"უოტფორდი" თავისი საიტით იტყობინება, რომ მათ გუნდში იჯარის წესით მოთამაშე საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა.

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. ინგლისური კლუბი არ აზუსტებს დეტალებს, მაგრამ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის ტრანსფერი 2.5 მილიონი ევრო დაუჯდათ და მისი ახალი ხელშეკრულება სამსეზონიანია.

ჩაკვეტაძემ კომენტარი გააკეთა: "კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ყველაფერს მივეჩვიე - თანაგუნდელებს, პერსონალს და შესანიშნავ გულშემატკივრებს. გახარებული ვარ იმის გამო, რომ "უოტფორდის" ფეხბურთელი გავხდი. აქ ყველაფერი მომწონს, საქმისადმი მიდგომა და მაღალი პროფესიონალიზმი. შთამბეჭდავი გარემოა და ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ.

ქვეყნის გამოცვლა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ყველაფერს სწრაფად შევეგუე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. წინ ბევრი გამოცდა გველის, რომლებსაც ერთად გადავლახავთ. რა თქმა უნდა, მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა. ეს ყველას გვინდა - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ქომაგებს.

მოედანზე მუდამ გამარჯვებისთვის გავდივარ. მოხარული ვარ, რომ "უოტფორდსაც" იგივე მენტალიტეტი გააჩნია. ყოველთვის დადებითი შედეგის მიღწევას ვცდილობთ, ნებისმიერი სხვა შედეგი ჩვენთვის მიუღებელია. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მაქსიმალური მოთხოვნები წაუყენო, შემდეგ კი მათ შესასრულებლად თავი არ დაზოგო და კარგად ითამაშო.

მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და აღიარებისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც ვგრძნობ. პირველივე მატჩისას მათგან დიდი სიყვარული ვიგრძენი და მიხარია, რომ ეს სიყვარული სულ უფრო და უფრო იზრდება და მეტ სიმშვიდესა და თავდაჯერებას მძენს. მსურს, ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმოთ და შესანიშნავი მოგონება დავტოვო. მაგარი ფანები გვყავს, ყოველთვის გვქომაგობენ და ერთი დიდი ოჯახი ვართ. თუ წარმატების მიღწევა გინდა, ასეთი გარემოცვა უმნიშვნელოვანესია".

თენგო
ჩაკვეს ვულოცავ! ერთ რჩევას მოგცემ ყველა დარტყმა კარში მეკარეს დაუმიზნე არ ვხუმრობ
ვაჟა
არ გინდათ გორი?
გენა
კი. ფელამუში და ზღმარტლი თუ უშველის
რაბუ
იშვიათია ჩაკვესნაირი ელეგენტური ფეხბურთელი და დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე.
გიზოგ
უფალს ვთხოვ ასრულდეს თქვენი სიტყვები. გიორგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია საქართველოს ისტორიაში. სულ ახალგაზრდა კაცმა ცალი ფეხით მოიგო ერთა ტურნირი. და რაც მთავარია იმ უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართულ ფეხბურთს და მისი ქომაგს იმედი დაუბრუნა. მისი გამარჯვების მომტანი გოლები სულ მახსოვს და ველოდები მათ გამეორებას ლუქსემბურგთან და ბერძნებთან. გილოცავ გიორგი ახალ რეალობაში შესვლას. სულ წინ გევლოს.
7898
კი არ გამოსყიდა არამედ გამოიხსნა
ვაჟა მასწავლებელი
ჩაკვეს და მის ოჯახს, ქართველ ფეხბურთის გულშემატკივრებს, ყველას ვულოცავ და გილოცავთ ამ - დიდი ხნით დაგვიანებულ ამბავს! გაიხარეთ და გავიხაროთ ერთად! გიო, როცა საქართველოში იქნები, ძველი სპორტული გამოცდილებით გირჩევ: არტალას, ხაშს, ღორის ჩლიქების მუჟუჟს, "ხალადეცს"(ღორი, საქონელი, თევზი - სულერთია) ფელამუშსა და კომშის, ქლიავის ჯემებს მიეძალე - ყველა ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ ჟელეს და კარგია სახსრებისა და მყესების გასაძლიერებლად, ასევე ორგანიზმის ტოქსინებისგან გასასუფთავებლად!
ვაჟა მასწავლებელი
ვაჟა რეებს მიაც-მოაცვამ? - ჩემი სეხნია რომ ხარ მით უმეტეს მეწყინა ასეთი კომენტარი! ჩაკვე-დან იწყება ქართველ იმედისმომცემ ფეხბურთელთა ახალი თაობის ათვლა.
გია_544
ეს ბიჭი სეზონის ბოლოს "სიტის" და "იუნაიტედის" რადარებზე გამოჩნდება... მომავალ სეზონს მანჩესტერში დაიწყებს!!!
სოსო
უოტფორდი შესაძლოა ვერც გადავიდეს,ძალიან სუსტი დაცვა ჰყავს,მაგრამ ჩაკვეს აუცილებლად მოუწევს,იქ თამაში.
ვაჟა
მიზანი გორის დილაში ჩამოსვლაა
ირაკლი
კარგია რომ ამ დებილურ გუნდს მოშორდა. წარმატებები!
dato
წარმატებები ჩაკვე
boko
მაგარი სასიხარულო ამბავია მიაცეკიგიო
akaki
აბა შენ იცი ჩვენო იმედო,მუდამ წინ გევლოს, წარმატებები
თენგაბი
სასიხარულო ინფორმაციაა. სულ წინ გევლოს გიორგი!
kesha
შენ გენაცვალე ჩაკვე, აბა შენ იცი მალე პრემიერლიგაში გნახავთ ეგ გარდაუვალია, ამ გუნდით თუ არა შენ ისეთ ხარისხს აჩვენებ უეჭველი პრემიერლიგის გუნდში ხარ.წარმატებებიიიიიი!!!!!
მწვრთნელი
გილოცავ გიო! მაგარი ამბავია! აბა შენ იცი! ყოჩღად იყავი მანდ!
მოსეხინელი
ნუ გეშინიათ პრემილიგა და ჩემპიონშიპი ფიზიკური მომზადები დიდდათ არ განსხვადება ნახეთ თასის თამაშები როგორ თანბრად ეთამაშებიან ჩემოიონშიოის გუნდები ტემპს ვგულისხმობ მაგიტომაა ინგლის ჩემოიონატები უმაღლესი დინე.
zura222
ამ დღეს ველოდი მოვესწარ ! ეხლა დადგეს ის ბოსელი გენტი და ყლაპოს ბუზები DD
გოგა
რუსეთი არ არის ორმო?
Desuza
ბელგიას რაააააააა??????
გიორგი
გიორგი ძალიან გვჯერა, რომ შენ გახდები იმ ჩაკვეტაძეზე უკეთესი, რომელმაც ნაკრები თავისი მხრებით ატარა. ჩემი დაკვირვებით, უკრაინა და ბელგია, ქართველი ფეხბურთელების ორმოა, ერთეულები გადაახტნენ.
გიორგი
ძალიან კარგი ამბავია! როდესაც პრემიერ ლიგისთვის მებრძოლი გუნდი ინვესტიციას აკეთებს ასეთ ტრავმა გადატატანილ ფეხბურთელში, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები უკანაა მოტოვებული და მოლოდინები ოპტიმისტურია. მომავალ სეზონში, უოტფორდთან ერთად თუ მის გარეშე ,გიიორგი პრემიერლიგაში ითამაშებს!
სიმართლე
50%ეკუთვნოდა წესით დინამოს შემდეგი ტრანსფერიდან...
suxumchanin
ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და თუ იმუშავებს თავთან მიზანსაც მიაღწევს. გიო წარმატებები და ჩვენი გულშემატკივრების გახარება!!!
სოსო
მანდ რომ გადავიდა,ძალიან მეშინოდა,ფიზიკური ორთაბრძოლებით გაჯერებულ ინგლისურ ფეხბურთს ვერ გაუძლებს და ტრავმა არ გაუმეოროსო,მაგრამ უოტფორდის მწვრთნელებმა,თანდათანობით მოამზადეს დატვირთვებისათვის და ადაპტაციამ,შესანიშნავად ჩაიარა.სეზონის ბოლოსათვის,ის უკვე პრემიერ ლიგის დატვირთვებიასთვისაც მზად იქნება,ტექნიკური უნარები კი,19 წლისასაც შესანიშნავი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ,არც იქ გაუჭირდება.ერთადერთი შიში მაქვს,გიოს ტრავმას,მორჩენის შემდეგ,განსაკუთრებული გაფრთხილება და ყოველი თამაშის.თუ ვარჯიშის წინ,სპეციალური მომზადება სჭირდება.უაღრესად დატვირთულ პრემიერ ლიგაში(იქ აუცილებლად ითამაშებს),რამდენად გაუძლებს,მისი მყესები,თუნდაც საშობაო საგიჟეთის უგადატვირთულეს დღეებს.რა თქმა უნდა ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ.
David
წარმატებები!
zaza
ძალიან მიხარია რომ გიორგიმ თავი დააჰწია გენტს თან ისეთ ასაკში რომ არ იყო ეს წასვლა უკვე დაგვიანებული კიდევ ძალიან სასიხარულოა ის ფაქტიც რომ ისეთ გუნდში წავიდა რომელსაც აქვს პოტენციალი და პერსპექტივა ამ სეზონში თუ ვერ შემდეგ სეზონში გადავიდეს პრემიერ ლიგაში. რაც მთავარია ამ გუნდში ჩაკვე უკვე ჩამოყალიბდა ძირითადის ფეხბურთელად რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია. წმვრთნელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ დაინახა ამ ფეხბურთელის პოტენციალი ჯერ ავარჯიშეს მოამზადეს შეაჩვიეს გარემოს ფიზიკურად გააძლიერეს და ფსიქოლოგიურად დაეხმარნენ შემდეგ კი ჩასვეს ძირითადში და ბოლოს საერთოდ იყიდეს და გაუფორმეს კონტრაქტი ყველაფერი ძალიან კარგად დალაგდა. ვოტფორდი გრანდი ან ტოპ გუნდი არაა მაგრამ ეს არის გუნდი რომელიც თამაშობს ხშირად პრემიერ ლიგაში და ჩემპიონშიპშიც მუდმივად იბრძვის პრემიერ ლიგის საგზურისთვის.
სიმართლე
როგორც მახსოვს დინამოდან რომ გადავიდა მომავალ ტრანსფერში წილი ჰქონდა, დინამოო არ მიიღებს ფულს ამ ტრანსფერიდან?
თემური
უოტფორდი ყოველმხრივ დაუკვირდა ჩაკვეს და ... დააფასა ის! გიორგისთვის ეს დიდი სტიმულის მომცემი იქნება! წარმატებები გიო!
grisha
ღმერთმა ქნას უოტფორდი გადავიდეს, მაგრამ თუ ვერ გადავლენ, ჩაკვე მაინც გადასულიყოს პრემიკერლიგის კლუბში
dato
ძალიან კარგი ტრანსფერია, გილოცავ ჩაკვე! უტფორდი წელს თუ არა მომავალ წელს აუცილებალად გადავა პრემიერლიგაში. ჩაკვეც კარგად შეეწყო და ძირიტადის ფეხბურთელი იქნება.
კვარაცხელია: მეგონა ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
[VIDEO] 2:7. "კვარას" გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ "ბაიერის" განადგურება
კვარაცხელია: მეგონა ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
[VIDEO] ხვიჩას გოლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში - პსჟ "ბაიერს" ანადგურებს
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია "ბაიერს" შეუტევს, მიქაუტაძე კი - "სიტის"
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ზარია სეზონის დასრულების შემდეგ "კაირატს" დატოვებს
შვედეთის ჩემპიონი სოფლის გუნდი გახდა, სადაც 1500 ადამიანი ცხოვრობს
"კვარაცხელია გამონაკლისს წარმოადგენს" - RMC Sport-ი ვარაუდობს, რომელ პოზიციაზე ითამაშებს დღეს ხვიჩა
"მიქაუტაძესთან დაკავშირებით საშიშროება არსებობდა" - "სიტისთან" მატჩამდე მარსელინომ ქართველზე ისაუბრა
ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
დღეს - კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე "სიტის" დასამწუხრებლად
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება
"მოგვატყუეს, აგენტს და ამ ადამიანს ჩაკვეტაძეზე დიდი გავლენა აქვს და "უოტფორდში" გადასვლა აიძულეს" - ვაისი ქართველის გამოსყიდვაზე
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში - "უოტფორდი" მე-17 ადგილზე დაქვეითდა
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე? - ინგლისური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს