ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა დაგვანახა საქართველოს ნაკრების მატჩმა ევროპის ჩემპიონატისთვის? - შექებაცა და ხისტი სიცხადის მხილებაც...

რა დაგვანახა საქართველოს ნაკრების მატჩმა ევროპის ჩემპიონატისთვის? - შექებაცა და ხისტი სიცხადის მხილებაც...

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო ამხანაგურ მატჩში (3:1) დაამარცხა და კიდევ უფრო გაამყარა ის ოპტიმიზმი, რაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება. ამის მიუხედავად, განვლილი შეხვედრა სხვადასხვა კუთხით საფუძვლიან ანალიზსა და კრიტიკულ მსჯელობას მოითხოვს. ჩვენ ახალი გამოწვევები გვაქვს, სადაც არც შექება უნდა დავივიწყოთ და არც ხისტი სიცხადის მხილება...

შემადგენლობა და ცვლილებები

ვილი სანიოლმა თითქოს როგორც მოკეთეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს ბოლომდე დაანახა, თუ რომელ ფეხბურთელებს შეიძლება დაეყრდნოს ევროპირველობის სადებიურო მატჩში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ. ერთადერთი ცვლილება იძულებითი იყო, საბა კვირკველია ჯერ ბოლომდე მზად არაა. ფაქტია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იდეალურ ტაქტიკურ სქემას მიაგნო, ხოლო, როცა მასზე უარი თქვა, ესპანეთთან (1:7) მწარედ დამარცხდა. ფრანგმა სპეციალისტმა თავისი ჩანაფიქრებისთვის შესაფერისი ფეხბურთელებიც გამოკვეთა. ამას უარყოფითი რაც შეიძლება ჰქონდეს, მოწინააღმდეგეებმა მაქსიმალურად შეგვისწავლონ. საჭიროების შემთხვევაში, ე.წ. გეგმა "ბ" უნდა მოგვეპოვებოდეს, რაზეც არაერთხელ მიგვინიშნებია.

ამხანაგურმა მატჩმა თითქოს ის ახალი ფეხბურთელებიც გამოკვეთა, სანიოლი მინდორზე შესასვლელად პირველ რიგში რომ მოუხმობს. გამოჩნდა, რატომაა გუნდში საკმაოდ ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი, რთულ მეურვეებთან აქ როტაცია საჭირო იქნება. თუკი გიორგი ჩაკვეტაძის ალტერნატივად აქამდე ზურიკო დავითაშვილი მიიჩნეოდა, იქნებ ეს მისია ახლა სანდრო ალთუნაშვილმა მოირგოს, ზურიკო კი უფრო ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად იქცეს. ნიკა კვეკვესკირი მინდორზე შესვლის მაინც უმთავრესი კანდიდატი თუ იყო, იქნებ ეს როლი ანზორ მექვაბიშვილს (მოედანზე არსებულ ვითარებას გააჩნია) მიენიჭოს. ძალების გადანაწილება და როტაცია ასეთ ტურნირზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი შუახაზელებისგან ამ ეტაპზე არავის შეუძლია ის ფუნქციები იტვირთოს, რისი განხორციელებაც ოთარ კიტეიშვილს ხელეწიფება. მას ტრავმების გამო არასტაბილურობა ჰქონდა, თორემ არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩვენს ნახევარმცველებს შორის ყველაზე შემოქმედებითია.

მიქაუტაძემ აუღელვებლად გაიტანა...

ძალიან კარგია ის რესურსი, რაც შეტევაშია. მოწინააღმდეგეებიდან თუ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ფუფუნება აქვს, სხვადასხვა ფორვარდს ენდოს. თურქეთთან გიორგი მიქაუტაძე რომ დაიწყებს, ეს უტყუარი ჩანს, მომდევნო ტურში (ჩეხეთთან) კი იქნებ პირველი წუთებიდან ბუდუ ზივზივაძე ვიხილოთ. არ დაგვავიწყდეს მათი ერთდროულად გამოყენების საშუალებაც. ბარემ საბერძნეთთან ფინალურ დაპირისპირებასაც თუ გავიხსენებთ, საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერი გიორგი ქვილითაია იქ კონკრეტული და შედეგიანი დავალებებით შემოვიდა.

რაც არ მოგვეწონა...

ტაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს დაცვაში მეტი ყურადღება და შეტევაში შანსების ეფექტურად გამოყენება მართებს. მონტენეგრო "წყალწაღებული" ნამდვილად არაა, თუმცა მაინც, თურქეთის ნაკრები ამდენ შანსს არ შეგვაქმნევინებს და თავადაც უფრო უნარიანად შემოგვიტევს ამიტომ დაცვაში ყურადღებაც მეტადაა საჭირო და მომენტების რეალიზებაც. სანიოლი იტყვის, რომ დაცვა გუნდური ელემენტია და მხოლოდ მცველებს არ ევალებათო, რაშიც მართალიც იქნება, მაგრამ უკანა ხაზს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მეტი მოეთხოვება, მით უმეტეს, ჩეხების ათლეტური შემტევების ფონზე; კონტრშეტევაზეც უფრო უნდა გამოიყენო მომენტები, მაგრამ ყველა სახიფათო ეპიზოდი გოლად მაინც რომ ვერ იქცევა, ესეცაა.

საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდში გუნდურობა აშკარად სახეზეა, მაგრამ არ ვიცით ამხანაგური შეხვედრის თუ სხვა მიზეზის გამო, რამდენიმე ეპიზოდში ეგოიზმი აშკარად ჭარბად იყო. ზუსტად ვიცით, სანიოლი ამას მნიშვნელოვან ყურადღებას დავუთმობს, ბიჭებს კი მისი გააზრების პრობლემა ისედაც არ ექნებათ.

გასაგებია, ჩვენი სტრატეგია ბურთის დათმობასაც ითვალისწინებს, მაგრამ ამ დროს მეტი კონცენტრაცია გვჭირდება და მხოლოდ მეკარის გადარჩენის ამარა არ უნდა დავრჩეთ, ეს ამბავი კიდევ უფრო დასახვეწია!..

კიდევ ერთია ბურთის იმ ზონაში დაკარგვა, საიდანაც ხიფათი გარდაუვალია, თანაც, როცა ჩალხანოღლუსა და მსგავსი კალიბრის ფეხბურთელებს ეპაექრები. კარგია, როცა შეტევაში ქაოტურად არ ამოდიხარ, მაგრამ რისკები მინიმუმამდეა დასაყვანი.

მცველებს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მეტი მოეთხოვებათ...

რაც კარგი იყო...

საქართელოს ნაკრები ჰგავდა გუნდს, რომელმაც იცის, წარმატებისთვის რა სჭირდება. სანიოლი ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობის გამოყენებას, რაც იმავე წინახაზელების სისწრაფეს უკავშირდება, კარგად ახერხებს. როგორც შეტევის, ასევე კონტრიერიშის დროს "ჯვაროსნები" კარგადაა გადანაწილებული და ყველამ იცის, თავის შანსს სად დაელოდოს. ამაში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი დიდია, ის ირგვლივ ბევრ მეტოქეს იკრებს და თანაგუნდელებს სივრცეებს მშვენივრად უთავისუფლებს (საგოლე პასიც სულ სხვა დონე იყო).

აშკარაა, სტანდარტულ მდგომარეობებს უფრო პროდუქტიულად ვიყენებთ, მარცხნიდან გიორგი ჩაკვეტაძის (დიდებული პასები შემოგვთავაზა და ახლა სულ მარცხნივ აღარ მიიწევდა) კუთხურები სახიფათოა. საგულისხმო იყო, რომ ლევან შენგელიას მარჯვენა ალმიდან ჩაწოდება სათანადოდ რომ არ წაუვიდა, მწვრთნელმა ეს უფლება ხვიჩა კვარაცხელიას გადააბარა. "კვარას" ნეაპოლურმა შესანიშნავმა ჯარიმამ იმედები მოგვცა, ის ამას ნაკრებშიც შეძლებს და მცდელობა საკმაოდ კარგი იყო.

დაცვაში შეცდომების მიუხედავად, გიორგი გველესიანის შეტევაში ჩართვები ძალიან კარგი იყო. ეს ისაა, რაც ჩვენ ცენტრალურ მცველებს აშკარად აკლიათ.

ისე ჩანს, სანიოლი ფლანგელებს უპირველესად დაცვაში თამაშს ავალებს და ამ მხრივ ოთარ კაკაბაძესა და ლევან შენგელიას მიმართებით საკმაოდ დამაჯერებელი სიტუაციაა. მეტი შეტევის სურვილის შემთხვევაში ალტერნატივები აშკარად გვყავს და ეს გიორგი წიტაიშვილის მაგალითზეც ვნახეთ.

კიტეიშვილის გარეშე ბურთის კონტროლი კი გვიჭირდა, თუმცა ჩვენი ნახევარდაცვისგან მაგარი პასები ვნახეთ - ჯერ "ჩაკვეს", მერე სანდრო ალთუნაშვილის და ანზორ მექვაბიშვილმაც "დახატა". რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ის ბევრს მოძრაობს და ძალიან საჭირო შუახაზელია.

განწყობა მშვენიერია, უფრო მეტს კი 18 ივნისს ვნახავთ, ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში!..

• Bs

თვალები გაახილე! კაპიტანი და მწვრთნელი თუ თავის სიმაღლეზე იდგებიან პრობლემები არ შეიქმნება, მაგრამ სანამ პრობლემა გამხდარა მანამდეა მისახედი. ცუდი ის არის რომ კაპიტანიც და მწვრთნელიც ამ ევროპის მერე მიდიან და არ გაიფუჭებენ ურთიერთობას, არ უღირთ! ცუდია ეს ყველაფერი, ნეტავ ვცდებოდე!

• ლევანიკო

თვალები გაახილე! ნეტავი არ იყოს მასე! ვინც საჭიროა იმან მიხედოს მაგ თემას ის სჯობია და თან დროულად!

• სიმენონი

უხერხულია ზურიკოზე ასე ლაპარაკი. 15 წუთი ითამაშა და ამ 15 წუთში იმდენი თავსატეხი გაუჩინა მცველებს, 75 წუთში რომ არ ჰქონიათ. და ზოგადად ზურიკოს მეტიჩრობა ვინ თქვა, ჯერ მარტო ახალგაზრდულში რა თავდადებით ითამაშა, ბათუმის დინამოში ბოლომდე დარჩა. არ შეიძლება ასე. პირველ მომენტში ასი პროცენტი პენალტი იყო, პასის გაკეთება იქ გაჭირდებოდა.

• Levani

Bs ეს ინტრიგანია ხო?

• Bs

აქაც იგივეს დავწერ: გუშინდელი თამაშის მერე დავითაშვილი აღარ მევასება! ჯერ ერთი: იღორა და საგოლე პასი არ გააკეთა, მეორე: არც გოლის დროს აპირებდა პასის გაკეთებას, რეალურად ბურთი დაკარგა და მერე არც მიულოცა, და მესამე: 9 ნომერი მაისურა არ ეკუთვნის მაგას და მიისაკუთრა დაუსახურებლად! მამამისმა სჯობია ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კურკურს თავის ბიჭს ჩაუკურკუროს რომ მაგისი ძველბიჭობა და ეგოიზმი არევს სიტუაციას ნაკრებში და საბოლოოდ ისევ მაგასვე ავნებს. ეძმაკაცემა კვარს და მამარდას და სხვებს ზემოდან უყურებს , ბიჭები ითმენენ ისევ კვარას მამარდას და საქმის ხათრით, მარა მგონია რომ კაშია, კვეკვესკირი და სანოილი უნდა დაელაპარაკონ და მიაყენებინონ ერთი ადგილი. ქეცბას რომ აიგნორირებდნენ ხოლმე მისი თაობის თბილისელი ვარსკვლავ ბიჭუნები იმას მაგონებს ეს სიტუაცია და სანიოლმა უნდა მიხედოს ამ სიტუაციას. ასე არ ივარგებს! სათქმელი ახლა უნდა ითქვას რომ ჩაგიგუბებიათ მდორე წყალი პირში და ხმას არავინ იღებთ!

• Levani

რისი ბრალია გოლი და შემოვიდა კვეკვე და ანზორიკო(კაი პასი კი გააკეთა). 22 მაგარი ფეხბურთელი ვილის კი არა ახალკაცის არ ყავდა. რა გინდათ? ვიღაცა წერს კაშია შესაცვლელიაო და კვეკვეს ვერ ვცვლით. მორჩეს ეს საზონოვი-საზონოვი,ტორინოში ათამაშებენ? ან გელაშვილს სპეციაში. რა თქმა უნდა შესაცვლელია მაგრამ რო არ გვყავს უკეთესი ეგაა საქმე. და მორჩით ერთი-რომელმა იცით სანიოლზე უკეთესად ფეხბურთი. ტიპი საფრანგეთის ნაკრების და ბაიერნის უცვლელი წევრი იყო და ანჩელოტის თანაშემწე.

• გულშემატკივარი

ცოტას ვითამამებ და ვიტყვი. მეკარე გვყავს ფენომენალური. რა რეაქცია და კარის შეგრძნება, ანუ პოზიციის შერჩევა, რა თქმა უნდა სიმაღლისა და სისწრაფის წყალობით. მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, არ მომწონს. მეკარე დარტყმულ ბურთს, ადგილზე უნდა აქვავებდეს და არა უმისამართოდ იგერიებდეს და კიდევ, თუ ატყობთ, ძლიერად დარტყმულ ბურთს, ხელში ვერ იჭერს, კუთხურზე ვერ აგზავნის, ცხვირწინ მუშტებით იგერიებს. ამ თვისებას უნდა გადაეჩვიოს. გავიხსენოთ ჩვენი სახელოვანი მეკარეები. კოტრიკაძე, გაბელია, გოგია, ურუშძე. ბურთის როგორი "სხვატკა" ჰქონდათ. ან თუ ბურთს ძნელად სწვდებოდნენ, მუშტებით მოედანზე კი არ აბრუნებდნენ, კუთხურზე აგზავნიბდნენ. ასეთი იყო მსოფლიოში ცნობილი, საბჭოთა ფეხბურთის სკოლა. ასე რომ, ესეც გასათვალისწინებელია.

• გულშემატკივარი

გთხოვთ გაანალიზოთ, ის ერთი ბურთი ჩვენს კარში, ვისი შეცდომა იყო.

• ფეხბურთის გულშემატლივარი.

თუ შეიძლება გადავეჩვიოთ პასების უკან გორებას. ეს არ ნიშნავს შენს საჯარიმოში, მოწინააღმდეგის შემოტყუებას, რომ თავდასხმაში უმრავლესობას მიაღწიო. ამით შენ მეტოქეს დროული გადაადგილების საშუალებას აძლევ. ენერგია იკარგება, შეტევის ტემპი ვარდება. მეტოქე დაცვაში ლაგდება. მხოლოდ შეტევა, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ქართული ფეხბურთი. უდაოა, რომ ბოლო 35 წლის ისტორიაში, დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი გვყავს.

• waltet white

რა დაგვანახა და პირველ რიგში ის რომ კვარას ეტყობა საქართველოს ნაკრებშიც დაბალი ხელფასი აქვს.100% საგოლე პასიც იმიტომ არ მისცა მიწაუტაძეს რო დაბალი ხელფასი აქვს

• სიმენონი

შეგვიძლია ბევრ დადებითზე ვილაპარაკოთ, შეცდომებიც ვახსენოთ და ასე შემდეგ, მაგრამ, რატო არ გვაქ გულშემატკივრებს უფლება ვიცოდეთ რა მოხდა აზაროვის შემთხვევაში? მარცხენა ფრთაზე უკონკურენტო სიტუაცია სულაც არაა, ეგ კი არადა ცენტრალური დაცვის შემდეგ შენგელია ყველაზე სუსტი იყო, წიტაიშვილმაც საოცარი ვერაფერი შემოგვთავაზა.

• სოსო

პირველ ტაიმში,კარში ვერც ერთხელ ვერ დაგვირტყეს,ყველა დავბლოკეთ.მეორე ტაიმში,კიტეიშვილი გავიდა და საჯარიმოს წინა ხაზიდან თითქმის შეტევა ვეღარც შევაჩერეთ,ვეღარც დარტყმა დავბლოკეთ.არ გვაქვს სრულფასოვნად ყველა ფეხბურთელის შეცვლის საშუალება.ვერც კვარას შევცვლით,ვერც კაშიას,ვერც მამარდას და ვერც ჩაკვეს,ან ქოჩორაშვილს.

• გიორგი

ამას თუ უბრალო გულშემატკივრები ვხდებით თქვენ ბრალიანებს რაღა დაგემართად საზანოვი აზაროვი კალანდაძე ნაკრების მომავალია და ხვალ რომ ორმოც წელს მიღწეული მცველები ბოლობოლო მინდვრიდან გასატანი რომ შეიქმნებიან მათ ჩამნაცვლელებს პრაკტიკა და შეთამაშება რომ არ ექნებათ არ გიფიქრიათ?თუ დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდენ ქათამს?

• ზაზა

ცენტრალური მცველები კაშიას თამადობით სასწრაფოდ შესაცვლელია...

• სოსო

ამ საიტზე ეტყობა ორი ადამიანი წერს,ნაპოლეონის სახელით.ერთი ნორმალური გულშემატკივარია,მეორე კი,(ეს)ყველაზე გაბრაზებული და ბრაზისაგან ობიექტურობა დაკარგული.ჩემპიონატი კარზეა მომდგარი და 100% სიმართლესაც რომ ამბობდე,ახლა ამ პოსტის დადება,მაინც არ შეიძლებოდა.

• KAXA

ჩვენი ნაკრების ერთ ერთი ნაკლია პასების დროულათ არ მიცემა და იქნებ ამ პრობლემას მიხედოთ. კვარამ რამოდენიმეჯერ არ მიცა პასი მიქაუტაძეს და ეს ცუდათ მენიშნა. უფალი თქვენთან ბიჭებოოო.

• q

გველესიანი ძალიან მომეწონა, მიუხედავად შეცდომებისა, ნაღდი ქართველი ფეხბურთელია. გამაოცა ალთუნაშვილმა, მაგარი ბიჭი სჩანს.

• Yoko Ono

კაით რა ხალხო რა გინდათ ახლა ჩვენი ნაკრები უშეცდომო გუნდი გახდეს? მაშინ მოგვიგია ეს ევროა და ეგაა.DDDD გუშინ საფრანგეთის ნაკრებმა იმდენი შეცდომა დაუშვა კანადასთან დაცვაში მინიმუმ 2 ბურთით უნდა წაეგო, გამართლება გვინდა და გავალთ.

• guga-ს

წაკითხულის გააზრებასთან როგორ ხარ? ამხანაგურები კონკრეტული გუნდის მწვრთნებისთვის არის და არა მეტოქისთვის. იმდენ რაღაცას ამუშავებენ რო შეიძლება ყველაფერი ან არაფერი არ გამოიყენონ. სწორე დაწერა იასონამ,მოლოდინებს ვერ შეიქმნი მაგით.ინგლისმა ისლანდიასთან წააგო და რა მერე მაგით?

• Pepelu

ამ ფორმაციის დაცვაში გველესიანი იყო სუსტი რგოლი. ამიტომ იოვეტიჩიც მის მხარეს დადგა და ყველა ორთაბრძოლა მოუგო. გიორგის დებიუტი იყო ნაკრებში და ალბათ ამიტომაც დაუშვა შეცდომები, რაც გამოსწორებადია. თავით თამაშით გველესიანი აშკარად საუკეთსოა ნაკრებში! ნახევარდაცვაში ყველაფერი იყო იდეალურად!! რადგანაც ბურთის ფლობა ამ ნაკრების შეტევაში მთავარი ოპცია არ არის სავარაუდოდ კონტრშეტევები დაისახა სანიოლმა მიზნად, რასაც იდეალურად გაართვეს თავი!! ნახევარდაცვამ კარგი კავშირი შექმნა თავდასხმასთან სივრცეში ასე სწრაფად გადასული ნაკრები პირველად ვნახე!! თამაშის გეგმა არსებობდა, შესრულება მაღალ დონეზე! ბიჭებს თავდაჯარება აშკარად ემჩნეოდათ! ხარვეზებიც ჩანდა თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. თქვენთან ვართ ბიჭებო!!

• guga

ამხანაგურ თამაშს თუ ანალიზს არავინ უკეთებს, მაშინ ამხანაგურ თამაშს რა აზრი აქვს?.. კაი დავუშვათ ჩვენ ვერ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და აზროვნებაში გვიჭრს, სხვა ნაკრებებზე რას იტყვი? ყველამ მინიმუმ 2 თამაში ითამაშა ამხანაგურად და მერე ერთი ამბავი ატეხეს, პრობლემებზე (იტალიაში და საფრანგეთში), ზოგს ფეხბურთელები დაეტრავმა? იმათაც უჭირთ აზროვნებაში?

• Irakli Apkhaidze

კი, აშკარად შენელებული არიან შენ მიერ ჩამოთვლილი ვეტერანები, მარა ჩათვალე, რომ კაშია მოთამაშე მწვრთნელია, ძალიან ალაგებს მინდორზე სიტუაციას. მამარდაშვილი კიდე იზრდება და ბევრს სწავლობს, სადაც დაგვიანებული ნახტომი შენიშნე ფარულად დარტყმულზე, იქ ხაზზე სასწაული რეაქცია და საჰაერო ბრძოლებში აშკარა დომინაცია სად გამოგრჩა?.. ან მამრდას პანიკა სად ნახე? ახლა მაინც შეკვეცეთ ეს პოლიტიკანური ,,რეჩები" რა უბედურება?...

• პროფესტო

გველესიანმა მაგრად ითამაშა! შეცდომები კვარას და ზურიკოსაც ჰქონდათ.

• ნაპოლეონი

ჯერ საერთოდ რა უნდოდა ნაკრებში მარა გადამწყვეტი პენალტის მერე საშვილიშვილო ვალში ვართ და კვეკვესკირის გაფუჭებულ საქმეებს უნდა ვუყუროთ.ჯვარი გვაქვს დაწერილი. . დაცვა დირკაა და ბერებს სინდისი არ აქვთ ხოლო მწვრთნელს კი. . .(ვისაც სანიოლი გონია მწვრთნელი მეცოდება)კაშიას და კვეკვეს ამოგდება პოლიტიკურ დევნას ჩაითვლება. . .ყველა ჩაწოდება ყველა ირთაბრძოლას აგებენ და იცით სიბერესთან ერთად ამის მიზეზი უპირველესად გიორგი მამარდაშვილია. . . 45 ლიმონი არა იხვი. . .რომელი სულელი გადაიხდის მეკარეში რომელიც მაღალ ბურთებს ხელში ელემენტარულად ვერ უმაგრებს და გამოსვლაზე უბრალოდ წარმოუდგენლად მშიშარაა. . . აი ეს შიში გადაეფოთ მცველებს ზუსტად. . .მეკარე ვერ ბედავს ბურათზე გამოსვლას.მაგრამ მამარდაშვილის კრიტიკა დღეს პრორუსობად ითვლება. . .იოვეტიჩის ორივე დარტყმაზე დაგვიანებულმა ეფექტურმა ხტომებმა,არ მოგვტყუოს. . მეკარე უკანასკნელი მცველია და როცა პანიკიორობს დაცვასად ედება. . . ეს ესეა და წყალი არ გაუვა. . .ჰაერში ბურთს ვერ იჭერს თუ ძირს არ დააგდო ეგ საბჭოთა მეკარეების სტილი იყო მარა ეხლა დააგეშილი თავდამსხმელები რაღაცას დაგმართა ენა მაგ დროს. . .მონტენეგროს პრესინგი არ უთამაშია. . .აი კარგი პრესინგი და დამთავრებულია ეს გუნდი. . .მიქაუტაძე უპირობოდ უნდა იყოს ძირიატადში,თუ რასაკვირველია პოლიტიკურ ზეწოლას გაუძლო ფედერაციამ. . ბუდუს უკანასკნელი აქტივობების ერთერთი მიზანიც ეგ იყო რა. . .

• კოლა პაპა

მოდით თურქებო სტანოკზეეეე.))))

• Dima

საინტერესო ანალიზია. თურქებთან მაინც მგონია რომ გველესიანის ნაცვლად კვერკველია უნდა იყოს, ბერძნებთან როგორც ითამაშა გვახსოვს, ორთაბრძოლა არ წაუგია. ალთუნაშვილი და მექვაბიშვილი მეიმედებიან, მექვაბიშვილის პასი დავითაშვილზე ძალიან კარგი იყო, რასაც გოლიც მოჰყვა. ალთუნაშვილის პასი კი მიქაუტაძეზე, ესეც საგოლე პასი იყო ფაქტობრივად. კვეკვესკირთან დაკავშირებით კი ყველას საერთო აზრი გვაქვს, სამწუხარდ ისე ვერ გადაადგილდება, როგორც ზემოთ ჩამოთვლილნი(უკიდურეს შემთხვევაში უნდა შემოიყვანოს ვილიმ). ქოჩორა და კიტე კი ღერძია ამ ნაკრებისა. ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, ეს ბიჭები რაღაც საინტერესოს ქმნიან, ბურთთან მათი შეხება უკვე საინტერესოს მომასწავებელია. ბუდუ და ჟორჟი, ესეთი ფორვარდები რომ გვყავს ბედნიერები უნდა ვიყოთ, ჩვენ ვისიამოვნოთ მათი ყურებით, ვილიმ კიდე ინერვიულოს რომელი დააყენოს. ვილი? ამ კაცმა შექმნა სისტემა, რომელიც ცხადია მუშაობს და ამ სისტემით ტოპ 10 ნაკრების გარდა ყველასთან თანაბარი შანსი გვაქვს.

• ქუთაისელი

დაცვა რომ არ არის შეთამაშებული, ეს სანიოლის დამსახურებაა. იყო მატჩები, სადაც შეიძლებოდა სხვა მცველების გამოცდა, შეთამაშება, მაგრამ ასე არ მოიქცა.

• იასონას უდარი

პირველი რაც ამ თამაშზე გავიფიქრე,ყოჩაღ ფედერაციას,კარგი მეტოქე აურჩევიათქო. სხვას ვერაფერს ვიტყვი,ამხანაგრი და მოსამზადებელი იყო,ხოდა დიდი არაფერი,გაგორეს და მოემზადნენ. ამხანაგურით არავინ საზღვრავს და არავინ უკეთებს ანალიზს,მხოლოდ საქართველოში შეიძლება გადააწყდე მსგავს რამეს. ნებისმიერი გუნდი უამრავ მონახაზს და ტაქტიკას ამუშავებს,ამიტომაც ეს იყო სპარინგი მოსამზადებლად და მეტი არაფერი. ის რო ამ თამაშით დიდი მოლოდინები ან თავში ხელი ირტყათ,უაზრობა იქნება და ფეხბურთის უცოდინრობა.

• ქობულეთიდან

ძალიან დაძაბული ვიყავი რომ, ვინმე არ დაშავებულიყო და მადლობა ღმერთს! არამგონია კიტეს ტრავმა სერიოზული იყოს. რაც შეეხება თამაშს,ჩვენ კლასით გაცილებით მაღალი დონის ვიყავით. თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა თავის საქმე. ერთადერთი რაც არ მომეწონა ( და ბევრმა აღნიშნა ეს) პასების არ მიცემა.იმედია ამას გაითვალისწინებენ ბიჭები.

• HK

კარგი თამაში იყო მტლიანობაში მაგრამ დაცვის მეტად ყურადღებით თამაშია საჭირო რასაც აუცილებლად ავღნიშნავდი ნახევარ დაცვა აშკარად უკეთ არის ათამაშებული კარგია რომ კვევემ და ძველებმა ახალგაზრდებს დაუთმეს და შედეგიც ჩანს ასეთი კარგი ნახევარაცვის ხაზი ჩვენი ნაკრების მე არ მაქხოვს, კიდევ მოუმატებენ აუცილებლად აქვსთ ამის პოტენციალი რაც შეეხება თავდასხმას იმედია ეგოიზმს გვერდით გადადებენ და ეს ამხანაგურის გამო იყო ამის მჯერა მოკლედ ჩვენი ნაკრების ყველაზე სუსტი მხარე დაცვაა ნახდაცვა უკეთესია თავსადხმა და მეკარე ძალიან მაღალი დონეა და ბევრ ევროპულ ნაკრებს რომ რომარ ჩამორჩება წარმატება ჩვენ გუნდს და მჯერა რომ ჯგუფიდან გავალთ და ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის

• Irakli

დავიწყებ იმით, რომ ასეთი რასაც ჰქვია გუნდი,ცსაქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში არ გვყოლია და ამისათვი მადლობა სანიოლს. ბიჭებმა კარგად ითამაშე და კიდევ მეტის რესურსი აქვთ. ინდივიდუალური შეცდომები იყო და ამას ვერ გავექცევით, გამოჩნდა რომ ქოჩორაშვილი შეუცვლელია, კიტესაც ბევრი თმაში მოუწევს. მოკლედ მჯერა ჩვენების და იმედიანად ვხვდები ჩემპიონატს! თქვნ იცით ბიჭებო!

• ავაზა

სამწუხაროთ კვარაცხელიამ და დავითაშვილმა, რომ იტყვიან, თითო საგოლე ეპიზოდებში "იძუნწეს". მაღალი კლასის ეხბურთელებს და უპირველესად პროფესიონალებს, ასეთი რამ არ ეკადრებათ. იმედია გაითვალისწინებენ, რომ ფეხბურთი კოლექტიური სპორტია და ასეთი "წუნკლობა" დასაძრახისი და ირონიულად საღლიცინოა.

• მწარე

მაინტერესებს, ჩვენ საჯარიმოში ცაწოდებული მაღალი ბურთებიდან, რამდენი მოიგერია დაცვამ. მე რატომღაც მომეჩვენა, რომ იმათმა გვაჯობეს.

• Levani

ყველა ალხანოღლუს თავისი ჩალხანოღლუ ჰყავსო. ეგეც არ მყავდეს ახლა ვალტერ გუჩუა

• ზაგალო

სწრაფი, ორგანიზებული კონტრშეტევები და ბურთის მოშორებაზე არ თამაში, ეს ის დადებითი მომენტებია რაც გუშინდელ შეხვედრაში გამოჩნდა.

• მერაბი

მაფიქრებს კიტეიშვილის ტრავმა. იმედია ყველაფრი კარგად იქნება. მცველების პრობლემა ყველამ შეატყო. ვილი დასკვნებს გამოიტანს. საერთო ჯამში ეს ნაკრები წინას ბევრად ჯობს! ნეტავ ჯგუფიდან გავიდნენ, წარმატებები ბიჭებს!

• გ.შ.

ზუსტად მასეა ძმაო, ჯიგარი ხარ, სწორი ანალიზია

• ზვიადი

რაც როგორ და რანაირად არ უნდა ეწეროს, რაც უნდა ვქნათ, "გამმინუსებლები" მაინც აქ არიან, ყოჩაღ მაგათ!

• bud

პირველი რაც თვალში მხვდება საჯარიმოში ძაან ვიხევთ უკან, თითქმის მთელი გუნდი საჯარიმოში ვართ, რაც თავით გამოტანილი ბურთი მეტოქეს უბრუნდება და, მეორე ტემპით შეტევის საშუალებას ვაძლევთ. კიდე რაც არ მომეწონა ეგოისტობააა

• გუსანი

თურქეთს და ჩეხეთს კლასით აშკარად ჩამოვრჩებით, მაგრამ არც იმდენად რომ წინასწარ განწირულად ჩავითვალოთ, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული სათამაშო კონცენტრაციაზე, რაც აშკარად მოსამატებელი გვაქვს,( ბერძნებთანაც ასე იყო...) ნუ, ფიზიკა გაუმჯობესებულია წინა თაობებთან შედარებით მაგრამ საშუალო ევროპულს მაინც ჩამოვრჩებით. ეგოიზმს რაც შეეხება ვფიქრობ უფრო თამაშის ხასიათიდან გამომდინარეობდა, პრევენციისთვის ვილიმ შესაბამისად უნდა იმოქმედოს...

• Givi

კარგი თაობა წამოვიდა და კარგი გუნდიც შეიკრა, ერთი რაც მაფიქრებს ჩვენი ცენტრალური მცველები, რომლის უმრავლესობა ასაკშია და მეორე ტაიმში დაეტყოთ დაღლა და საჰაერო ორთაბრძოლების წაგებაც, ჩემი აზრით საზონოვი უნდა წაეყვანათ ამიტომ, ეს პრობლემა რომ არა ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდებოდა, იმედია მალე ესეც მოგვარდება და საიმედო მცველების წამოვლენ...

• მწვრთნელი

ჯგუფიდან გავალთ!

• d

რაც შევნიშნე არის ის რომ ნაკრები არის აწყობილი მექანიზმი. და მასზე არ მოქმედებს ძირითადის რომელიმე მოთამაშის არ ყოფნა. რამაც აჩვენა აქამდე ნაკლებად რომ გვეიმედებოდა მექვაბიშვილის და ალთუნაშვილის მეორე ტაიმში შემოსვლა, რამაც არაფერი დააკლო ნაკრებს თუ არ შემატა. თამამად შეიზლება იტქვას რომ ჩვენი ნაკრები არის საშუალო ევროპული დონის ნაკრები, რომელიც არაფერს დაუთმობს ჩEხეთის და თურქეთის მზგავს გუნდებს.

• ირაკლი

კოტეიშვილი/ქოჩორაშვილის დუეტი ჩვენი ნაკრების საყრდენ ზონაში სასიცოცხლო და საკვანძო საკითხია გუნდის სწორად თამაშისთვის. მათი მოედანზე ყოფნით ინდივიდუალურად შემომქედ ფეხბურთელებს (კვარა, ჩაკვე, ჟორჟი) უფრო მეტი თავისუფელბა და შესაძლებლობა უჩნდებათ შეტევისთვის. გველესიანს ჰქონდა შეცდომები, რაც ალბათ მის ნაკრებში დებიუტს უკავშირდება, თუმცა სტანდარტულებზე ისეთი აქტიურია რომ ასეთი გველესიანიც კი სჯობს კვერკველიას.

• bd

აშკარად ეტყობა ტონუსისთვის და შეთამაშებისთვის ერთი ამხანაგური ცოტაა

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...

დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...

"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...

ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..

მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..