ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი დრამატული მარცხით შედგა. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მთავარ ფორუმზე გასვლით ყველანი ბედნიერები ვართ!.. ვილი სანიოლის გუნდმა ფართო აუდიტორიას თავი ღირსეულად გააცნო და ეს უკვე ძალიან სასიამოვნოა. აი, რა შეიძლებოდა უკეთ, სად იყო უარესის საფრთხე და რა როგორ შეიძლება შევაფასოთ, ამაზე ვიმსჯელოთ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ პოლუსური აზროვნება არასასურველია - არც ყველაფრის "წყალში გადაყრა" შეიძლება და არც მხოლოდ ქებაა რეკომენდებული

შემადგენლობა

ამხანაგური მატჩის შემდეგ "ჯვაროსნების" თავკაცს ერთი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ჩვენს გუნდში ოთარ კიტეიშვილის პირდაპირი შემცვლელის პოვნა რთულია. მონტენეგროსთან მატჩის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ სასტარტოში ანზორ მექვაბიშვილი ვნახეთ და არა ნიკა კვეკვესკირი. სტარტზე აშკარად დაძაბული მექვაბიშვილი დროთა განმავლობაში უფრო აქტიური გახდა. რაც შეეხება ძირითადში ლევან შენგელიას არყოფნასა (არც შეცვლაზე შესულა) და გიორგი წიტაიშვილის გამოჩენას, ეს გასაკვირი იყო იმ ფონზე, როცა ლევანი დაცვაში უფრო საიმედოა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი იქ უნდა ვეძებოთ, თურქების მარჯვენა ფლანგი სწრაფი და ენერგიულია და მას "წიტა" უფრო უნდა გამკლავებოდა. გიორგის დიდი ჯაფა დაადგა, შეტევაშიც იაქტიურა, მეორე ტაიმში აშკარად დაიღალა, შეცდომებს უმატა, მწვრთნელმა კი მისი შეცვლა აშკარად დააგვიანა...

რას გადავრჩით

პრევიუში აღვნიშნეთ, რომ კონცენტრაცია მნიშვნელოვანი ამბავი იქნებოდა. რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ მოხდა. საქართველოს ნაკრები "გაითიშა", საკუთარ კარში მეორეც მიიღო და თამაშგარემ გადაგვარჩინა. ამ დეტალზე ისევ ბევრია სამუშაო.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა, მოწინააღმდეგეს ძალები აგრძნობინა, გაიტანა და "უთვალავი" თურქი გულშემატკივარიც დაადუმა.

შეგვეძლო თუ არა ინიციატივის აღება უფრო მეტი დროის განმავლობაში? იმ ფონზე, როცა ბოლო დროის საქართველოს ნაკრების წარმატება კონტრშეტევებს უკავშირდება, თურქეთის წინააღმდეგ "პირველ ნომრობას" მეტად "ვაწვებოდით", უფრო მეტი კი ჩვენი ძალების მიჯნაზეა, როგორც ჩანს...

გოლები...

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მეტოქეს საშუალება მისცა, ჩვენი შეცდომებით ესარგებლა. გასაგებია, გოლი ისე ვერ გადის, თუმცა ბურთის სახიფათო ზონასა და სიტუაციაში დაკარგვა ვერ ავირიდეთ, რის გამოც დავისაჯეთ. დაზღვევის სისტემებსაც უფრო მეტად უნდა ემუშავა.

რაც შეეხება ჩვენ გოლს, გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ მას პასებით შესაბამისად მოამარაგებ, მომენტებს ცივსისხლიანად იყენებს. ხანდახან ეგოისტურად იქცევა, მაგრამ ამას უფრო "ფორვარდული" ქცევა დავარქვათ. სამწუხაროდ, იღბალმა ახლა არ გადმოგვხედა და ვერ გავიტანეთ იმ ეპიზოდებში, სადაც თითქოს ყველაფერი იდეალურად გაკეთდა.

გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ცალკე საუბარი დაიმსახურა. "ქოჩორა" იყო ყველგან და აკეთებდა ყველაფერს, რაც გუნდს სჭირდებოდა. მის შემთხვევაში მთავარი იქნებ ის იყოს, რომ სწორად აფასებს რისკებსა და შესაძლებლობებს. გიორგის ურჩევნია, ის ინანოს, რასაც გააკეთებს და არა ის, რასაც ვერ მოინდომებს.

ცხოვრება ბოლომდე სამართლიანი რომ იყოს, ქოჩორაშვილის ის დარტყმული, ძელს რომ მოხვდა და მანამდე საოცარი მოძრაობა ვნახეთ, მოწინააღმდეგის ბადეში გაეხვეოდა.

ქოჩორაშვილმა საკუთარ თავზე მუშაობა უნდა განაგრძოს, მაგალითად, მეორე გაშვებული გოლისას დაცვიდან ამოსვლიდან იდეალური არჩევანი არ მიუღია. ამ შეხვედრამ მისი ფასი გაზარდა და წინ სხვა მატჩებიცაა...

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა განსაკუთრებულ ყურადღებასა და წნეხს შეჩვეულია და მისთვის არაერთგვაროვანი გამოხმაურებები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ობიექტურობა აუცილებელია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, "კვარას" მოედანზე არსებობა უკვე დიდი ფაქტორია მასზე განსაკუთრებული ყურადღების გამო. გარდა ამისა, ამ კლასის ფეხბურთელს ყოვლთვის შეუძლია, ერთი ეპიზოდით მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ამაზე რომ შევთანხმდებით, დანარჩენზე მსჯელობა მერე შეგვიძლია, მათ შორის იმაზეც, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამიმდინარე, საუკეთესო თამაში არ ჰქონია.

კვარაცხელია საკმაოდ დიდ მანძილს ფარავს, მრავალმხრივი უნარების მქონეა. ხვიჩა რომ უფრო შედეგიანი იყოს, ჩვენი გუნდი ბურთთან ერთად მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს მეტ დროსაც უნდა ატარებდეს. "კვარა" საკუთარ თავს გარედანაც, სხვისი თვალითაც უყურებს და ჩეხეთთან სულ სხვანაირს ვნახავთ.

ვილი სანიოლი

არ ვაპირებთ, მარცხის გამო სანიოლს ხელები შევაწმინდოთ, მაგრამ მწვრთნელის პასუხისმგებლობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა, შეცდომა დაუშვა შემადგენლობის შერჩევისასაც და შეხვედრის პროცესშიც, მაგრამ მასზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ვილის გუნდის ჩაგდებულ შეხვედრებს ყოველთვის უკეთესი მოჰყვებოდა, ის კარგად ვითარდება, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობა თავისას აკეთებს.

შენგელიას არყოფნით სანიოლი ერთგვარად საკუთარი ნათქვამის წინააღმდეგ წავიდა. როცა მინდორზე ლუკა ლოჩოშვილი შემოვიდა, იფიქრებდი, ბოლო დღებში მისი ახალ ამპლუასთან მოსინჯვა ხდებოდა, მაგრამ ამაში ლაშა დვალის ქცევა დაგაეჭვებდა, რომელიც დარწმუნებული იყო, ფლანგზე გადასვლა მას მოუწევდა. რატომ გახდა საჭირო ეს ერთგვარი ექსტრემალური გადაწყვეტილება?!

როცა მეორე გოლი გავუშვით, ყურადღება ინსტინქტურად სათადარიგოთა სკამისკენ გადავიდა, თუმცა იქ ჩვენი ფეხბურთელები კარგა ხანს არ გამოჩენილან. სანიოლი რაღაც ნაბიჯებზე ვერ მიდიოდა, ანაც საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული არ იყო.

არაერთგვაროვანი იყო გიორგი მამარდაშვილის გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებაც. ფაქტია, საუკეთესო მესამე ადგილის ძიებაში ყველა გაშვებული გოლი და მოსალოდნელი უარყოფითი ბალანსი მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოუცდელობითა თუ სხვა ფაქტორებით ამაზე არავის უფიქრია.

სანიოლს ვითარების გამოსასწორებლად დრო საკმაოდ აქვს. ყველას კიდევ ერთხელ მადლობა ღირსეული დასაწყისისთვის და უკეთესს ველით!..

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

Gray boy
ზოგადად მწვრთლელის ფუნქციაში შესვლა არ არის არც გამართლებული და არც შედეგის მომტანი,რამეთუ სანიოლი თვითონ ახდენს და აკვირდება და თამაშის დროს ღებულობდა გადაწყვეტილებას,შეცდომები ქონდა?კი!ოღონდ თავს შევიკავებ,არც შეთქმულების თეორიაზე..ვილი ჟოზე მოურინიო არაა,არც ნაკრები ინტერი დაცვაში სრულად ჩაჯდომით შედეგს მიაღწიო
სიმენონი
ძაან მაგარი მებრძოლი ბიჭები გვყავს, დებენ სულს და გულს, საოცარი მუხტია გუნდში. მაგრამ ძაან ზედმეტ ქებაშიც არ გადავვარდეთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. აქ ახალგაზრდები წერენ, რომელთაც ნაკრების ყურება ქეცბაიას ანტი ფეხბურთის დროს დაიწყეს და ეიფორიაში არიან ასეთი გუნდი არასდროს გვყოლიაო. ნაკრები გვყოლია, როგორ არ გვყოლია ამაზე მაგარი, მაგრამ მაშინ ცოტა გუნდი თამაშობდა ევროპაზე და ერთა ლიგაც არ იყო. არც შუქი იყო და არც წყალი, თორე სიმართლე ვთქვათ მარტო ქინქი იყო ერთი ნაკრების ფასი. ერთი ნაბიჯი გვაკლდებოდა სულ. ასეთი ხელშეწყობა რო ქონოდათ, გინდა სახელმწიფოსგან და გინდა უეფასგან, ვიქნებოდით სულ მუნდიალებზე. კრიტიკა თუ საჭიროა არ უნდა დავიშუროთ, არც ქება.
სიმენონი
ნაკრები გვყოლია, როგორ არ გვყოლია ამაზე მაგარი, მაგრამ მაშინ ცოტა გუნდი თამაშობდა ევროპაზე და ერთა ლიგაც არ იყო. არც შუქი იყო და არც წყალი, თორე სიმართლე ვთქვათ მარტო ქინქი იყო ერთი ნაკრების ფასი. ერთი ნაბიჯი გვაკლდებოდა სულ. ასეთი ხელშეწყობა რო ქონოდათ, გინდა სახელმწიფოსგან და გინდა უეფასგან, ვიქნებიდით სულ მუნდიალებზე. შენ მარტო ქეცბაიას დროინდელი ანტი ფეხბურთი გახსოვს ეტყობა.
გიორგი
წაგება ყოველთვის საწყენია,რა დონის ტურნირიც არ უნდა იყოს.მაგრამ უფრო მეტად საწყენია ის ,რომ ამ თამაშში ორი ლიდერი ამტკიცებდა თავის ლიდერობას.არდა და კვარაცხელია,ამიტომაც არის ის რეალში და ეს ნაპოლიში.ამიტომ არაა საჭირო ერთი სეზონით ნებისმიერი ადამიანის ცაში აყვანა.კაცს უკვე ვეღარაფერი გამოსდის ხეირიანი.ერთგვარი ფინტი,აშკარად ვეღარ დარბის აჩქარებაზე,დაკარგულ ბურთზე ხელის ჩაქნევა.სულ სხვა საქმეა ქოჩორაშვილი,რომელიც ღმერთის საჩუქარია ეს ბიჭი.
სვანსკი
რეალობა- -თუ სურვილია ის მაინც ისურვე ჩეხებმა თავის კარში 1-2 ბურთი ჩაჭრანო, ე წვიმა საიდან მოგაფიქრდა ))))) (ეჰ სადა თორე კი)
ვახო
რაც შეეხება პოლიტიკურად ვინც აფასებთ ნაცებს და ქოცებს ორივეს ეხება სანამ ამ ორ პარტიას და პლიუს ყველა პრო რუსულს არ მოვიშორებთ ხალხი სანამ ამ აზრზე საქართველო არ დადგება არაფერი არ გვეშველება რამე გადაგრიათ ხალხო რა ჭირი გჭირთ რამ დაგიბნელათ თვალები ნუთუ საქართველოში აღარ დარჩა ქათველი ყველა ნაცი და ქოცი არის ან რუსეთი ან თურქეთი ირანი როდის შეგიყვარდათ ეს არ ეხება ხალხს მათ პოლიტიკას ვგულისხმობ ადამიანი არ შეიძლება გძულდეს წმინდანები არავინ არა ვართ ჩვენი გზა ევროპაშია ჩვენი ხსნა დღევანდელი პოლიტიკური ელიტის მოშორებაში იგულისხმება ყველა ამას რაც უფრო ადრე მივხვდებით მით უფრო მალე გვეშველება
ქართველი
ეგრე თუ მსჯელობ ამ ტურნირამდეც მწვრთნელმა მიიყვანა გუნდი და გაახარა სრულიად საქართველო
რეზი
მწვრთნელმა წააგო ეს თამაშიი...
თენგო
თქვე უმცირესო ცდომილებო აქ ამ დროს ღვარძლს ნუ აპარებთ მცირე დოზებით. თორემ მართლა ვიფიქრებ ჯვარზე უკუღმა მიგაკრათ
nika
რა მაინტერესებს იცით, სათქმელს რატომ ვერ ამბობს ვერავინ, გავედით ევროპაზე და ძაან კარგი, აწი რა ვქნათ ამით ვიცხოვროთ კიდევ 30 წელი? თამაშის ობიექტური ანალიზი რა გახდა, ჟურნალისტებს რატომ ეშინიათ კრიტიკის მაგალითად რატომ არავინ ამბობს რომ კვარაცხელიას პასიურობის გამო დაცვაში ერთი კაცით ნაკლები ვიყავით, რატომ არავინ ამბობს რომ ლოჩოშვილის ფლანგზე დაყენება როცა შეტევები გვჭირდებოდა უდიდესი შეცდომა იყო, მეკარის წინ გაქცევა გამოუცდელობის ბრალი კი არა უდიდესი შეცოდმა იყო რამაც შეიძლება ჯგუფში ჩაგვტოვოს. ქება არაფერს მოგვიტანს და სამართლიანმა კრიტიკამ შეიძლება რამე გვიშველოს.
ნია
პირიქით, ყველაფერი სანიოლის ბრალია....როცა ევროპის ჩემპიონატზე ხარ, მთავარი სწორედ შეტევა, და თავდასხმები უნდა იყოს და არა, თავდაცვები/....იმიტომ რომ ყველა იბრძვის......მერე, რომ ამბობენ ჩეხები ორმეტრიანები არიანო, ჩვენი ორმეტრიანი საზანოვი რატო არ გამოიძახა??????თანაც ბომბარდირი???? მერე კიდე, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ რატო არ გააკეთა შეცვლა???? ხომ ნახა წინა თამასზე სწორედ ბუდუ და ხვიჩა უგებდნენ ერთმანეთს ყველაზე მეტად, ან სხვა შეცვლა რატო არ გააკეთა??? ხომ ხედავდა ვერ მიდიოდა საქმე ისე როგორც უნდა წასულიყო???? მეკარის დახმარება ხომ აღარ დაწირდებოდა????
კაკო
არ არის პრობლემა ძმებო თქვენ მოინდომედ და ყველაფერი კარგად იქნება,და ესე ეხება იმ დედაზე ადრე მოთყნულ ხალხს თქვენი ნაბოზვარი სისხლი მოვტყან იბიონატ თქვენი იმედი უნდა ქონდეს ჩვენს ქვეყანას ერთი თამაში არ აპატიედ ბიჭებს და გააკრიტიკედ კუდა ნახუ თქვენ ომში რას გააკეთებდ დამარწმუნედ რომ გავოზდებიდ შენიანს არ პატიობ ოთხოცდაად წუთს შენ საქართველოს სასიკეთოდ რამეს გააკეთებდ თქვენ არარაბა ხალხი ხარდ თქვენი იდები მოვტყან სისულელეებს ბაზრობდ და საქართველოს ორ კაპიკად ყიდიდ ცოყა აზე მოდიდ თორემ ვერ გაიზრდებიდ გაჩაჩანაგდებიდ და სიცოცხლის აზრი არ გექნებათ დამიჯერე ესე იქმნა ცოტა თავი შეიკავედ უკვე თავზე გადაიდჯვიდ და ამას ქართველი ერი არ გაპატიებს ესე იქმნა დამიჯერედ
დინამოელი
ვილი ეყოფა ჩვენს ნერვებზე თამაში. ჩეხებთან მაინც დააყენეს კვარა შემადგენლობაში
ანდრი
უკვე წელიწადია კვარა ჩანაწერივით მეორდება ყველგან, დაცვაშიც და შეტევაშიც, ნაკრებში, და ნაპოლიშიც. არც გულით, არც მონდომებით არ გამოვარჩევ სხვებზე ნეტად რონ 'დავინდო', ამხელა კაცს მართლა ბავშვივით ხომ არ შევიფარებთ ჭექა ქუხილისგან. სხვას თუ წუნს ვუმჩნევთ არ გვიყვარს?
პატრიოტი
ვინ არის ეს გელ-100, რას აკრიტიკებს ჩვენ საუკეთესი ფეხბურთელს, მას დავალებული აქვს სანიოლის დაცვა, მოძალადეების დაცვა და პატრიოტების კრიტიკა, თანაც კომენტარებს რომელ საათებზე დებს, რა 11 საათის თამაშებს არ უყურებს, რომ დილით 8 საათზე კომპიუტერთან ზის? თან იძახის, ვერსად ვნახე ახალგაზრდებს როგორ ურტყავენო, იმედში ვერ ნახავდა, ცხადია, იქ მოლოტოვის კოკტეილები ნახა, წარმატებები ბიჭებო - ხვიჩა, ქოჩორა, ბუდუ, მამარდა, ....
A
ჩემი აზრით ჩვენმა ნაკრებმა უნდა ითამაშოს სწრაფი შემტევი ფეხბურთი რადგან დაცვა არაა ჩვენი ძლიერი მხარე. მეტოქე უმეტესად გაგვიტანს და უნდა ვეცადოთ მათზე მეტი ჩვენ გავუტანოთ. ოღონ ფიზიკურად რთული იქნება რა თქმა უნდა..
დავითი
თანამედროვე ფეხბურთს აკლია ჟინი და ის ვაჟკაცური სულისკვეთება, რაც ადრე ჰქონდა. და ზუსტად ამ ჟინის და სულისკვეთების გამოხატულება იყო მამარდას ჩასვლა მოწინააღმდეგის საჯარიმოში. გასაგებია, არის იმის ალბათობა, რომ იმ ერთმა გოლმა საქმე გაგვიფუჭოს, მაგრამ მაგის დედაც, ფეხბურთი არ არის მხოლოდ სტატისტიკა და ციფრები, ფეხბურთი ზღვა ემოციაა. ზუსტად ეს, პრაგმატიზმის გამო თითქმის დავიწყებული ემოცია დაანახა საქართველოს ნაკრებმა მთელ მსოფლიოს (განსაკუთრებით ბოლო წუთებში), ამ თავგანწირვამ მოგვაგებინა მილიონობით ნეიტრალური გულშემატკივრის გული, გადახედეთ სოციალურ ქსელებში უცხოელი გულშემატკივრების კომენტარებს. მარტო ამად ღირდა ის გაშვებული გოლი. ჰოდა, პირადად მე, როგორც ერთ-ერთ რიგით გულშემატკივარს, ასეთი ნაკრები მირჩევნია, ვიდრე ისეთი, 2:1-ზე ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად, გოლის არგაშვებაზე რომ ეფიქრათ. მე ნაომარი 3:1-ით უფრო ამაყი ვარ, ვიდრე პრაგმატული გათვლებით შენარჩუნებული 2:1-ით ვიქნებოდი!
დათო
რაც შეეხება მე-3 გოლს, მამარდაშვილი უნდა ჩასულიყო, გუნდი ვაბანკზე წავიდა და ეს სწორია, ფსიქოლოგიურად და ზოგადად კვერცხებიანი გუნდები იგებენ თამაშს, მერე რა რო არ გაგვიმართლა? ან რატომ გგონიათ, რომ მსონცდსმაინც ჯგუფიდან გასვლა და +1 თამაშია პრიორიტეტული? მე ვფიქრობ ევროზე ომისყვის ვარყ, რომ ღირსეულად ვითამაშოთ და თვითრწმენა ავიმაღლოთ ამ ეტაპზე, აბა ევროპის ჩემპოონატის მოგებას არ ვითხოვთ იმედია...
alex
საგიჟეთი იყო რა...... მადლობა ბიჭებო..... ხო... თურქების პირველ ორ გოლზე მინდა ვთქვა, მე არა ვარ მეკარე,. მე ჩავდგები კარში, 10-10-ჯერ დაარტყან ორივემ, კარს ვერ გაარტყავენ.....ოღბალი იყო სხვაგან, ალბათ შესვენებაზე. ესე გული არ დამწყვეტია არც ერთ თამაშზე. შემეცოდნენ ბიჭები..... მაგრამ არაფერია ბიჭებო... ჩეხეთთან გელოდებით და თურქების ჯავრი იქ ვიყაროთ.... თქვენ გენაცვალეთ მთელი საქართველო მგლებო.......
ბათუმელი ექსპერტი
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრები უფრო მაღალ დონეზე იქნება და ჩვეულებრივი შესარჩევიდანაც გვექნება დიდი შანსი მსოფლიოზე გასვლის! მადლობა ბიჭებო და წარმატებები საქართველო!
ვახო
რა გაახურეთ ყველა კრიტიკოსებმა 30 წელი საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებ ასეთი ნაკრები ისტორიაში არ გვყოლია ასეთი მონდომებით არასდროს არ თამაშობდა გამონაკლისი ფეხბურთელების გარდა არავინ ჩვენ ვართ ტექნიკური და სწრაფი ნაკრები როგორი ამინდი იყო ყველამ ნახა ასეთ დროს ჩვენი უპირატესობა ნახევრდება რაც შეეხება ხვიჩას ის ტოპ კლასის და ნუ ადარებთ სხვებს ეს არ ნიშნავს რომ ნაკრების სხვა ფეხბურთელები არ უნდა დავაფასოთ პირიქით ყველას დიდი მადლობა მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა კვარა სხვა დონეა ნეტა ბევრი კვარა იყოს ნაკრებში და ვინც მას კონკრეტული თამაშით აფასებთ ფეხბურთში ვერ ერკვევით 23 წლის ბიჭს რომელიც ყველაფერს აკეთებს ნაკრებში და ნებისმიერ თამაშში ქმნის რაღაც ფენომენალურს გვერდში დავუდგეთ და გავამხნეოთ ნაკრების ყველა წევრს დიდი მადლობა საამაყო ბიჭები ხართ წარმატებები
დევი
ფიზიკურად ალბანეთიც გვჯობია.
gel-100
ევროპის ჩემპიონატზე რო ვთამაშობთ ეგ ვისი დამსახურებაა?? ნაცების და ევროპულათ მოაზროვნე ოპოზიციის და მათი პრეზიდენტის ხო?? სანიოლმა შეიძლება პატარ-პატარა შეცდომები დაუშვა თუმცა ისიც ჩვენს ნაკრებთან ერთად იზრდება და ვითარდება და დარწმუნებული იყავი მაგ შეცდომებს გამოასწორებს აი თქვენს შეცდომებს რა გამოასწორებს ეგაა საქმე ვინაიდან თქვენი არსებობა უკვე შეცდომაა,,სანიოლმა წააგო და წერტილი რას ნიშნავს?? სანიოლმა თხოვა ფეხბურთელებს მომენტები გააფუჭეთოო? ვილიმ თხოვა ქოჩორას ჯერ მიქაუტაძეს შეუშალე ხელი გოლის გატანაში მერე მარადონობა მოინდომე და ზედმეტი ხალხი ატყუე დარტყმის მაგივრადოო?? თუ არდას გოლის დროს უთხრა ვილიმ მაინცდამაინც დაკეტილ წიტას შეტენე ბურთიო?? არ გაგვიმართლა და მაგიტომ წავაგეთ ეგ თამაში აი ესაა სიმართლე და სხვაზე გადაბრალებას ჯობია რეალობას შეხედოთ,,წარმატებები ბიჭებს, ვილის და ყველას ვისაც ჩვენი ნაკრების განვითარებაში წვლილი მიუძღვის,,მე ვარ საქართველო და ვარ მისი გულშემატკივარი ჭირშიც და ლხინშიც ,,(ისე არა როგორც თქვენ და თქვენნაირი ჩასაფრებულები ხართ წარმატებების დროს სოროში რო გდიხართ და ნაკრების ფეხის დაცდენას ელოდებით რო პირი მოაღოთ))
დავით 67
არადა ვხვდები ვინც არის ეს ჩლუნგი. დისლაქიც დამიწერა. შტერი რომ არ იყოს სხვისი ნიკით რატომ უნდა მოგინდეს კომენტარის დადება. გაიგე შენ ეგრეთწოდებულო მესსისტო?
nedved
მამარდაშვილის გამოსვლა რა შუაშია, რა ქნა სანდრო ალთუნაშვილმა კუთხურის მერე და ვისი ბრალია მესამე გოლი? ტიპი 5 წუთით შემოვიდა და ერთი ბურთი ვერ გააჩერა, რაუნდა მაგას ნაკრებში
Gio
თამაში წააგო სანიოლმა, .მორჩა.წერტილი.
სოსო
სოსოს-ს.ყველაფერი ვერც მე წავიკითხე.უბრალოდ ძალიან ცოტა წავიკითხე,რადგან კომპიუტერი ძალიან მიტყუის,მაგრამ მაგ კითხვაზე,ადვილად გიპასუხებ დადებითად.რაც ვითამაშეთ,მაგითაც თავისუფლად შეგვეძლო,ფრედ დამთავრება.უფრო აქტიურები რომ ვყოფილიყავით და არ გავჩერებულიყავით,მოგებაზეც ადვილად გავიწევდით,რადგან როცა ვუტევდით,მათი დაცვაც ძალიან არეული იყო და ის გოლიც ხომ პირელ რიგში,მაინც მეკარის შეცდომის შედეგად გავიდა.ფეხით ადვილად შეეძლო მოგერიება,მაგრამ მან ხელით თამაში გადაწყვიტა.კვარაცხელია ამდენი ზეწოლით ასე დათრგუნული რომ არ ყოფილიყო,ეგეც რამხელა ფაქტორი დაგვაკლდა და კიტეიშვილის ყოფნა,უკვე გადამწყვეტი გახდებოდა გამარჯვებისათვის.მის ყოფნაში ხომ საყრდენი ზონაც დაკეტილი გვექნებოდა,მაღალი პრესინგიდანაც ადვილად დავაღწევდით თავს,გრძელი პასებითაც გავაქცევდით კვარაცხელიას და ბოლოს,თვითონაც დიდ საფრთხეს შეუქმნიდა,თურქებს.დამეთანხმები რომ ანრი მექვაბიშვილი,თავგანწირული თამაშის და ბევრი მუშაობის მიუხედავად,კიტეიშვილს ვერ ჩაანაცვლებდა და ბოლომდე ვერც ჩაანაცვლა.მე ჩეხების უფრო მეშინია,მათი ფიზიკური და ათლეტური მონაცემების გამო,რადგან სიმაღლის,სისწრაფის და ფიზიკური ძალის ხარჯზე შეუძლიათ სახიფათო მომენტი არაფრისაგან შეგვიქმნან და გამოიყენონ.თანაბრად დაკომპლექტებული გუნდია და რამდენად გავუძლებთ მათთან სისტემატურ კონტაქტურ და ძალისმიერ ბრძოლებს,საკითხავია.ასე მგონია,წიტაიშვილს,შენგელიათი ჩაანაცვლებს,როგორც უფრო ტანიანი და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ჩეხებისაგან ძნელად დასაჩაგრი,ფეხბურთელი.იმედია პირველი მატჩის დაძაბულობა,მეორე მატჩისათვის გადავლილი გვექნება და თავიდანვე თავისუფლად ავთამაშდებით.შენგელიას და კიტეიშვილს დიდი ხანია არ უთამაშიათ და თუ ახლა ათამაშა,სავარაუდოდ მატჩის ბოლომდე ვერ გაუძლებენ,მაგრამ სანამ იქნებიან,ბევრის გაკეთება შეგვეძლება.ლოჩოშვილიც შესაძლოა მათთან მოსამზადებლად შეიყვანა,თურქებთან.სანიოლს ბევრი ექნება ნაფიქრი,ამ სამ თამაშზე და სათამაშო გეგმაც ექნება შემუშავებული,რაღაცა სიურპრიზებით.იმედია გაგვიმართლებს.კვარაცხელიამ კი,სხვა გზა არ აქვს,თავი უნდა დააღწიოს შებოჭილობას და თავისი ფეხბურთი ითამაშოს.თურქებთან ტემპპს ვაგდებდით და ამით,ძალებს ვუფრთხილდებოდით,თუმცა საყრდენ ზონაში ძალები მაინც არ გვეყო,ერთმანეთი ვერ დააზღვიეს და ორი გოლი მივიღეთ.მიუხედავად ამისა,მატჩის ბოლოს,საბოლოო შტურმისათვის ძალები მაინც აღმოგვაჩნდა და ეს,საქართველოს ისტორიაშია ალბათ პირველად მოხდა,როცა დამატებულ დროში,ვუტევდით და მომენტებსაც ვქმნიდით,თუმცა ბოლოს გოლით დავისაჯეთ.ალბათ არც მეორე თამაშში გავიქცევით წინ,რადგან ამდენი სირბილის თავი ჩვენ არ გვექნება.თუ კვარამ,კიტეიშვილმა და ჩაკვეტაძემ,სრული ძალით ითამაშეს,ძალიან გავართულებთ ჩეხების ცხოვრებას,მაგრამ თუ ჩეხებმა მოგვახვიეს თავს,შეტევა და ჩვენ საჯარიმოში ხშირ ჩაწოდებები,მაშინ უკვე ჩვენ აღმოვჩნდებით ურთულესი ამოცანების წინაშე.ეს მომავლის პერსპექტივებია,თურქებთან კი,თავისუფლად შეგვეძლო ფრე და გვქონდა გამარჯვების შანსებიც.
გუსანი
აზრებს და შეფასებებს რა გამოლევს? დამეთანხმებით, რომ ქოჩორა აღმოჩენაა ნაკრებისთვის ?, თავიდან მიკვირდა რითი მოთაფლა სანიოლი? შავი სამუშაო ხომ კარგად არც ჩანს, თურმე შეუცვლელია, და არა მარტო ჩამშლელად, ასეთი არც გვყოლია, ჯაბასავით მუშაა და თან პლიუს სათამაშო ინტელექტითაც გამორჩეული, ყველ შემთხვევაში ჩვენ დონეზე, ჩვენი ბელინგემია, ყველგან იყო, მამუჩაშვილიც მომეწონა და ბევრი იბრძოლა ჩაკვემაც, ხვიჩას რაც შეეხება -ჩვენთვის ყოველთვის ლიდერი იქნება, მაგრამ ამ დონით შეიძლება ნაპოლშიც სათადარიგო სკამზე აღმოჩნდეს, არაფერი რომ ვთქვად პსჟ-ზე, თამასა თავად აწია და ვეღარ ინარჩუნებს, მინიმუმ ვერ ავითარებს, ადვილად გასაშიფრი და წასაკითხი გახდა, მისი შეცვლა კი უძალიანესად რთული გადაწყვეტილებაა მწვრთნელისთვის, ამ გადმოსახედიდან კი მეც ვფიქრობ შესაცვლელი იყო, ბუდუ და ზურიკო ცოტა ადრე უნდა შემოეყვანა, ლუკას შემოყვანის შინაარსი კი მხოლოდ ვილიმ იცის, სამწუხაროდ ლოჩოშვილი საფეხბურთო ინტელექტით ვერ გაიზარდა, დიდი ხანია ვაკვირდები, მგონია მისთვის ფეხბურთი რუტინაა ....ისეთი ფეხბურთელები გვყავს ვერავისზე დააამტკიცებ რომ მეორეზე უკეთესი იქნება, თუ გინდ გველესიანი კვირკველიაზე ? , 2 მეტრიან ჩეხებთან ვილის ვის ათამაშებს? მათან შედარებით ლილიპუტებად გამოვჩნდებით, ნახეთ ჩაწოდებები რამდენი ექნებად, ტიპები საჯარიმოში დადგებიან და ვიღაცას მაინც მოხვდებაო თავში და გაგვიტანენ, ვინდ დაუდგება წინ? ალბათ სანიოლი იძულებული იქნება სიმაღლით იხელმძღვანოლოს, წიატიშვილს აღარ ათამაშებს,... შეცდომების რაოდენობის შემცირეება უნდა ვისწავლოთ, სწავლობს სანიოლიც, თუ გინდ მამარდას შემთხვევა ავიღოთ, 3 ჩაწოდებაზე მეკარე საჯარიმოში არ რჩება, მითუმეტეს როცა არც ფეხით და არც თავით თამაში არ იცის, მაქსიმუმ გადმოვარდნილ ბურთზე ეთამაშა, ალთუნაშვილი კი ,,ფეტვივით"' დაიბნა...და ბოლოს- მაინც მადლობა ბიჭებს, ისტორიულად როდის იყო რომ კლასით მაღალ გუნდთან შეტევებში დაგვემთავრებინოს თამაში? თამასა აშკარად აწიეს ბიჭებმა,
დავით 67
ადმინისტრაციას!ვიღაც ჩემი სახელით დებს უაზრო კომენტარს. მიაქციეთ ყურადღება. მაინც ვერ ვხვდები რას ემსახურება სხვისი სახელით კომენტარის დადება. თუმცა გონებაშეზღუდული ადამიანისგან არაფერია გასაკვირი
სოსო-ს
პატივს გცემ როგორც მოყვარულ ექსპერტს. კარგად განიხილავ სიტუაციებს, მაგრამ დღეს ამდენის წაკითხვა ვერ შევძელი და ერთი კითხვა მაქვს: მოწინააღმდეგე ჩვენებზე სწრაფი იყო და რამე შანსი გვრჩებოდა თუნდაც ფრე რომ გაგვეგორებინა?
გიორგი-ს!
ყველაზე მეტად ეგ სჭირდება ჩვენს ნაკრებს - კარგი მწვრთნელი და ჯგუფურ ეტაპზე "შემოვლითი გზების" გარეშეც გავალთ!
სოსო
ამ თამაშში,კიტეიშვილი დაგვაკლდა,სასურველი შედეგის მისაღწევად.ის და ქოჩორა,კარგად კეტავენ საჯარიმოს წინა ზონას და არავის აძლევენ,კარში თავისუფლად დარტყმის საშუალებას.კიტე ტექნიკურია,შეუძლია პრესინგის დრიბლინგით თუ პასით დაძლევა,გრძელი პასით შეტევის დაწყება და გამამწვავებელი პასის ან დამაგვირგვინებელი დარტყმის განხორციელება.ქოჩორაშვილმა ნაწილობრივ მაინც გადაფარა მისი ფუნქციები და შეტევაში,საუკეთესო იყო,დაცვაში კარგ თამაშთან ერთად,მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობა უწევდა და შედეგად,დაცვაშიც ყოველთვის ვერ კეტავდნენ ზონას და შეტევაშიც,მიუხედავად ყველაზე სახიფათოობისა,კარში დარტყმები,მცირეოდენ სიზუსტე მოკლებული გამოდიოდა ორი ძელიდან,ცოტა მეტი ძალები რომ ჰქონოდა შემორჩენილი,ერთი მაინც საგოლე უნდა ყოფილიყო.58 წუთზეც,როცა საჯარიმოდან გამოიტაცა ბურთი და მიქაუტაძესთან ერთად კონტრშეტევაზე გაიქცა,ძალა აღარ ეყო,რომ ბოლომდე ერბინა და ჟორჟის საპასუხო პასი მიეღო,უკიდურესად სახიფათო პოზიციაში.არადა მიქაუტაძე მის გახსნას ელოდებოდა.იყო მომენტი,როცა შეტევაში მეტნი ვიყავით და ქოჩორამ კარგად ვერ გაშალა შეტევა,რის გამოც,დარტყმაც კი ვეღარ მოვახერხეთ,კარში.რასაც ვწერ,ქოჩორაშვილის კრიტიკად არავინ მიიღოს.უბრალოდ ადამიანის ძალები,უსაზღვრო არ არის.მან იმდენი ირბინა და იმდენი იბრძოლა,ორ კაცს რომ ეყოფოდა,მაგრამ დაღლილობა,სიზუსტეზე მაინც მოქმედებს და კიტეიშვილის მოედანზე ყოფნის შემთხვევაში,მასაც მეტი ძალები და შანსები ექნებოდა..ისე,პლეი ოფის თამაშების დროს დავწერე,ლა ლიგის გუნდების ხელმძღანელებს ჭკუა რომ ჰქონდეთ,ახლავე ,სასწრაფოდ უნდა დადონ მეთქი,კონტრაქტი,ქოჩორაშვილთან,რადგან ევროპის შემდეგ,მისი ფასი,რძალიან გაიზრდება.კონტრაქტი,ისევ ლევანტემ გაუგრძელა და და რაკი სეგუნდა დივიზიონში ქოჩორას არავინ დატოვებს,სოლიდურ მოგებასაც ნახავს,მისი გაყიდვით.ალალიცაა მათზე,რადგან როცა მუდმივ ტრავმებში იყო,ლევანტემ ზურგი არ აქცია და დაელოდა შავი დროების გადავლას.მეც მგონია რომ კვარაცხელიაც დაძლევს პასუხისმგებლობის ტვირთს და ისე ათამაშდება,როგორც მხოლოდ მას შეუძლია.მანაც და ჩაკვემაც,კარში დარტყმებზეც უნდა იფიქრონ,სხვანაირად არაფერი გამოვა.იმედი მაქვს,ჩეხებთან ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ჯგუფიდან გავალთ,მაგრამ რომც არაფერი გამოგვივიდეს,ამ ტურნირის შემდეგ,ჩვენი ნაკრები,მაინც უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გახდება,ვიდრე აქამდე იყო.ამაში დარწმუნებული ვარ.ჩვენ ბ ჯგუფში გადავედით და უკვე თამაშის დონითაც შევეფერებით,ბ ჯგუფის გუნდები დონეს.მთავარია წინსვლა არ შევწყვიტოთ.
გიორგი
ოხ ერთი კარგი მწვრთნელი ეხლა და გრანდად ჩამოაყალიბებდა ჩვენს ნაკრებს რამოდენიმე წელში.
თენგო
კრიტიკა არავის უნდა ეწყინოს, მეტი რომ გვინდა ცუდია? მადლობა ბიჭებს, მაგრამ მეტი გვინდა, ფეოლა ჭკვიანი კაცი იყო კინოში რომ თქვა, აწი უკეთესი მწვრთნელი გჭირდებათო
საქარᲗველოს Შვილი
რა ცხადაძე პროფესორო ?
ბეგლარა
ყველაფერს თავი რომ გავანებოთ პასის კულტურა გვაქ?ან ეს გარდი-გადმო პასები რა უბედურებაა,თუ არ შეუტიე თამაშს მოიგებ?მეორე ნომრად რატო ვთამაშობთ ყოველთვის.აფსუს ცხადაძე.
rable-ს
ქოჩორაშვილის ქება ცოტაა თუ კრიტიკა არაა საჭირო? ეპიზოდს კარგად დააკვირდით, ქოჩორა ხალხმრავლობასა და რთულ სიტუაციაში აძლევს პასს წიტას
ბესო
ვიყავი სტადიონზე და გიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს. >>> დადებითი >>> ბრძოლისუნარიანობა და მოტივაცია იყო მაღალ დონეზე. ტექნიკა აქვთ იჭებს, თუმცა დასახვეწი. მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, პროგრესი იგრძნობა და მარცხიუს მიუხედავათ, საერთაშორისო დონეზე პატივისცემა დავიმსახურეთ! გერმანიაში გვაქებენ და ბევრისთვის პირველი ტურის საუკეთესო მატჩია. >>>რა დაგვაკლდა>>> თამაშის მსვლელობისას არაერთხელ ვიგრძენი რომ წავაგებდით. რატომ: იმიტომ რომ პრესინგში დავაკელით და აწყობილი კომბინაციები ხშირად არ გამოგვდიოდა. წვალებით გამოგლეჯილ ბურთს მარტივად ვკარგავდით! მეკარის და სხვების არაერთი უმისამართო გადაცემა. როცა გვიტევდნენ, ჩვენებს არ გამოსდიოდათ სწრაფად ბურთის ართმევა. სისწრაფე დაგვაკლდა. სისწრაფე და პრესინგი თანამედროვე ფეხბურთის ფუძეა. მაგიტომ უჩნდებოდათ თურქებს სივრცეები და გვესროლეს შორიდან. დამერწმუნეთ ეს ნიუანსები სტადიონზე უფრო ჩანს, სადაც მთელი გუნდის გადაადგილებას და ტემპს მთლიანობაში აკვირდები. კვარა.... კი, სარგებელი მაინც მოაქვს მაგრამ ეს ის კვარა აღარაა! ბევრჯერ ბურთი დაკარგა. როცა ვინმეს თამაში არ გამოსდის, ის შესაცვლელია! კი გუშინ გარკვეულწილად არ გაგვიმართლა, თურქებსაც ბევრი დარტყმა გამოუვიდათ, მაგრამ შედეგი უსამართლო იყოო, მაგასაც ვერ ვიტყვი. ბურთის დაჭერა, ანუ მეტი გადაბმული კომბინაციები, მეტი ტემპი მოძრაობებში სირბილის და პრესინგის დროს და ეს ნაკრები მსოფლიოზეც ითამაშებს!
goga
ხვიჩა არის გარემარბი და მისი ისე გამოყენება როგორც ამას სანიოლი აკეთებს შეცდომაა.
L.J .
Mec ver gavige gvtisavaris shepaseba....witam gariska ar gaamartla:(((
დავით 67
ჩემი ნება რო იყოს ალადაშვილს დავაბრუნებდი ნაკრებში.შეუდარებელი იყო,ამიტომაც ჰქონდა ასეთი კარიერა.რო არა ქოცები რეალს უნდოდა კახას ყიდვა.აი ცოტახანში ჩვენი ბელადიც გამოვა,მოგვცემს გრძელტარიან დროშას და გაგვიძღვება შიგ უკრაინაში.
Nukri
მე მგონი ფეხბურთელებმა ითამაშეს კარგად და დადეს ენერგია, ეხლა შევაფასებ თანმიმდევრობით, თამაში დაიწყეს ცოტა შეშინებულივით, რაც თურქებს მისცა თვითრწმენა და ბურთაობდნენ თავისუფლად, ჩვენებს არ უნდა დაეთმოთ ბურთი და სივრცე, რაც რა თქმა უნდა დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოვა დღევანდელ ფეხბურთში, ყველამ ვნახეთ როგორც კი ბურთს დაიჭერდნენ ჩვენები და წავიდოდნენ თავდასხმაში, რამდენი საგოლე მომენტი შექმნეს, ასე რომ თუ გინდა დიდ გუნდებს მოუგო და გახვიდე შემდეგ ეტაპებზე, აუცილებელია აკონტროლებდე ბურთს, ითამაშო პრესინგზე, იყო უფრო თამამი და აგრესიული, რასაც კარგად აკეთებდა ქოჩორაშვილი, ეს ბიჭი მართლაც ყველგან იყო, ასე თავდაუზოგავად უნდა ითამაშოს ყველამ და შედეგი აუცილებლად იქნება, სხვაგვარად არ გამოვა Ps:მე მგონი ქოჩორაშვილს სჭირდება კარგი აგენტი, რათა გადავიდეს უკეთეს გუნდში, ლევანტეში ცოდოა, სადაც ზოგჯერ თადარიგში უზით
რეალისტი
მამარდას საქციელი როცა ბოლო წუთებზე კარიდან გამოვიდა, სწორი იყო, რადგან გარდა რიცხობრივი უპირატესობისა, ამან გუნდს დიდი მოტივაცია მისცა, რომ წაგებას არ ეგუებოდა. ამან გავლენა იქონია იმაზე, რომ სწორედ ამ ბოლო წუთებში 2 საგოლე მომენტი შევქმენით და ცოტა იღბალიც რომ გვქონოდა გავათანაბრებდით. ასე რომ ეს გამართლებული რისკი იყო. გაურისკავად ასეთი თამაშების შემოტრიალება შეუძლებელია. გაცილებით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ საბოლოოდ ამ ერთი ბურთის გამო პლეიოფში ვერ გავიდეთ, ვიდრე იმის, რომ გაგვეთანაბრებინა. სხვა თუ არაფერი მსოფლიომ დაინახა და დააფასა შეხვედრის ის საუკეთესო ბოლო წუთები, როცა აშკარა ფავორიტი თურქები რის ვაივაგლახით იცავდნენ თავს მატჩის გადასრჩენად. შპიგელმა ჩემპიონატის ყველაზე დაძაბული მატჩი უწოდა ჩვენ თამაშს.
rable
მეორე გოლისას ქოჩორა რაშუაში იყო -წიტაიშვილს მიცა ნორმალური პასი, მან მიიღო და წინ გაიგდო მერე და დაკარგა
555
რა ზღაპრებს იგონებ,რას როშავ?არავის მომგები ამ გუნდით არ და ვერ ვართ.თავს ნუ ვიტყუებთ
რეალობა
ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. თუ სწორ დასკვნებს გააკეთებს სანიოლი, მოვიგებთ და გავალთ ჯგუფიდან. იმედია, კიტეიშვილი დაბრუნდება. კარგი იქნება, თუ ასეთ წვიმაში აღარ მოგვიწევს თამაში.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
[VIDEO] ქოჩორაშვილის ფავორიტი ქართული კერძების ათეული - რა ვიდეოს აქვეყნებს "სპორტინგი"
გაჰყიდის თუ არა "სპორტინგი" იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?
"პირველი ნომერი ალისონი იქნება, მაგრამ... მამარდაშვილს ამ რჩევას მივცემდი!" - "ლივერპულის" ყოფილმა კიპერმა გუნდში მეკარეთა კონკურენციაზე ისაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
მარკ გეჰი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება - "ენფილდზე" ჯოვანი ლეონისაც ელოდებიან
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა და "სპორტინგმა" თამაში შემოატრიალა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" სუპერთასის ფინალში "ბენფიკასთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - "სპორტინგმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
"კრისტალ პალასთან" მატჩში მამარდაშვილი სათადარიგოა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
[VIDEO] მამარდაშვილი არ ათამაშეს - "ლივერპული" სუპერთასზე "კრისტალ პალასთან" დამარცხდა