საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 12 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ოსლოში გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ "ულევაალ სტადიონზე" ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა:

"ესპანეთთან თამაშზე საუბარი რთულია. დავმარცხდით და ამ მატჩში დავკარგეთ ყველაფერი, რამაც გასული 2 წლის განმავლობაში ძლიერ გუნდად გვაქცია. არ გვქონდა დისციპლინა, ბრძოლისუნარიანობა და გუნდური სულისკვეთება. შეცდომები იყო თამაშის გეგმაშიც და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა, ესპანეთთან 4-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლა არ იყო მართებული და ზედმეტად ამბიციური გადაწყვეტილება იყო. ფეხბურთი სწორედ ამიტომაა შესანიშნავი სპორტი, რადგან წარმატების შემდეგ ყოველთვისაა შემდეგი მატჩი, სადაც უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები. როდესაც გაქვს დიდი იმედგაცრუება, როგორც ეს ესპანეთთან მოხდა, შემდეგ თამაშზე უნდა შეძლო ფოკუსირება.

ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ მიზეზების დასადგენად. ჩემთვის ესპანეთთან მომხდარი არ იყო შემთხვევითობა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში დაგროვებული მცირე დეტალების შედეგია. ფეხბურთი არასდროს გაპატიებს, თუ 100 პროცენტს არ გაიღებ და დაგსჯის ამის გამო. შევთანხმდით იმაზე, თუ რა უნდა ვაჩვენოთ ნორვეგიის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, განსხვავებულ გუნდს იხილავთ.

უკმაყოფილო ვარ ბოლო 2-3 თამაშით, გასული 2 წლის განმავლობაში კი ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა ეს ნორმალურია. ფეხბურთში არის სირთულეები და ჩვენი საქმეა, ყოველთვის ვიპოვოთ გამოსავალი. ესპანეთთან მარცხი, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო არა მხოლოდ ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს აღარ უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, რომ ნორვეგიასთან მატჩი შანსია ჩვენთვის. ახლა უნდა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც 3 დღის წინ ვერ შევძელით. მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ. თუ დავიბრუნებთ ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას, კვლავ რთული მეტოქეები ვიქნებით ოპონენტებისთვის. ეს წარმატების ერთადერთი გზაა".

nakrebi.ge

გიუშა
ძმურად მართლა გჯერავთ რომ ჩვენებს რომელიმე მწვრთნელი უშველის???როგორც ეკიდათ ერთ ადგილზე ნაკრები ისე იქნება მუდამ!ქეცბა,შელია,ცხადაძე,შეყილაძე,კანკავა და ჰა ჰა კაშია რომლებიც მთელ ჯიგარს დებდნენ ნაკრებში,დანარჩენი ვალის მოხდის მიზნით ჩამოდიან
გიუშა
საქართველოში იყოს რას ერჩი?!)ნაკრებიდან დაახვიოს))
max
სანიოლ მგონი დროა დაახვიო საქართველოდან
სიმართლე
ეს თამაშიც თუ წაააგეთ სანიოლისთან ერთად მინიმუმ 4-ფეღბურთელი უნდა წავიდეს ნაკრებიდან
ვაბუაწვერას
ადამიანი რომ პატრიოტი და კარგი კაცია, სიმართლეს რომ ამბონს ეს არ ნიშნავს რომ კარგი მწვრთნელიცაა. გაუმარჯოს ქეცბაიას , მაგრამ მწვრთნელად მაინც არ ივარგა და ტაქტიკა სტრატეგიებშიც არ მომწონს. უჯიგრესი კაცია, მადლობა მას
ფეხბურთი
როგორც ღარიბაშვილის გადადგომით არაფერი შეიცვლება, ისე სანიოლის წასვლით არაფერი შეიცვლება. სანამ ფედერაცია არ გაიწმინდება და სუფთა ხელები არ მართავს ქართულ ფეხბურთს, იქამდე მსგავსი ვითარება იქნება ქართულ ფეხბურთში.
ც
პრობლემა სპორტალ ჯიზე ბლოკებით იწყება. სანიოლიც მოაქციეს თავის ყუაზე ფედერაციაში. ხიზანა ფიფია მამუკა კობახიძის და ჯაკობიას რომ ჩააბარეთ ფეხბურთი და თავად რომ ხართ გაულყუსულები, ჩვენც რომ გვბლოკავთ გყაბდეთ ეს სანიოლი

მერე ეგ ფედერაციას უჩივლონ რაღა ფეხბურთელებს ახტებიან? თქვენ იცით რამხელა მოტივაცია სჭირდება ფწხბურთელს,ასეთი წაგების მერე რო გააგრძელოს ნორმალური თამაში? წაქცეულზე კი არ უნდა შედგე ადამიანს…თავის მართლებაც კარგად ვიცით “ქართველებმა”
გიორგი
დარწმუნებული ვარ სანიოლის ბრალი უმნიშვნელოა ამ სამარცხვინო წაგებაში მაგრამ მაინც უნდა წასულიყო რა წარმატებულიც არ უნდა იყოს ნაკრები მომავალ თამაშებში ისტორიული სირცხვილი მაინც მას მიეწერება.
სანდრო
da ro gadadge pativcemulo ara? madloba magram sakmarisia sheni mand yopna da tan pexburtis pederaciac rom gaiyolo saetrtod daglijavdi!:)
სვანსკი
ფედერაციის ხელმძღვანელობას უნდა მოეთხოვოს პასუხი,გამობრძანდნენ და საზოგადოებას გასცენ პასუხი,სანამ დაწყებულა აქცია ფედერაციის წინაამღდეგ
სვანსკი
ადრე 2-1 წავაგეთ,ეხლა 7-1 ე.ი.ნაკრები უკან მიდის წინსვლის მაგივრად,წაგებით ვის არ წაუგია,მაგრამ 7-1 ჰოკეიშიც არ მოსულა,ამიტომ ფედერაციის ხემძღვანელობა თავის ,,მაყრებიანად,,უნდა გადადგეს.
დავით 67
ფრანგი მწვრთელი, ფრანგი პრეზიდენტი, ერთი მბაპე მაინც გვყოლოდა. რისი იმედი აქვს ამ კაცს?
ჯორჯო ბიძია
0:4 დამთავრდება,მეტს არ გაგვიტანენ იცოდეთ.
ირაკლი
ქეცბაია აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, მაგრამ არა როგორც მწვრთნელი, არამედ როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მიეცეს სრული თავისუფლება აკეთოს საქმე. შეიძლება როგორც დიპლომატი, ფეხბურთელებთან და ჟურნალისტებთან მოსაუბრე ქეცბა არაა დიდად დახვეწილი, მაგრამ ფეხბურთის ცოდნაში, სწორად საქმის კეთებასა და საქართველოს სიყვარულში ბარე ორი შეეჯიბროს.
1.2.3.4.5.6.
2 დღეში მაღალ ტემპში თამაშის სწავლება თუ შეგეძლო და კიდო ბოლომდე გაუძლებენ შენ ყოფილხარ ჯადოქარი
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
იმ დაღლილმა აღარ იკადრა პრესკომფერენციაზე მოსვლა?ეტყობა ფანების ოვაციებისა შეეშინდა.კაპიშონით მაინც გამოცხადებულიყო რო ფანებს ვერ ეცნოთ.
ბაბუაწვერა
90% ვინც ქეცბაიას წასვლას მოითხოვდა ახლა მისი დაბრუნების მომხრეა. 90% ვისაც სანიოლი მხსნელი ეგონა-მისი წასვლის მომხრეა. არა გცხვენიათ მაინც?

ყველაზე ცუდი და მოღალატე ფანები საქართველოს ჰყავს.ძლიერთან წააგებ ეგრევე ზურგის შექცევა იციან.მიზეზი ის არის,რომ ყველა მეორე არცაა სინამდვილეში ნამდვილი ფანი და კაზინოში კუშებს მაზავენ.ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა :))).
ggg
იგებენ ბიჭები? და როდის?
გიორგი 50
ბატონო კახი, გვეშველება რამეეე? კახი საიქიოდააან: სანამ მთელი სისტემა არ შეიცვლება, არაფერი გვეშველება...
აკო
არანაირად გასაკვირი არ არის. ყველა ნახავთ საქართველო იგებს დარწმუნებული ვარ რატომღაც. (ან მეტისმეტი სურვილი რეალობას გვაკარგვინებს)
მწარე სიმართლეს
1000000000%-ანი მართალი ხარ!
არა ექსპერტი
განსხვავებული? ხომ ესპანეთთან გვანახეთ
მწარე სიმართლე.
ყველაზე საზიზღარი და ზურგშემქცევი ფანები, საქართველოს ყავს! იგებენ ბიჭები? თქვენ გენაცვალეთ, აგებენ? უი თქვენი ასე და ისე. რაღა პსჟეს დურაკი ულტრასები და რაღა ეგენი, ერთი-ერში.
მეგრელი
საზონოვი არაა სანაკრებო ჩემი აზრით, ტიპი 55 კილოა, მაგან როგორ უნდა შეაკავოს არ ვიცი
ვაჟა
დღეს მამუჩაშვილი დაგლიჯავს ისეთი ენერგიით იქნება. ქოჩორაშვილი დუბლს შეასრულებს და გუგეშაშვილი 2 პენალს მოიგერიებს. ნაღდი ვიცი. კაკულიამ იწინასწარმეტყველა.
ვაჟა
შაბურა მოვიდა
კობი 74
ჩემი აზრით, მარტამდე ამ შემადგენლობის დატესტვა უნდა დავიწყოთ: მამარდაშვილი გოჩოლეიშვილი საზანოვი გარდანი ლოჩოშვილი აზაროვი ნიკა გაგნიძე ქოჩორაშვილი დავითაშვილი კვარაცხელია მიქაუტაძე რა თქმა უნდა სანიოლის გარეშე!!!
გიორგი-ს
კაბინეტში დაიბარე სუყველა და მაგრად მიაკაჩავე
555
კვირკველია როგორა გრძნობს თავს? ხომ დაეხმარება 90 წუთი ნაკრებს?… ეხლა ნორვეგიის
ქ. გ.
დღეს თუ არ წავაგებთ, ეს სანიოლის კი არა, ფეხბურთელების დამსახურება იქნება.
G.LA
არავითარი. ერთადერთია აქციები, რომ აიძულოს ხალხმა ფედარაციას გადადგომა. მაგრამ ესეც უაზრობა მგონია რადგან მეორე დღესვე აქცია მოინათლება როგორც ნაცების აქციად და ასე დაშლიან.
თემო
არსად გაიშვას თქვენი სიძლიერე.ხალხს ნუ აბოლებთ,ილუზიებს ნუ ქმნით,2 წლის განმავლობაში ვის შეხვდით ძლიერ ნაკრებს.გიბრალტართან და ბულგარეთან თამაშები არ გაიშვას არსად,ისევ ინდივიდუალობის ხარჯებს რო ვიმარჯვებდით.
სიმართლე
მეტი არა ჩემი მტერი...შეიძლება 7-1 არ წაგოთ მაგრამ ჰოლანდი....
mamuka09ze
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღეს გავიმარჯვებთ!!! წინ, საქართველო!!!
მაპატიე მეგობარო
კონფედერაციის ნახევარფინალი არა ინტერტოტოს თასი კიდევ. ყაზახეთთან გვექნება ევრო 2024_ის ფლეიოფის ნახევარფინალური მატჩი. ასე ჰქვია და დაიმახსოვრეთ :)
კახა
შოვში დაღუპულებს მიაგეთ პატივი თორე რამე შავი სამკლაურით თორე იგივე დაგვემართება ისევ, დაიჯერეთ
დიმო
1:7 ყველა მწვრთნელი უნდა გადადგეს ( შეიძლება გამონაკლისებიც ხდება, მაგრამ ჩვენ არც გვარდიოლა, კლოპი და არც დელბოსკე, ანჩელოტისთან არ გვაქვს საქმე). ბოლო სამი ჩატარებული მატჩიდან ყველა სუსტი იყო, რატომ ჯერა ვინმეს ამის გამოსწორების?
რონი
ბევრი ფეხბურთელი იბლოკება ამის ხელში ხიზანასი თუ ფედერაციიდან არვიცი.. ტორპედოში ერთი 29წლის ჩამშლელი კარგი ჩამშლელია სულს და გულს დებს თამასში პატკატებს არ ერიდება და ტექნიკურიცაა ჟილკა აქვს თვალებში აბურჯანიასავით სულ ძილი არუნდა.. ასევე პენალივით არტყავს ჯარიმას არაბიძე დაიგნორებულია არადა სტიმული იქნება მისთვის ნაკრებში დაძახება პატარა ბიჭია ისევ და ამათმა მიწა მიაყარეს უკვე.. ბერიძეს თურქეთში როა რას უწუნებს ან გველესიანს.. კანკავა ასე ჩუმად რატომ ჩაახრიალეს??? მანდაც არ ითქვა ბევრი რამ სიმართლე.. ვოლკოვი ავიღოთ მაგნაირი საჯარიმოში მოძრავი მოქნილი ბიჭი ნაკრებში მე არ მახსენდება გახსნა იდეალური დასწრევა იდეალური და ეს კიდევ გადაეკიდე ქვილითაიას და ბუდუს. არც სანიოლის კარგი მწვრთნელობა გაუგია მსოფლიოს სანამ აქ ჩამოვიდოდა და აქ რასაც აკეთებს კი ჩანს... ამდენ ფულს ვუხდით სტაჟირებაში როცა აქეთ უნდა გვიხდიდეს.... ფედერაციან მწვრთნელიად ყველა მოსაშორებელები არიან უკვე ძალიან დიდი სუნი ტრიალებს მანდ ასე აღარ შეიძლება
ქ. გ.
გერმანელებმა ამხანაგური თამაშის წაგება არ აპატიეს მწვრთნელს და გააგდეს.
კახა ქ.
და სიტყვაზე, აქამდე რა გიშკიდა ხელს....თუმცა რა ენაცვლება, იძახის და ჰა, ვინაა პასუხის მომთხოვნი.შენ არ ხარ იმ დონის მწვრთნელი(ისე თუ ხარ საერთოდ მწვრთნელი) რომ გუნდი გადააწყო ოთხ დღეში. მოკლედ ფედერაცია მწვრთნელები და დინამო ლრგიონერებში ერთ პონტში გადიან.ხო მართლა, ის ახალი მწვრთნელი რომ მოიყვანეთ, გაუგებარ თანამდებობაზე,როგორაა,ხომაა კარგად. რა აუმაღლა ლიდერობის და თვითმაჯერებლობის თვისებები ბიჭებს......
კახა ქ.
და სიტყვაზე, აქამდე რა გიშკიდა ხელს....თუმცა რა ენაცვლება, იძახის და ჰა, ვინაა პასუხის მომთხოვნი.შენ არ ხარ იმ დონის მწვრთნელი(ისე თუ ხარ საერთოდ მწვრთნელი) რომ გუნდი გადააწყო ოთხ დღეში. მოკლედ ფედერაცია მწვრთნელები და დინამო ლრგიონერებში ერთ პონტში გადიან.ხო მართლა, ის ახალი მწვრთნელი რომ მოიყვანეთ, გაუგებარ თანამდებობაზე,როგორაა,ხომაა კარგად. რა აუმაღლა ლიდერობის და თვითმაჯერებლობის თვისებები ბიჭებს......
ილია
მე როგორც ვხდები,გულშემატკივარს ბევრი ოფცია არ აქვს ფედერაციის გასაშვებათ,თუმცა არის ერთი უმნიშვნელოვანესი რამ,ან აქციები უნდა მოიხოდოს,რაც იდეაში არ მომწონს ან თამაშებზე არ უნდა მივიდეს ხალხი. კარგად ითამაშებენ თუ არა,მაინც მიდის ხალხი სტადიონზე,რასაც ლოიალობით ხსნიან. ლივერპულის ქომაგებს შეადარეს ამას წინათ ქართველები და მავანთა აზრით,თამაშზე ბოლომდე ყოფნა,თურმე საკმარისი ყოფილა ლივერპულელებთან შესადარებლად. თუმცა ბევრჯერ გვინახავს ლივერპულელების ბოიკოტო,სტადიონზე არ მისვლა,სტადიონზე ბანერის გამოფენა,სტადიონზე მისვლა და მალევე დატოვება სტადიონის. ლივერპულელების შეთხვევაში,რაც ბოლოს მახსენდება არის ბილეთის ფასებზე პროტესტი,მივიდნენ სტადიონზე და მალევე დატოვეს სტადიონი,რამაც იმუშავა.ეს ვარიანტი მომწონს და მგონია რო მაგარი ვარიანტია. ოღონ საქართველოში რამდენად შესაძლებელია ეგ არ ვიცი,რადგან ფედერაციებს ყავს ჯემალები და თამრიკოები,ვისაც ამუშავებენ და აწერინებენ "მხარში დავუდგეთ ჩვენს ბიჭებს"."ქომაგების" იმედი არ მაქვს ამ საქმეში,ისინი ფედერაციის გაგრძელება არიან,ამიტომ არის მათი მხრიდან რეაქცია 0.1-7 აგებენ და მღერიან,რა გამღერებთ? რა გგონია,2005 წელი და ლივერპულის ფანების მსგავსები იქნებით? იმათ იმიტომ უმღერეოდნენ რო იმედი ქონდათ,უქნიათ მსგავსი რამე,ქართველ ფეხბურთელებს შეუძლიათ თუნდაც 2 ბურთიანი ჩამორჩენის ამოღება,ოდესმე გვიქნია? თან ყველაზე მთავარი,ლივერპულის ან ნაპოლის ფანების მისმსგავსებას კი არ უნდა ცდილობდე,შენ უნდა იყო შენი თავი და შენი ნიშა უნდა გქონდეს. იმედია,ეს კომენტარი არ დაიბლოკება,როგორც ხშირად ხდება ხოლმე,აქებ კობიაშვილს და გიქვეყნებენ,კრიტიკას გამოხატავ და ბლოკავენ. ასე ახდენენ კრიტიკული აზრის ჩახშობას და თავისთვის მისაღები აზრის ფორმირებას,აქაც ასეა და სხვაგანაც.
გიორგი
ამასაც მოაწევინეს რაღაც მაგარი.
გიორგი
თუ არ ვიხილეთ განსხვავებული გუნდი მაშინ წახვალთ შენცა და ფედერასციაც?
Levani
არ არის ცუდი აზრი სანიოლი მარჯვენა მცველად.საფრანგეთში 20 წლის წინ რო თამაშობდა ვადა არ გაუვიდა იმას? თანაშემწე რო ყავს ჩადლი ეგეც ცქვიტი კაცია საყრდენად ეგეც გამოგვადგება
ლეო!-ს
შენა და, ეგ ძახილის ნიშანი ნიკს მოყვა თუ ძახილის ნიშნით დაიბადე?!...
Master
ნუ ეხლა 5 მცველს დავაყენებო.ერთი მე ვარ მწვრთნელი და მეორე ეს.სულ რომ 3-0 მოიგოს ნორვეგიაში მე ამის მწვრთნელობას ვეღარ დავიჯერებ...ვაისზე გაცილებით დაბალი კვალიფიკაციისაა.
ლევან!
აი შენნაირებით როა სავსე ეს ქვეყანა ეგაა პრობლემა!!! რა სამართლებრივი?!!! კონსტიტუციაა შესაცვლელი!!!! ფედერაციის არჩევნები ტარდება 4 წლიწადში ერთხელ, არჩევანს აკეთებს საფეხბურთო ე.წ. საზოგადოება და შენ და შენნაირებს ისღა დაგრჩენიათ თუ ფეხბურთი და ქვეყანა გიყვართ უ გულ შემატკივროთ ნაკრებს და ქართულ კლუბებს!!! ასეთი ბნელი საზოგადოება არცერ ქვეყანას არ ყავს რაც ჩვენ გვჭირს. კიდე კარჰად ვართ
ნიკა
იმედია 7-1 აღარ წავაგებთ
suxumchanin
გულშემატკივრის ბოიკოტი ფედერაციასთან
ვოოტ
პირადად ამ კაცთან არც პრეტენზია მაქვს და არც შეკითხვა. მხოლოდ ის მაინტერესებს, რა სამართლებრივი პროცედურებია საჭირო ფედერაციის დასათხოვნად? ვიმეორებ -ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი ...
ლევანი
ეეეჰ, ნეტავი როდემდე უნდა ვისმინო ერთი და იგივე. ვინმემ იცის? დიდება საქართველოს!
ჟპრა გაბრიჭიძე
ამ ჯგუფში რომ შანსი არ გვქონდა ეს ორჯერ ორია, ტყუილად შევწირეთ ოლიმპიადის საგზური ამ უგნურებას. მე ნორვეგიასთან მოგებას არ ვითხოვ ბიჭებისგან, მათ უნდა დაგვანახონ ამ თამაშზე გუნდი, რომელიც კაზახებს დაამარცხებს კონფედერაციის ნახევარფინალში.
Giorgi
რეალობა ის არის რომ თამაში ჰალანდის პირველ გოლამდე გაგრძელდება.იმედია გვიან გაიტანს და ესპანეთის თემა არ განმეორდება.
Რაგბის ფანი
მუსიე სანიოლ, ნერვებს ნუ გვიშლი. შენ იყავი კარგი მსახიობი, მაგრამ რეჟისორად არ ვარგიხარ.
ჩელენჯერი
4-0
თემო
ბოლოს ეს დადგება ძირითადში და ხიზანა ზამენაზე
Zviads
წადი რა..
beqa
ეუუფ 1-7 მერე განსხვავებული იქნება აბა რაიქნება ყველა ვარიანთში
სანდრო
da ro gadadge pativcemulo ara? madloba magram sakmarisia sheni mand yopna da tan pexburtis pederaciac rom gaiyolo saetrtod daglijavdi!:)
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
A ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - ესპანეთი და შოტლანდია ევრო 2024-ზე გავიდნენ [VIDEO]
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კვიპროსის ნაკრები თბილისში გამომგზავრებამდე ნორვეგიასთან განადგურდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ