ფიბა-ევროპის თასის მეოთხე ტურში თსუ საკუთარ მოედანზე „გიოტინგენთან“ დაძაბულ ბრძოლაში 85:86 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. თავიდან თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, ორივე გუნდი შეტევაში შეცდომებს უშვებდა და პირველი მეოთხედი სტუმრებმა 18:14 მოიგეს. მეორე პერიოდში ჯინჭარაძის ძალისხმევით მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ „გიოტინგენის“ უპირატესობა გამოიკვეთა და პირველი ტაიმი 37:43 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, გერმანულმა გუნდმა მესამე მეოთხედში 16-ქულიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხა, თუმცა, რატი ანდრონიკაშვილის აქტიურობით, თსუ-მ სხვაობა შეამცირა და მეოთხედი 55:65 დასრულდა.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ანდრონიკაშვილმა შედეგიანი თამაში გააგრძელა და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "გიოტინგენთან" ჩამორჩენა 1 ქულამდე შემცირდა. ახალგაზრდა გამთამაშებელმა მეტოქის კალათში ზედიზედ 2 სამქულიანიც მოათავსა, თუმცა ბოლო წამებზე თამაში თავის თავზე გერმანელთა გუნდიდან დეონდრე ბარნსმა აიღო და მეტოქის სამწამიანში ეფექტური შესვლით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

რატი ანდრონიკაშვილმა 33:19 წუთში თავი 31 ქულით, 6 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

კახაბერ ჯინჭარაძემ 17 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.

თსუ ჯგუფში 1 მოგებითა და 3 მარცხით მე-3 ადგილზეა და 15 ნოემბერს კვიპროსში „კერავნოსს“ დაუპირისპირდება.

ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე პირველადგილოსანი გადის, აგრეთვე - 10 ჯგუფიდან საუკეთესო 6 მეორეადგილოსანი.

დათი
მაგარი თამაში იყო და გულდასაწყვეტია რომ თსუმ სენსაცია ვერ მოახდინა. ევროტურნირებზე დებიუტის კვალობაზე სერიოზული შედეგია. ყოჩაღ რატისაც, კარგი თამაში ჰქონდა და ფორმასაც კრიფავს ეტყობა.
Georgian
მერე რა რო ჩამორჩე მოვლენებს, ტეხავს? ან ჩამორჩენილობა რა შუაშია? ცოტა აზრზე მოდით და ლაპარაკი ისწავლეთ
lexsen
Georgian-ს კი ბატონო, რატი ჯიგარია მაგრამ ჩამორჩენილი თავი გაბია, გამომივიდა აქ ყოვლის მცოდნე. უბრალოდ ეგ ნიუსი მართლა არ წამიკითხავს.
დიმა
რამხელა ხელფასზე და კარიერაზე თქვა უარი, რომ თსუს დახმარებოდა. აი ქართველობა
დიმა
რამხელა ხელფასზე და კარიერაზე თქვა უარი, რომ თსუს დახმარებოდა. აი ქართველობა
Nika
ბრავო რატი! ძაან მარი თამაში დადო ანდრონიკაშვილმა, კარიერ ბესტი!
Giga
კარგი თამაში იყო. ყოჩაღ თსუს რომ ამხელა წინააღმდეგობა გაუწია ბუნდესლიგის გუნდს, ეგ კი არა კინაღამ მოვუგეთ.
Georgian
როგორ მოხვდა და ჩამორჩი მოვლენებს. ჩამოვიდა დროებით საქართველოში და ეხმარება ქართულ კლუბს ევროტურნირებზე. რატი ჯიგარი ხარ, წარმატებები!
lexsen
მე ეს ესპანეთში მგონია და აქ როგორ მოხვდა?
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ vs "გიოტინგენი" | ფიბა-ევროპის თასის მორიგი მატჩი თბილისში
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა