ქართული რაგბის გულშემატკივარს განსაკუთრებული წელიწადი დაუდგა. აქამდე არასდროს ყოფილა, რომ უკვე იანვარში ქართულ გუნდებს უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებზე ეთამაშათ, 2024-ის პირველივე დღეებში კი ერთბაშად სამ უმნიშვნელოვანეს მატჩს ველოდებით: მოედანზე პირველი ჩვენი 7-კაცა გავა, რომელიც მსოფლიო რაგბის სერიის შესარჩევ, ჩელენჯერის ტურნირში ჩაერთვება, – პირველი ეტაპი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში 12-14 იანვარსაა ჩანიშნული. საქართველო "ა" ჯგუფში ჰონკონგის, პაპუა-ახალი გვინეისა და ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს, დაკავებული ადგილის მიხედვით კი პლეი-ოფში ჩაერთვება.

ჩელენჯერის პარალელურად, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ორი თამაში ელოდება "შავ ლომს". ევროპის უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირში ქართულ ფრენჩაიზს დებიუტი 8 დეკემბერს ჰქონდა, – „მიხეილ მესხზე“ 150-წლიანი ისტორიის ინგლისურ კლუბ "გლოსტერს" შეერკინა; მართალია, მხოლოდ ნუგეშ ქულას დასჯერდა (10:15), თუმცა ინგლისელებს ლელო არ დაადებინა; სამაგიეროდ, ზუსტად ერთ კვირაში თავად დადო ისტორიული გამარჯვება "სქარლეთთან" უელსში, შთამბეჭდავი ანგარიშით 23:7 და მსოფლიოს ყურადღებაც კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამავე ტურნირის მორიგი შეხვედრა 13 იანვარს საფრანგეთში გველის, – სადაც ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში "კასტრს" შევერკინებით. აღმავალ ტალღაზე მდგარი "შავი ლომისგან" ექსპერტებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ, მით უმეტეს, რომ 500-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი მიემგზავრება ჩვენი გუნდის გასამხნევებლად.

20 იანვარს სარაგბო ზეიმი თბილისში დაბრუნდება – „მიხეილ მესხზე“ კიდევ ერთ ფრანგულ გრანდს, "კლერმონს" ვმასპინძლობთ. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს უთუოდ არნახული სარაგბო დღესასწაული იქნება; სტადიონზე სათანადო განწყობისა და მუხტის შესაქმნელად, მატჩის წინ და მსვლელობისას გულშემატკივარს არაერთი სიურპრიზი დახვდება: კონცერტები, სადღესასწაულო ვაჭრობა, პრიზების გათამაშება.

საქართველოს რაგბის კავშირი მთელი წლის განმავლობაში დიდ სარაგბო დღესასწაულს ჰპირდება ყველას, ვისაც ქართულ რაგბიზე გული შესტკივა, – გამოცდილ გულშემატკივარსაც და მათაც, ვინც ახლა გადაწყვეტს ქართული რაგბის გვერდში დგომას. გილოცავთ ახალ 2024 წელს. ვიაროთ მუდამ გამარჯვებისკენ ქართულ რაგბისთან ერთად.

Rugby.ge

ზურა
ნამუსი რომ იყოს, ჩვენ უნდა გვეწროს ახლა ქულების გრაფაში 8 და პირველზე უნდა ვიყოთ!!! რატო არ სეიძლება ამ სპორტში უსამართლობის გაპროტესტება, ვერ გავიგე
alexandre
მადლობა,ბიჭებო,რომ გვახარებთ! წარმატებებს გისურვებთ 2024-ში! ნეტავ თქვენსავით ყველა ასე ატარებდეს საქართველოს დროშას!
გენო
სტადიონზე უნდა ვიაროთ ხალხმა
Mamuka09ze
Mixaria! Win, saqartvelo. Chven brzolasi vart bednierebi!!!
სოსო
სულ გამარჯვებებს ვუსურვებ,ჩვენ ბიჭებს.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
7-კაცა | საფრანგეთს მეორედ ვეღარ ვაჯობეთ
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
7-კაცა | სამი წლის შემდეგ - პორტუგალია და საფრანგეთი დამარცხებულია!
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში