რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში "შავმა ლომმა" "თელ ავივ ჰითი" 27:17 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა.

ქართულმა გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმი "შავი ლომის" გამარჯვებით, 24:7 დასრულდა.

მეორე ტაიმში "ჰითი" გააქტიურდა და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცა, საბედნიეროდ, ეს მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ წელს ამავე ტურნირის ფინალში "თელ-ავივ ჰითი" ანგარიშით 29:17 დაამარცხა.

ფოტო: ირაკლი ტყემალაძე

სოსო
ქორო,ჩემი ნება რომ იყოს,იმ კვართებს,არც არასდროს გავახდევინებდი.რატომ შეცვალეს,არ მესმის.ყველას ძალიან მოსწონდა. რეზო,ლევან სანიკიძის ნიჭი მომცა და ამ ბიჭებზე,რომანსაც სიამოვნებით დავწერდი.იმსახურებენ!
ქორ-პარიკმახერი
სოსო ,,ლაიქი" არც ახლა და მენანება, მარა ქართულ შინდისფერ კვართსაც რომ დააბრუნებდე ეროვნულ გუნდში უფრო კარგი ბიჭი იქნები
კომენტარს ვუპასუხებ
რომ ნაკლებად რთული იყოს რებრენდინგი და რაღაცეების შეცვლა არ გახდეს საჭირო, არ შეიძლება რომ ,,იბერიელი ლომები" ,,იბერიან ლაიონს" დაერქვას? ვინ ეკითხებათ იმ ესპანელებს? თანაც ამ შემთხვევაში არ იქნება საჭირო ფერების და ატრიბუტიკის შეცვლა.
Bs
რა ვიცი იგივე ესპანეთში ატლეტიკო და ატლეტიკი თუ არის, იქ იბერიანსი და აქ იბერია რომ იყოს რა პრობლემაა ნეტავ? მაგათ ნამეტანი კვინტრიში ხომ არ მოსდით?
Rezo
კი მაგრამ 2 რატომ არ შეიძლებოდა? მთელ ესპანეთს რეალი ჰქვია და? ან სულაც დასავლეთ იბერია-ისინი, აღმოსავლეთი ჩვენ
Rezo
ლევან სანიკიძე ჩაგისახლდათ, ბატონო?))) ბრავო)
რატი
თქვენ გენაცვალეთ ჯიგარ გულში რა გამახარეთ ეს ინვალიდი კაცი ერთი თხოვნა მაქ თქვენ ლომები ისედაც ხართ რამე ქართული დაირქვით რომელშიც გაერთიანებული იქნება ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ..გენაცვალეთ თქვენ უძლიერესო ჯიშისანო
სოსო
უუჰ,თამაში კი არა,ნამდვილი ომი გამოვიდა.ისრაელი,სამხრეთი აფრიკა,წყნარი და ატლანტის ოკეანეების კუნძულების წარმომადგენლები,შავი ლომის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ყველაფერი იღონეს,მის დასამრცხებლად.არ გამოუვიდათ და იმედია,არც არასოდეს გამოუვათ.მორაგბეებზე აუგს ვერ ვიტყვი,მართლაც ვაჟკაცურად და ნამუსიანად იბრძოლეს,თუმცა ეს აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა და საქმეში მსაჯები ჩაერთვნენ.სწორედ მათ შესძლეს თამაშში გარდატეხის მოხდენა და ჰიტელებს,გამარჯვების იმედი მისცეს.როცა შეხედეს,რომ მხოლოდ ჯარიმებით,ლომებს ვერაფერს უხერხებდნენ,მსაჯმა,მტრის რიცხოვნობის შემცირებით სცადა სასურველი შედეგის მიღება და თუმცა სასურველ მიზანს ვერ მიაღწია,ანგარიშის შემცირების საშუალება კი მისცა და 13 კაცით დარჩენილ ჩვენს გუნდს,ნერვიულობა აიძულა.რა ვთქვა?ჩვენი ბიჭები უკვე შეეჩვივნენ,არაობიექტურ მსაჯობას,მაგრამ შეცდომებიც ბევრი იყო და არც ამაზე თვალის დახუჭვა ივარგებს.მეორე მხრივ,ვხედავ,რომ ბიჭები,მაღალ სიჩქარეებზე ტექნიკური მოქმედებების ათვისებას ცდილობენ და ამის გამო რისკავენ,თამაშის დროს.თუნდაც აკა ტაბუცაძე ავიღოთ,ის ადრე ბრწყინვალე იყო,შეტევების დაგვირგვინების დროს,ახლა კი,ის დაცვაშიც ძალიან საიმედოდ გამოიყურება და მისი შეცდომები,მაქსიმალურ სიჩქარეზე,კონტაქტების შემდეგ ბურთის არაზუსტად სამი ამოგდება გახდა.ამასაც თუ აითვისებს,საერთაშორისო დონეზე ვარსკვლავად იქცევა და რაკი ცდილობს,მგონი ეს საკმაოდ მალე მოხდება.პრობლემები გვრჩება დერეფანშიც,თუმცა პირდაპირ აუტიდან ინდივიდუალურად წაღებული და დადებული ლელოც,არ უნდა დაგვავიწყდეს.ეს მართლაც მოულოდნელი და ძალიან ლამაზი სვლა იყო,დიდებული შესრულებით.არა რა,მართლაც ძალიან მაგრად იბრძოლეს ბიჭებმა და ღირსეულად დაამთავრეს,ეს წელი.ნამდვილად იმსახურებდნენ,სავსე სტადიონს.ბიჭებმა,კაპიტნიდან დაწყებული და შეცვლებზე შემოსულებით დამთავრებული,ყველამ ყველაფერი გაიღო გამარჯვებისათვის და მიზანსაც მიაღწიეს.ვულოცავ გამარჯვებას და კიდევ უკეთეს თამაშს ვუსურვებ,მომავალში.რა თქმა უნდა ლევან მაისაშვილსაც ვულოცავ,მორიგ ტიტულს.ლომებს,იანვარშიც უწევთ თამაშები და სიმართლე გითხრათ,მერჩია,მის მწვრთნელად,კვლავ ლევანი მეხილა,მაგრამ მესმის,რომ ნაკრების მწვრთნელი,შავი ლომის მწვრთნელადაც უნდა მუშაობდეს და იმედი მაქვს,მის ხელში ლომები სვლას არ შეანელებენ.ახლად მოსულ მწვრთნელს,ძალიან ძნელი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი და მის წარმატებით გადაწყვეტას ვუსურვებ.ლევან მაისაშვილს,ამ გამარჯვების გამოც ვუხდი მადლობას,სხვა მრავალ წარმატებასთან ერთად და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ,სამომავლოდ.
Zviads
იბერია უნდოდათ ჩვენებს და ესპანელებმა ატეხეს ამბავი ჩვენ იბერიანსი გვყავსო, სხვა ვარიანტებზეც იყო მსჯელობა და ეს დარჩა საბოლოოდ, მერე შეიძლება შეიცვალოს სახელი არც ეგაა პრობლემა...
საბურთალო
ბრავო ბიჭები ბრავო ლევან..............................
გულშემატკივარი!
პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთი წარმატება ქართული რაგბისა, და არ შემეშინდაბა და პირდაპირ ვიტყვი ქართული გენისა. დიდი მადლობა მოთამაშეებს,მწვრთნელებს,გუნდის ხელმძღვანელობას,გულშემატკივრებს. ასეთი წარმატება სწორედ ერთობით მიიღწევა. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა ეს სახელი ცოტა შეუფერებელი მგონია ქართული გუნდისთვის. შავები და ლომები აფრიკაშია გავრცელებული,ჩვენ კი ქართველები ვართ და მგონი ჯობს რაიმე ქართული სახელი დავირქვათ რომელიც წარმოაჩენს საქართველოს ისტორიას,მის დიდებას,წარსულს და ასე შემდეგ.
კობა
ბრავო!!!... გილოცავთ ლომებო!!!... ღმერთმა წინსვლა და წარმატებები არ მოგიშალოთ!!!...
მიხეილი
ვინ არი მაისურაძე
Bs
მაგარია! გილოცავთ! მრავალ შობა ახალ წელს და მრავალი გამარჯვებები მომავალში!
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი - ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"შავი ლომი" | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით