ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.

მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.

ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).

ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით...

ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) - შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან მექვაბიშვილი.

ევრო 2024-ის განაცხადი:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;

მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.

• თამაზი

სამწუხაროდ ნაკრებში ყველაზე სუსტი…. მწვრთნელია.

• ტარიელი

ე ბიჭო , რა შეჭამა ზოგიერთმა ტვინი , ,,უკეთესი მცველები არ გვყავს და იმიტომ ესენი " და ა.. უნდათ , გამოსცადეს ახალგაზრდები შესარჩევებში და შეაჩვიეს ნაკრებს ? რომ დაუჯინიათ საზონოვი სკამზე ზისო , საზონოვი ტორინოს სკამზე ზის , თორემ კაშიას , კვირკველიას , ტაბიძის და დვალის გუნდებში მიიყვანონ და ვინ დაჯდება სკამზე დაინახავთ . გველესიანს ამხანაგურში დატვირთვაც არ მისცეს და ახლა ევროზე მიყავთ ,გადრანს საერთოდ არანაირი შანსი , აზაროვს ჩემი ქება არ სჭირდებე , თავის თამაშით ამბობ ყველაფერს , მაგრამ რა მერე ? ამ სამწვრთნელო სტაფის დევიზია : ,,ოღონდ დიდი ანგარიშით არ წავაგოთ " -- ითამაშებენ ევროპაზე დაცვაში ჩაწოლილ , მჩოჩავ ფეხბურთს . ,,აგერ ჩვენ და აგერ გერმანია ".

• თეიმურაზ რეხვიაშვილი

ტაბიძე ერთადერთი მარცხენა მცველია,და უნდა ათამაშოს ძირითადში,საკვირველია საზონოვის და აზაროვის დატოვება.სამწუხაროდ სანიოლი არაადეკვადური და ცუდად მოაზროვნეა

• გენა

შემადგენლობა მეტ ნაკლებად ოპტიმალურია. გელა ნუგზარაშვილი რატო არ მიყავს?

• Master

მდაა კი არა "ბოღმა ქოცი" უნდა გქონდეს ნიკად.

კანკავა პერევოდჩიკად მიჰყავთ ?

• ვაჟა

ქვილითაიას თავში თუ მოხვდება გადაგდებული ბურთი, თორე ისე....

• მდაა

სულ მცირე 7 კაცი დავითვალე ამ სიაში ეგეთები ნაკრებში კი არა საქართველოს პირველობის ზედა 5 გუნდს რომ ვერაფრით გააძლიერებდნენ მითუმეტეს ევროთასებზე …და ჩვენ კი იმის მაგივრად რომ პერსპექტიულ ახალგაზრდებზე გაკვეკეთებია აქცენტი რომ ხვალინდელი დღის შენება დაგვეწყო პენსიონრების ექსკურსიას ვაწყობთ ევროპაში ….არ დაიწყოთ ახლა დამსახურება და დაფასებაოო …დადგება შემოდგომა და დაიწყება ახალი ერთა ლიგა ამ ნაკრებუს 1/3 მესამდი იქ აღარ იქნება …ეგაა რაა რაც გააკეთეს ხომ უნდა ამოგვამთხიონ თორემ არ რცხვენიათ კასტილებით ძლივს დადიან და ევროზე თამაშის ამბიცია გაუჩნდათ აი მაგიტომ იყო მაგარი მეტრეველი როდესაც შეხედა რომ გუცაევი დონით გაუსწორდა უთხრა ახა შენ 9 ნომერი და აბა აწი შენ იციო …და ამათ კი ტანკით ვერ გააგდებ ნაკრებიდან …მერე უტყდებათ რატომ მაგინებენო …თუ ბევრს აყიყინდებით გვარებით ჩამოვთვლი …1 რა ჩემი …. ფეხბურთელია ქვილითაია …?! როგორც ადამიანი ნოლი როგორც ფეხბურთელი -100 ….მითუმეტეს რაც მაგან იტლიკინა რა უნდა მაგას ნაკრებში ერთი მაგას ჩაუცვია ნაკრების ფორმს და უმღერია ჰიმნი და მეორე მის კუმირს მიხუიას …

• მდააა

საბამ მიიღო ტრამვა და იმედია არააა სერიოზული თორემ დაცვის პრობლემები მერე ნახეთ …

• ვაი შენს პატრონს

ვინარის უსუსტესი? ტაბიძე თუ ლოჩოშვილი რომელიც არ თამაშობს საერთოდ სერია ბ ში )))) ნუ ეს ხუმრობით მართალიხარ ეგრეა ზუსტად და დააყენა 2 ცენტრალყრი მცველი და კი გაგვიტანეს 7 ბურთი ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ახალგაზრდებს წავიყვანდი და სამაგიეროთ შემდეგი ევროპა ან მსოფლიოზე გამომადგებოდნენ ეხლა არ მითხრათ კაშია და ყველა პენსიონერი ვინცაა დაცვაშე შემდეგ ევროპაზრ ან მსოფლიოზე იქნებიანო ))) მაგრამ ამათ ხელში არც გამიკვირდება ისევ ტაბიძე და კაშია ან გველესიანი რომ იყვნენ ისე რა მაინტერესებ? ეს ხალხი ყიდულობს ამ ადგილებს ??? ებიჭო მეც მაყიდიეთ ))))

• შოთა

ჯგუფიდან უეჭველი გავალთ!დაიმახსოვრეთ ეს კომენტარე.

• roma bejanidze

რომ არა უსუსტესი დაცვა სსაინტერესო იქნებოდა ცენტრში ერთდროულად მოთამაშე კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. 2 მაღალი კლასის ცენტრალური მცველი რომ გვყავდეს, სიამოვნებით ვიხილავდი მატჩს 4-4-1-1 სისტემით მოთამაშეს. სამწუხაროდ არ გვყავს იმ დონის მცველები რომლებიც გაქაჩავენ კარის უსაფრთხოებას ამიტომაც 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ. წარმატებები ჩვენ ბიჭებს.

• გია

თვითონ სამტრედიელმა თქვა ქოჩორას მე დავეხმარეო ნაკრებში მოსახვედრადაო. და ვერ გავიგე, კალაძის ბოტები კალაძეს ტყუილში ადანაშაულებთ?)) რატომ არ დაეხმარებოდა ტაბიძეს? (ბოლოს როდის ითამაშა ნაკრებში, რითი დაეხმარება ნაკრებს?)

• სოსო

ვთქვათ ასეცაა,მაგრამ ჭიაბრიშვილი,არც ნაკრებშია და არც ფედერაციაში.რა გავლენა უნდა ჰქონდეს,სანიოლზე?სიმართლე მაინც ის მგონია,რომ გამოცდილიცაა,ფლანგზეც ნათამაშები აქვს,დაცვაში,ცენტრშიც და ფიზიკურადაც ირაკლიზე გაცილებით ძლიერია.სანიოლი დღეს გამარჯვებულია და შემადგენლობის შერჩევისას,ძალას ვერავინ დაატანს,მით უფრო,რომ ირლანდიელები,მგონი ჯერაც ელიან მისგან პასუხს,მათი ნაკრების მწვრთნელობაზე.მას ჩვენთან საფერი არაფერი აქვს.მაინც ჩემი ვერსია მგონია,უფრო ლოგიკური.

• d

საბოლოო ჯამში ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი არის დაცვა. ამიტომ არის სანიოლი თამაშობს 3 ცენტრალური მცველით, რადგან მცველების დაბალი კლასის გამო 2 მცველი ვერ ართმევს თავს დაკისრებული მოვალეობას. ამის შედეგია რომ ნაკრებს აკლდება შემტევი პოტენციალი, აკლდება დამატებითი მოთამაშე შუახაზში. თორემ კაცმა რომ თქვას წინახაზის მოთამაშეები სულაც არ არიან სუსტები. კვარაცხელია, კიტეიშვილი, მიქაუტაძე ევროპის კარგ გუნდებში თმაშობენ და მათ კლასი არ დაეწუნებატ. ასევე კარგები არიან. ქოჩორაშვილი, დავითაშვილი და ჩაკვეტაძეც.ასევე კარგები არიან ფლანგის მოთამაშეებიც.

• ზორო

მექვაბიშვილი თუ ლოგიკური გგონია ფეხბურთს აღარ უყურო

• Gomako

სამტრედია რა შუაშია კალაძე კი არ არის მწვრთნელი?!ჯიმი კარგი იყო რუსეთში,მერე დინამოში საშინლად გამოიყურებოდა,ახლა არ ვიცი რა ფორმაშია,მაგრამ სანიოლის არჩევანი ეს არის,მე მაინც საზანოვს წავიყვანდი მიუხედავად პრაქტიკის არ ქონისა იტალიური გამოცდილება მცველისთვის ფუფუნებაა,აი მექვაბიშვილი რო ძალად არის შეტენილი ნაკრებში ეს ცხადია,უინტელექტო ფეხბურთელია მაგის მაგივრად აზაროვი უნდა წასულიყო მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა,არაბიძე კი მართლა არ იმსახურებს,ჯარიმას ხვიჩა და ქოჩორაც კარგად ურტყამენ,არაბიძე დადის სტადიონზე არ შემდგარი ფეხბურთელია სამწუხაროდ,ქვილითაის მაგივრად სიგუას წაყვანა სჯობდა,მაგრამ გიო მაინც გამოცდილია,პირველ ბურთზე კარგად იბრძვის,თორემ დიდი არაფერი გამოსდის ნაკრებში,მადლობა მოვიხადოთ რო ოქრიაშვილიც არ შეტენეს მარა მექვაბიშვილს მაინც აჯობებდა ოქრიც,არაბიძეც და ყაზაიშვილიც

• Master

საზონოვი ალბათ არ უნდა გამოეძახა,აქ ვეთანხმები.არაბიძის არ გამოძახებასაც ასე თუ ისე აქვს თავისი ახსნა,მაგრამ აი აზაროვის არ გამოძახებას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს.შენგელიას არაფერს ვერჩი,მაგრამ წარმოუდგენელია პანეტოლიკოსის 2 თვის უთამაშებელი ფეხბურთელი სჯობდეს შახტარის ძირითადის კაცს თავისი პოზიციზე...გინდა არ გინდა ჩნდება განცდა რომ რაღაც პირადული იმალება აქ.მექვაბიშვილს რას ერჩით ვერ გავიგე,რუმინეთის ნორმალურ გუნდში სწრაფად იპოვა თავის ადგილი.ტაბიძეს რაც შეეხება ერთი პერიოდი ნაკრების სტაბილური წევრი იყო და გამოცდილება აქვს.ახლაც სწრაფად ჩაჯდა გუნდის ძირითადში.გოჩოლეიშვილზე არ გიჩნდებათ კითხვები?წელს ძირითადს არ გაკარებია შახტარში და ევროზე მიდის.აზაროვი თითქმის შეუცვლელია შახტარში და ვერ მიდის.პარადოქსია...

• d

ყველა მოსაზრება იმსახურებს პატივისცემას. თუნდაც მცდარი იყოს გაითვალისწინეტ დისლაიკის დამწერებო. გამოთქვა ადამიანმა თავისი აზრი არაა აუცილებელი უარყოფითი რეაქცია გამოავლინოთ :)

ხოდა გაუშვია საქართველოს 4 გოლი, ყველა თამაშში. მასეთი სტილის შემადგებლობას ისიც კი არ აყენებს ვისაც მაგის შესაძლებლობა აქვს

• ვაი შენს პატრონს

ტაბიძე ძირითადში აუცილებლად მოიცა სანამ დაიწყება ევროპა ჭიაბრიშვილი იტყვის სასტავს ეტთი კვირით ადრე როგორც თქვა ტაბიძის გამოძახებაზე

• ეს პლეერი მოაშორეთ!

საბერძნეთის მეორე ლიგის "პანეტოლიკოსში" მოთამაშე მცველი აშკარად სჯობია იტალიის სერია A ში კარგი დამცველებით ცნობილ "ტორინოდან" მცვეილს? თავისიანი ტაბიძე (არც რუსეთში გამოირჩეოდა) სჯობია ვინმეს?

• გია_544

"ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა" - თუ სამტრედიელია როგორ გააცდენდა ევროპის ჩემპიონატს ))

• მიხეილი

თავდასხმაში დავაყენებდი, ცენტრში ბუდუ, ფლანგებზე ფრანგი ლომები ზურიკო და ჟორჟი, ნახევარ დაცვაში ბურთი რო დაიჭირონ და თავდასხმას დაემარონ, კვარა, ჩაკვე, ლობჟანიძე, კანკავა ცოტა უკან დაწეული. დაცვა ცენტრი კვირკველია, კაშია, ფლანგებზე აზაროვი, კაკაბაძე მეკაერე მამარდა

• d

ეს არის ტაქტიკა 0-0-ზე თამაშის. თუ გაუვარდებათ შემთხვევით შეიძლება გაიტანონ. თუმცა სესაძლოა ამ ეტაპზე მეტის არც შეგვიძლია

• ბადრი

ჯერჯერობით სანიოლის არც ტაქტიკას და არც შემადგენლობის დაყენებას გადამწყვეტ თამაშებში კითხვები არ დაუტოვებია. ფაქტია, რომ გუნდის მოტივირებაც შეძლო ამ თამაშებისთვის. რაც შეეხება აზაროვის საკითხს: მეც არ ვეთანხმები ვილის ამ საკითხში, თუმცა ყველაფერი მაინც პირადული მგონია, რადგან მან ერთხელ უკვე თქვა, რომ აზაროვი მცველია და არა თავდამსხმელიო და მას დაცვაში თამაში უფრო მოეთხოვება, ვიდრე თავდასხმაშიო. მის ლაპარაკში გაბრაზებული კაცის ტონი იგრძნობოდა. არ ვიცი, როდის რა არ მოეწონა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თქვა.

• Simartle

Ra gindat tqvat-am mometshi tabize uketes formashiaaa. Marcxniv, kvara da azarovi shetamashebuli ikvnen. Ra ver gaiget mokvda tabizes fexburti ,mokvdaaaaa

• გუსანი

ისეთ გუნდებს ვხვდებით აზაროვი მგონია დაიჩაქრებოდა, პირველ რიგში ფიზიკურად,, წინ კი პროდუქტიულია მაგრამ დაცვაში მართლა სუსტია, მწვრთნელს მონახაზი ექნება და შიდა სამზარაულოც ჩვენზე უკეთ იცის, ასევეა სხვებიც, გეთანხმებით ზოგი ტურისტებად მიყავს, მაგრამ ესეც მწვრთნელის და ფედერაციის გემოვნების და დამსახურების საკითხია, ნუ განსჯით, მომავალ თამაშებში გამოჩნდება სწორ-მართალი, თუნდაც სიგუას ნიჭი და მონდომება, ვნახოთ ....

• ქუთაისელი

ყველა თამაშს ერთი და იმავე შემადგენლობით ვერ დავიწყებთ, ყველას სჭირდება სრულფასოვანი შემცვლელი.

• გუსანი

სწორი მსჯელობაა...ვისაც არ მოეწონა აცდენილი მგონია რეალობას... რა რესურსიც გვაქვს შეესაბამება, მოტივაცია კი ახალგაზრდებს დადებით ფონს შეუქმნის, ნუ ვისაც რამე რესურსი აქვს მოსამატებლად, სამწუხაროდ ასეთები ცოტა გვყავს

• ვაი შენს პატრონს

გეთაბხმები სოსო ძალია სწორად აღნიშე ყველაფერი უბრალოდ ჯიმი ტაბიძის გამოძახებას ვერ ვხდები როგორც ფეხბურთელი ნოლია და თუ მაგ ადგილას იყოს პრობლემა აზარა გელაშვილი ან კალანდაძე წაეყვანა ახალგაზრდები არიან და მიეჩვევოდბებ და მომავალში გამოადგრბოდათ და ეს ტაბიძე ჭიაბრიშვილის პროტეჟეა გადახედეთ მის კარიერას აი ესაა ცუდი თორე აზაროვი კიარა მსოფლიო ვარსკვლავები არ წაუყვანიათ მსოფლიოზე და ევროპაზე

• სოსო

საქართველო ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია და რა ამბიციურებიც არ უნდა ვიყოთ,ჯგუფში ვერც ერთ ნაკრებზე ვერ ვიტყვით,ჩვენი ნაკრები მათზე კლასით მაღალიაო.ბრძოლა ყველასთან შეიძლება,ვიბრძოლებთ კიდეც,მაგრამ ჩვენი ნაკრები არასოდეს გამოირჩეოდა ლაღი,შემტევი თამაშით(ბოლო 15 წელიწადში მაინც) და ალბათ არც ეს ნაკრებები მოგვცემენ,ფრენის საშუალებას.როგორც მიჩვეულები ვართ,სავარაუდოდ,აქაც მეორე ნომრად მოგვიწევს თამაში და ომით და ბრძოლით,იმის მოპოვება,რა ქულებსაც დავაგროვებთ.პირველი თამაში თურქებთან მოგვიწევს,რომლებსაც სხვა თუ არაფერი,გიულერი და ჩალხანოღლუ ჰყავთ,მთელი გუნდი კი,მებრძოლი და ძალიან აგრესიული ხასიათით გამოირჩევა.ეს თამაში,მათთვისაც საკვანძო იქნება და დარწმუნებული ვარ,მოედანზე დაუნდობელი ორთაბრძოლები და შეტაკებები იქნება.ასეთ თამაშებში,ბარათების ცვენაა ხოლმე და სავარაუდოდ,ყველაზე მეტად,დაცვის ცენტრის და საყრდენი ზონის ფეხბურთელებს მოუწევთ,მძიმე ბრძოლები,ტრავმები და წითელ ყვითელი ბარათების რისკით თამაში.ჩვენი საკმაოდ ნელი დაცვის ცენტრის დახმარებაც მათ მოუწევთ და გუნდს საშუალება უნდა ჰქონდეს,წითელი ბარათის აკიდების საფრთხის წინაშე მდგარი ფეხბურთელი,სხვა,მსგავსი ამპლუის ფეხბურთელით ჩაანაცვლოს.ერთი სიტყვთ,როგორც კვარას ეთამაშებიან იტალიაში,ყვითელი ბარათების გადანაწილებით,ისე მოგვიწევს ჩვენც,მეტოქეთა ლიდერების ნეიტრალიზაციის მცდელობები.ვფიქრობ ამითაა გამოწვეული,საყრდენის ამპლუის და დაცვის ცენტრის ფეხბურთელებით,შემადგენლობის გადატვირთვა.ესპანეთთან თამაშმა გვაჩვენა,რამდენად უსუსრებად გამოვიყურებით,ტექნიკურ ნაკრებებთან შედარებით,პორტუგალია კი,ესპანეთზე მეტი თუ არა,ნაკლები ნამდვილად არ არის და შემადგენლობის სიღრმით,ჩემი აზრით ესპანეთს აღემატება კიდეც.ნებისმიერი შემადგენლობით,ისინი ჩვენთვის უკიდურესად საშიშები არიან ,ჩეხები კი ფიზიკურად ძალიან ძლიერნი და ათლეტურები.ასეთ გუნდებთან ირაკლი აზაროვისათვის ძალიან ძნელია,რადგან ფიზიკურადაც იჩაგრება.მისი არ წაყვანას,მხოლოდ ამ ნიუანსებით თუ ავხსნით.ჯიმი ტაბიძე,დაცვის ცენტრში ნათამაშებია და შესაძლოა სწორედ ამიტომ ამჯობინა,ირაკლის.ფაქტია,რომ სანიოლი,გამოცდილ ფეხბურთელებს ეყრდნობა.ანზორ მექვაბიშვილი,საყრდენის ამპლუის ფეხბურთელია და ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.ის 21 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო,ევროპის ჩემპიონატზე და ვინც მასზე ცუდად ლაპარაკობს,მათ გასაგონად ვიტყვი,რომ ნაკრებში კაპიტნად,შემთხვევით არავის ირჩევენ.ესე იგი აქვს,რაღაცა მორალური თვისებებიც,საფეხბურთო უნარებთან ერთად.საყრდენის პოზიციაზე,საერთოდ საკმაოდ გვიან იხსნებიან,რადგან საკვანძო და ურთულესი პოზიციაა.გიორგი ქვილითაიას,ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ეგეც არ იყოს,ის სრულიად განსხვავებული ტიპის თავდამსხმელია.სანიოლს,ის ტაქტიკური მრავალფეროვნებისათვის სჭირდება,მატჩის მიმდინარეობის მიხედვით. მწვრთნელმა და ამ ნაკრებმა,იმ შედეგს მიაღწიეს,რომლის მსგავსიც,აქამდე არ გვქონია და ყველას მოგიწოდებთ,შეეშვათ,მწვრთნელის თუ ცალკეული ფეხბურთელების აუგად ხსენებას.ეს ნაკრები,უკვე წარმატებულია და ევროპის ჩემპიონატზე თუ რაიმე წარმატებას მიაღწევს,ეგ უკვე დამატებით პრიზად შეიძლება ჩავთვალოთ.ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,სავარაუდოდ,რამდენიმე ფეხბურთელი დაამთავრებს სანაკრებო და ზოგმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერაც დაასრულოს.ასე რომ ნაკრების გარეთ დარჩენილ ბიჭებს,კიდევ ექნებათ შანსი ნაკრებში წარმატებების მიღწევისა.ამჟამად უკვე ბ ჯგუფში გამოვდივართ და აქედან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა,თითქმის შეუძლებლად მოჩანს,დღევანდელი გადასახედიდან მაინც.ასე რომ ნაკრების გაახალგაზრდავებას წინ აღარაფერი დაუდგება და ახალგაზრდების ნაკრებში გეგმაზომიერად შეყვანის პროცესი გაგრძელდება.ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ,ნაკრების გარეთ დარჩენილ ბიჭებს კი მოვუწოდებ:-ბიჭებო,ყურები არ ჩამოყაროთ,ყოველ ორ წელიწადში ევროპის,ან მსოფლიოს ჩემპიონატები იმართება და ყველას მოგეცემათ შანსი,ნაკრებში ფეხი მოიკიდოთ და ამ ტურნირებზე მოსახვედრად იბრძოლოთ.ციკლის დასასრულს,ნაკრების ბირთვი,სავარაუდოდ უკვე 21 წლამდელების ბიჭებით იქნება დაკომპლექტებული და დაე გვაჩვენონ,რა შეუძლიათ.

• ზაკო

აზაროვი კი არა მარადონა არ წაიყვანა მენოტიმ მსოფლიოზე 1978წ და თან სად ? თვით არგენტინაში, ასე რომ დიდ ტრაგედიას ნუ ქმნით, შიდა სამზარეულო მწვრთნელმა ყველაზე კარგად იცის და მივენდოთ მის გადაწყვეტილებას, წარმატებები ჩვენს ნაკრებს და ბიჭებს ამ ევროზე და მომავალ კარიერაში. ირაკლის კი მორალურ მხნეობას და ფსიქოლოგიურ მდგრადობას ვუსურვებ დანარჩენი გამოჩნდება ვინ მართალი და ვინ მტყუანი იქნება.

• სვანსკი

რა ვერ მიხვდით მექვაბიშვილს ,,კაი კრიშა,,ყავს ვის რა გინახავთ მისი შესრულებით,ეგ მიგყავს არაბიძეს ტოვებ,თუ ფეხბურთი არ გვესმის,ბრმა ხომ არ ვართ ამდენი ხალხი

• სვანსკი

))))))))) 100%

• კახი

აზაროვი ნაკრებში არ აიყვანა. სრული სიგიჟეა. ერთ ერთი საუკეთესო განაპირა მცველი. სანიოლისგან არ ველოდი.

• Vano

Qvilitaias da meqvabishvils ro caikvan da azarovs da arabidzes ara ,imito. Vart kai dgeshi,qecbaia gvinda vinme ver ukarnaxebs vin gamoidzaxos da vin ara

• მწვრთნელი

ტურისტები ევროზე: "მექვაბიშვილი, ტაბიძე, შენგელია, კანკავა, ქვილითაია, გველესიანი!"

• Pepelu

ჯიმი ტაბიძის გამოძახების და აზაროვის არგამოძახების გარდა ყველაფერი ლოგიკურია!! აზაროვის არ გამოძახება 100% -ით უსამართლობა მგონია!!!

• niko

ქვაბი საჭიროა ქუხნაში. ძალიან სუსტია ფიზიკურად.

• ალექს

რაც არ უნდა იფილოსოფოსოს კაცმა აზაროვის დატოვებას ვერანაირ გამართლებას ვერ მოუძებნი. თუ სათამაშო დროით, ფორმაში ყოფნით, პროდუქტიულობით და პერსპექტივიულობით აზაროვი არ იმსახურებს ნაკრებს, თან მაშინ როცა ამპლუით მარცხენა მცველი საერთოდ არ არის გუნდში ეს როგორ უნდა შეფასდეს?! თან კვარასაც როგორ ესაჭიროება კარგი მარცხენა მცველი ვიცით ეს.. ცენტრალურ მცველებზე ვთქვათ- ნუთუ საზონოვს ამ შემთხვევაში ტაბიძე ჯობია ან მითუმეტეს ირანში მოთამაშე დებიუტანტი და უკვე ვეტერანი გველესიანი?! რავიცი, ამიხსენით ამის ლოგიკა.. ასევე ძალიან ეჭვი მეპარება სიგუას ალთუნაშვილმა ან მექვაბიშვილმა აჯობონ, სატრანსფერო ფასსაც გადახედეთ და შედეგიანობას, თან მისი ასაკი გაითვალისწინეთ. ნებისმიერი შემადგენლობით წარმატება საქართველოს ნაკრებს,თუმცა ამ კონკრეტულ ბიჭებს უსამართლოდ ექცევიან ჩემი აზრით.

• კახი

აზაროვი, არაბიძე და ყაზაიშვილი რომ დატოვეს, ნეტა რას ფიქრობენ. იმედი რისი აქვთ, ლუქსებს კი არ ეთამაშებიან. ფრანგს რა ენაღვლება, რამე რომ იყოს, მოტყდება სახლში, კობი და თავისი რაზმი?

• Რერო

აზაროვია ის ფეხბურთელი რისთვისაც ფეხბურთი მოგვწონს,ტექნიკა,პასი,მოედნის ხედვა,სისწრაფე. კვარასთან ერთად კარგად კომბინირებს და კარგ პასებს აწვდის. რა აწყენია ასეთი სანიოლს რომ დასაჯა ასე მწარედ და დაგვსაჯა ჩვენც გულშემატკივრები!

• david

ლუკა გაგნიდზე რატო არ გამოიდზახეტ დზლიერი ფეხბურტელია ჯკვიანი

• გენა

ლაღ შემტევს რო ითამაშებ 7:0 წააგებ. ამიტომ აირჩია ეს შემადგენლობა

• ვახო

აზაროვი, საზონოვი, სიგუა და ყაზაიშვილი? ტრამვა აქვთ ყველას ხოჭოლავასავით?

• ამატაკი

ისე იტყვიან მწვრთნელმა თუ თქვა ე.ი. სუკეთესო ასე ყოფილაო, თითქოს მართლაც და უდიდეს მწვრთნელებს ოდესმე სისულელე არ მოსვლიათ. მითუმეტეს სანიოლი ფეხბურთელი დიდი იყო, მაგრამ ბოლო ორი წლის უმუშევარი და არანაირი წარმატების მქონე მწვრთნელი გახლდათ, როცა ჩვენთან ჩამოვიდა. მას დახვდა ჩვენი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო თაობა. სულაც არ მგონია რომ უკვე ვნახეთ ჩვენი ნაკრების სრული პოტენციალი. არცთუ დიდი ხანია რაც ახალგაზრდულმა ევროზე ურთულესი ჯგუფი დაძლია. სამწუხაროდ ახალგაზრდულიდან დიდ ნაკრებში დაწინაურებული თითქმის არავინაა. ხორვატიას არავინ მოითხოვს, მაგრამ საშუალო ევროპული გუნდის პოტენციალი (სატრანსფერო ღირებულება თუ გნებავთ)ნამდვილად გვაქვს. სიმართლე არის ის , რომ მიუხედავად ერთა ლიგიდან ბოძებული შანსის გამოყენებისა, სანიოლს ჰქონდა არაერთი უხეში შეცდომა კონკრეტულ თამაშში შემადგენლობისა და ადექვატური სათამაშო სქემის შერჩევისას. ამას ვამბობ ნანახიდან, კონკრეტული შედეგიდან გამომდინარე და არ დამიწყოთ ეხლა ზოგიერთმა ამას ვილიზე მეტად ჰქონიაო ფეხბურთის ცოდნაზე პრეტენზიაო. გული დამწყდა, რომ არ მიეცათ ევროპაზე შანსი აზაროვსა და არაბიძეს, საზონოვს . ექვსი ცენტრალური მცველია გამოძახებული და სიმართლე ის არის , რომ დვალის გარდა საზონოვი არცერთ მათგანს არ ჩამოუვარდება, ზოგიერთს აშკარად სჯობია. აზაროვის ამბავი საერთოდ ნონსენსია! მარცხვნივ გამოკვეთილი, ნაღდი ლატერალე უბრალოდ არ გვყავს. კი ბატონო პოზიციაზე არიან წიტაიშვილი და შენგელია საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ ისინი არა არიან ამ ამპლუის. მათი გამოყენება თავისუფლად შეიძლებოდა იგივე მექვაბიშვილის პოზიციაზე (წიტაიშვილს უკრაინაში უთამაშია). შენგელია აქ ვილის ნოუჰაუა. იგივე ამბავია კანკავას შემთხვევა. გასაგებია, რომ ვილის სურს ცენტრში ჰყავდეს რამდენიმე ქოჩორაშვილის მსგავსი და მისი შემცვლელი ე.წ. ჩამშლელი(ალთუნიშვილი, მექვაბიშვილი, კანკავა) ის თვლის რომ იმპროვიზაციისთვის საკმარისია ჩაკვე-კიტე ცენტრში. მაგრამ მხოლოდ ამის იმედად ყოფნა ხომ არ გაგვხდის მეტისმეტად პროგნოზირებად გუნდად. ფაქტია , რომ აქცენტი არ კეთდება ბურთის ფლობაზე, კომბინირებაზე.ვართ კონტრშეტევების იმედად, მაქსიმუმ ცენტრთან აწეული დაცვის ხაზით, პრესინგის უგულველყოფა ნებისმიერ შემთხვევაში. ევროპის მასშტაბით ერთერთი საუკეთესო ვინგერი გვყავს და მეორე თავდამსხმელად ვიყენებთ. მარჯვნივ დავითაშვილი, ლობჟანიძე , არაბიძე გვყავს და ფაქტიურად კაკაბაძის გარღვევების იმედად ვართ. დანარჩენი ან სკამზეა, ან საერთოდ არ მიგვყავს(არაბიძე). რა თქმა უნდა ბევრი თქვენგანი სხვა აზრზე იქნებით, მაგრამ რა ვქნა... ძალიან მინდა ვიხილო შემტევი, ლაღი , სანახაობრივი ფეხბურთის მოთამაშე საქართველოს ნაკრები. იქნებ იმიტომ რომ ოდესღაც, ბავშვობაში მინახავს სწორედ ასეთი ფეხბურთის მოთამაშე ქართველები. პ.ს. აი მწვრთნელის მაგარი ნამუშევარი: გასპერინიმ აჩვენა ფეხბურთი, რომელიც ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია.(არც მახსენდება ატალანტას ასეთი მაღალი პრესინგი ეთამაშა) აი ეს იყო სიურპრიზი! სრულად დაჯაბნა სეზონის მთავარი ვარსკვლავი მწვრთნელი - ალონსო! მწვრთნელის დიდებულ ნამუშევარს აი ასეთი სახე აქვს. კონკრეტულ თამაშში ათამაშა გუნდი სრულიად განსხვავებულად იმიდან, რასაც მთელი სეზონია თამაშობენ.

მაგალითად ტაბიძე, გველესიანი, დვალი

• გულადი

აზაროვი ნამდვილად უნდა წაეყვანა, უსამართლობაა. ამ ილია ლონდარიძეს რატო აღარ იძახებენ? დაასრულა კარიერა ალბათ

• Levani

ქვილითაია იმიტომაა რომ საჭიროა ტანმაღალი ფორვარდი,შეიძლება გუნდი დაღლილია უკვე,შედეგი საჩვენოა და წინ ვიგერიებთ ბურთებს-ამ შემთხვევაში ვინმე გინდა წინ ტანმაღალი და თავით მოთამაშე გუნდი რო ამოასუნთქოს. მეც არ მომწონს ქვილითაია,მაგრამ ბუდუს გარდა ვინაა სხვა მეორე? ის ბიჭი ხაბულიანი იზრდებოდა, თურქეთში წაიყვანეს,მაგრამ მაგის გატანილი გოლი არ გამიგია რაც ძალიან სამწუხაროა. ისე გაგუას წაყვანა ხო არ ჯობდა ქვილითაიას განოძახებას ვითომ? რამხელა სტიმული იქნებოდა,მაგრამ არც ეგ თამაშობს ალავესში

• ვაი შენს პატრონს

მართალიხარ ეგ გამოჩნდა ტაბიძე რომ წაიყვანა საიდან იყოვეს ტიპი გონზე არაა ფეხბურთის და საზანოვი და აზარა დატოვეს სასაცილოა )))

• ვაი შენს პატრონს

ტაბიძე არის ჭიაბრიშვილის პროტრჟე გადახედეთ ტაბიძის კარიერას და ყველაფერს მიხვდებით ტაბიძეს წაყვანას მე წავეყვანე ჯობდა გერმანიას მაინც ვნახავდი ))

• David

მაინც და მაინც სანიოლის მიღებული გადაწყვეტილება არ მგონია აზაროვის დატოვება

• Levani

შენ თუ გგონია იმ ევროპაში ირანელის და თურქის გარდა ვინმე გელოდება ამცდარი ხარ რეალობას. და აჯიმანიები აკეთე-არ გცემონ ევროპის ქუჩაში შემთხვევით მუსლიმებმა,შენნაირ ტიპებს სცემენ ხშირად ეგენი

• Walter White

საერთოდ არ მესმის რა გვინდა ამ ევროპის ჩემპიონატზე? საშიშია ევროპაში ქართველი ფეხბურთელების საერთოდ ჩასვლაც( გეიდაავადება არ დაემართოთ), უტვინო არაპროფესიონალმა ვენეციის კომისიის წევრებმა არ მოახდინონ გავლენა ჩვენს პატრიოტ და დამოუკიდებელ ფეხბურთელებზე. სასწაული რომ მოხდეს და ამ გუნდმა რაიმე შედეგი დადოს,მერე პეკოვსა და ლავროვს როგორ შევხედოთ თვალებში? ჩემის აზრით უნდა ბოიკოტი გამოვუცხადოთ...ჩავატაროთ საკუთარი "ევროპის ჩემპიონატი" რუსეთის,ბელორუსიისა, ირანის და ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით. მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გარანტირებული გვაქვს და თანაც საპატრიარქო დაგვლოცავს.

• კახა

აგერ ნახეთ, აზაროვი იტყვის სანამ სანიოლი იქნება ნაკრებში, მანდ ჩამომსვლელი არა ვარო. ისე მართლა გული დამწყდა რომ არ ჩასვეს. ბოლო 7 თამაში დაფრინავდა შახტარში და საგოლე პასრბსწც აძლევდა ტიპებს და საცოდაობაა რო დატოვეს.

• ტარიელი

აბა რა , ხო უნდა გაიყიდოს უფრო სარფიანად . რა , ალთუნაშვილი არაა საჭირო ? ))

• gpi

nk- კვეკვესკირის სტატისტიკა ნახე ჭ კლასის გუნდში . ,,ტორინოს " სკამი ჯობია მთელ იქაურ ჩემპიონატს . მექვაბიშვილი რეალშია ხო ? აღარ მახსოვს . ალთუნაშვილი , კაშია , კანკავა ,ტაბიძე ტორინოს სათადარიგო სკამზე მოხვდებიან?

• gpi

ბიჭიკო-ს აზაროვის აგენტი ჯუღელია და კაპიკის მიმცემი არაა ზოგიერთებისთვის მისი ტრანსფერიდან. რა არის გაუგებარი ? არც საზონოვიდან შეხვდებათ რაიმე. ამას ყოველგვარი პოლიტიკურის გარეშე ვამბობ გეფიცებით .

• ვაჟა

მექვაბიშვილი საჭიროა

• ვაჟა

მექვაბიშვილის ფეხბურთი მეც ვერ გავიგე. ტიპი ნოლია

• ტარიელი

AKAKI რასაც შენ წერ , ეგ არის ჩასვრილი მენტალიტეტის გამოხატულება და ჯერ არსად , არასდროს , არაფერში, ჩასვრილებს არაფერი ღირებული არ შეუქმნიათ . მაგ აზროვნებით არ მოვსულვართ დღემდე ქართველები .

• ვაკე

თურქეთთან ეს შემადგენლობა იქნება:მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, კაკაბაძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი ჩაკვეტაძე, ჯორდანო ბრუნო, კვარაცხელია, მიქაუტაძე

• გენა

გახოკიძე და ჯამარაული მართლა არ გვაწყენდა

• გენა

ატეხეთ ამბავი აზაროვზე. ვინ უნდა დადტოვებინა მაშინ ეს რომ წაეყვანა? დაწერეთ ერთი. ან ამ საზონოვზე. ვის ადგილზე ჩაესვა?

• გენა

აზაროვი და მექვაბა სხვადასხვა პოზიციებია. ერთმანეთს არ ცვლიან. ეს არ წაიყვანა და ის წაიყვანა სისულელეა ამიტომ

• Levani

ნუ პანიკობთ. ყველა აქედანაც ვერ წავა,ვინც ვერ წავა 2024 ივლისში არ მთავრდება ქართული ფეხბურთის ისტორია. ნაკრები ევროზე ღირსეულად უნდა გამოვიდეს და მერე უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივი შესარჩევიდან პირდაპირ მუნდიალზე გასვლით. ასე რომ ვისაც ამბიციები გაქვთ გააგრძელეთ ვარჯიში და დაამტკიცეთ თქვენი კლასი ბიძიკო. კიდე ერთი-მრქვაბიშვილზე გეთანხმებით არ არის სანაკრებო, ალთუნაშვილი კიდე კანკავაზე და კვეკვეზე მეტად სანაკრებოა

• Rezo

მექვაბიშვილი ვისი ვინ არი? რამდენი წელი შეილება ათამაშონ ყველგან ეს სრულიად უნიჭო ფეხბურთელი? რა ვერ გაყიდეს სადმე? სირცხვილია არაა??????? აზაროვი დატოვა და ეს მიყავს? ტფუი

• კარეკა

თუ "დამსახურებით" ვარჩევთ საევროპო შემადგენლობას მეგობარო, მაშინ ბორის პაიჭაძე ამოვიღოთ (აცხონოს ღმერთმა) საფლავიდან... ეგრე ხომ არ არის, არა?! ვინც დღეს, ამ კონკრეტულ მომენტში არის საუკეთესო ის უნდა იყოს ეროვნულ ნაკრებში, პირიქით დიდი ეჭვი მაქვს რომ კიდევ რამდენიმე ხათრით და ვერ დაუარების გამოა შემადგენლობაში, და თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ, სენტიმენტები გვერდზე უნდა გადავწიოთ, ძალიან ბევრი საინტერესო ფეხბურთელი დარჩა სამწუხაროდ შიდა ჩემპიონატიდან, რომლებიც ვფიქრობ იმსახურებდნენ შანსს, ყოველ შემთხვევაში მოსამზადებელ პერიოდში მაინც!

• valderrama

თან ალტინფოს მიტინგზე:))

• ასევე

1000 % გეთანხმები

• fexburtis experti

azarovi,koxreidze,sigua,arabidze,beridze,sazonovi(axalgazrdebi) eg bichebi ar unda daetovebiat da vis vxedavt nakrebhi:shengelia ori tve ar utamashia tramvis mere, tabidze saidan gamochkrikes shokshi var, altunashvili da mekvabishvili zalian dabali donis orive, kankava da kashia zlivs dadis tipebi, dangratebi chirdebat.

• დათო

ირაკლი აზაროვის განაცხადის მიღმა დატოვება არის ძალიან დიდი უსამართლობა, პლეიოფებამდე ნაკრების 15 ოფიციალური თამაშიდან ევროპის შესარჩევში და ერთალიგაზე 14 მატჩში განაცხადში იყო, აქედან 11 თამაშში ითამაშა, საშუალოდა 60 წუთი, უდიდესი წვლილი შეიტანა ნაკრების წარმატებაში, შახტარშიც სისტემატიურად თამაშობდა მაღალ დონეზე, ბოლო ბოლო ჩემპიონთა ლიგა ითამაშა და ტურის სიმბოლურში იყო, ამით რამხელა ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებენ 22 წლის ბიჭს ვერ ხვდებიან?

• იასონას უდარი

მაგარი ქვეყანა ვართ,მწვრთნელი ყავს გუნდს და თავად გადაწყვეტს,ვინ წაიყვანოს და ვინ არა.აგერ გუშინ ლოცავდით სანიოლის და დღეს კრიტიკაში გაატარეთ,თან რისთვის,ვიღაც გამოიძახა და ვიღაც არა.ასე მგონია რო არაბიძე რო გამოეძახებინა,მერე იტყოდით მექვაბიშვილი რატომ არ გამოიძახაო. მწვრთნელი ის არის და მისი გადასაწყვეტია,თუ თქვენ ხართ მწვრთნელები,იმ კაცს ხელფასს რაღატო ვუხდით?თუ იმაზე მიანიშნებთ რო ვიღაცა უწერს შემადგენლობას,ეგ სხვა თემა არის,თუმცა ახლა რატომ გახდა რელევანტური? გუშინაც ეგრე იყო,დღესაც და ხვალაც ასე იქნება.კლანური სისტემა არის მოწყობილი მთლიანად ქვეყანაში,ფეხბურთი ვერ იქნება გამონაკლისი. ფეხბურთელებს არარუსეთს,კი ევროპას კი არ უნდა ყვიროდნენ,მსგავსი ფაქტები უნდა გააპროტესტონ.თუ რათქმაუნდა არის ასეთი ამბავი. მე ერთი ვიცი,ლადო ბურდულმა მოყვა სარბიელის პოდკასტში,ჯოკრის თამაშის გამო დაგვსაჯეს ორი კაციო,არადა,ჯოკერს 4 კაცი ვთამაშობდითო. ის ორი ვიღაცის ახლობლები იყვნენო... ლადომ დააგვიანა,მარა მაინც თქვა,სხვა ამასაც არ აკეთებს. ამიტომ არაფერი არ შველის ქართულ ფეხბურთს,ჯიგრული პონტები და ახლობლობა არ გამოილია. გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით,თავის დროზე ვატო არველაძე როგორ მოხვდა ნაკრებში? გვარის გარდა რა კრიტერიუმი იყო,რითაც ეს ბიჭი იმსახურებდა ნაკრებს? ხო არველაძეც გაჰკიოდა ევროპები გვინდაო,თუმცა აზროვნებით სსრ კაცია. ყველგან ხდება ვიღაცეების დატოვება განაცხადს მიღმა,თუმცა ისინი ამას ფორმის გამო აკეთებენ. აგერ,ლივერპულის ორ ახალგაზრდას დაუფასა საუტგეიტმა გარჯა,ჯონსი და ქუანსა გამოიძახა გაფართოებულში,ეს მიანიშნებს რო არავინ იჩაგრება. ამ ინგლისი უცვლელი წევრი იყო ჰენდერსონი,თუმცა ფორმის არ ქონის გამო არ გამოიძახა. კი,ეს ინგლისია და ის ევროპა არის,ჩვენ ვართ საქართველო და არ ვართ ევროპა. სურვილი გვაქვს,თუმცა არ ვართ და ეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. ბევრს ეს არ მოეწონება,თუმცა სიმართლე არავის მოსწონს ზოგადად,თუ განათლებული არ არის. განათლებული ხალხი ხვდება სიმართლის მნიშვნელობას და უხარია,როცა სიმართლეს ეუბნებიან. გურამიშვილმა ხო თქვა,ვინ არ არის კახაბერი,მას ვერ ვიტყვი კახაბერადო,ხოდა მოუსმინეთ იმ კაი კაცს. ისაუბრეთ სიმართლე ყველაფერზე,ასე საქმესაც ეშველაბა და წარმატებაც გვექნება. წარმატებები ნაკრებს,ეს ერთი და სხვა მრავალი.

• ბესო

მე არ ვიცი არაბიძემ ვის რა აწყენინა , მარა მაგას , რომ თავი დავანებოთ საზონოვის და აზაროვის არ გამოძახება მართლაც უსამართლობაა !!!

• Azara

ვინც არ უბდა წაიყვანოს ნაინც 0 ქულაა, კარგი გიდი გეყოლებათ ფედერაციის შეფების სახით.

• დავითი

სანიოლს უდიდეს პატივს ვცემ თუმცა აზაროვის წაყვანა შეიძლებოდა

ტაბიძე სად გამოჩხრიკეს? რა სირცხვილია

• რიგითი

ხო ყველამ ვიცით , რომ ტაბიძე , მექვაბიშვილი და ალთუნაშვილი უდიდესი ალბათობით ერთ წუთსაც არ მიიღებენ სათამაშო დროისა და რაც ყველაზე მთავარია არც ნაკრების აქამდე მოსვლაში მიუღიად იოტისოდენა წვლილიც კი.. რა დააშავა აზაროვმა ასეთი რო ევროპირველობის განაცხადშიც კი ვერ მოხვდა , მით უმეტეს როცა მარცხენა მცველი საერთოდ არ გვყავს განაცხადში.

• მიხო

აზაროვის არ წაყვანა შეცდომაა

• Lobotka

ან ქვილითაიას რა უნდა ნაკრებში,ტაბიძე,მექვაბიშვილი,ალთუნაშვილი... ესენი არიან დაბალი ან ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები ნებისმიერი საზომით.... უბედურება ისაა,რომ ამათზე უკეთესი არავინ გვყავს...

• დავითი...

საზონოვი რატომ მოიძულეს გაუგებარია საერთოდ,პატრონი არ ყავს და არ წაიყვანეს,ტაბიძე მიჰყავს და საზონოვს ტოვებს,სადაა ლოგიკა?სამართალი?ახალგაზრდულ ევროზე ნაკრების წარმატების ერთ ერთი მთავარი შემოქმედი ზუსტად საბა იყო და არავის აინტერესებს ეს...სამაგიეროდ ტაბიძე გამოჩიჩქნეს საიდანღაც.აზაროვი და არაბიძე ხომ საერთოდ დაიკიდეს,...

• Tazo

პოლიხრონიონ-აქ გამოთქმელ 90% სისულელეს,,აზრს,, ეძახი?ასეთი ,,აზრების მრავალფეროვნება,, ფსიქიატრიულში გექნება ნანახი

• Tazo

ნაპოლეონი, შენ ისევ გამოიპარე ხომ საგიჟედან?გაივსო ქვეყანა ნაპოლეონებით,სტალინებით,არისტოტელე,დიოგენებით თამარ მეფეებით,დავით აღმაშენებლებით და ევროკავშირის ელჩებით.

• pepelu

აზაროვის ევროპაზე არ წაყვანა არის ძალიან დიდი შეცდომა!! როდესაც ლუქსემბურგი/საბერძნეთთან არ გამოიძახა, სანიოლმა ეს ქმედება კონკრეტული მიზეზებით დაასაბუთა!! მაგრამ ევროპაზე საერთოდ არ წაყვანა შეცდომა მგონია!! ფლეი-ოფის შემდეგ ძალიან მოუმატა აზაროვმა, როგორც დაცვაში ისე შეტევაში. კლუბშიც საუკეთესო იყო და ამ დროს ასეთი გადაწყვეტილება უსამართლობა მგონია! ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ!! ვამაყობთ თქვენით!!

• გიჯა

კვარაცხელია არარის?

• ჯიმი

თავისი სპორტული კარიერის პიკი, რუსეთში, მარჯვენა მცველად თამაშობდა.

• ოთარი

ჩემზე კარგად იციან ვინ არის მზად და ვინ არა მაგრამ ვაკო ყაზაიშვილის დონის ფეხბურთელის არ წაყვანა შეცდომად მიმაჩნია

• qomagi

shengelias ori tve ar utamashia tramvis shemdeg da ra logikit mikavs? ras erchis azarovs ver vxdebi, an tabidze jobia sazonovs? kazaishvili da beridze kidev dachagres(((mekvabishvils, altunashvils, kankavas,tabidzes ra unda nakrebshi am xalxs ver vxvdebi...

• გურულო

simartle-ს მიტინგზე ხარ?

• მწარე

კარგი საძმო-საახლობლო ყავს.

• მწარე

ყველა პირად და სუბიექტურ გულშემატკივართან დიდი ბოდიში, მაგრამ მექვაბიშვილის ფუნქცია ეროვნულ ნაკრებში რაა? არაბიძის დაბლოკვა უნდოდათ და საცობს ეძებდნენ ხვრელის ამოსაქოლად? სხვა ახსნას მართლა ვერ ვპოულობ პირადად მე. მექვაბიშვილის ნამაღალ ან კარგ დონეზე მაინც ჩატარებული თუნდაც ერთი თამაში თუ ვინმეს გინახავთ, გეხვეწებით ვიდეო დადეთ ბმულის სახით. ეს უკვე მართლა რაღაც შეთქმულებას გავს, მარაზმია!

• simartle

მექვაბიშვილის, ალთუნაშვილს და ბოდიშით მაგრამ კანკავაც არ არის სანაკრებო დღეს, ამ დროს აზაროვი მოატოვეს და არაბიძეს საერთოდ შანსიც არ მისცეს. ამას გარდა შუა ხაზში შეიძლებოდა ერთი ორი ახალგაზრდის დამატება მაგრამ ეს პედერაცია რაგბის პედერაციის მაგვარად ზემოდან იმართება და მთელმა საქართველომ იცის კარგად, მაგრამ გენებში გვაქვს გამჯდარი საბჭოთა ფარისევლობა და კიდევ უარესი ას წელულობით ირანული და თურქული მონობის ქვეშ შეძენილი იმ სამყაროს ზედმეტი ფარისევლობა ძლიერთ მიმართ და გამყიდველობა. ეს არის ჩემო ბატონო იმის მიზეზი ქვეყანაც რომ ვერ აშენდა 32 წელია და 26 მაისი ვიზეიმოთ ეხლა თავისუფლების დღედ და ვატაროთ აქციები... აქციამ ქვეყანა დააქცია... ფესვებია გადაჭრილი

• Givi

გვარებს არ ჩამოვთვლი მაგრამ 4-5 ისეთი მიყავს 1 წუთსაც, რომ არ ათამაშებს და ამ დროს მართლა გამოსაყენებელი ხალხი დარჩა ევროპის გარეშე: აზაროვი,(3,5 მილიონი ღირს) არაბიძე(900 ათასი), საზონოვი(3 მილიონი), ყაზაიშვილი(2 მილიონი), სიგუა(2,5 მილიონი) და ამ დროს სიაში არსებულების ფასები ნახეთ, დაცვაში მაინც... ერთადერთი გამართლება არის ის, რომ ბევრისთვის სხვა შანსი აღარ იქნება ასეთ ტურნირზე გამოსვლის და ღმერთმა შეარგოთ...

• ჩელენჯერი

მექვაბიშვილი რა კრიტერიუმის მიხედვით მოხვდა სიაში?

• ნაპოლეონი

ამ შემადგენლობაში კვარაცხელიას რა დატვირთვა აქვს,რაესაქმება მითხრას ვინმემ. . .კანკავა რომ ტურისტად არ მიყავთ ცხადია უკვე და წინ პასი მაგან საერთოდ არ იცის და ცხოვრებაში არც არასდროს გაუკეთებია. . ხოლო თუ კანკავა დადგა მაშინ კვეკვესკირი დადგება და კიტეიშვილს არაფერი აღარ ესაქმება. . . მაინტერესებს კვარამ მეკარეს უნდა წაართვას ბურთი და 11 მოატყუოს და შევისეს კარებში. . ესენი 3 მილიონს გაინაწილებენ ეხლა. . .არ გამოვრიცხავ რომ ამის მიხედვითაც შეკრეს. . . ნუ სანიოლი რომ ბუტაფორიაა და ეგ სასტავს არ აყენებს,საფეანგეთში ყველა მეღვინემ იცის ისედაც. . .

• ნაპოლეონი

ეს არის ამ ქვეყნის მტრების შედგენილი შემადგენლობა. . . მოვა დრო როცა კობიაშვილს მუჯირს და განსაკუთრებით იაშვილს კედელთან მივაყენებთ და სამშობლოს ღალატის მუხლით გავასამართლებთ. . . ამ ნაცხროვას სინამდვილეში. . .

• hm

ქვილითაია ბედში ჩავარდა რასაც ქვია

• G.LA

უსამართლობაა აზაროვის არ წაყვანა ევროპაზე. მე დამწყდა გული ამ ბიჭზე. დანარჩენი შემადგენლობა ასეც ვფიქრობდით.

• ნაპოლეონი

სრული სერიოზულობით ვსვამ კითხვას,ეს სია მწვრთნელმა დადო თუ ნაცმოძრაობის შტაბიდან წამოიღო იაშვილმა?. . .თქვენ ბიჭო ხომ არ გძმარავთ. . რა მექვაბიშვილი რის გოჩოლეიშვილი რაღაროს კანკავა იყო,რა კვეკვესკირი. . ეს გუნდი ჩალოეპა ჯგუფში ისე რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო გამოსვლას დააფიქსირებს. . . ღმერთმა ქნას საგინებელი გავხდე მარა აგერ ჩემი სიტყვა დაიხსომეთ. . .ვის დაჭირდა და რატომ დაჭირდა ეხლა კანკავა ვერაფრით ვხვდები. . . იქ კანკავა სათადარიგოდ რომ არ მიდის ეს უკვე ცხადია და მაგის უკან პასებით აპირებთ ჯგუფიდან გასვლას?!. . თყ თურქეთთან მე-15 წუთზე წითელს რომ მიიღებს და ტრადიციულ სტილში დააღალატებს გუნდს ,მაგით აპირებთ. . .ეს არის პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ნაკრები. . . და სულაც არაქოცური ნიშნით. . .რა ბიჭები დატოვეს ტიპებმა. . .საზონოვი 100% -ით ვარ დარწმუნებული რომ ეყვირა არა რუსულ კანონში უეჭველი ჩასვამდნენ. . . არა ნუ კანკავას ხომ ისედაც . . . კაროჩე რააა. . . რა ძნელია ცენზურის დაცვა როცა ამხელა უსამართლობას ხედავ და როცა ქვეყანაში სპორტული ჟურნალისტიკა უბრალოდ მკვდარია. . როცა მერაბ მეტრეველი ჯობნის ყველას საფეხბურთო ანალიზში ხოლო უზრდელ ტატო ბაციკაძეს და სანდრო ცნობილაშეს კი სპორტული ჟურნალისტები ჰქვიათ. . .სხვა თემაა საერთოდ გულჭემატკივარი. . რა კატეგორია მიდის გერმანიაში და იქ ლამაზი გოგოების გამოფენა რომ გვექნება მხოლოდ მაგას წყალი არ გაუვა

• ნუგზარი

რაბიძის გულშემატკივარი ვარ მაგრამ, თვითონ არ ინდომებს. ვუყურებ ტორპედოს თამაშებს და როცა უბურთოდაა არ ინძრევა საერთოდ. არ დარბის, დაცვს არ ეხმარება. ტაბიძე მმარხცხენა ცენტრალური მცველია და არა მარჯვენა მცველი.

• ადამიანი

ლევან შენგელიას ტრავმა აქვს და ხომ არ ჯობდა აზაროვი წაეყვანა?

• Jila

ბათუმი თვითონ არის თბილისის დინამოს აღზრდილი ვერან

• bidzia

საზონოვმა რა დაგიშავათ. უთამაშებლობა არავითარი მიზეზი არ არის სერია A ში ა ბოლო ბოლო თან მხეცია ძალიან მაგარი მცველია რომელიც ჰაერივით გვჭირდება ამ საცოდავ დაცვაში. გველესიანები და მექვაბეები მიგყავს და საზონოვი არა ეს დაცინვაა სხვა არაფერი. შეგრცხვებათ აუცილებლად მაგ საქციელის. საბა გამაგრდი აუცილებლად დადგება შენი დრო ნაკრებში.

• akaki

სწორი შემადგენლობაა, ამ შემადგენლობით შანსი გვაქვს, რომ ერთი თამაში მაინც დიდი ანგარიშით არ წავაგოთ

რა დაგიშავა კუდინოვმა.

• პოლიხრონიონ

მაინც, რა არის ცუდი იმაში, რომ აზრთა მრავალფეროვნებაა, ყველას საკუთარი აზრი გააჩნია? იქნებ შენ ის ხალხი უფრო გიზიდავს, პოლიხრონიონს რომ მღერიან „დათა თუთაშხიაში“?

• საქართველოს გულშემატკივარი

გველესიანის, მექვაბიშვილს, ალთუნაშვილ, ტაბიძეს რა უნდა ამ ნაკრებში?

• თენგაბი

ძირითადში სანიოლს ვეთანხმები, მესმის, რომ ყველასათვის მოსაწონ შემადგენლობას ვერცერთი მწვრთნელი ვერ დადებს, ამიტომ ჩემს მოკრძალებულ აზრს გამოვთქვამ. ტაბიძე რუსეთში თამაშისას ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი იყო - ფიზიკურად ძლიერი, ათლეტი, ორთაბრძოლებში ძლიერი. თუ სამწვრთნელო შტაბი მოახერხებს და ინდივიდუალური გრაფიკით, შესაბამის ფიზიკურ კონდიციებში შევა, ჩემი აზრით, გაუვალი მარჯვენა მცველი იქნება. საზონოვი დაცვის ცენტრში ძალიან საიმედოა და აზაროვი მარცხენა ფლანგზე ძალიან მობილურია. ვფიქრობ ოქროს სათადარიგოები იქნებოდნენ და ეს ორი ფეხბურთელი გოჩოლეიშვილის და ალთუნიშვილის ნაცვლად უნდა წაეყვანა. მეც ვიცოდი, რომ არაბიძეს ფედერაცია არ დაუშვებდა. მცდელობაც არ ჰქონდათ, რომ ამხანაგურებში მაინც გამოეცადათ. ძალიან საწყენია, რომ პირად ამბიციებს ეროვნულ ინტერესეზე მაღლა აყენებ. ამდენ ხანს რამოდენიმე ამხანაგური უნდა გვეთამაშა, რომ ბიჭები უფრო შეთამაშდნენ, გამოიცადოს სხვადასხვა ტაქტიკური სქემები. იმედია დარჩენილ დროში მაინც მოვახერხებთ ერთი-ორი სპარინგის გამართვას. ვფიქრობთ ამ ნაკრებს სულ მცირე მეოთხედფინალამდე შეუძლია მისვლა, თუ მწვრთნელი ოპტიმალურად გამოიყენებს მათ უნარებს. თუმცა, ამ ეტაპზე, ჯგუფიდანაც გასვლა წარმატებად ჩაითვლება. ამასთანავე, ჩემთვის გაუგებარია, რა ტაქტიკური სქემა მოიფიქრა სანიოლმა იმნაირი, რომ წიტაიშვილი და შენგელია დაცვაში თამაშობენ? მე ისინი ნახევარმცველები მეგონა. თუ სანიოლი გარემარბი მცველებით აპირებს ფლანგების გაკონტროლებას და დანარჩენი ფეხბურთელების ცენტრში შეყრას, ვფიქრობ, მაშინ პრობლემები გვექნება - უბრალოდ მათ ფიზიკურად ძალები არ ეყოფათ მთელი ფლანგის საკონტროლოდ, ხოლო ცენტრში შეყრილები ნახევრად უფუნქციოები ან გაუგებარი ფუნქციის მატარებლები იქნებიან. დიდი მნიშვნელობა ექნება სათამაშო ტაქტიკას. ვფიქრობ ჩვენი ფიზიკური კონდიციებით სხვა გუნდებს მოძრაობაში ვერ ავყვებით და ამიტომ ძირითადად დაცვიდან უნდა ვითამაშოთ, კონტრშეტევებზე. დიდი მნიშვნელობა ექნება ფეხბურთელთა გააზრებულ მოძრაობას, დროულ გახსნას და მანევრ, იმას, რასაც უბურთოდ მოძრაობას ვეძახით. თუმცა ამასთანავე გასათვალისწინებელია ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები და მეტოქის მოედანზე პრესინგი და უაზრო სირბილი აზრიანი მოძრაობით შევცვალოთ. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დროულ პასს, დასწრებაზე თამაშს და ა.შ. თუმცა, უკვე კამათს და დისკუსიას აზრი აღარ აქვს. ვილოცოთ, რომ ჩვენი ნაკრები წარმატებულად გამოვიდეს! უფალი ფარავდეს სანიოლსაც და საქართველოს ნაკრებს!

• ესაა პიკასოს ბიჭი?

ეს რა შემადგენლობაა,არც კუდინოვია გუნდში, არც გოჩა მაჩაიძე, არც ზაზა ჯანაშია და მით უმეტეს არც დოთა არველაძე?

• რეალობა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები მარტში დაიწყება. ვინც დღეს ვერ მოხვდა სიაში, 10 თვე კარგად ივარჯიშოს და მაგრად ითამაშოს საკლუბო დონეზე, და მოხვდება ნაკრებში.

• Zaza

არ ვიცი “შიგნით” რა სიტუაციაა მაგრამ ირაკლი აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვება ძალიან მეწყინა. ბიჭი იმ კლუბშია რომელიც მუდმივად ჩლ-ს თამაშობს. თან უბრალოდ კი არ ირიცხება არამედ ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკლებშიც მოხვდა! გუნდს ოქროს დუბლის მიგებაში დაეხმარა! ჩლ-ზეც მშვენივრად გამოიყურებოდნენ და ბოლო ტურამდე პლეი ოფის საგზურისთვის იბრძოდნენ! ასაკით პატარაა და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივა აქვს! პირად და პიროვნულ თვისებებზე აღარც ვლაპარაკობ… არ მინდა სახელების ჩამოთვლა მაგრამ ყველა რგოლში დაწყებული მეკარიდან, მცველებშიც, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც მინიმუმ თითო ისეთი ფეხბურთელი გვყავს განაცხადში ვინც უბრალოდ არ და ვერ იქნება გამოყენებული ამ ევროზე. დარწმუბებული ვარ ზოგს ზრდილობის გულისთვისაც არ შეიყვანენ 5 წუთით მოედანზე. ამ პირობებში აზარა რომელიც ყველა ვარიანტში სასარგებლო იქნებოდა, ძირითადიდანაც და შეცვლაზეც როგორ უნდა დარჩეს განაცხადს მიღმა არ მესმის.

• rolo

ვაკო ყაზაიშვილის არწაყვანა არის დიდი შეცდომა, ყაზაიშვილის წვლილი დიდია და ის არის ყველაზე საიმედო. ვინ არის გამტანი დღეს? - კვარაცხელია და მეტი არავინ, მიქაუტაძე სხვაზეა დამოკიდებული, ბუდუ კარგი ჩამშლელია მაგრამ რასაც ჰქვია გამტანი ესენია: კვარა და ყაზაიშვილი ნახავთ გამტანი არ გვეყოლება...

• გიონატ

ყველაფერი მეტნაკლებად ლოგიკურია, ერთადართი აზაროვის ადგილი მართლა რით ვერ გამოინახა, ძალიან საწყენია...

• kane

ეს ის სანიოლი არ არის, საბერძნეთთან მატჩის შემდეგ რომ აღმერთებდნენ? ვილი ოქროს მწვრთნელი ხარ და აბა რა ვილი , შენი გვჯეროდაო?

• Ბათუმს ქათქათას

ნახევარი შემადგენლობა ბათუმის დინამოს აღზრდილია.ერთი დემჩენკო უნდა ნაკრებს და გასული ვართ ჯგუფიდან.დემჩენკო ანჩელოტიზე ნაკლები მწვრთნელი არ არი

• ნუგზარი

100%. მე მგონია მე უფრ მინდა რომ დიდ კლუბში და ნაკრებში Iტამაშოს ვიდრე თვითონ. ვუყურენ მის თამაშებს და უბურთოდ თითქმის არ მორაობს. ბურთი იკარგება და ძუძულით მიდის უკან. ამაზე ამბობდა სანიოლი ინტენსივობა აკლიაო.

• ლშა_იუვენტინო

ვინ გახოკიძე ? ხო კარგად ხართ ?

• 222

გეთანხმები - ტაბიძის ნაცვლად საზონოვი და მაგ ნახევარმცველების (კანკავა, მექვაბიშვილი ანლუნაშვილი - რომელიმეს ნაცვლად არაბიძე უფრო გამართლებული იქნებოდა)

• ბუჯანგა

ამ დაბერებული ნახევარდაცვით რომელსაც არ შეტევის ორგანიზება არც შეტევის ჩაშლა არ შეუძლია..გახოკიძეს და არაბიძეს უნდა მისცემოდათ შანსი..ფლანგებიდან..სტანდარტულებიდან ორივე ძლიერია წარმოდგენილებზე უფრო მეტად..ამხელა დაცვის შემადგენელობა რა უბედურობააა...კვეკვემ და კანკავამ თავისი ამუწურეს უკვე..თუ სიმბოლარად მიგყავთ..ეგ სულ სხვა ამბავია..მაგრამ...მომავალში არ იყურებით?...წაიყვანე და გამოსცადე ისეთი რომელიც პერპექტიულია..რომელმავ თავი გამოიჩინეს 21 ევროპის ჩემპიონატზე რომ იგრძნონ სტიმული..იგრძნონ პასუხისმგებლობა.....ამ ვეტერანების ნაკრებით რა ფეხბურთზე უნდა ილაპარაკო...რა შედეგებზე..

• გურულო

ბიჭო,ბიჭო,ამდენი,,კვალიფიცირებული,, ფეხბურთის მცოდნე ,,პოლიტიკოსი,, და ,,ექსპერტი,, საქართველოში რომ გვყავს მთელს პლანეტაზე ერთად არ არის. სულ თქვენი ნავარჯიშები,თქვენი დაყენებული შემადგენლობით,თქვენი ტაქტიკით, ევროზე გასულ გუნდს როგორ ანგრევენ პუტინის მონები!!! არა რუსულ გუნდს,არააა!არა,პრორუს სანიოლის,არაააა! :))):))

• კრიშტიანო მესი ლიონელ რონალდუ

ვილი ჯან ჩვნ რა დაგვიწუნე? :D აზარავი იმიტო არ წაიყვანა მარტში სხვამ გამოიჩინა თავიო და კანკავამ როდის გამოიჩინა თავი მარტში? შემოსვლიდან 1 წუტში ბარატი მოახერხა

• grisha

შენგელია კარგი ბიჭია მაგრამ, მოასწრო ტრავმის მორჩენა და ფორმაში შესვლა? ითამაშა ბოლოს კლუბში ვინმემ იცის? მე მაინც მგონია რომ ამ ეტაპზე აზაროვი აჯობებდა

• მწვრთნელი

ტურისტები ევროზე: "მექვაბიშვილი, ტაბიძე, შენგელია, კანკავა, ქვილითაია, გველესიანი!"

• Zura

ნახევარდაცვა სანაკრებო დონეზე არის კატასტროფა, ალბათ ბურთი მთელი ჩემპიონატის მანძილზე არ გვექნება: კვეკვესკირი - 0 მექვაბიშვილი - 0 კანკავა - 0 ალთუნაშვილი - 0

• ტოტტი

ე.ი. ალთუნაშვილი მექვაბიშვილი ქვილითაია და 40 წლის ხალხი რო გყავთ და არაბიძეს არ იძახებთ ეგეთი მიკერძოვება შეიძლება?

ტაბიძის გამოძახება რატომ გიკვირთ??საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშობს და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს!!ნუ იქნებით უმადურები,შვეიცარიასთან გატეხილი თავით,რომ ითამაშა გახსოვთ??მე გამიხარდა მისი ნაკრებში დაბრუნება!!

• Simartle

Kobis vin ekitxeba... Kala,kala... Caikvanet Azarovi da Sazonovi tqven rusetumebo.

• მეზღვაური

მამუჩაშვილის ფუნქციას მექვაბიშვილი შეასრულებს ევროზე?ანუ გუნდის "თილისმა" ის იქნება...

• გიორგი

აზაროვი კალანდაძე რატო იჩაგრებიან ნორვეგიასთან ან ევროპის ჩემპიონატი გადახვიონ უკან

• ნიკა

ნუ რაცაა ესაა, უბრალოდ გული დამწყდა არიბიძეზე, საზონოვზე და აზაროვზე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ფეხბურთელებს უფრო მეტიც შეეძლოთ მოენდომებინათ და ნაკრებს მიღმა დატოვების შანსი არ მიეცათ. მაგალითად რა უშლის არაბიძეს ხელს, რომ უბურთოდ უფრო მეტი ირბინოს მოედანზე

• გელას ძმა, გოდერძი

გელამ ბოტასები მოიპარა საბერძნეთში და სროკზეა, დამთავრდა მაგის დიდი ფეხბურთი.)))

• ზაზა

დღევანდელი დმდგომარეობით რითი ჯობს ტაბიძე საზონოვს? ჯიმის ვენაცვალე წესიერი და თავდაუზოგავი კაცია, მაგრამ ამ ეტაპისთვის საბას წაყვანა აჯობებდა ღმერთმანი. ბოლოს და ბოლოს იმხელა გამცდილებას მიიღებდა რომ, გრძელ და საშუალო ვადიან პერსპეკტივაში ჩადებული კარგი “ინვესტიცია” იქნებოდა.

• სინდისი

გელა სადაა ნუგზარაშვილი? კი არის 31 წლის მაგრამ მე მგონი კიდევ 2 წელი შეძლებდა უმაღლეს დონეზე თამაშს.

• llcl

ტაბიძე და მექვაბიშვილი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის ახლობლები არიან თუ პრანჭია მერის? აზაროვი შახტიორის ძირითადის ფეხბურთელია, თან ნომინალური მარცხენა მცველი საერთოდ არ გვყავს განაცხადში. ჯიმის და ანზორას წაყვანა უსამართლობის პიკია!

• ვვვ

აზაროვის დატოვება არის რავი უმადურობა. ადამიანმა ნაკრებში გული ჩადო. სათამაშო პრაქტიკა აქვს და ძალიან მაგრად არის გუნდთან შეთამაშებული. რა ქნას მეტი? ძალიან ბევრს ჯობია ამ სიიდან ყველა განზომილებაში

• ჯარჯი

უნამუსობა და სირცხვილია არაბიძის არ გამოძახება.მაგრამ უსინდისო ფედერაცია როა მაგის ბრალია.დავიჯერო მექვიბიშვილი ჯობია აზაროვს?გრცხვენოდეთ ფედრეაციის ხელმძღვანეობა.თუმცა ნამუსი და სინდის როდის გქონდათ ეხლა რო გქონდეთ

• zaza

ხალხო , არაბიძეს რო არ იძახებთ , მივეჩვიეთ , მაგრამ აზაროვი რომ არ გამოიძახეთ , ნამუსი არღარაა ???ღმერთმა ხელი მოუმართოს , მაგრამ მექვაბიშვილი ? - კარგით რა !ანდა საზონოვი ასე გამოუსადეგარია ? ღმერთმა ხელი მოუმართოს საქართველოს ნაკრებს ! მაგრამ , უკეთესი მწვრთნელისა და სამწვრთნელო სტაფის ხელში , უკეთესი შედეგი და თამაში შეგვეძლო გვეჩვენებინა . ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს .

• სინა

დინამოში

• ემიგრანტი

5 ჩამშლელი ცოტა კიდე დაგემატებინა ვინმე შემტევის მაგივრად

• იფფფ

ოქრი სადაა ტოო..ეხა არ დამარეკინოთ

• ჟორა გაბრიჭიძე

შემადგენლობა იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძირითადის 17-18 ფეხბურთელი სანიოლის არჩეულია, დუბლები კი ფედერაციამ აარჩია და იმიტომაც იწვევს ბევრის განცვიფრებას ზოგიერთი ტურისტის წამსვლელთა სიაში ყოფნა.

• TT

ლოჩოშვილი და მექვაბრიშვილი! ოკ. ყველაფერი გასაგებია! (მამუჩაშვილიც უნდა გამოგეძახათ ბარემ, ეგ როგორ გამოგრჩათ) ახალი გუნდები გინდათ მოუძებნოთ ხო? რომელი იმსახურებს მაგ ორიდან და რატომ? იქნებ მიპასუხოთ ვინმემ? აზაროვი არაო, საზანოვი არაო, არაბიძე არაო,

• ჟორა

აზაროვის დატოვება სხვა ყველაფერთან ერთად უსინდისობა და უმადურობაცაა. ამ შემადგენლობიდან 30% ხომ ტურისტია? ჰოდა ერთი ტურისტის ნაცვლად ეს დამსახურებული კაცი რომ შეეყვანათ, რა დაშავდებოდა?

• ემიგრანტი

პენსიონერები ახალგაზრდების ნქცვლად არადა პირიქიტ უნდა ყოფილიყო ჰმ...

• ნიკა

ამ შემადგენლობას ველოდებოდი დაახლოებით, მაგრამ ტაბიძის გამოძახება სურპრიზი იყო ნამდვილად სანამ წითელ ბარათს მიიღებდა ბოლო 4 თამაში ძირითადში კი ითამაშა მაგრამ მაგით როგორ დაიმსახურა გამოძახება ვერ მივხვდი, მიუხედავად იმისა რომ ერთ პოზიციაზე 3 ფეხბურთელი ებევრა ტაბიძის მაგივრად მართლა ჯობდა აზაროვის გამოძახება, თუ კანკავა დამსახურების გამო მიყავს აზაროვსაც ეკუთვნის ნამდვილად არ გაუკეთებია ცოტა რამ ნაკრებისთვის. არაბიძეს რომ არ გამოიძახებდა ეგეც ცხადი იყო, ძალიან მომწონს მისი სტილი მაგრამ ქუთაისის თამაშებს რომ ვუყურებ შთაბეჭდილება მრჩება რომ ბოლომდე არ იხარჯება და ხშირად დასეირნობს მოედანზე როცა ტორპედოს უტევენ და თავს იცავს გუნდი. საზანოვსაც აშკარად ჩაყვარდა სეზონი მარტის მერე ხო საერთოდ სულ სკამზე იჯდა მეორე ნახევარშიც აღარ შეყავდა ხოლმე მწვრთნელს. მექვაბიშვილის დონეც არაა მაღალი ამ ეტაპზე ისეთი რომ თუნდაც გუნდის გასაძლიერებლად შეიყვანო მეორე ტაიმში და რავიცი მისი გამოძახებაც რამდენად სწორია, რუმინეთშიც საშუალო დონის არაფრით გამორჩეულ შეხვედრებს ატარებს და რავიცი. აშკარად შეიძლებოდა აქედან რამოდენიმე ფეხბურთელის არ გამოძახება მაგრამ დაველოდოთ იმედია მოულოდნელად ბედნიერი სიურპრიზები გველოდება წინ.

• gio

საზონოვი უნდა შეეყვანა შემადგენლობაში

• Irakli Apkhaidze

კანკავა რა შუაშია საზონოვთან?

• ზაზა

მექვაბიშვილი? მდააა

• ვაი შენს პატრონს

ტაბიძე )))) სირცხვილია ჭიაბრიშვილის ლუბინჩიკი. თან ტაიმ აუტში თქვა ეტყობა იცოდა )))

• ბიჭიკო

აზაროვის ადგილზე მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე არიან შენგელია, გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, კაკაბაძე და ლობჟანიძე. აქედან, ყველა უფრო სასარგებლო იყო ნაკრებში ვიდრე აზაროვი, შესაბამისად, ლოგიკურია რომ არ მიყავთ

• გიორგი

ალთუნაშვილი ვინაა? სად თამაშობს?

• nk

ერთი აზაროვზეა კითხვის ნიშანი, თორე საზონოვი მაყურებლის როლშია მთელი სეზონია თავის გუნდში. გაფართოებულ შემადგენლობას ალბათ თავისი მინუსი ექნებოდა ->> რამდენიმე მოთამაშეს დატოვება მოუწევდა და შეიძლება გარემო/სიტუაცია არეულიყო დამატებითი უაზრო კონკურეენციის გამო. (არ ვართ საფრანგეთი და მსგავსი ქვეყანა რო 3-ჯერ მეტი ხარისხიანი ფეხბურთელები გვყვავდეს ვიდრე ეხა არიან).

• გიორგი

აზაროვს არ იძახებ და გოჩოლეიშვილს რა ლოგიკით იძახებ??

• ემზარ

აზაროვი რატომ არაა განაცხადში?

• დავითი

საზონოვი რატომ დატოვა?!..კაცმა უარი თქვა რუსეთის ნაკრებზე,საქართველოს სანაცვლოდ.არაბიძის არ გამოძახებას ველოდი,აზაროვს რატომ არ სწყალობს?

• Givi

აზაროვი აუცილებლად უნდა წაეყვანა და საზონოვი კიდევ დიდ გამოცდილებას მიიღებდა, ისე გამოდის რომ დაცვის ცენტრში 90% გადაბერებული შემადგენლობა გვეყოლება და 3-3,5 მილიონად შეფასებული ხალხი ტელევიზორიდან უყურებენ თამაშებს...

• roni

აუ აბუჯანია არაა სასტავში? გამიტყდა მაგრად. არსად დაგეკარგოთ კვეკვე ალთუნა და ტაბიძე. ან სად ნახეთ ტაბიძის კარგი თამაში ბოლო დროს??? საზონოვის დატოვება იქნებოდა? არაბიძეს როარ დაუძახებდით ისედაც ვიცოდი. კობი ნელა ბოღმისგან არ გასკდე

• ქართველი

აზაროვმა რა დაუშავა ამ კაცს 26 კაცშიც რო ვერ მოხვდა? ბიჭი ძირითადის მცველი იყო ხოლმე და ეხა სკამზე ჯდომაც არ ეკუთვნის? ნეტა რა მოხდა

• dddd

მექვაბე არ დატოვოტ

• არჩი

ერთადერთი აზაროვზეა კითხვის ნიშანი. კანკავას დამსახურების მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მის ნაცვლად აზაროვს შევიყვანდი - ერთადერთი კვალიფიციური მარცხენა მცველია. ეტყობა სანიოლს ლიჩნაია ნეპრიაზნი აქვს. ისე, სანიოლს ქართული ფეხბურთის ჭეშმარიტი მოყვარულების მხრიდან დიდი მადლობა და დაფასება ეკუთვნის.

• მწვრთნელი

ვააააააა კაცოოოოოო! კვარაცხელია, ლობჟანიძე და დავითაშვილი ფორვარდები ყოფილან! ბნელა, თუ რაშია საქმე!? წიტაიშვილს და შენგელიას კიდევ სულ მარცხენა მცველად ათამაშებს და უცბად ნახევარდაცვაში გადმოვიდნენ!? შენგელიას კიდევ 2 თვეა არ უთამაშია და რანაირად არის ფორმაში!? კაცს ფეხი კინაღამ მოტეხეს ბერძნებმა! აზაროვმა რა დააშავა ასეთი, რომ აღარ იძახებს საერთოდ!? გველესიანი, და ტაბიძე სიაშია, ამ მოთამაშეებს რა მიზნით იძახებ ევროზე, ტურისტებად მიგყავს!? გველესიანს ერთი წუთიც არ აქვს ნაკრებში ნათამაშები და ტაბიძემ როდის ითამაშა ბოლოს აღარც მახსოვს! საზონოვი და კვეკვესკირი გაწირა ბოლოს და ბოლოს! ფუ შენი! ხალხმა ევრომდე მიგიყვანა, იმუშავა, თავი დადო და ვის იძახებ შენც არ იცი!

• დათო

არაბიძე მთვარიდან პარაშუტის გარეშე უნდა დაეშვას თუ რა გააკეთოს რომ ნაკრებში მიწვევა დაიმსახუროს?!... სამწუხაროა მსგავსი ტენდენციურობა როცა შანსს არ აძლევენ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს! პ.ს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ბიჭებს ევროპაზე!

• არიელი

არიიიიის

• NEMO

აზაროვი?

• სიმართლე

არაბიძეს რომ არ გამოიძახებდა დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ აზაროვი ძალიან გულდასაწყვეტია, რა გააკეთა ესეთი რომ ესე მოიძულა

• las

და გაფართოებული სემადგენლობა რომ გამოეძახა და იქედან შეერჩია 26 არ გამოვიდოდა? ყველა ასე აკეტებს და ეს რა გამონაკლისია ? :) იმედია დავალაება არ აქვს რომ უკრაინული შAხტარის მოთამასეებს არ წყალობდეს. ალბათ გოჩალაც ისს ყავს 5 წუთსაც არ ათამაშებს ან ეს საზანოვი. ეტყობა რუსEტს რო უღალატა არ მოწონთ :)

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...

"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...

ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!

ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...

"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია