ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები ამხანაგურ მატჩებს ატარებენ. საქართველოს ეროვნულ გუნდს ამ სტატუსის სულ ერთი შეხვედრა აქვს და კვირას, 9 ივნისს (22:45 სთ), მონტენეგროს ესტუმრება.

ასეთი ტურნირის წინ მწვრთნელები სიფრთხილეს მიმართავენ, მაგრამ ვილი სანიოლს ახლა ერთადერთი საშუალება აქვს, ფეხბურთელები ტონუსში ჰყავდეს, ახალი ტაქტიკური ელემენტები დახვეწოს და ამავდროულად, უახლოესი რესურსის მომზადების დონე ნახოს. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი ოპტიმალურ თერთმეტეულს მაქსიმალურად დაეყრდნობა, დროს კი ბევრი მიიღებს.

მიქაუტაძე გუნდს ბოლოს შეუერთდა...

სასტარტო შემადგენლობის გამოცნობა ახლა მართლაც რთულია, თუმცა ვეცდებით, ის გარკვეულ ლოგიკას დავუქვემდებაროთ. ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი შეიძლება ის იყოს, ნაკრებს ვინ როდის შეუერთდა გვიან დასრულებული სეზონისა თუ შორი გზის გამო. მაგალითად, ყველაზე ბოლოს (5 ივნისი) გუნდში გიორგი მიქაუტაძე მივიდა და მას, მაქსიმუმ, მხოლოდ რამდენიმე წუთი თუ მიეცემა.

მონტენეგროს ნაკრები ბელგიასთან (0:2) დამარცხდა და სამწუხაროდ, იმ გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ცოტა ხნის წინ რომ არ ვისურვეთ. მათი საყრდენი ნახევარმცველი უხეშობის გამო გააძევეს. ბურთს, ძირითადად, ბელგიელები აკონტროლებდნენ, ჩვენი მომავალი მეტოქის "მონაპოვარი" კი 20 ხისტი თამაში იყო. იმედია, ჩვენ წინააღმდეგ სხვანაირ ნაკრებს ვიხილავთ და ამაში თავის დადებით როლს მთავარი მსაჯიც შეასრულებს. ამ ფონზე კიდევ უფრო რთულია სანიოლის დილემა, თუ რამდენად მისცეს სათამაშო დრო ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის წინააღმდეგ უხეშობა ისედაც ჩვეულებრივი ამბავია...

მამარდაშვილი ამხანაგურშიც პირველი იქნება?

მეკარე

სავსებით მოსალოდნელია, ჩემპიონატის წინ პირველმა კიპერმა გიორგი მამარდაშვილმა ითამაშოს და არც იმას გამოვრიცხავთ, მეკარეებმა თითო ტაიმი გაცვალონ. საბერძნეთთან გაძევების გამო გიორგი ლორია ევროს პირველ ტურში დისკვალიფიცირებულია და შესაძლოა, ამხანაგურში დრო ლუკა გუგეშაშვილმა მიიღოს.

ცენტრალური მცველები

რადგანაც საბა კვირკველიას ზურგის ტკივილი აწუხებდა და თანაც, ის გუნდს გვიან შეუერთდა, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე მონტენეგროსთან მის ალტერნატივას ველით. ასეთი ოთარ კაკაბაძეა, მაგრამ თუ არა ახლა, როდის უნდა მიიღოს სანაკრებო დრო გიორგი გველესიანმა?!

ვვარაუდობთ, კაპიტანი გურამ კაშია სასტარტო შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ჩემპიონატზე აქ ლაშა დვალს თამაში გარანტირებული აქვს, სამწვრთნელო შტაბმა კი ახლა იქნებ მისი მთავარი ალტერნატივის განხილვაზე იფიქროს. ამ ეტაპზე ისე ჩანს, ამის შანსი უფრო ჯიმი ტაბიძეს აქვს, ლუკა ლოჩოშვილი კი მესამე ალტერნატივად და ღრმა თადარიგში უნდა მოვიაზროთ. უფრო მეტს სანიოლის გადაწყვეტილებებით გავიგებთ.

შენგელიამ ბოლოს საბერძნეთთან ითამაშა...

ფლანგები

თუკი სანიოლი მნიშვნელოვან როტაციას გადაწყვეტს, სათამაშო დრო გიორგი გოჩოლეიშვილმაც უნდა მიიღოს. საბა ლობჟანიძეს ძალების აღსადგენად მცირე პერიოდი აქვს. ჩემპიონატზე ფრთაზე კაკაბაძე იქნება, "გოჩოს" კი შეტევაში სიმწვავის შეტანა მუდმივად შეუძლია.

ლევან შენგელიას ფინალში ტრავმის შემდეგ არ უთამაშია. ამიტომ ახლა მისი თამაში მნიშვნელოვანია. ამავდროულად, საინტერესოა, რამდენი წუთისთვისაა მზად. ვინც უნდა დაიწყოს, მისი და გიირგი წიტაიშვილის როტაცია ახლაც უნდა ვნახოთ და ევროს ჯგუფურ ეტაპზეც.

ნახევარდაცვა

გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი საყრდენ ზონაში უალტერნატივონი არიან და მიგვაჩნია, ისინი მონტენეგროსთანაც პირველივე წუთებიდან ითამაშებენ. ამავდროულად, ველით, ნიკა კვეკვესკირმა, როგორც ალბათ უმთავრესმა ალტერნატივამ, ბევრი დრო მიიღოს. გუნდში საკმაოდ ბევრი ცენტრალური ნახევარმცველია, ამხანაგურში კი მათგან უფრო მეტად ანზორ მექვაბიშვილის დატვირთვას ვფიქრობთ.

საბერძნეთთან ფინალის შემდეგ კლუბში ძალიან ცოტა ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ და მას ტონუსში მოსასვლელად ამხანაგური შეხვედრა აუცილებლად სჭირდება. რა თქმა უნდა, 90 წუთით არავინ გამოიყენებს.

ჩაკვეტაძე და კვარაცხელია კარგ ხასიათზე არიან...

შეტევა

ამხანაგურ მატჩში სრულად არც ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. ამ რანგის დაპირისპირებებში სანიოლს "კვარა" უფრო მეორე ტაიმში შემოჰყავს და ამას ახლაც რეალურად მივიჩნევთ, მის ადგილს კი ზურიკო დავითაშვილი დაიკავებს.

მიქაუტაძეზე უკვე გითხარით, ბუდუ ზივზივახესთან კი დროს გიორგი ქვილითაია გადაინაწილებს, ანაც რაღაც პერიოდში არც ორფორვარდიან ტაქტიკას გამოვრიცხავთ.

dinamo
me vafshe ar vatamashebdi!!!
ჟორა გაბრიჭიძე
ძალიან კარგი, რომ ჩვენ ერთი ამხანაგური გვაქვს ჩანიშნული, ხოლო თურქებს სამი.
გიო9
ძალიან კარგი იქნება თუ მეორე შემადგენლობას გამოიყვანს მონტენეგროსთან კვარას და მამარდას რა გამოცდა უნდათ ან კიდევ ჯორჯის კარგით რა და რაც მთავარია ეს მეორე შემადგენლობაც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს არანაირ ორთაბრძოლებში არ უნდა შევიდნენ მეტოქესთან რადგან წინ ურთულესი ჩემპიონატია და დიდ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს ეურო2024.
G.LA
ამხანაგური იმისაა ყველას მიეცეს შანსი, მითუმეტეს ევროპის წინ. მამარდა რა თქმა უნდა პირველია, მაგრამ ამ ამხანაგურში გუგეშაშვილი ერთი ტაიმი მაინც უნდა ათამაშოს და ასევე გველესიანი ბევრი დრო უნდა დაიტვირთოს. ვნახოთ მათ რა შეუძლიათ ნაკრებში თუნდაც ამხანაგურში. მათი თამაში ნაკრებში არ მინახავს.
555
ზურა,ძლივს არ მოვისმინე შენგან კვალიფიციური აზრი.ეგრე რა.
გიორგი
ჰოდა სხვა ნაკრები ვერ მოძებნეს???
რონი
მარტის მერე ფეხბურთელს არ უთამაშია და ევროზე მიყავთ... ამათი ლოგიკა მკლავს... ვილი ჭრის და კერავს თუ ფეხბურთელს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა ნაკრებში რაუნდაო.. არადა ვისაც აქვს პრაქტიკა იმას არ იძახებს და იძახებენ სკამის მხეხავებს.. მეც რა მიკვირს ელიტური კორუმპირებულების ქვეყანაში.
Levani
ანუ არ არის საჭირო პადკატებში შესრიალება და ყველა ბურთზე ბრძოლა,ფეხებს უნდა გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად. ესპანეთმაც სავარაუდოდ მაგიტომ წააგო ჩვენთან მაშინ ევროს წინ. მირჩევნია 0-3 წავაგოთ და ყველა ჯანმრთელად დარჩეს ვიდრე 3-0 მოვიგოთ და ორი ფეხბურთელი დავკარგოთ
Master
როცა გეგმავდნენ განა რთული იყო განსაზღვრა რომ უხეში გუნდი იყო?ან ერთი ამხანაგურის ამარა რონ ტოვებ ნაკრებს ამხელა სადებიუტო ჩემპიონატის წინ ეს ნორმალურია?თანამედროვე სამყაროში ნუთუ რთილია სპარინგ-პარტნიორის შერჩევა მოძებნა?თავს ნუ მოვიტყუებთ,ფედერაცია არ მუშაობს.
Yoko Ono
არა რა მეტოქის შერჩევა ჩვენს ფედერაციას, რომ შეუძლია ტყუილია რა.დდდდდ
გოგა
არავინ არ უნდა დაიტრამვოს, არ გვაქ დიდი რესურსი, მითუმეტეს ხვიჩა, ხვიჩას შემცვლელი, მიახლოებული კლასისაც არავინ გვყავს, ყველანი მზად უნდა იყვნენ ევროპისთვის
WTF
მონტენეგრო საკმაოდ უხეშად თამაშობს, ეს ბელგიასთან შეხვედრისას კარგად გამოჩნდა. იმედია ამას გაითვალისწინებს სანიოლი.
სპორტალ
გველესიანმა უნდა ითამაშოს!!!
zura 222-ს
კვირკველიამ მარტში ისე მაგრად ითამაშა, მისი ისევ ამოჩემება დაუშვებელია. ტკივილის გამო შეცვალეს, მარა არავის უთქვამს, რამე სერიოზულიაო. კაკაბაძე იდეალური ალტერნატივა არაა, მაგრამ სამწუხაროდ, საზონოვმა წელს ხაან ცოტა ითამაშა, გველესიანს დააკვირდება წესით, საჭიროების შემთხვევაში
zura222
აი ესაა უაზრო ამოჩემების შედეგი @ კვირკველიამ ტრავმა ბოლომდე თუ ვერ მოირჩინა ფაქტიურად მარჯვენა ცენტრალური მცველის გარეშე ვრჩებით @ რა უნდა კაკაბაძეს ცენტრალურ მცველად ?? თანაც თუ გავითვალისწინებთ რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზეც ძალიან ბევერ შეცდომებს უშვებს ! რატომ არ წაიყვანეს საზონოვი თანაც კვირკველიას ტრავმის გათვალისწინებით ? დავიჯერო მარჯვენა ცენტრალურ მცველად კაკაბაძე საზონოვზე უკეთესი იქნება ??
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს, "კვარა" უდიდესია - "სიკვდილთან დიალოგი"
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს