ევროპის ჩემპიონატზე ფიქრს, რომელიც ასე მოახლოვდა, სულმოუთქმელად ვაგრძელებთ. ვაჟა-ფშაველას ლექსი "მოლოდინი" ასე სრულდება:

"გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,

მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,

რომ მოვრწყო გული ქვეყნისა

დაუშრობელის მილითა;

ავაჭიკჭიკო ბულბული

საღამოთი და დილითა

და წარვსდგე ჩემს მეუფესთან

ხელთ ანთებულის ცვილითა."

ქართველ ფეხბურთელებს სადებიუტო ევროპირველობაზე მართლაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ბედნიერება აქვთ, გულშემატკივრებს კი - განსაკუთრებული მღელვარება. ამ მოვლენას მხოლოდ ლირიკულ ჟანრში ვერ შევხედავთ, სათქმელი უფრო მეტია...

სანიოლიც ფორმაშია

წმინდა საფეხბურთო ასპექტებში (ამის ხაზგასმა გვიწევს) საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მარტიდან (საგზურის გაფორმებიდან) დღემდე ისე გაიარეს, როგორც სასურველი იყო - მაქსიმალური შედეგიანობა და პროდუქტიულობა, ტრავმებისგან დაცვა და მწვრთნელების კეთილგანწყობა, რომლებიც ბიჭებს, ევროპის ჩემპიონატის კონტექსტში, ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდნენ. მანამდე ერთი ამხანაგური მატჩი გვაქვს, რომელიც ასევე ძალიან მშვიდად უნდა გავიაროთ!..

საქართველოს ნაკრები ტურნირზე დებიუტანტია და მას აუცილებლად აუტსაიდერთა შორის მოიხსენიებენ. ვილი სანიოლის მოღვაწეობა გვაჩვენებს, რომ ჩვენი გუნდი ამას არცთუ იშვიათად ძალიან სასიკეთოდ იყენებს, აქვს ნაკლები წნეხი და თამაშს კონტრშეტევებზე წარმატებით აგებს. საბერძნეთთან ფინალის შემდეგ ზეწოლის გაძლებაზეც შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. ფრანგი მთავარი მწვრთნელისგან იმავეს გაგრძელებას უნდა ველოდოთ, რაც ფინალში ვნახეთ - ნაკლები ექსპერიმენტი თუ ტაქტიკური მრავალფეროვნება და აქცენტი კარგად ნაცად ძველზე იმ იმედით, რომ ფეხბურთელები ყველა დავალებას პირნათლად შეასრულებენ...

ნაკრებმა მიქაუტაძესთან ერთად პირველად ივარჯიშა

"საქართველო ფორმაშია" - ეს მარტის ფინალისწინა დევიზი იყო, რაც ახლა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს - საშუალოევროპული ჩემპიონატების გამარჯვებულები, შედეგიანობა და სანდოობა ტოპლიგებსა და თუნდაც, ნაკლებად ძლიერ გათამაშებებში. ევროს პირველი ტური რომ ავიღოთ, სხვადასხვა ტიპის პროგნოზსა და მოსაზრებაში თურქეთის ნაკრები ჩვენთან ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი აღარაა, როგორც მანამდე. დანარჩენს 18 ივნისის საღამოსა და მის შემდეგ ვნახავთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, როცა უფრო ძლიერად გაღიარებენ, ვიდრე ცოტა ხნის წინ, წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ეს შენ მიმართ დამოკიდებულებებს ცვლის, მაგრამ ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მოგვცეს და არა პირიქით.

ევროპის ჩემპიონატის ირგვლივ საკმაოდ ბევრი დავწერეთ. გვსურდა, აკადმიური განხილვისთვის, მით უმეტეს, რაც საქართველოს ნაკრებსა და მის ჯგუფს ეხება, უცხოურ მედიაში "ქექვა" არ ყოფილიყო საჭირო. დაწყებამდე დრო იკლებს, ემოციები ჭარბობს და ყოველდღიურობაში ევრო 2024-ზე უფრო მეტს ვფიქრობთ!..

fani
მე ასე ვფიქრობ: თურქეთთან მინიმუმ ფრეს შანსი გვაქვს, ჩეხეთთან ძალიან რთული იქნება და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, პორტუებთან მატჩის წინ გააჩნია რა სიტუაციაში ვიქნებით. საერთო ჯამში, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი პლეიოფში გასვლაა, ხოლო პროგრამა-მინიმუმია არ წავაგოთ სამივე თამაში ჯგუფში
სიმართლე
სასწაული ხალხი ვართ ქართველები - რამდენიმე თვის წინ ჯერ ევროს ფინალურ ტურნირზე გასვლაზე ვოცნებობდით. როდესაც ჩვენი სანუკვარი ოცნება ახდა, ახლა ჯგუფიდან გასვლაზე ვსაუბრობთ, თანაც თურქეთ-ჩეხეთის დამარცხებასა და ფავორიტ პორტუგალიასთან არწაგებაზე. კარგია რომ ასეთი მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ ცოტა რეალობასაც ხომ უნდა ჩავხედოთ თვალებში?! ვართ ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანა ნულოვანი გამოცდილებით ფინალურ ტურნირზე, გვყავს რამდენიმე მაღალი დონის (ასევე ზოგიერთი საშუალო დონის) ფეხბურთელი, მთელი ევროპის ბუკმეკერები აუტსაიდერად მიგვიჩნევენ და ამ დროს ამბიცია გვაქვს, იმის დედა ვატირე... ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, მე ასე ვიტყოდი: ნუ ქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს! ასეთ დროს, მეტი მოლოდინი (ცუდი შედეგის შემთხვევაში) მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევს. უბრალოდ ვუქომაგოთ ჩვენს ბიჭებს და თუ ისინი თავის თავზე მაღლა ახტებიან, გმირებად შევრაცხოთ!!!
ელგუჯა
რა ზღაპარს ყვები ორი ქულით ჯერ მესამე ადგილზე მოახერხე გასვლა და ოთხ მესამე ადგილოსანს შორის მოხვედრა და მერვედფინალში გასვლა თეორიულად შეიძლება გამოთვალო მაგრამ მაინც ფანტასტიკის სფეროდანაა. მინიმუმ სამი ქულა უნდა დააგროვო მერვედფინალში გასვლაზე რომ იფიქრო.
ემიგრანტი
,,გულზე ბრახუნის,, გარეშე, ისეთი გუნდი გვყავს რომ ერთი თამაში შეიძლება ბრაზილიასაც კი მოვუგოთ, მაგრამ მერე სანმარინომ გაგვარღვიოს, ასე რომ მგონი ერთადერთი გუნდია მთელს ჩემპიონატზე რომლოს პროგნოზირებაც შეუძლებელია. თამაშის დაწყების წინ ხასიათს გააჩნია თორემ , ვფიქრობ არც პორტუგალოას მოვაგებიმებთ.
გიორგი
თურქეთთან უეჭველი ვიგებთ 4:0 !
ბათუმელი ექსპერტს
შენს პირს თაფლი, მურაბა და შაქარი!!!
Shavi kaci
კაი რა ორი ქულა? ცოტა ფანტაზია ჩართეთ,მაქსიმუმი უნდა დავდოთ იქ გასული. ორ ფრეზე ვფიქრობთ ქომაგები და ფეხბურთელებმა დიდი ანგარიშით არ წაგებაზე უნდა იფიქრონ? მერვედში გასვლა ასე არც უნდა გინდოდეს ეს მენტალიტეტი ფეხბურთში უკან უნდა დავტოვოთ და თავაწეული ფეხბურთისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ.. წინ საქართველო ზღაპარი გრძელდება!!
მწარე
თურქები ჩეხებზე ნაკლები გუნდი გგონია? ვილოცოთ, რომ თურქებთანაც და ჩეხებთანაც ფრე ვითამაშოთ. 6 მესამეადგილოსანიდან 4 გადის. ასე რომ, ორმა ქულამ შეიძლება გაგვიყვანოს.
Zura
წარმატებები ჩვენს ნაკრებს, მაგრამ ვიყოთ რეალისტები და არ გვინდა გულზე რახუნი!!! თურქეთს თუ როგორმე მოვუგეთ და ჩეხეთთან არ წავაგეთ, გავალთ ჯგუფიდან და ეგაა ჩვენი მაქსიმუმზე მაქსიმუმი!!!!!!!!!!
ბათუმელი ექსპერტი
ხალხნო დაგიდებთ აქ ზუსტ პროგნოზს და თუ გინდათ ამითი იხელმძღვანელეთ. თურქეთთან ვითამაშებთ ფრეს 2:2 ს. ჩეხეთს მოვუგებთ 2:0 ს. პორტუგალიასთან ვითამაშებთ 1:1 ს და წაუგებლად მეორე ადგილით გავალთ ჯგუფიდან!
სოსო
გლა,ეს უკვე მართლაც შენი პოსტია და არა იმ ვიღაცა უბადრუკისა,შენი სახელით რაღაცა საცოდაობას რომ დებს,თუმცა მგონია,რომ ჯგუფში ერთი მოგება აუცლილებელია,ჯგუფიდან გასვლა თუ გვსურს.2 ქულა არ გვეყოფა და მცირე პროცენტით,შესაძლოა 3 ქულაც არ გახდეს,საკმარისი.
გ.შ.
მე 4 ფინალი თუ მე 8 ფინალებია, 6 ჯგუფია, 2-2 ეგრევე და 4 საუკეთესო მე - 3 ადგილოსანი ანუ სულ 16, ანუ მე-8 ფინალებიდან იწყება.
Badiri
ევროზე კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელებით მივდივართ, თურქები უყოყმანოდ პირველ ნომრად დაგვიწყებს თამაშს, რაც კონტრშეტევაზე მეტს შანს გვაძლევს, გავხევთ ხალხო მერე შეშინებული გვეთამაშება ჩეხები სადაც რამენაირად ფრე უნდა გავაგოროთ, რითაც მეოთხედფინალში ვიქნებით. ტაქტიკა და სანიოლის ანუ მწვრთნელის უნარებია საჭირო. ევროზე ჩვენი ბიჭები დიდ განაცხადს გააკეთებენ
ჟორა
ჩვენი ფინალური შეხვედრა თურქებთან თამაშია, მის მოსაგებად ყველაფერი უნდა დავდოთ, რადგან აქ წყდება მერვედფინალის ბედი და არა პორტუგალიასთან. აუტსაიდერად რომ მოგვიხსენიებენ სწორედ ეგ უნდა დაგვეხმაროს მერვედფინალში გასასვლელად.
Levani
გყავს კვარა,ჩაკვე,კიტე და წინ ჟორჟი-ბუდუ. თან სანიოლი არ არის მშიშარა ვაისი. ვაისი რო ყოფილიყო კვარას და ჩაკვეს ალბათ ერთად ვერ ვნახავდით მოედანზე
2 ქულა
გეთანხმები მეგობარო მაგრამ 2 ქულით საუკეთესო მესამეებში მოხვედრა გაგვიჭირდება. მეტ ქულას აიღებენ სხვა ჯგუფების მესამეები. ისე კი იდეალური ვარიანტი პირველ ორ ტურში 4 ქულა იქნება. ესეთ შემთხვევაში პორტუგალიასთან თამაშამდე თითქმის გარანტირებული გვექნება მერვედფინალი. ხოდა უმოტივაციო საქართველოს რამდენჯერ გაუმწარებია ძლიერი მეტოქეები ეს კარგად მოგვეხსენებათ. მე პირადად ნაკრების იმედი მაქვს. ცოტა იღბალიც საჭიროა რათქმაუნდა. დიდება საქართველოს.
G.LA
ჩემი აზრით ჩვენთვის საუკეთესო შედეგი იქნება პირველი თამაში მინიმუმ არ წავაგოთ. მიმაჩნია მიღწევადია ეს დიდი მონდომების ხარჯზე. თურქეთს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ყავს და როგორც საკუთარ მოედანზე ისე გვეთამაშება თურქების უდიდესი დიასპორის გამო გერმანიაში. ჩვენ “საკბილო” ჩეხეთი მგონია. მათაც ჩვენზე ძლიერი და გამოცდილი ნაკრები ყავთ, მაგრამ ისეთი დიდი განსხვავება არაა როგორც პორტუგალიასთან. მათ უკვე წაგებული ექნევათ პორტუგალიასთან და ჩვენთან გარისკავენ რაც უნდა გამოვიყენოთ. თუნდაც 2 ქულით ჩვენ შანსი გვექნება ჯგუფიდან მე-3 ადგილით გავიდეთ, 4 ქულა ხომ მისწრება იქნება. ჩეხებთან მოგება ზღაპარი არ მგონია.
ასს
დიდი ანგარიშით მოგვიგებენ. სამწუხაროდ
უცხო
თურქეთის ნაკრები არც არასდროს ყოფილა ჩვენზე ძლიერი და ვერც ახლა იქნება მითუმეტეს საკმაო ჩავარდნები ქონდა. თურქეთს თუ ვერ მოუგეს ახლა მაშინ ჩვენი ადგილი არ ყოფილა ევროპაზე.
სოსო
რა თქმა უნდა ღვთისავარ ანთაძე!ამჯერად უკვე ლირიკისა და სპორტის ლამაზი ნაზავით.ჩემს თავს და იმათ ვულოცავ,ვინც ღვთისავარის როგორც საკუთარი სტატიების წერის პირველი ცდები წავაქეზეთ და ყველანი მოგებულნი დავრჩით.მისი სტატიები,დღეს ნებისმიერი ქვეყნის მედიაში, წარმატებით შეიძლება დაიდოს.შუბი ხალთაში მაინც არ დაიმალებოდა და ღვთისავარი უჩვენოდაც გამოჩნდებოდა,მაგრამ რომ შევამჩნიე,ჩემთვისაა ძალიან სასიამოვნო.სხვებიც ალბათ ასევე იქნებიან.საიტის სხვა თანამშრომლებსაც ისევ მოვუწოდებ:მიდით,გაბედეთ მეგობრებო!გასაკრიტიკებელს თქვენც გაგაკრიტიკებთ,მაგრამ გვერდითაც დაგიდგებით და საბოლოოდ რაღაცა გამოვა.უკეთესად გახდომა ყოველთვის შეგიძლიათ,თუკი სათანადოდ მოინდომებთ.
bd-s
რათ გვინდა ამხანაგური, ჩრდ კორეასავით გასაიდუმლოებული ნაკრები ვართ.D
las
მეც ვფიქრობ რომ თუ მოგებაა თურქეთი უნდა დავამარცხოთ. შეგვიძლია
bd
ამხანაგური თამაშების რაისმის?!
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
სანიოლის კაპიტულაცია
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია