20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე რიგით მე-3 შეხვედრა შვედეთთან 78:91 დათმო. ამ შედეგით ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი წაერთვა. საქართველოს ჯგუფში ერთი მატჩი დარჩა გასამართი, თუმცა აზერბაიჯანის ნაკრების დამარცხება საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრის გარანტიას ვერ იძლევა.

ქართველებს აქამდე თითო მოგება-წაგება ჰქონდათ და ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ შვედეთს ეთამაშებოდნენ, რომლის მინიმუმ 16 ქულით დამარცხება სჭირდებოდათ, მეოთხედფინალში რომ გასულიყვნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 21 ქულით დათმო, რითაც წარმატების შანსი, ფაქტობრივად, ადრიანად გადაეწურა. მართალია, ჩვენმა ნაკრებმა მეორე ტაიმში თამაშში დაბრუნება შეძლო, როცა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა მატჩის დასკვნით პერიოდში სკანდინავიელებმა ისევ გამოიღეს ხელი, ლიდერობა გაიმყარეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

ჩვენს ნაკრებში 19 ქულით, 14 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო შედეგი გიორგი სულაბერიძემ დააფიქსირა. 19 ქულა და 7 მოხსნა გუგა ნაცვლიშვილმა, ხოლო 14 ქულა – ბაქარ ბერეკაშვილმა დააგროვა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 12 ივლისს, აუტსაიდერ აზერბაიჯანთან გამართავს, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყების წინ ჩვენმა ნაკრებმა დღეს ტრაგიკულად დაღუპული დათუნა ჟღენტის ხსოვნას პატივი მიაგო.

GBF.GE

სოსო
შენთვის(არა მათთვის) გადამწყვეტ შეხვედრაში,პირველ პერიოდს 21 ქულით რომ წააგებ,იქ ნებისმიერი არგუმენტი თუ თავის მართლება, უაზრობაა!უკრაინასთანაც,პირველ პერიოდში,მხოლოდ 11 ქულა აიღეს.თუ მხოლოდ ეს არის ჩვენი კალათბურთი,სჯობს,მასზე ხელი ავიღოთ.ხოლო თუ არ არის(რისი დიდი იმედიც მაქვს),მაშინ მიდგომა უნდა შეიცვალოს ბავშვებს,კალათბურთის თამაში ვასწავლოთ და წესიერი მწვრთნელები მივამაგროთ.
არ დაბლოკოთ
მყავს 15 წლის ბავშვი 196.5 სმ სიმაღლის დაბარებული იყო 16 წლამდელებში და ერთ ერთმა მწვრთნელმა გვითხრა რომ კარგი ბიჭიაო ნაკრების ბავშვიაო სროლა დრიბლინგი და დაცვა კარგი აქვს...დაიწუნეს ჟილკა არა აქვსო...მაინტერესებს თუ ეს ყველაფერი გამოავლინა ვარჯიშზე ჟილკა რას ქვია.მაინცდა მაინც ჩხუბი უნდა იცოდეს. გუშინდელი თამაშზე ჟილკა საერთოდ არ იგრძნობოდა საერთოდ და ჩემი 15 წლის რატო არ აიყვანეს.კომენტარებში დაწერეთ თუ ვტყუივარ
შოთა
ამ შედეგს იმ უაზრო სამ თვიანი საზღვარგარეთული შეკრებების გარეშე ვერ დადებდნენ? რაში ყრის ეს გაჭირვებული ქვეყანა ამდენ ფულს!
აბდულა
ფედერაციას მიმართულე აქვს სულ რომ წავაგოთ პრიორიტეტი არის ასეთი მიდგომა. ასეთი თამაშით სხვა პერსპექტიულ ბავშვებსაც ექმნებათ პრობლემა ყურადღებას არავინ მიაქცევს.ფედერაცია მარხავს კალათბურთს.
დიმა
პირველ მეოთხედში იყო განსაკუთრებული ანტიკალათბერთი საქართველოს ნაკრების შესრულებით. თუ რაიმე წესის დარღვევა არსებობს, ყველაფერი იყო: ბურთის არაერთ დაკარგვა, რამდენჯერმე გარბენი, განზრახ ჯარიმა, ზონის წესის დარღვევა, გვერდიდან 5 წამში ვერგამოტანა, საკუთარი ფარის პირწმინდად წაგება, სამქულიანების უმეტესობა საერთოდ ფარს არ ხვდებოდა.
პაატა
ტუღუში მუდმივად ამტკიცებს თავის “მაღალ” სამწვრთნელო კვალიფიკაციას და მასთან ერთად ფედერაციაც… არ დაადგა საშველი ასაკობრივ ნაკრებებს:((( ისე რა არის მაგათგან გასაკვირი?! ევროპა ჩააგდეს სამარცხვინოდ და ბოდიშიც კი არ მოიხადეს, სამაგიეროდ ხომ იბლატავეს პარკეტზე თუ პარკეტს გარეთ:(
U18 ნაკრებმა ხორვატიას პრინციპული მატჩი მოუგო და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა
მარცხი რუმინეთთან | საქართველო მე-7 ადგილისთვის ხორვატიას დაუპირისპირდება
საქართველო მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან დამარცხდა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა