გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის სამი მატჩი, ანუ დაიწყო მეოთხე წრე. ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთში კი დიდი ანგარიში დაფიქსირდა: ლიდერმა "დინამო ბათუმმა" აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას" სტუმრად 6:0 მოუგო. საინტერესოა, რომ ამ სამ შეხვედრაში 8 პენალტი დაინიშნა.

თელავი 1:1 სამტრედია

ორივე გუნდს კარგი სერია ჰქონდა. "თელავმა" მესამე წრეში ექვსჯერ მოიგო, "სამტრედიას" კი ამ შეხვედრამდე ოთხმატჩიანი გამარჯვების სერია ჰქონდა.

პირველი ტაიმის ბოლოს "თელავი" დაწინაურდა: თორნიკე მორჩილაძის ჩაწოდებას ირაკლი რუხაძის ზუსტი თავური მოჰყვა. სხვათა შორის, რუხაძემ ზედიზედ მესამე თამაშში გაიტანა - 1:0.

"სამტრედიამ" მეორე ნახევარში გათანაბრება მოახერხა. მათე აბულაძის დარტყმული ბურთი დავიდ იურჩენკომ მოიგერია, მაგრამ მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა VAR-ზე გადამოწმების მერე ახლიდან დანიშნა 11-მეტრიანი. კერძოდ, დამატებაზე თელაველთა მცველ ვაჟა ფაცაციას წესების დარღვევა დაუფიქსირა.

პენალტი ამჯერად ჩრდილომაკედონიელმა ალეკსანდარ მიშოვმა დაარტყა და გაიტანა - 1:1. ეს მიშოვის მესამე გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"თელავი" მეშვიდე ადგილზეა, "სამტრედია" - მერვეზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა.

სამგურალი 2:2 გაგრა

ოთხი გოლი ვნახეთ. "სამგურალმა" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო. არც "გაგრას" აქვს კარგი სერია: მართალია, წინა ტურში აუტსაიდერ "შუქურას" მოუგეს, მაგრამ მანამდე შვიდ ტურში მხოლოდ ორი ქულა აიღეს.

ამჯერად 2:2. პირველი ტაიმი გაგრამ მოიგო გიორგი ლომთაძის პენალტით. 36-ე წუთზე "სამგურალის" იაპონელმა ლეგიონერმა ტაიკი კაგაიამამ პენალტი ვერ გამოიყენა, კერძოდ, მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ აუღო.

მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე "სამგურალმა" მეორე პენალტის უფლება მიიღო: დენის ბალანიუკმა მოიპოვა და თავადვე გაიტანა - 1:1. ეს ბალანიუკის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ხუთ წუთში კაგაიამამ მაინც გაიტანა და წინ გაიყვანა "სამგურალი". თედო კიკაბიძემ ჩააწოდა, ლეანდრო ლიმამ ქუსლით ორიგინალური პასი გააკეთა და იაპონელმაც თითქმის კარის ხაზიდან გადაგზავნა ბურთი კარში - 2:1.

"გაგრამ" თამაში გადაარჩინა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე: ზურაბ მუსელიანის გამჭოლ პასს მოჰყვა ზამბიელი ჯუსტინ შონგას გოლი - 2:2. შონგამაც სადებიუტო გოლი მიითვალა საქართველოში.

"სამგურალი" მეხუთე ადგილზე რჩება, "გაგრა" კი ბოლოსწინაზეა.

შუქურა 0:6 დინამო ბთ

"დინამო ბათუმმა" პირველივე ტაიმში ხუთი გოლი გაუტანა "შუქურას" და 10-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა "დინამო თბილისს" ჯერ სათამაშო აქვს ტურში.

გიორგი წიტაიშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ეს 19-წუთიან მონაკვეთში მოახერხა. კიდევ, გიორგი ზარიამ, პაატა ღუდუშაურმა და ალექსანდარ იაკობსენმა გაიტანეს.

ამ ექვსი გოლიდან ბათუმელებმა სამი გაიტანეს პენალტით და თანაც, სამივე სხვადასხვა ფეხბურთელმა.

erovnuliliga.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "ტორპედო" - "შუქურა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ბოლოსწინა ტური: 7 გოლიც, 8 გოლიც, 9 გოლიც...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
თავურები... "დინამო თბილისმა", "დილამ" და "ტორპედომ" მოიგეს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "შუქურა" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
ზეიმი! სფფ-მ "დინამო ბათუმი" დააჯილდოვა