საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის სამი მატჩი გაიმართა. იმერული და ზღვისპირული დერბები ფრედ დასრულდა. მხოლოდ წყალტუბოს "სამგურალმა" მოიგო... "დინამო თბილისთან". ლამაზი გოლებიც ვნახეთ.

სამტრედია 0:0 ტორპედო

იმერული დერბი უგოლოდ დასრულდა. "სამტრედია" ბოლოსწინა ადგილზე დარჩა, "ტორპედო" კი მეოთხეზეა.

მომენტები კი საკმაოდ იყო. საწყის წუთებში ტორპედოელებმა ერთ შეტევაში ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, ჯერ გიორგი არაბიძემ, დამატებაზე კი რაჰმატ აკბარმა. მეკარეებსაც არაერთხელ მოუწიათ თამაშში ჩართვა: განსაკუთრებით აღვნიშნოთ ბოლოს სამტრედიელთა ფორვარდ დანიელ ოვუსუს პირისპირ გასვლა და ოთო გოშაძის მოგერიება. ავთანდილ ლაბაძემ კი ჟორჟინიოსა და არაბიძეს აუღო რთული ბურთები.

ისე, ტორპედოსთვის ეს ზედიზედ მეორე 0:0-ია. მანამდე კი გუნდმა ზედიზედ სამჯერ მოიგო.

სამგურალი 3:1 დინამო თბ

წყალტუბოს "სამგურალი" შინ აგებდა "დინამო თბილისთან", მაგრამ 3:1 გაიმარჯვა.

დინამოელები 32-ე წუთზე დაწინაურდნენ ჯადული იობაშვილის თავურით, თუმცა ტაიმის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა, კერძოდ "სამგურალის" ნახევარმცველ დემურ ჩიხლაძის ჩაწოდებული ბურთი დინამოელთა მცველ დომენიკ საიმონს საკუთარ კარში აეჭრა.

მეორე ნახევარში კი წყალტუბოელებმა თითქმის ერთი და იგივე მანძილიდან გაიტანეს ორი გოლი: დაახლოებით 20 მეტრიდან... ჯერ ვინისიუსმა ძლიერი დარტყმით, მერე კი ჩიხლაძემ ტექნიკურად - 3:1.

"დინამო თბილისს" ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოგება აქვს და მეხუთე ადგილზე დარჩა, "სამგურალმა" კი ამ გამარჯვებით მეცხრედან მერვეზე გადაინაცვლა.

კოლხეთი 1913 2:2 დინამო ბთ

ზღვისპირული დერბი დაძაბული გამოდგა და აქაც ვნახეთ შორიდან გატანილი ლამაზი გოლები.

მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის "კოლხეთს", თუმცა საბოლოდ - 2:2.

ბათუმელთაგან ორივე გოლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა პირველი ტაიმის ბოლო წუთებში. ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა მშვენივრად, მერე კი პენალტი მოიპოვა და მართალია იაროსლავ კოტლიაროვმა 11-მეტრიანი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ მამუჩაშვილი იყო პირველი და ზუსტადაც დაარტყა - 0:2.

ფოთელებმა მეორე ნახევარში გამოასწორეს თამაში. დემეტრე გვასალიამ არეულობაში ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, ბოლო წუთებზე კი გიორგი ახალაძემ შორიდან დარტყმით ცხრიანში გაიტანა - 2:2. ბრწყინვალე გოლი იყო.

erovnuliliga.ge

alexandre
ფეხბურთში ქართული საკლუბო ფეხბურთის მთავარი მიღწევა თასების თასის მოგებაა. კალათბურთში - ჩემპიონთა თასის მოგება. ორივე თბილისის დინამომ მოიპოვა. სად არის ეხლა კალათბურთის დინამო თბილისი - მგონი მეორე ლიგაში, ზუსტად არც კი ვიცი, მგონი საერთოდ დაშლის პირასაა. ბატონო ზაზა, დროზე მიხედე, თორემ რაც ქართველებს სიამოვნება მოგვანიჭე, სულ დავივიწყებთ და მხოლოდ ცუდ კონტექსტში მოგიხსენიებთ. და სად არის და საით მიექანება ფეხბურთის დინამო თბილისი. მგონი იგივე გზას უმზადებს ფიფია. ამ დროს საბავშვო სკოლები ორივეს მაგარი აქვს. ნამდვილად არ მინდა კალათბურთის დინამოს გზას რომ დაადგეს ფეხბურთის გუნდიც.
Ქუთაისი-ს
სულ რო არსებობა შეწყვიტოს დინამომ ჯერ ერთი რო ისტორია დარჩება.ერთი მესხის ისტორია იქიდის არამარტო წორპედოს ისტორიას არამედ მთელი ქუთაისის და მთავარი-მერე ვის ფეხბურთს უნდა უგულშემატკვრო ბათუმის დინამოს თუ ქუთაისის ტორპედოს გაზრდილების?
ქუთაისი
დინამო თბ. მეორე ლიგაში!
dogi-Ს
ადგეს და იყოდოს მაშინ ბათუმის დინამომ გორის დილა
სიმართლე
რასაც ქვია სოფლის ჩემპიონატი რა სტადიონებზე თამაშობენ ტიპები სირცხვილიაა მსოფლიოში რაც ჩემპიონატები არსებობს მაქსიმუმ 2 ჩემპიონატს ვჯობდეთ ყველაზე დაბალი დონე!!!!აწევის მაგივრად დონის უფრო და უფროო დაბლა ეშვება ეს არის სიმართლე...
ცოტნე
მეკარე შწცვალეთ ბათუმში , როინიეს რამდენსაც ურტყავენ იმდენს უშვებს მანახეთბ მაგის კარგი ღებული ბურთი , ევროთასებზე ბედნოერებისათვის როინიე აკლდა
Bubu
ფოთში-ახალ გაკეთებულ სტადიონს რა უყვს??
dogi
სიტუაცია ბათუმში ევრო თასებიდან გამოვარდნის შემდეგ. დარწმუნებული ვარ რო პირველივე ეტაპზე გამოვარდებიან. მარტივი მიზეზის გამო, თამაში არ იციან და გორის დილაში ნახმარი და გამოწურული მწვრთნელ ფეხბურთელები ყავთ. ზაფხულში ესეთი სიტუაცია იქნება. პირატები თამაშზე დასწრებას აღარ აპირებენ სანამ დემჩენკო ბათუმის დინამოს მწვრთნელია. და მერე დაიწერება. ბათუმის დინამოს მთავარ მწვრთნელად გორის დილას პორტუგალიელი დამრიგებელი რუი მოტა სურს.დ.დ. აი ნახავთ თუ ესე არ მოხდეს.დ.დ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა