<p>უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.</p><p>"გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.</p><p>კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ყველასთვის მისაღები არ იყოს...</p><p>დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.</p><p>ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე", - განაცხადა სანიოლმა.</p><p>შეგახსენებთ, ფინალში, რომელიც 26 მარტს თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს ათენში გაირკვევა, სადაც საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს.</p><p><p><p><p><br></p>
ქომაგი
შენს გონებრივ შესაძლებლობაზე უნდა დაფიქრდე ნამდვილად :) სანიოლის შესაძლებლობა რომ უკეთესია და შენნაირები არ უნდა ჩერჩეტებდნენ,მის პოზიციასაც ეტყობა და 26 მარტის საღამოსაც. იმედია აფანატებ უკვე სანიოლზე , ჰაჰაჰა!!!
Jaba
ანუ შენი აზრით სანიოლმა უნდა ასწავლოს როგორ აღიდგინონ ფორმა ? მაგისთვის არსებობენ ფიზ.მომზადების მწვრთნელები და რეაბილიტოლოგები, ვინც საბედნიეროდ გვყვავს გუნდში და აი ეგენი ზრუნავენ მათ ფორმის აღდგენაზე, რასაც მერე ვილიც უყურებს, აი იმ მონაცემებით გულზე რომ აქვთ დამაგრებული ვარჯიშის დროს და კომპიუტერში ისახება, თან მოახსენებ კიდეც. ასე რომ არაფერი უთქვამს საოცარი.
JABA
მასე ესპანეთმა ჩვენც გაგვიტანა 7 გოლი აქ და ეგეც არ ჩავთვალოთ ? თუ ის ესპანეთი ყო და რამით ცამოუვარდება პორტუგალიას. მოკლედ მოსაგები მოვიგეთ და იმედი ვიქონიოთ საბერძნეთის ძლიერ ნაკრებთანაც ჩვენსკენ იქნება იღბალი. წარმატება მისურვებია საქართველოს ნაკრებისთვის და შენთვისაც მეგობარო.
სოსო
რა ვქნათ ბატონო ლევან,ჩვენი რესურსი ეს არის და აგერ ფუტზალში დავიმატეთ ბრაზილიელები,მაგრამ წაგებები ჩაგვითვალეს,თქვენთვის არ შეიძლებაო.
pablo
გელ-100 - მეგობარო, დაითვალისწინე ის გარემოება, რომ საერთო სოციალურ სივრცეში ხარ, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, რომელიც ვერ იქნება ყველასთვის მისაღები და მოსაწონი, მათ შორის ვერც შენთვის. შესაძლოა აქამდე არავის უთქვამს, თუმცა იცოდე, რომ კრიტიკა ან საკუთარი აზრის დაფიქსირება ბოღმით კი არა, ხანდახან უკეთესის სურვილითაა განპირობებული - ეს ერთი, მეორე - ბევრი შეურაწყოფა მოვისმინე და არ ვაპირებ უზრდელობაზე უზრდელობით გიპასუხო, უბრალოდ გაითვალისწინე, რომ ადამიანისთვის შეურაწყოფის მიყენება, თანაც უმიზეზოდ და მითუმეტეს ინკოგნიტო რეჟიმში, სუმ მცირე არაა კაცური საქციელი, ამაზეც დაფიქრდი, სანამ ქართველობაზე და პატრიტულ სულისკვეთებაზე დაწერდე ძვირებს.
დ
აგერ ვარ, ვინც კვირკველიას ვაგინებდი, რა ვქნა, როგორც თამაშობდა, ისე ვაფასებდი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ვცდებოდი. უბრალოდ იმდენად დიდ ხანს ვერ აღიდგინა ფორმა, რომ ვიფიქრე, აწი ამისგან რა გამოვა მეთქი, ძველ კვირკველიას ვერასოდეს ვერ ვიხილავ მეთქი. ამ თამაშში რა ვიცი, ან ფეხით როგორი დიაგონალები აკეთა, თან რამდენი. ორთაბრძოლებში უკომპრომისო იყო, თვალებს არ ვუჯერებდი, ფეხით თამაში საერთოდ დაავიწყდა მეგონა. მოკლედ თუ საბა ისევ ისეთი გახდება, როცა ლესტერში გადასვლასთან ახლოს იყო, ეს ბედნიერება იქნება მთელი საქართველოს ნაკრებისთვის. რა ვიცი კაცო, ეს ფეხბურთი უკვე ფსიქოლოგების სპორტი გახდა, რამდენს ნიშნავს ნდობა მწვრთნელისგან.
ჯიმა
კარგი თუ ძმახარ ისეთი ბანძები არიან დაცვაში ძლიერი გუნდი რო შეგვიტევს შენი ნახსენები ფეხბურთელები ნაქურჩელის კოშკივით იბნევიან. მოკლეთ საზანოვი ლოჩოშვილი ბევრად მაგარია. ახალგაზრდებს მისცენ ასპარეზი. იმიტომ რომ ღირსები არიან.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
ეს რა თქვა? სანიოლი: "დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ"... დააკვირდები თუ ასწავლი ძალები სწრაფად როგორ აღიდგინონ? ან ვინც იცის იმას ასწავლებინე მაინც!
barca
ვინაა ჩარჩენილი მართლა ეტყობა, თურმე პორტუგალიამ ორ მატჩი 15 გოლი რომ გაუტანა ლუქსემბურგს ეგ არ უნდა ჩავთვალოთ, ლიხტენშტეინები და ისლანდიები და ბოსნია ჰერცოგოვინების მატჩები უნდა ვითვალოთ. გუნდი რომ 2 მატჩი 9-0 და 6-0 წააგებს, პრესტიჟის გოლსაც ვერ გაიტანს ეგ მეთევზეები კი არა უარესები არიან, მაგათთან მოგება გვიხარია. თქვენ თუ გგონიათ ამ თამაშით რამეს ვიზამთ საბერძნეთთან ღმერთმა ქნას, ნეტა ისე მოვიგოთ სანიოლის გაღმერთება დავიწყო, თუმცა მეეჭვება მე ეს, ამ კაცს არანირი გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს რომ სწორი ტაქტიკა შევთავაზოთ და თუ პირველი გოლი ბერძნებმა გაიტანეს მაშინ მაგ მობერებული დაცვით რომ გავიხსნებით ყაზახეთივით შეიძლება ამოგვტენონ და მერე ვიძახოთ ლუქსემბურგი. ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგე აბა რა გინდა ვაფშე სადმე, ევროპაზე კი არა.
semi
საზანოვი სერია ა ში თამაშობს 10-25 წუთამდე, 90 წუთი სათამაშოდ გამოიყვანოს პლეიოფში? მაშინ როდესაც კაშია და კვირკველია წლებია გვერდიგვერდ თამაშობენ და შეთამაშებულები არიან, მაინდამაინც პლეიოფში და ფინალში უნდა ჩაანაცვლოს საზანოვით? აზაროვი კიდე დაცვაში არი ნოლი, ისევე როგორც გოჩოლეიშვილი, ნაკრების წინა მარცხები ნახე სადაც ათამაშა სანიოლმა ათრიეს ორივე. განსაკუთრებით გოჩოლეიშვილი, რაც მიუთითებს რომ არიან განწყობის ფეხბურთელები და მათზე დაყრდნობა სარისკოა. კი ბატონო შეიძლება გაიბრწყინონ მაგრამ სტაბილურიბას უნდა მიაღწიონ იმისთვის რომ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდნენ. კაკაბაძე ბევრად კონცენტრირებულია და ნაკლებ შეცდომას უშვებს. რომელი ფეხბურთელი დააყენა უთამაშებელი?
სიმართლე
საზონოვი დააყენე ორივეს ჯობია თუ არადა ვერ გადარჩება თქვენი სასტავი ნამუსი იქონიეთ ბიჭო
JABA
რა მეთევზე და მებაღე ? მგონი ჩარჩენილი ხარ 90-იან წლებში. ამ გუნდმა ევრო შესარჩევში 17 ქულა აიღო და თუ პორტუგალიასთან გაშვებულ გოლებს არ ჩავთვლით, დანარჩენ 8 შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა. ცოტა გადახედეთ ახალ ინფორმაციას, უკეთესი იქნება.
ჯიმა
ვერ ვიგებ საზანოვს რა პონტში არ ენდობა. ლოჩოშვილი, საზანოვი, გოჩოლეიშვილი. მე მგონი ესენი უნდა დაიტვირთონ. აზაროვის არ გამოძახება იქნებოდა? ტიპები ბარსელონასთან ბრწყნავენ, საგოლე პასებს აკეთებენ და ეს კიდე უთამაშებელ ფეხბურთელებს აყენებს სასტავში.მოკლედ ხვთისწყალობის იმედადავართ ბერძნებთან. დ ი დ ე ბ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!
gel-100
სანიოლმა რაც არ უნდა გაიაზროს და რაც არ უნდა ,,შენთვის" სასურველი ტაქტიკა და შემადგენლობა დააყენოს მაინც გამოჩნდებიან შენისთანა ყველაფრით უკმაყოფილო ხალხი რომელიც იპოვის რაღაცას გასაკრიტიკებლად,,მოვიგეთ მნიშვნელოვანი თამაში შეირგე და გაიხარე როგორც გულშემატკივარმა,რა შენი საქმეა შემადგენლობაზე და ტაქტიკაზე ესეთი კრიტიკული ტონით საუბარი,,ნაკრებს ყავს სამწვრთნელო შტაბიც,მრჩეველიც და ლაფსუსებზე და შეცდომებზე დამკვირვებელიც,რომლებიც დაჯდებიან ფეხბურთელებთან ერთად და გაარჩევენ ყველაფერს,ასე რომ ამ ბოღმისგან გასიებულ ხალხს რომლებსაც არაფერი არ მოწონთ და ყველგან და ყველაფერში ნაკლს ეძებენ გირჩევთ ენა ჩაიგდოთ,ეგ სიბოროტე და ბოღმა დაგახრჩობთ თქვე სამი თითის კომბინაციებო,,,წარმატებები ჩვენს სამშობლოს და ყველას ვისაც გულწრფელად უხარია საქართველოს წინსვლა ყველა სფეროში,დრო მოვა თქვენნაირი მახინჯი სულის ადამიანები აღარ იარსებებთ
gela
ქვილიტაიას ნაკრებში რამდენი აქვს გატანილი ვინმემ დათვალა? ბავშვმაც იცის, რომ წვიმაში შორიდან უნდა ურტყა, იქნებ მეკარეს გაუვარდეს ბურთი, დამრტყმელი გვყვავდა? არაბიძეა ასეთი და არ იწვევენ, არ ევასებათ, მარტო სანიოილს კი არა, ნაკრების ,,პატრონებს," თორემ სანიოლს ვინ ჰკითხავს, იქ არიან სასტავი.
barca
ძაან სასიხარულოა რომ ლუქსემბურგი გავიარეთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს მწვრთნელს არანაირი ტაქტიკური განათლება არ აქვს, მაგის გადაწყვეტილებების იმედად დიდი ალბათობით განწირულები ვართ საბერძნეთთან, მთელი იღბალი, მსაჯები და საფეხბურთო ღმერთები თუ არ იქნებიან ჩვენსკენ. სანიოლზე სუსტი მწვრთნელი ალბათ ჩვენ ნაკრებს არ ყოლია. ფლანგზე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ვინც ხვიჩასთან ტანდემში შეიძლება პრობლემები შეუქმნას არ გამოიძახა(აზაროვი). ლობჟანიძე რომელიც ზურიკოზე კარგ ფორმაშია საერთოდ არ გამოიძახა(მიზეზი მე მგონი ამერიკა რომ შორსაა, მაგრამ საბერძნეთთან მატჩამდე ხომ მოასწრებდა დასვენებას). მოედნის ცენტრი ძაან აბდაუბდად იყო დალაგებული, უბრალოდ ვეთამაშებოდით მეთევზეებს და მღებავებს, მეორე ბუნდესლიგის დონის გუნდს და კლასის ხარჯზე მოვუგეთ. დაცვა ნუ კატასტროფაა, ერთი აჩქარება და ეგრევე გახვრეტილია ჩვენი დაცვა, რაღა დროს კვირკველიაა, ნუ კაშია კიდე შეიძლება ათამაშო. მოკლედ სამწუხაროდ გვყავს ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი და მეეჭვება საბერძნეთს ტაქტიკურად რამე შევთავაზოთ, ღმერთის და ხვიჩას იმედად თუ ვიქნებით სამწუხაროდ.
გორო
შენგელია გადასარევი იყო და გეთანხმები. მაგრამ აი, დაცვის ხაზი კატასტროფულად სუსტია.. თუმცა ვინ უნდა დააყენოს ამ კაშია-კაკაბაძე-კვირკველიას მაგივრად საკითხავი აი ეს არის. მოსაძებნია ფიზიკურად ძლიერი ბიჭები
ტოტო
ბრავო სანიოლ ბრავო!!!!!!!!
დიმო
კაცი ერთიერთზე გადიოდა,უკნიდან ჩაარტყეს, ბოლო იმედის ჯარიმა იყო და წითელი არ უნდა მიეცა? დაგვიანებით რა , ვარი ეგაა რომ გადაამოწმოს. როცა გაჩერდა თამაში მაშინ გადაამოწმა. როგორ ვართ ამ პოლიტიკით მოწამლული რა უბედურებაა, მაგარი მკიდია ეს ოცნებაც და ნაცებიც ორივე ( გირჩი მევასება), უბრალოდ ელემენტარული ფეხბურთის წესებია !
დიმო
კაშიამ ითამაშა უშეცდომოდ?
semi
სისულელეებს რომ წერდის ის გულშემატკივარი სად ხართ, კვირკველიას, კაკაბაძეს და და შენგელიას რა უნდა ნაკრებშიო, ჯაბა ათამაშეთ ჯაბაო. მშვენივრად ითამაშა ყველამ, ერთი ქოჩორაშვილი ვერ იყო ფორმაში და კიტე ძალიან დაწეული იყო თორემ მთლიანობაში თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს ბიჭებმა.
pablo
მიუხედავად ფინალში გასვლისა თამაშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთლად ჯანსაღად ვერ დაიგეგმა პროცესები. ცენტრში ისევ ჭირს მოძრაობა, სწრაფი გახსნა და ბურთის გაგორება,ამის გამო ისევ წინ ბურთის გადაგდებისა და ბრძოლის იმედზე ვართ მაშინ, როცა ზივზივაძის გარდა მოედნის მეორე ნახევარში ერთი ტანმაღალი კაცი არ გვიდგას. გარდა ამისა რჩებოდა უამრავი თავისუფალი სივრცე, რასაც ლუქსემბურგისგან განსხვავებით საბერძნეთის ნაკრები სხვანაირად ისარგებლებს. პრობლემები გამოიკვეთა და თანაც მწარედ დაცვაში, განაცხადს მიღმა საზონოვი და სასტაროს მიღმა გოჩოლეიშვილი, აზაროვის არ გამოძახება, საყრდენის პოზიციაზე კიტეიშვილის დაყენება, ნელ და ნაკლებად ღონიერ ქოჩორაშვილთან ტანდემში. ორი ფორვარდის ტაქტიკამაც აშკარად ვერ გაამართლა, მიქაუტეძეს მოპოვებული წითელი ბარათის გარდა მარგი ქმედების კოეფიციენტი წინ თამაშში ქონდა ნული, გარდა ამისა საერთოდ არ ეხმარებოდა უკან ნახევარდაცვას ცარიელი ზონების შევსებაში. ვერ მივხვდი ვერც ნელი და მოუქნელი შენგელიას ფლანგზე დაყენების შინაარსს, თანაც უკნიდან... გოჩოლეიშვილი, თუნდაც მარცხნიდან გაცილებით უკეთეს ვარიანტად მეჩვენება. გამძლეობა მაინც აქვს, თანაც წინ და უკან სწრაფად სირბილში შენგელიას ბევრად ჯობნის. საბერძნეთთან მაქსიმალურად მობილური, მოძრავი და მებრძოლი სასტარტო შემადგენლობა დაგვჭირდება, რომელსაც ჯახიც შეეძლება და ბურთის გაგორებაც. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლაფსუსების მთელი წყებაა და იმედია სანიოლი ფინალამდე გაიაზრებს მათ და გადაალაგებს რაღაცეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში განწირულები ვართ გარღვევისთვის.
Korsava
ლევან (იასონას უდარი) მაღლაკელიძე მიჰა ჰამოვიდა:)))))))))))))
ტოტტი
ევროპაზე გასვლა და იქ ახალგაზდებზე შანსის მიცემა აუცილებელია. კლუბში მთელი სეზონის კარგად თამაშს ევროპაზე სამი თამაშით უფრო უკეთესი შანსი გაუჩნდებათ ფეხბურთელებს უკეთესს გუნდებში გადასვლის მითუმეტეს ახალგაზდები მალე აღიდგენენ ძალებს და იმ სამ თამაშს იმ 9-10 დღეში ჩაატაებენ ფიზიკურად ნორმალურად მაგრამ ეს ფედერაციის ბოსები და სანიოლი ვერ ეშვება კანკავა კაშია კვირკველია ქვილითაია ლორიას
ლევან მაღლაკელიძე.
სტრანნი თამაში იყო. მხოლოდ გოლის შემდეგ დაურეკა ვარმა, დიდი დაგვიანებით, გოლი გაუუქმეს და კაცი გაუგდეს. ყვითელი მაინც მიეცათ. ეს თამაში რომ ვერ მოეგოთ, და ვერც მოვიგებდით, რომ არა წითელი, ოცნებას დედა აღარ ყავდა. ეხლა საბერძნეთთან წაგება , ისე არ იყვირებს.მე მსაჯების გვერდში დგომის უხილავი ხელი დავინახე,დანარჩენი თქვენ იფიქრეთ. დვალიშვილიც დაებრუნებია ნაკრებში. დაცვა არა გვყავს. კიდევ ერტი, ასეთი უხეში საქართველოს ნაკრები არ მახსენდება. და ბოლოს, ჩვენი გუნდი 4 დღეში ძალებს ვერ აღიდგენს. გოჩოლეიშვილს ათამაშებს ბერძნებთან. კვერკველია-კაშია თამაშობენ, მაგრამ მაგრად თოხლაობენ კიდეც, ნუ, ვერ და არ სეცვალეს ეს ბიჭები ფედერაციის საძმომ. ეგ კიარა ლორია აკერიათ პირზე, თან თურმე მამარდა მისგან დიდ გამოცდილებას მიიღებს. ქვილითაიას ფეხბურთი, ახალგაზრდობაში არ მახსოვს. გაგვხევს საბერძნეთი. ისედაც ამ ფედერაციით და სასტავით, რა გვესაქმება ევროპაზე? იქ რომ გაგვაბითურონ? 1 თამაშს იტამაშებ, კაი, როგორც დღეს, მოიკლავ თავს, მარა 3-4 დღეში ფეხზე ვეღარ დადგება ჩვენი დაბერებულ-დაჩაჩანაკებული საძმო. ვაი თქვენს პატრონს. კიდევ კარგი ჩაკვემ, ბუდუმ და კიტემ ტრამვები არ მიიღეს. შენი ქვეყანა რომ გიყვარს კაცს, ტორე, შემზარდა ფეხბურთის ყურება. აზაროვს კაცი არ გამოიზახებდა? ზამენებმა არ გაამართლა. ალბათ 6 მცველით ვითამაშებთ, ან 7-იტ. არაა ჩვენი საშველი. ან გველესიანს რას ერჩის, ერთხელ მაინ მიეცათ შანსი, საზონოვიც არაა ცუდი, თავითაც კარგია. 4-5 კაცით, შორს ვერ წახვალ. ბუდუ მეორე თამაშს გაქაჩავს ფიზიკურად? ბევრი იშრომა დღეს, სენგელიამაც. გაუწირდებათ აღდგენა
იასონას უდარი
საცოდაობაა,ყიფიანის ქვეყანაში გვიხარია ლუქსემბურგის დამარცხება,თან როგორ,მსაჯის დახმარებით. ნებისმიერი გამარჯვება სასიხარულოა,თუმცა ზედმეტებში გადასვლა არ იქნება კარგი. კი,მსაჯმა ნამდვილად გვიჯიგრა,ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი ბოლო იმედად ჩათვალა,თან ეპიზოდიდან 5 წუთის მერე,კაკაბაძემ სწრაფი შეტევა ჩაშალა და გაშლილი ფეხით ითამაშა,ეს პირდაპირ წითელია. თან ლუქსემბურგელის მუხლს ეტყობოდა "შიპის" კვალი. ამიტომ იმის თქმა რო უპრობლემოდ მოვიგეთ ან 60 წუთი თამაშს ვაკონტროლებდით არ იქნება სწორი. ლუქსემბურგია და მეტს ვერ მოსთხოვ,თუმცა მეორე ტაიმში საბრძოლოდ გამოვიდა და ორი მომენტი შექმნა,ორივე კარში წავიდა და ერთი გაიტანეს. ფაქტიურად,60 წუთზე დაასრულა მსაჯმა თამაში და ეს უნდა აღინიშნოს. არ გვეკუთვნოდა მოგება,თუმცა მოვიგეთ-კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნოდა და არ მოგვცეს თავის დროზე,ნატოში გაწევრიანებაც გვეკუთვნის,თუმცა არ გვიღებენ,უცნაურია სამყარო. რაც შეეხება საბერძნეთს,ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და მირჩევნია მჯეროდეს რო ყაზახეთი იყო სუსტი,ვიდრე საბერძნეთი ძლიერი. ლოგიკურად,საბერძნეთი არის ფავორიტი და ალბათ,გავა კიდეც,თუმცა ჩვენი შანსები გვექნება,რაც გამოსაყენებელია. ციმაკასის ფლანგის გამოყენება იქნებოდა კარგი,თუმცა ვინ გამოიყენებს მაგას? იმედია,კვარა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყებს და გამოიყენებს. რამდენადაც კარგია ციმაკასი შეტევაში,ძალიან სუსტია დაცვაში,ესე იყო გუშინაც და ესეა ლივერპულში(დამეჯერება,ლივერპულის ქომაგი ვარ და ვიცი). და კიდევ,რთულ გადაწყვეტილებაში რას გულისხმობს? ბუდუ უნდა გადასვას სკამზე და ჟორჟიკა უნდა იყოს ძირითადში? არ ვიცი რა,ეს კაცი არის მსოფლიოს მერვე საოცრება,ამოუხსნელი ტიპია,უფრო ამოუხნელი სიდებილე.
კიეზა
გამარჯვებულს არ სჯიანო..მაგრამ ეს ნამდვილაფ მზეა..საზონოვი და არაბიძე რომ ამოიჩემე შე ჩემისა რა კვირკველია ან კაშია ტიპები ვერ დარბიან..ახალო სისხლია საჭირო დაცვაში..საშუალო ევროპული გუნდი გუშინდელ თამაშში მინიმუმ 3 გოლს გაგვიტანდა..დაცვა ჩვენი ნაკრების აქილევსის ქუსლია..წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ყველა ქართველს
გუსანი
ზუსტად შენაირი აზროვნება ამუხრუჭებს ქვეყანას, იმიტომაც ვტრიალებთ ერთ ადგილზე....ცალმხრივად რომ იგებ ყველაფერს..., ბოღმა რა შუაშია, რეალობის აღქმა,შეცდომების გამოსწორება და ანალიზი არის საწინადრი განვითარების.... მეტი განათლება ერს...
grisha
მოკეტე და გვაცალე თამაში, ნუ პროფესორობ. გადაგვიწურა რა იმედი. აცალე რა, იქნებ რას შვებიან
მირო
გაგვიმართლა რამოდენიმეჯერ.ჯერ მამარდამ რომ მოიგერია,მერე ბურთი რომ არ ჩაუთვალეს და კაცი გაუგდეს,თორემ 1-1-ზე შეიძლებოდა დამატებითი დროც ყოფილიყო და მერე ვინ იცის რა იქნებოდა.დაცვაში ასეთ თამაშს საბერძნეთი არ გვაპატიებს,რომელმაც დღეს 5 ბურთი გაუტანა ყაზახეთს.
Qomagi
ყველაზე მეტი პოზიციურად რესურსი ჭირს დაცვაში, ვგულისხმობ ახალგაზრდა და სწრაფ დამცველებს!!! საზონოვის ამოღება როგორ შეიძლებოდ? ლუქსემბურგის იმ როდრიგესმა 2 ჯეერ ააჩქარა და ეგრევე ჩააცურა კვირკველია და კაშია. ნორვეგიასთან 19 წლის მუსაამ აცურავა კვირკველია და ეხლა ბერძნების ახლაგზარდა თავდასხმას კვირკველიას იმედად ვხვდებით? კაი რააა!!!
bejo
დაცვის ცენტრში გვიჭირს მარა ფლანგებზე აი ისე გვიჭირს ასე ბოლოს როდის გვიჭირდა არც მახსენდება ... შენგელია ძაან მაგარი ბიჭია უდიდეს პატივს ვცემ მატჩის შემდეგ ძაან ჭკვიანური კომენტარიც გააკეთა ... პროსტა აზაროვს როგორ ჯობია მარცხენა ფლანგზე სართოდ ვერ ვხვდები ... აზაროვი თუ ართმევაზე ვერ თამაშიბს მეურვეობს მაინც და არ შორდება მოწინააღმდეგის შემტევებს ... დღეს მარცხნიდან მინიმუმ 3 ჯერ ძაან უპრობლემოდ შემიგვიტიეს და ჩააწოდეს არავინ ხელს არ უშლიდა ... პროსტა დიდი პატივისცემის მიუხედავად დონე მართლა აკლდათ ლუქსემბურგელებს ... მანდ ბერძენი დაასვამს პირდაპირ თავზე თავდამსხმელს. მეორე სართულზე დიდი უპირატესობა აქვთ ... შენგელ ბოლომდე უნდა მოინდომო რა შენი ბრალია ფლანგის მცვალად რო გათამაშებს მარა საქართველოსთვის უნდა გაწირო თავი და მაქსიმუმი გააკეთო ...
გუსანი
შედეგმა გამახარა, თამაშის ხარისხმა არა, თუმცა მეტი არ შეგვიძლია, ნაკრების ბევრი ფეხბურთული ევროპის ჩემპიონატზე სათამაშო დონისგან შორსაა, მონდომებას და ჟინს ვერ დავუწუნებ, მაგრამ დონე დაბალი აქვთ. პირდაპირ დავწერ, ამ ნაკრებს სათამაშო კლასში წინსვლას მე ვერ ვატყობ და ვეჭვობ ეს სანიოლის ხელში შესაძლებელი იყოს, მაგრამ მთლად მას ვერ დავაბრალებ, იგივე კიტე ძალიან ბევრჯერ შეცდა, ბერძნები გაცილებით დონიანი გუნდია და ჩვენი უნიათი დაცვის იმედზე როგორი მოლოდინი უნდა გვქონდეს არ ვიცი... ვისაც მკაცრად მოგეჩვენეათ ერთი მაგალითის კმარა-მეტოქეს პრაქტიკულად ერთი გამტანი ყავდა როდრიგესის სახით და როცა იმავე კვარდატში მყოფი 3 მცველი პირდაღებული აცდის ბურთის მიღებას და დარტყმას სხვანაირად როგორ უნდა შეფასდეს? ჯაბას რა უნდა ნაკრებში? არაფერი პირადული მაგრამ ჩამშლელის გარდა მას სხვა უნარები არც თავის დროზე ქონდა, ახლა მაგაშიც მეეჭვება გამოდგეს. ბერძნებს გაცილებით ორგანიზებული,დისციპლინირებული ნაკრები ყავს, ბურთსაც უკეთ და გააზრებულულად ამოძრავებენ, ერთ პუნქტსაც ვერ ვხედავ რაში შეიძლება ვჯობდეთ, ხვიჩა? გაიტანს? მინიმუმ ერთით მეტს გაუშვებს ჩვენი შენელებული და დროდადრო ლეთარგიაში წასული დაცვა, არც პესიმისტი ვარ და არც სხვაზე ნაკლები პატრიოტი და გულშემატკივარი, მაგრამ რეალობის დანახვა შემიძლია, თუ მოვიგეთ სასწაული იქნება და შეიძლება თავბრუსხვევა და ეუფორია დამემართოს, რაც არ უნდა იყოს წინ საქართველო!
ბოღმიან ბო...ებს
რატომღაც აღარ სჩანს ათობით კომენტარები სტატიებზე, გამარჯვება არ იყო გეგმებში? აბა წაგვეგო, გაივსებოდა აქაურობა მ....ით, როგორი მომართული ხართ უარყოფითზე ხალხო
Gio
საერთო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, არც ისეთი კოლოსალური უპირატესობაა. არ არის საბერძნეთი ჩვენთვის დაუმარცხებელი გუნდი!
ლექსო
დაცვაა ჩვენი სუსტი წერტილი საზონოვი და გველესიანი ძირითადში
Master
იმედია არ იწვიმებს შემდეგ თამაშზე...ნებისმიერ შემთხვვაში ის თამაში ამაზე ორჯერ რთული იქნება...
giorgi 3
პირველი ტაიმის შემდეგ, საბერძნეთი ანადგურებს ყაზახებს 4:0! ძალიან გაგციჭირდება მათთან ფინალში. შესანიშნავი გუნდი ჰყავთ
მირო
ყველაფერი გაირკვა უკვე,საბერძნეთმა პირველი ტაიმი 4-0 მოიგო,რაც ძალიან ცუდია ჩვენთვის.
ABCABC
იმედია ყაზახეთია ფარჩაკი გუნდი თორე ბერძნები დაფრინავენ ამათთან მართლა რაღაც მოსახერხებელია, საზონოვინაუცილებლად უნდა იყოს, დასვენებული კვარა წაგვადგება იმედია ისევ არ იწვიმებს, კიტე ფორმაშია, სწრაფ გოლს თუ არ გავუშვებთ როვნი თამაში იქნება და თუ გავიტანთ კიდე ხო კაი. აპასნი გუნდი მოჩანს საბერძნეთი, კანკავა რაღაც ვერაა ფორმაში, ბუდუ იმენა ფინიშერია მაგრად დაიხვეწა გერმანიაში, ჩაკვეს და კვარას იმედი მაქ
სიმართლე.
გილოცავთ ყველას.დგევანდელ მოგებას.რა თქმა უნდა მძიმე თამაში იყო.ეხლა უყურებ საბერძნეთი -კაზახეთის თამაშს.და ბერძნებთან ამ თამაშით გაგვიჩირდება.დაცვაში.ძალიან ნელა მოძრაობენ.გომეს მიაგებინეს გაისწორა და შეგვიგდო!რისი თქმა მინდა.მინიმუმ 150% ტუ არ დავიხარჯეთ.ისევ გულ გატეხილები დავრჩებით...იმედია განალიზებს სანიოლი და უფრო აგრესიულ ფეხბურთ ათამაშებს შეტევაში.და დაცვას რამე უნდა მოუხერხოს.ესა ჩემი კომენტარი:)))იმედია 25 ვიზეიმებთ!!!
ვანჩოპე
სილკ უნივერსალზეა
c
https://liveball.uno/match/1143772
Რერო
ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია. კვარა დასვენებული შეხვდება ფინალს,ეხლა კი საჩვენოთ ბრუნავს ბედის ბორბალი.
Givi
საოცარია საზონოვი 90 წუთი არ არის მზად და შეცვლაზე ვერ ივარგებდა? შენგელია ხომ რას ამბობ დაფრინავს საბერძნეთში, ბოლო თამაშზე 90 წუთი სკამზე იჯდა სულაც, მაგრამ არ ითამაშა კარგად დღეს? ალოგიკური მსჯელობაა რბილად რომ ვთქვათ...
123
პრინციპში აღარც მინდა უკვე 2-0 უგებენ... ფინალი საქართველო საბერძნეთია...
123
საბერძნეთის თამაშის ლინკი იქნება ვინმემ იცოდეს ვერ ვიპოვნე ვერსად..
გიორგი
ეჰ, შენ ბავშვობიდან აჭრილი ხარ. ბიჭებმა თავი მოიკლეს და მოიგეს.
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ