სულ რაღაც 5 დღე დარჩა ქართული რაგბისთვის მორიგ ისტორიულ თარიღამდე. საქართველოს 150-წლიანი ისტორიის მქონე ინგლისური გრანდი "გლოსთერი" ეწვევა და 9 დეკემბერს, ჩვენი დროით 17 საათზე, "მიხეილ მესხზე" "შავი ლომის" წინაშე წარდგება. დიდი თამაშის კვირა დაიწყო!

ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ (EPCR) ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზაფხულში მიიღო, რაც სანაკრებო ფრენჩაიზ "შავ ლომს" მინიმუმ ოთხი უმაღლესი, ტიერ1 დონის შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას მისცემს.

9 დეკემბერს, "გლოსთერის" მასპინძლობის შემდეგ, ჩვენი გუნდი უელსში გაემგზავრება, სადაც 17 დეკემბერს "სკარლეტს" შეხვდება; 13 იანვარს საფრანგეთში "კასტრს" ესტუმრება, ხოლო 20-ში "მიხეილ მესხზე" "კლერმონს" დაუხვდება.

"შავი ლომის" პირველი მეტოქე "გლოსთერი" ჩელენჯ თასის ორგზის გამარჯვებულია (2006, 2015), ორჯერ კი ფინალში დამარცხდა (2017, 2018). მან ინგლისის პრემიერშიფში 4-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი. "გლოსთერში" 2,5-წლიანი სეზონი გაატარა "ბორჯღალოსანმა" გიორგი კვესელაძემ, რომელიც ზაფხულში საქართველოში დაბრუნდა, "შავ ლომს" შეუერთდა და შაბათს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

უელსური ფრენჩაიზი "სკარლეტსი" 2003 წელს შეიქმნა და ორჯერ, 2004 და 2017 წლებში იყო კელტების ლიგის და პრო 14-ის (ამჟამად დამოუკიდებელი რაგბის ჩემპიონატი) ჩემპიონი.

117 წლის "კასტრი" 5-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი (1949, 1950, 1993, 2013, 2018), სამჯერ მეორე ადგილს დასჯერდა (1995, 2014, 2022), ჩელენჯ თასის ფინალში კი ორჯერ დამარცხა (1997, 2000).

"კლერმონი" 112 წლის წინ დაარსდა და "შავი ლომის" მეტოქეებიდან ყველაზე ტიტულოვანია. ის 3-ჯერ ფლობდა ჩელენჯ თასს (1999, 2007, 2019), ორჯერ კი ტოპ 14-ის ჩემპიონი გახდა (2010, 2017). "ვულკანებს" ყველაზე მეტი ფინალი აქვთ წაგებული – 12 საფრანგეთის ჩემპიონატში, 3 ჩემპიონთა თასზე და ერთიც ჩელენჯ თასზე.

2021 წელს დაარსებულმა "შავმა ლომმა", რომელიც ევროპის სუპერთასის ორგზის მფლობელია და ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს, "გლოსთერთან" მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო.

Investec ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ თასი

1995 წელს, რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, დღის წესრიგში ევროპის საერთაშორისო საკლუბო ტურნირების გამართვის საკითხი დადგა. შეიქმნა შპს ევროპის სარაგბო თასი, რომელსაც მაშინდელი ხუთი ერის კომიტეტი მართავდა და 1995/96 წლებში ჰეინეკენის თასის პირველი ტურნირი გაიმართა, მომდევნო სეზონში კი მას ჩელენჯ თასიც დაემატა.

2012 წელს ინგლისურმა და ფრანგულმა კლუბებმა ევროპის სარაგბო თასის ორგანიზატორებს აცნობეს, რომ მისი შემადგენლობიდან გადიოდნენ. სიტუაციის დასარეგულირებლად 2014 წელს ჩამოყალიბდა ევროპის პროფესიული კლუბების რაგბი, რომელმაც ჰეინეკენის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის გამართვა საკუთარ თავზე აიღო. ორგანიზაციამ ბინა შვეიცარიაში, ლოზანაში დაიდო.

თავდაპირველად ტურნირებში მხოლოდ ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნების კლუბები მონაწილეობდნენ, გასული სეზონიდან კი მასში სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზებიც ჩაერთვნენ.

2023/2024 წლების Investec ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის გათამაშებები 8 დეკემბერს იწყება. ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი 4 თამაშს გამართავს – ორს შინ და ორსაც სტუმრად, რის შემდეგაც ოთხსაფეხურიანი პლეი-ოფები დაიწყება. ფინალური შეხვედრები (ორივე ტურნირის) 2024 წლის მაისში ლონდონში, "ტოტენჰემ ჰოთსფურის" სტადიონზე გაიმართება.

ჩემპიონთა თასზე 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებული. თითოეული ჯგუფის მოწინავე ოთხეული პლეი-ოფში გადის, მეხუთეადგილოსნები კი ჩელენჯ თასზე გადაინაცვლებენ.

ჩელენჯ თასზე 18 გუნდი სამ 6-გუნდიან ჯგუფშია განაწილებული და 4-4 საუკეთესო თასისთვის აგრძელებს ბრძოლას. ჩელენჯ თასის გამარჯვებული მომავალ სეზონში ჰეინეკენის ჩემპიონთა თასის საგზურს მიიღებს. "შავი ლომისთვის" ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ჩემპიონთა თასზე მოსახვედრად.

ტურნირების არსებობის განმავლობაში ჩემპიონთა თასი ყველაზე ბევრჯერ ფრანგულმა კლუბებმა მოიგეს (11), მეორე ადგილზე ინგლისური გუნდები არიან (10), მესამეზე კი - ირლანდიური (7). თასი 5-ჯერ მოიგო ფრანგულმა "ტულუზმა", 4-ჯერ ირლანდიურმა "ლენსთერმა", 3-3-ჯერ კი "სარასენსმა" (ინგლისი) და "ტულონმა" (საფრანგეთი).

2022/2023 წლების სეზონის ფინალში, "ავივა სთედიუმზე" ფრანგულმა "ლა როშელმა" "ლენსთერი" 27:26 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი. ფინალურ შეხვედრას 51 711 მაყურებელი დაესწრო.

ჩელენჯ თასი 12-12-ჯერ აქვთ მოგებული ფრანგულ და ინგლისურ გუნდებს, 2-ჯერ უელსელებს და ერთხელ ირლანდიელებს. თასის მფლობელები ყველაზე მეტჯერ გახდნენ ფრანგული "კლერმონი" და ინგლისური "ჰარლიქუინსი". 2022/2023 წლების სეზონის ფინალში ბექა გიგაშვილის "ტულონმა" შოტლანდიური "გლაზგო" 43:19 დაამარცხა.

გასულ სეზონში EPCR-ის აუდიტორიამ ჯამში 71 მილიონი გულშემატკივარი შეადგინა, რომლის დიდი წილი საფრანგეთზე მოდის.

Rugby.ge

გენო
რაც ფეხბურთში "არსენალი" ან "ჩელსია" იგივეა "გლოსტერი" რაგბიში. ამ თამაშზე როგორ არ უნდა წახვიდე თუ სპორტი გიყვარს ადამიანს.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
სუპერთასი | ჯერ "იბერიანსი", შემდეგ "გლოსთერი"
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის