მოუნდებოდა მაშინ დარბოდა გამართული დაცვის ან შეტევის დამუშავებული ტაქტიკა მე ვერ ვნახე. მაგრამ მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის. გაგუას გასაგონად კიდევ 9იანი რო ხარ ფეხბურთელობაზე თავს რო დებ და გინდა დიდი კარიერის გაკეთება პენლის ისე დარტყმა როგორც დაარტყა მასე დავარტყავთ აქ ყველა..... ტექნიკური დარტყმა ეგ არ იყო სიძლიერეზე დარტყმული ეგ არ იყო ბურთი პირველად დაინახე რაიყო? კიდევ ბევრჯერ მოგიწევს პენლის დარტყმა და ივარჯიშე კარგად დარტყმული პენალი აუღებელია! დადექი და ისწავლე
კ ო მ ბ ლ ე
ბავშვთა ფეხბურთია მისახედი, ფასი ათჯერ მაინც უნდა გაზარდონ, თუ ეხლა 100 ლარს იხდით ბავშვზე, ათასი ლარი, ან სულაც სამი ათასი უნდა გახდეს და რატომ ეხლავე ავხსნი. მშობელი ბავშვზე სამი ათას ლარს რომ გადაიხდის თვეში, შვილიც შეწუხდება, ამხელა ფულს იხდის მამაჩემი და გულით მაინც ვირბენო, მოტივაცია მიეცემა, სამი ატას ლარის ნაცვლად ხუთი ათასისას ირბენს იქნებ ესე მაინც შევეშველო მამაჩემსო და ჩვენი ფეხბურთი აყვავ ყვავდება,
ბესო
როცა ჩვეთან ბავშვები(ფეხბურთელები) თავიდანვე ისწავლიან პრესინგს, კომბინაციებს, სირბილს, სწრაფ აზროვნებას, დისციპლინას, პროფესიანალ სპორტსმენობას და მეტ შემოქმედით თამაშს (იმისთვის რომ 120 წუთის განმავლობაში ერთხელ მაინც დაარტყან კარებში!!) აი მერე მივაღწევთ წარმატებებს და ესეთ შანსებს ხელიდან არ გავუშვებთ (მაკედიანია და ისრაელი) სხვა შემთხვევაში გვექნება ესეთი ერთჯერადი გამობრწყინება იღბლის თანდასწრებით! ერთადერთი რაც ამ თამაშებმა დამანახა, არის ის ფაქტი, რომ ფეხბურთელებსაც შეძლებიათ ბრძოლისუნარიანობა და ბოლომდე დახარჯვა. ჟურნალისტებო, დაწერეთ ერთი რა ხდება ბავშვთა ფეხბურთში, რამდენი ფული იხარჯება, ვინ რას ასწავლის, რამდენი აკადემიაა, ვინ მუსობს იქ და ა.შ!!!
ჰაჰა
სტატი კარგია. მივასელმები ასეთ ანალიზს. ოღონდ მე რაღაც რაღაცეებში არ ვეთანხმები. საზონოვისთვის პირველი ნაკრები ადრეა. ასევე შუა მოედანზე არ ჩანს ადამიანი ვინც შეტევას დალაგებს და დაცვაშიც იმუშავებს. გაგნიძე ან ფორმაში არ არის ან წინ უნდა იყოს თავდასხმასთან და უკან ჩამშლელები ედგეს. აზაროვი წინ ათამაშეს, მთელ ფლანგზე ისევე როგორც გოჩოლეიშვილი. თუ სტაბილურად ექნებათ ეგ პოზიცია, კლუბშიც და ნაკრებშიც პოტენცია აქვთ მომატების, თუმცა ამ ეტაპზე შეცვლას თუ გაქაჩავენ. საერთოდ თამაშის ორგანიზატორების ნაკლებობაა მთლიანად ქართულ ფეხბურთში. პირველმა ნაკრებმა ამ ბიჭებისგან უნდა აიღოს თავდადება. აი, მაგ საკითთხში საუკეთესო ნაკრები გვყავს.
გიორგი
კარგი სტატიაა. ასეთი ანალიტიკური სტატიები გვჭირდება რომ ჩვენ თვითონ, გულშემატკივრები გავიზარდოთ შეფასებებში და ხედვებში. მაგრამ ცოტაა ასეთი ხარისხის სტატიები რომლებიც რეალურ თემებსა და პრობლემებზე დაფიქრებას გვთავაზობენ. ამიტომ გასაკვივიც არაა რომ უფრო ხშირად ჩვენივე ხშირად გაუცნობიერებელი სურვილებისა და ფანტაზიების ტყვეობაში ვართ რასაც ხშირად ვაფრქვევთ ხოლმე კომენტარებში ლანძღვა -გინებით და 'კრიტიკა' გვგონია.
B s-ს
დაფიქრდი ასე თუ არ არის მიხვდები... შენ თუ არა რამდენი იცი ასეთი რომ როცა კარგი ვართ ქართველები ვართ და როცა რამარ მოგეწონებათ მეგრელები ...
სოსოს
იმიტომ ამტკიცებს რაც ზევით დავწერე,თქვენი დამოკიდებულება არის მეგრელებისადმი ასეთი,როცა თქვენთვის მისაღები ვართ კარგები ვართ და როცა რაღაცა არ მოგწონთ ცუდები,არადა თქვენ არ ხართ განმსაზღვრელი იმისა თუ როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ თუ ვინმე სხვა.მეგრულ ენაზე ლაპარაკს გაიგებთ ინჭიკიები გემართებათ,ისეთუ რეაქცია გაქვთ რავიცი,აზერულზე,სომხურზე,არაბულზე და არცერთი ენის გაგონებისას რო არ გაქვთ ეგეთი რეაქცია,ქაც მეგრულ ენოვანი კომენტარი დაიდება და სიფსიხეებიბგემართებათ,ადისლაიქებთ,ჩვენ ვგრძნობთ ამ დამოკიდებულება ჩვენდამი.ამიტომ არავის არაფერი დააბრალოთ,თქვენში ეძებეთ პრობლემა.
სოსო
არა უშავს ხალხო ამასაც გადავიტანთ!!!მაკედონიასთან წაგება გადავიტანეთ ერთა ლიგის ფინალში ბოლო-ბოლო!!!!
Nukri
ჩვენმა ბიჭებმა მაქსიმალური გაიღეს და რომ იბრძოლეს ეს ფაქტია, ჯგუფიდან გასვლას ვინ მოელოდა და რომ გავიდნენ ესეც გმირობაა, მაგრამ დღესაც ვერ ვინელებ ისრაელთან მარცხს, მგონი ყველაზე იოლი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ როგორც ყოველთვის გადამწყვეტ მატჩში ყოველთვის გვიჭირს, გავიხსენოთ მაკედონიასთან საშინაო მარცხი,თუ რამის პრეტენზია გვქონდა ისრაელთან აუცილებლად უნდა გაგვემარჯვა, თანაც სახლში გადავსებულ სტადიონზე, ეს პირიქით ისრაელში რომ ყოფილიყო ალბათ გადაგვახევდნენ ბურთს თავში
890
აბსოლიტურად მართალი ხართ პატივცემულო. აი 26 საუკუნოვან მეგობრებას რაც შეეხება, ეგ მარტო ქართველ ებრალებთან გვაკავშირებს და ნამდვილად გვიფასებენ და საქართველოც ძალიან უყვართ,ენასაც არ ივიწყებენ და კულტურასაც. ახვა საქმეა დანარჩენი ებრალები მაგათთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და რბილად რომ ვთქვათ ობიექტური შეფასებით არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ ჩვენგან, არც საქათველო ადარდებთ მაგათ და არც ოდნავი პატივისცემა არ გააჩნიათ. ასე რომ როცა 26 საუკუნოვან ძმობას ვახსენებთ, ეგ მარტო ქართველ ებრაელებზე ვრცელდება.
beqa
თამამი სწრაფად მოაზროვნე, ფიზიკურად ათლეტების დეფიციტის გამო არ გვქონდა ბურთი ცენტრალურ ზონაში. ცენტრი ათამაშებს გუნდს, ანაწილებს შეტევებს, ჩვენთან რატომღაც მარტო დიბლიორებს ექცევა ყურადღება. ინტელექტი ცენტრში არაგვააქ! კვეკვესკირიდან კიდე უკან პასი ისწავლლეს და ეგაა უბურთოდ რომ ხარ
სოსო
კარგი რა,მარგალონა!ზოგიერთი მეგრელიც ამტკიცებს,ქართველები არა ვართო,მაგრამ მათ ჭკუაზე გავიაროთ?კარგი თუ უვარგისი,ჭკვიანი თუ სულელი,მეგრელებშიც არის,ქართლელებშიც,კახელებშიც და ეჭვი მაქვს,მსოფლიოს ყველა ერში თუ ეროვნებაშიც, ასევე იქნება.ამისთანებს თუ ჭკუა ააყოლე და ყურადღება მიაქციე,დაიჯერებენ ხალხი მისმენსო და კიდევ უფრო მეტად აყვირდებიან.
ენძო
ქართველებს ამ ჩემპიონატის მიმართ კიდევ დაგვრჩა დიდი მოტივაცია-ბათუმის არენაზე მყოფებმა თუ ტელევიზორებთან მოკალათებულებმა ყველამ ინგლის უნდა ვუქომაგოთ.განსაკუთრებით სტადიონზე მყოფებმა,რათა ისრაელის უტაქტო და უზრდელი მწვრთნელი უნდა მიხვდეს როგორ მიჰქარა.ადრე მოსკოვის სპარტაკს ევროთასზე თბილისში უნდა ეთამაშა.ერთი კვირით ადრე დინამოს ეთამაშა თბილისში და ისე ღორულად მოიქცნენ რუსები,რომ როცა ანდერლეხტს შეხვდა ,მთელი სტადიონი ბელგიელებს ქომაგობდა.მატჩის მერე ანდერლეხტის ფეხბურთელებმა დემონსტრავიულად გადაუხადეს მადლობა ქართველებს.თავმოყვარე თუ ხარ ახლაც ასე უნდა გააკრთო.26 საუკნოვანი მეგობრობა მე უნდა მახსოვდეს მარტო?სხვათაშორის შინდლერზე არანაკლები გმირობა ჩაიდინა ქართველმა კაცმა,როცა საკოცენყრაციო ბანაკში ბევრი ებრაელი ქართველად გაასაღა და ქართულ ანსამბლში ჩარიცხვით სიკვდილს გადაარჩინა.ვინმემ თქვა მადლობა? ფილმის გადაღებას ვინ ჩივის.
ლაშა
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ფონზე ჩვენი ნაკრები არცთუისე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის, მაგრამ ყოველთვის გავიმეორებ, რომ პრობლემა არა ფეხბურთელებში, არამედ სისტემაშია და აი რატომ! გვინდა (და ეს კარგია) დიდი სპორტული ფორუმების საქართველოში ჩატარება და შემდეგ ვამბობთ და ასეცაა, რომ აშენებული ინფრასტრუქტურა გვრჩება, მაგრამ თუ არ ჩატარდა არაფერი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები არ შენდება... გზების არ იყოს, რომელის ძირითადი სპონსორი ჩინეთია, მსოფლიო ბანკთან ერთად და არავითარი წვლილი ჩვენს მთავრობას არ მიუძღვის, გარდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისებისა! ასე მაგალითად, ისეთი მასშტაბის ფეხბურთელი, როგორიც კვარაა, შესაძლებელია ბევრი გყავდეს, მითუმეტეს ჩვენნაირი ნიჭიერი ერის პირობებში. მითუმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ბადრი კვარაცხელიას საფეხბურთო წარსულიდან გამომდინარე ხვიჩას ფეხბურთელად აღზრდისთვის საკმარისი თანხები გააჩნდა და უამრავი ბავშვია, რომელიც სხვადასხვაგან მუშაობს, რათა ავადმყოფი ან მოხუცი ოჯახის წევრი დააპუროს და სპორტისთვის ნაკლებად იცლის. ასეთები ბევრნი არიან, მერწმუნეთ და არანაკლები ნიჭიერები, ვიდრე ხვიჩაა. ასეთები თვით 80-იან წლებში და მანამდეც არსებობდნენ და სიტყვამ მოიტანა და სსრკ-ის დროს უკრაინისგან განსხვავებით, რომლის ძირითად კლუბს კიევის დინამო წარმოადგენდა და რომელსაც 11 სარეზერვო კლუბი ჰყავდა, თბილისის დინამოში ერთიდა იგივე პიროვნებები თამაშობდნენ, მიუხედავად კონკურენციისა და მცირე სათადარიგო სკამი ჰქონდა რატომღაც... პრობლემის არსი არა ფეხბურთელებში, არამედ შესაბამნისი ბაების, ინფრასტრუქტურის, აკადემიების, რომელიც ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს და ფეხბურთში ნაკლები ინვესტიციის ჩადებაშია. უკრაინის აღმოსავლეთი კია თითქმის განადგურებული, მაგრამ დასავლეთი ჯერ კიდევაა და მათ უამრავი ინფრასტრუქტურა აქვთ სსრკ-დან მოყოლებული. ჩვენ რა გვაქვს? 30 წელია დინამო არენა და ლოკომოტივი გვაქვს, მოგვიანებით ბათიმის დინამოს და ქუთაისის ტორპედოს სტადიონები შეგვემატა, რაც აშკარად არასაკმარისია! ფორმულა 1-ს ხომ სჭირდება კარგი ტრასები, ისე სჭირდება ფეხბურთს კარგი მოედნები და არა საძოვრებისმაგვარი ადგილები! რაში ვიყენებთ ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც უამრავი სპორტული კომპლექსის აშენება შეიძლება? მაგრამ არა, ჯერ უნდა მოვიგოთ უფლება დიდი ფორუმის ჩატარებისა და მერე გამოყოფილი თანხების "ათვისება" უნდა მოხდეს... ფეხბურთი ყველა რეგიონში უნდა ჩქეფდეს და არა არსებობდეს! მუჯირი გამოდის და ამბობს, რომ დაგვრჩება ინფრასტრუქტურა. კიბატონო, ეს კარგია, მაგრამ რომ არ მივიღოთ უფლება რაიმე ღონისძიების ჩატარებისა არაფერი უნდა ავაშენოთ?! გასაგებია, თან არ წაიღებენ ორგანიზატორები სტადიონებს, ეს ვიცით, მაგრამ რაიმე ფორმით ხომ შეიძლება ჩვენი ხარჯებით გავაკეთოთ აკადემიები?! მაინცდამაინც ინტერის აკადემია უნდა ჩამოვიდეს? ის ხომ ჩვენი ბავშვებიდან ფულს იღებს? გააკეთონ აქაურმა კლუბებმა და თვითონ აიღონ?! გულწრფელად ვიტყვი, ბიჭების სასაყვედურო ნამდვილად არაფერი აქვს არავის, კვარა და მიქაუტა კიდევ პრობლემაა, მაგრამ რომ მოეგო საფრანგეთს, თუმცა მას დიდად არ სჭირდებოდა ეს, რადგან ისედაც მიიღებს მასპინძლის რანგში ოლიმპიადაზე მონაწილეობას, უკრაინასთან როგორ ფიქრობთ, გვქონდა შანსი? ყიჩაღ უკრაინას, მართლა. მე არ გამიკვირდება თუ მათ საერთოდ ტურნირი მოიგეს! ეს უკრაინა, როგორც ხორვატია, ინფრასტრუქტურით და აკადემიებითაა მდიდარი ჩვენგან განსხვავებით. U21-ის ბიჭები კი გადავლენ დიდ ნაკრებში, მაგრამ U19-მა რომ აზერბაიჯანთან წააგო?! რამდენი რეგიონიც გვაქვს, იმდენი სტადიონი, აკადემია და ბაზა უნდა იყოს, მაგალითად კახეთში: თელავსა და გურჯაანში აუცილებლად, გურიაში რას ჰგავს ლანჩხუთის სტადიონი?! ბათიმში 20 000-იანი სტადიონი გავიმეტეთ! ქობულეთში უნდა იყოს სტადიონი, ყველგან, ამბროლაურსა და ონში, მესტიასა და ლენტეხში, კასპსა და ახალციხეში. ჩვენნაირი საფეხბურთო ტალანტებისნაირ ქვეყანაში მინიმუმ 12 თანამედროვე სტადიონი უნდა აშენდეს... არ უნდა ველოდოთ კიდევ 30 წელი, რომ დინამო არენის და ლოკომოტივისნაირი სტადიონები აიგოს. მერე წამოვლენ კვარასნაირები თუ წამოვლენ, რომა ვინმე კლუბში ჩადებს ფულს, ააშენებს აკადემიას და შეღავათიან ფასებში მიიზიდავს ბავშვებს, ხოლო ნიჭიერი ბავშვები, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია, ხელშეწყობა და შეღავათები მიეცემა გამოცდების გადავადების თუ სხვა მხრივ.
bs
მხოლოდ ბოლოს შემოგდებული ლოზუნგის გამო ვერ დაგილაიქებ, ამიტომ მიიღე რაც გეკუთვნის: ,,დისლაიქი" )))
Levani
კვარას მეგრელობა არაფერ შუაშია მეგობარო, ეგ ტიპები ვინც კვარას ლანძღავს არიან ..რები,ფეხბურთისთვის არ აქვთ ნაყურები და მიქაუტაძის არსებობა არც გაუგიათ. კვარაზეც ფეისბუქიდან იციან-ამაშია საქმე
კოლა
სისულელეს წერთ მეგობარო. რა შუაშია კუთხური კუთვნილება? ხვიჩა ყველაზე კაშკაშა ქართველი ვარსკვლავია და უფრო მასზე იმიტომ გაამახვილეს ყურადღება. ,,გამწევ ხარს მეტი ხვდებაო", ქართული ანდაზაა და ქართველი ადამიანის ბუნებას გამოხატავს. პლიუს, ჰეითერებმაც წამოყვეს თავი. ცხობრებაში რომ არაფერი გაუკეთებიათ და სხვების შურთ მუდამ. პირადად მე, არაერთხელ აღვნიშნე კომენტარებში, რომ ხვიჩას არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ ჩემპიონატზე. ისე, ჩვენს ხალხს ფიქრი ეზარება, თორემ ცოტა რომ დაფიქრდნებ და ხვიჩას ხასიათი გაიხსენონ, მიხვდებიან, რომ არმონაწილეობა სულაც არ იყო მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება.
მეზღვაური
გელაშვილს და კალანდაძეს კარგი გუნდები სჭირდებათ,რომ კიდევ უფრო განვითარდნენ.საქართველოს ჩემპიონატში ეს რთულია.კალანდაძე საზონოვზე და ივაზე უფრო სწრაფია და ეს პლუსი აქვს.საბოლოოდ მათი სახით ეროვნულის 3 ცენტრალური მცველი გვყავს,რომლებსაც ახლაც შეუძლიათ თავისუფლად ძირითადში თამაში.დასრულდა კაშია-კვირკველია-ხოჭოლავას(მარტის ამბების გამო) დრო.ლომინაძე-ნიკა გაგნიძე-მოისწრაფიშვილიც თუ იპოვიან კარგ გუნდებს,აღმოიფხვრება ნახევარდაცვის პრობლემა ეროვნულში.აი მექვაბიშვილმა ბოლო მატჩში კვეკვესკირის შთაბეჭდილება დატოვა!პასები უკან ან წინ დიაგონალურად.უნდა მოუმატოს ამ ბიჭმაც,თანამედროვე ფეხბურთში საყრდენს მხოლოდ ბურთის ართმევა აღარ მოეთხოვება! შეტევაში ლადო ჩიხრაძეც რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა,გაგუას პირდაპირი "ზამენა",მითუმეტეს ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი იყო გამოძახებული და შეიძლებოდა ერთის ამოგდება და ლადოს დამატება შემადგენლობაში.
ბაჯო.
ამ ჯგუფში ყველაზე გაუგებარ ფეხბურთს ჩვენი ნაკრები აჩვენებდა .3 პასი წინ სანატრელი იყო.უკან რამდენიც გინდა.
ბაჯო.
ამ ჯგუფში ყველაზე გაუგებარ ფეხბურთს ჩვენი ნაკრები აჩვენებდა .3 პასი წინ სანატრელი იყო.უკან რამდენიც გინდა.
MARGALONA
1)თავიდანვე მივესალმებოდი კვარას და მიქაუტაძის გადაწყვეტილებას რადგან მათ ადგილზე სხვას წარმოეჩინა თავი და აზაროვმა და გაგუამ მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. 2)ისე მხოლოდ კვარას რომ გადაეკიდეთ თქვე ყვ...ბით დასაკიდებო მიქაუტაძემ რა დააშავა? 3)საფრანგეთში ან ინგლისში როცა ვიღაც შავკანიანი კარგია ფრანგია და ინგლისელი და როცა ცუდი მაშინ ეგრევე ზანგი ხდება სწორედ ასეთები რატომ ხართ საქართველოში მეგრელების მიმართ როცა კარგები ვართ ქართველები ვართ და როცა ვითომ ფეხი "დაგვიცდება" მაშინვე მეგრელები ვხდებით?თქვენ საიდან გაქვთ ეს შოვინიზმი და აუტანლობა მეგრელების მინართ ასე გასისხლხორცებული,მხედრიონელი ბიძიების,მეზობლების და ახლობლების გარემოცვაში ხართ ამოზრდილი?მაშინ გასაგებია.ფუ რა გულის ამრევია ეს ყველაფერი?... წარმატებები კვარას,მიქაუტაძეს და მთელს საქართველოს ნაკრებს✊✊✊
ფეოლა და ჟორა ხვედელიძე
ვეთანხმები ნიკას, კაცს, რომელსაც არაფერში არ ვეთანხმებოდი. არ უნდა ეთამაშა კვარას. ეს ტურნირი , კომუნისტების დროს რომ ბავშვთა შეჯიბრება"ტყავის ბურთის" პრიზზე ტარდებოდა, იმას გავს. საქართველოში რომ არ ჩატარებულიყო, 95%-ს წარმოდგენა არ ექნებოდა მის შესახებ. კვარა ვერაფერს ვერ უშველიდა გუნდს, ისეთი დაბალი დონის არის (გუნდი). ხვიჩას 2 წელია წესიერად არ დაუსვენია. წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა, ფეხბურთი დაგვიბრუნა ქართველებს და ჩვენ კი ვაგინებთ და შეუძლებელს ვთხოვთ. ქართველებო, მიხედეთ თქვენს ჩაოხრებულ საქმეებს, შრომა ისწავლეთ, გულგრილობა და გულარხეინობა მოიშორეთ, მოყვასი შეიყვარეთ, ყველაფერჩიკობას თავი დაანებეთ და ცხოვრება უფრო საინტერესო და ბედნიერი გახდება. კვარას გაუმარჯოოოს!!!
Irakli
რა თქმა უნდა გული დამწყდა კვარამ და მიქაუტაძემ, რომ არ ითამაშეს, თUმც ვეთანხმები სტატის ავტორს, არ არის ეს ტურნირი შემდგერი ვარსკვლავების ტურნირი. ამასთან უნდა ავღნიშნო რომ პირველი ნაკრების ფეხბურთელებმა ძალიან გააძლიერეს 21 წალამდელები და მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა!
გიორგი
კარგი წერილია, დროა სიმართლე ვთქვათ. ახალგაზრდებმა ვარჯიშს მკვეთრად უნდა მოუმატონ რომ პრესინგი შესძლონ. ფედერაციამ უკეთესი მწვრთნელები უნდა მოძებნოს. კვარა უნდა დავიცვათ უმადური და დაბოღმილი ტიპებისგან. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჟურნალისტები პასიურობენ და კვარას გვერდით არ უდგანან.
ზურაბ
უკრაინას ყველა დაუწვება და გააჩემპიონებენ. ევროვიზიაზეც ხომ ასე ხდება ხოლმე
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის
რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად