ინგლისური "გლოსტერი", რომელიც ჩელენჯ თასის სადებიუტო, ისტორიულ მატჩში "შავ ლომს" "მიხეილ მესხზე" 9 დეკემბერს დაუპირისპირდება, უკვე თბილისშია!

"გლოსტერი’"150 წლის ისტორიის მქონე კლუბია. ის 1873 წელს ქალაქ გლოსტერში დაარსდა, 1891 წელს კი 4 ათას ფუნტ სტერლინგად მიწის ნაკვეთი შეიძინა კინგსჰოლმში, სადაც საშინაო შეხვედრებს დღემდე მართავს. სტადიონი 16 ათას მაყურებელს იტევს და 2015 წელს მან მსოფლიო თასის ოთხ შეხვედრას უმასპინძლა, მათ შორის, ორს "ბორჯღალოსნების" მონაწილეობით – ტონგასთან და არგენტინასთან. საქართველომ იმავე წელს "კინგსჰოლმ სთედიუმზე" გამართა გასახურებელი თამაში იაპონიასთან.

"გლოსტერი" პროფესიულ რელსებზე 1997 წლიდან გადავიდა. არსებობის ისტორიაში მან 5-ჯერ მოიგო ანგლო-უელსის თასი (1972, 1978, 1982, 2003, 2011) და ინგლისის პრემიერშიფში 4-ჯერ დაიკავა მეორე ადგილი (1989, 1990, 2003, 2007). ის პირველივე წლიდან თამაშობს ევროპის საკლუბო ტურნირებში (ჩემპიონთა და ჩელენჯ თასი) და ორჯერ გახდა ჩელენჯ თასის მფლობელი (2006 და 2015), ორჯერ კი ფინალში დამარცხდა (2017 და 2018).

ამ კლუბში მოთამაშე მორაგბეებიდან 2023 წლის მსოფლიო თასზე ინგლისის ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ჯონი მეი, უელსის ლუის რის-ზამიტი, ფიჯის ალბერტ ტუისუე, შოტლანდიის კრის ჰარისი, იტალიის სტეფან ვერნი და არგენტინის მატიას ალემანო, სანტიაგო კარერასი და მეიკო ვივასი.

2,5 წლის განმავლობაში თამაშობდა "გლოსტერში" "ბორჯღალოსანთა" ცენტრი გიორგი კვესელაძე, რომელმაც ინგლისური კლუბი ზაფხულში დატოვა, "შავ ლომს" შეუერთდა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯორჯ სკივინგტონმა თბილისში 27 მორაგბე ჩამოიყვანა. მან გუნდის ვარსკვლავების უმრავლესობას დასვენების შესაძლებლობა მისცა. თბილისშია და სავარაუდოდ, "მიხეილ მესხზე" ვიხილავთ 33 წლის ჯონი მეის, რომელსაც ინგლისის კვართით 78 კეპი და 185 ქულა აქვს მოხვეჭილი.

„ჩვენი მოთამაშეების დიდმა ნაწილმა ამ სეზონზე უკვე ბევრი ითამაშა, წინ კი კიდევ 21 შეხვედრაა. ამიტომ, გარკვეულ ეტაპზე დასვენება ყველას დაჭირდება. მათ პოზიციაზე გვყავს მოთამაშეები, რომლებთაც საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სწყურიათ“ – ამბობს სკივინგტონი.

ინგლისის პრემიერშიფის მიმდინარე სეზონში "გლოსტერმა" 8-იდან მხოლოდ ორი თამაში მოიგო და 12 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და ჯერ პრემიერშიფის თასზე მიჯრით ხუთი თამაში მოიგო, მერე კი ჩემპიონატის სტარტზე "ჰარლიქუინსს" და "ნიუკასლს" სძლია, რის შემდეგაც ზედიზედ ექვსი შეხვედრა დათმო. თბილისში წამოსვლამდე "გლოსტერს" ბოლო მატჩი 2 დეკემბერს "ბრისტოლთან’"ჰქონდა და 26:51 დამარცხდა.

Rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
შეცდომები და ბარტონის 5 საჯარიმო - "შავი ლომი" "გლოსტერთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | დებიუტისთვის 23 შეირჩა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ღია ვარჯიში ისტორიული თამაშის წინ
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის