წარუმატებლად დაიწყო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ მეტოქე უკრაინასთან 27 ქულით წააგო. ჯგუფში ქართველებს უკრაინასთან ერთად შვედეთი, კოსოვო და აზერბაიჯანი ჰყავს, როლებსაც მომავალ დღეებში დაუპირისპირდება და თუკი მომდევნო ეტაპზე გასვლის ამბიცია აქვს, სავარაუდოდ ყველა მეტოქის დამარცხება დასჭირდება.

საქართველომ პირველი პერიოდი 11:25 წააგო, თუმცა მეორე ათწუთეულში თამაში გამოასწორა და ჩამორჩენაც შეამცირა. დიდი შესვენებისთვის უკრაინელთა ლიდერობა 9 ქულამდე შემცირდა, თუმცა მესამე პერიოდიდან სლავებმა კვლავ გააქტიურდნენ, უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს და დარჩენილ დროში ქართველები ამაზე ახლოს არ მიუშვია.

საბოლოოდ უკრაინამ საქართველო 82:55 დაამარცხა, რაც დიდწილად 4 კალათბურთელის: ალეკსანდრ კობჭინსკის (19 ქულა, 10 მოხსნა), ჰლებ ბატალსკის (17 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი), ვიტალი შიმანსკის (15 ქულა) და ბოგდან ბრინიუკის (15 ქულა) დამსახურებაა. საქართველოს ნაკრებში 10-ქულიანი ზღვარი ორმა კალათბურთელმა დაძლია – გიორგი სულაბერიძემ 12 ქულა მიითვალა, ლუკა ლომთაძემ -10.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მორიგ შეხვედრას 8 ივლისს, კოსოვოსთან გამართავს. მატჩის პირდაპირი ეთერით ყურება შესაძლებელი იქნება ფიბა-ს იუთუბის არხზე.

GBF.GE

ვაჟა
რა დარბაზი , ასაკობრივი ჩემპიონატების კალენდარი ვერ დაუწერიათ წლის დასაწყისში , რეგიონებში არაფერი ტარდება ფედერაციის ეგიდით , პატრონი თუ არ ყავს ყურადღებას არავინ აქცევს გამორჩეულ ბავშვს , ინდივიდუალურად ამ ბავშვებთან მუშაობაზე არაფერს ვამბობ ,ასაობრივი ნაკრებების წევრები სიგარეტს ეწევიან მოურიდებლად და რამდენი რამ კიდევ . დარბაზი ნუ გგონიათ ძმებო გადამწყვეტი . 18 წლამდელების ,,ტრიუმფს " ველოდები ((
ATP 16
არ მინდა პერსონალურად განვიხილო თითოეული მოთამაშის შეცდომები და შესაძლებლობები . თუღუშს მინდა ვკითხო, გუშინდელი თამაშის მერეც არ ნანობ იმას , რომ ერთი კაცი მაინც ვერ წაიყვანე ამ ნაკრებში შენი გადაწყვეტილებით?! და ის ერთი ვინც არის თქვენ ჩემზე კარგად იცი. თვითონ მაგ ბიჭების მოტივაცია როგორ უნდა იყოს მაღალი , როცა ერთერთი საუკეთესო კალათბურთელი სახლში გაუშვით და ფარზე ყველაფერი მოგვიგო უკრაინამ , როგორც დაცვაში ისე შეტევაში.არც დარბაზები არ უშველის ამ ყველაფერს და არც აკადემიები , ნაკრებში უნდა ითამაშოს თავის ასაკში საუკეთესოებმა . და კიდევ , საქართველოს ჩემპიონატში რომ ცემა-ტყეპა მიდის და ამას მსაჯი იმის მიხედვით უსტვენს , ვინ-ვის ეთამაშება , გუშინაც გამოჩნდა რომ დისწიპლინაში როგორც დაცვაში ისე შეტევაში ძალიან მოვიკოჭლებთ. ათამაშეთ ისევ მამიკო-დედიკო-ბიძიკოს ბიჭები და რასაც მოიმკით შედეგს არ გაგიკვირდეთ .
ტტტ
რა მისცეს ვის მისცეს სამარცხვინოთ ირჯებოდნენ, მეორე და მესამე პერიოდს ვუყურე ჩაგდებას ვინ ამბობს სამიანი ვერც კი ისროლოეს, არანაირი კომბინაცია, არანაირი მონახაზი.
daTo
აი ეს არის ჩვენი ნაკრების მომავალი. შენგელია და შერმადინი რომ წავლენ, მერე რა გვეშველება? და ამ ბიჭებს კი არ ვაბრალებ რამეს, არამედ ჩვენს უსაქმურ და უვარგის ფედერაციას, სადაც ყველაფერი ნაცნობობით და ძმაბიჭობით გვარდება, სადაც ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს კლავენ და მათ მაგიერ პირსახოცის მქნეველებს აწინაურებენ. რა უნდა ნაკრების მწვრთნელად ანატოლი ბოისას?! თუმცა ბევრი შემეკამათება და მეტყვის ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილება ჰქონდაო. მართალია 3-4 წუთზე მეტს არ თამაშობდა, მაგრამ რომ გამოდიოდა გაუვალი დამცველი იყოო, თან იმდენად მონდომებული, რომ ეგრევე 5 პერსონალურს იღებდაო. ვაი თქვენს პატრონს.
დიმა
არ დაიწყოთ ახლა, რომ უკრაინას მისცეს. შვედეთთანაც წააგებენ და ფააფუ გასვლა.
ლაშა
დარბაზები, აკადემიები, ინფრასტრუქტურა ყველა გუნდს, გაიგეთ, ამის გარეშე მუდმივად ვიბუქსავებთ ერთ ადგილზე! იქით u19 (ფეხბურთელები) დამარცხდა ამას წინათ აზერბაიჯანთან... მაინცდამაინც დიდი ფორუმის მასპინძლობა არაა აუცილებელი დარბაზი რომ ააშენო!
სოსო
20 წლამდელთა ნაკრებმა,შესაძლოა წააგოს,დიდი ანგარიშითაც წააგოს,მაგრამ 55 ქულაზე მეტს კი უნდა აგროვებდეს.რა თქმა უნდა, თუ რამეზე დებს თავს.
გიორგი 50
მართალია, ეს არ არის მხოლოდ წაგება. ამას სხვა ტერმინი ჰქვია. პატარა ბიჭები არიან და შეიძლება ასეთმა მარცხებმა ფსიქოლოგიური კვალი დაამჩნიონ მათ ბეგრაუნდს... ბატონო ტუღუში, სასწრაფოდ დასკვნები და ადეკვატური ქმედებები...
დავით 67
ესენი არიან ნაკრების მომავალნი?
გიორგი
მესხი რომ არის ცენტრი ჩემს ბავშვსს რომელიც არის 209 სიმაღლეში დაჩაგრული ყავს.
აბდულა
განადგურდა სირცხვილია რა უბედურებაა სირცხვილია ბავშვები ძალით არიან შეტენილები ნაკრებში .ფედერაციაა დამნაშავე.50%ზე მეტი საზღვარგარეთ თამაშობს და მგონია ვარჯიშის მაგივრად სხვა რამით არიან დაკავებული
კიკი
27 ქულა რა ამბავია
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა