ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვილი სანიოლი: ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ - ეგებ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშოთ

ვილი სანიოლი: ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ - ეგებ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშოთ

ჩეხეთთან ევროპირველობის მეორე ტურში ჩატარებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"გაორებული გრძნობა დამრჩა - შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ.

კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. კვარაცხელიას თამაშზე გაანალიზების შემდეგ შეიძლება გავაკეთო კომენტარი. კიტეიშვილის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ხვალე გვექნება. იმედია, მწყობრში ჩადგება. კვირკველია ინფექციის გამო ათი დღე საავადმყოფოში იყო. დაღლილობის გამო შევცვალე. გველესიანი კარგად ჩაერთო თამაშში.

ლობჟანიძეს მხარდაჭერა სჭირდება. გავამხნევე, ვინაიდან ვიცოდი, რასაც გრძნობდა. ვიცოდით, რთული შეხვედრა გველოდა. მეტოქემ ჩვენზე დიდი ზეწოლა განახორციელა. ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს.

მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. ეს მომავალში გამოგვადგება. პორტუგალია ძალიან ძლიერია. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. ეგებ უკეთაც ვითამაშოთ".

• ლექსო

როგორც ჩანს აქ ფეხბურთი არავის აინტერესებს!უმრავლესობა პოლიტიკამ გამოათაყვანა!დატკბით რაა!პირველად ვართ დიდ ტურნირზეეეეეეეე!ჯილდო ყველას გვეკუთვნის-გულშემატკივარსაც,ფედერაციასაც და მითუმეტეს მთელ გუნდს!მწვრთნელების,ფეხბურთელების,ექიმებისა დასხვა პერსონალების ჩათვლიით!წინ საქართველო!

• სიმართლე უნდა ითქვას

ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან დაწერილ თქვენს კომენტარებს გადახედეთ. აქ ჯგუფიდან გასვლაზე საერთოდ არაა საუბარი. ჯგუფში აგერ შეიძლება ხორვატია ჩარჩეს. დიდი ნაკრებები ჩარჩენილა ჯგუფში. არც წაგებაზეა საუბარი. სპორტში ხან წააგებ ხან მოიგებ. კარგად გადახედეთ აბა რაზე ვსაუბრობ კონკრეტულად მე. შეცდომებზე მითითება არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც არის, თუ განვითარება გვსურს. თუ კონკრეტული შეცდომები გაინტერესებთ მისი მოსვლის დღიდან დღემდე, სათამაშო სქემასა და მოქმედებებში განვიხილოთ არაა პრობლემა. ხოლო რაც შეეხება იმ შეურაცხყოფას, რომ თითქოს მე რაღაც მოედნის გადახვნას და ეგეთებს ვიძახდი სადმე. სად ნახე მსგავსი ჩემგან? ან რა იცი მე რა ინტენსივობით ვუყურებ ფეხბურთს? ბევრისაგან განსხვავებით, მე ჩვენს ჩემპიონატსაც აქტიურად ვადევნებ თვალს, იმ ჩემპიონატებსაც სადაც ჩვენი ბიწები თამაშობენ და ნაკრებზე ხომ საერთოდ ზედმწტია საუბარი. ფეხბურთი ბავშვობიდან განუყოფელი ნაწილია ჩემი ცხოვრების და ეგეთი ტექსტები და მიმართვები არაა საჭირო. არც ვილი სანიოლს ვერჩი პიროვნულად და არც სხვას. ღმერთმა გაუმარჯოს. შესაქები იქნება არც ეგ დამიშურებია მაგრამ, როდესაც შეცდომას უშვებს თვალებზე ხელი ავიფაროთ და თავი მოვიტყუოთ? და ქვეყანა განვიტარდება ეგრე ვითომ? ხოლო რაულის არ წაყვანა რომ დაიხვიეთ, გადახედეთ იმ დროს ვინ თამაშობდა და რა ტაქტიკური მონახაზები ჰქონდა მწვრთნელს. ერთ მარტივ კითხვას დაგისვამ და გულწრფელად გთხოვ იქნებ მიპასუხოთ. რა ტაქტიკური სქემით თამაშობს სანიოლი დაცვასა და შეტევაში და მათ გარდამავალ ფაზებში? და რა გარდამტეხი ცვლილება შეიტანა სქემატურად წინა მწვრთნელებისაგან განსხვავებით?

• დავით 67

იასონას უდარი-ს! ცნობისათვის 1992წლის ევროპის ჩემპიონი დანიის თავდამსხმელი პრებენ ელკაიერ ლარსენი 2პაჩკა ქემელს ეწეოდა დღეში, მაგრამ მის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ, მწეველი იყო ზიდანიც. ასე რომ ეს არგუმენტი არ არის. რა რესურსიც გაქვს ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. მომწონს არ მომწონს ეგ სისულელეა

• პატრიოტი

ფაქტია, ერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვყავს, სამი- საშუალოზე ოდნავ უკეთესი, მწვრთნელი დაბალი დონის, მაინც მოვითხოვთ გამარჯვებებს ჩვენზე უკეთეს გუნდებთან, რომლებიც ჩვენზე უკეთესი და დალაგებული ქვეყნებიდანაა, ყველაზე დაბალი დონის შიდა ჩემპიონატიც ჩვენ გვაქვს, ჩვენი ფეხბურთი უფრო წინ იყო და მსოფლო დონის ვარსკვლავები გვყავდა, ცალკე ვერ გამოვდიოდით, მაგრამ რამდენმა ითამაშა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ისიც, იმ პირობებში, როცა ჩვენები ხშირად უსამართლოდ არ მიჰყავდათ ნაკრებში ( გავიხსენოთ, 1964, 1968. 1970, 1974 ... წლები- მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, დარასელია...)

• Inviz9

ადმინ რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს? სანიოლი რომ არ შევაქე თუ სპორტული ჟურნალისტების მაამებლობაზე რომ დავწერე იმიტომ? ჰო ასე გააგრძელეთ და წარმატება უეჭველი მოვა პორტუგალიას კი არა არგენტინა ბრაზილიასაც მოვუგებთ დიდი ანგსრიშით ქვილითაია მანდ არს გვყავს? და საერთოდ მხოლოდ ბორჯომის და მანდარინის ექსპორტით ვიცხოვრებთ რაც კარგები ხა მაგრები ვართ ქართველები ვართ უბრალოდ იღბალმა ზურგი გვაქცია თორემ მერვედფინალში კი არა უკვე ფინალში უნდა ვიყოთ და ხვალ 24 ივნისი კი არა 14 ივლისი უნდა იყოს მსრა სადაა სამართალი?გთხოვთ ჩემი პირველი კომენტარი გამოაქვეყნეთ სადაც გზას ვულოცავ სსნიოლს რუსული გემივით

• მართალი

რა უბედურებაა ყველაფრის წარსულთან შედარება?)) მითუმეტეს როცა წარსულში შესარჩევში უკეთესი შედეგიც იყო და თამაშის ხაროსხიც) სადმე არსებობს კიდე ქვეყანა სადაც ყველაფერს წარსულს ადარებენ? წარსული იმიტომ ქვია რომ ჭკუა მოგვემატოს და უკეთესები ვიყოთ. წარსულს კი არა დღევანდელ მსოფლიოს უნდა შევედაროთ და ეს წაგებულის კომპლექსი მოვიშოროთ. 2 დან 2 გოლს რომ ვერ გაიტან და 20 დან 1 ს გაუშვებ იღბალი ჩვენ მხარეზეა მაგ დროს და გაგვიმართლა უნდა ვთქვათ და არ უნდა იპროფესოროს ამან და ბიჭებს კი მადლობა არ დავიღლები მაგ მადლობებით და ყველა ემიგრანტს ევროპაში თითქმის საშინაო თამაში რომ მოვუწყვეთ გერმანიის მეზობელ ჩეხეთს

• Martali

ყველა ვინც ჩამოთვალე თითქმის ყველას დროს უკეთესი შედეგები გვქონდა შესარჩევ ჯგუფებში და მესამე ადგილის გამო ჯგუფში ხსნიდნენ და ყველა გაიყვანდა ერთა ლიგა რომ ყოფილიყო მაგ დროს. და აქ რომ ვართ მამარდას ბუდუს და ბიჭების დამსახურებაა და საქართველო რომ გაერთიანდა სტადიონზე და რომ დაინგრა სტადიონი და აი მერე სანიოლის და სხვების დამსახურება რაზეც მადლობა ყველას და მამარდა რომ სასწაულებს აკეთებს არ უნდა იპროფესოროს)) მეოცე საუკუნის კატენაჩოს პაროდია ვინმე დედამიწაზე დღეს თამაშობს ასეთ სტილს ვინმემ გამახსენეთ გუნდი თუ სანიოლიმდე ვერავინ მივა???))

• ასოცირებული მეცნიერ-მუშაკი

დიდება მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მრავალრიცხოვან და ყველაზე ძლიერ ქართულ პროფესურას და ექსპეტურას. ლაბორანტებიდან დაწყებული აკადამიკოსებით დამთავრებული! დიდება! ძირს სანიოლი, მაღლა პროფესურა!

• Gio

ნაკრებს ჭირდება ქართველი მწვრთნელი.უცხოელები ვერ ჯდება ქართულ მენტალიტეტში....

• დიოგენე

ყველაყველა, მაგრამ ის თუ გახსოვთ რა ანგარიშებით ვაგებდით თამაშებს და შა შემდეგ რა დონეზეა მსოფლიო ფეხბურთი. და ბოლო-ბოლო ჩავატაროთ ერთი დიდი საერთო სახლახო საფეხბურთო რეფერენდუმ-პლებისციტი ნაკერბის მწვრნელის კანდიდატურაზე და შემადგენლობაზე (თავისი პოზიციებით მოედანზე). ერთი აზრი არ გამეორდება. ყველა თავის შემადგენლობას დაასახელებს და თავის მწვრთელს და ავის ტაქტიკას და ა.შ. რეალობას შეხედეთ თურქეთსაც მეტი რესურსი აქვს, საბერძნეთსაც, ჩეხეთსა და ა.შ. და მერე საქართველოს ჩემპიონატს - მწვრთელამდე ჯერ რესურსი მოიკითხეთ. აი ჩასვით ბუდუ შემადგენლობაშ და შეადარეთ ჩეხეთის ნაკრებს ან თურქეთს ან საბერძნეთს - ჩვენი ნაკრები? თქვით სიმართლე - უფრო მაგარს მივიღებთ?

• ზოლა

უეჭველი უფროსი თაობიდან დაწერილი კომენტარია, დინამოს წარმატება რომ ახსოვს და ენატრება შემტევი ფეხბურთის უპირატესობასაც მაშინდელი დინამოს სათამაშო სტილიდან გამომდინარე თვლის რომ ჩვენ შეგვეფერება და არიქა და დაცვის მაგივრად შეტევაზე თუ გავაკეთებთ აქცენტს წარმატებას მივაღწევთ…. მეგობარო აშკარად აღარ გაინტერესებს ფეხბურთი თორემ თუ თანამედროვე ფეხბურთის მატჩებს თვალს ადევნებ შეუძლებელია ვერ მიხვდე რომ შემტევი ფეხბურთის თამაში თანამედროვე ფეხბურთში ერთეულ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ ასეთ დიდ ტურნირებზე როგორიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპია, შემტევი ფეხბურთი კი ვითამაშეთ ერთა ლიგაზე სადაც გვქონდა შანსი პირველ ნომრად გვეთამაშა, ისიც ყველა გუნდთან ვერა კიდე… ასე რომ შემტევი ფეხბურთი კარგია იმათთვის ვისაც კლასით უკეთესი ფეხბურთელები ყავს, სანიოლმა სწორად დაგეგმა ტაქტიკურად ორივე თამაში და ზუსტად მაგ საშუალოზე დაბალი კლასის გამო დავკარგეთ მინიმუმ სამი ქულა, სანიოლის ტაქტიკის წყალობით ორივე თამაშში გვქონდა წარმატების შანსი ცოტა უკეთ რომ ემოქმედათ დამაგვირგვინებელ ფაზაში ფეხბურთელებს თან ისეთი მომენტები ვერ გამოიყენეს საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელებსაც რომ არ ეპატიებათ.

• გოჩა

და კიდევ ერთი:რომ ამბობ თუ იშრომებს მერე ვათამაშებ ბუდუსო,მაშინ რატომ ათამაშე ლუქსემბურგთან და ბერძნებთან?თუ მაგ თამაშების მერე აგარ გაუმარგლია ყანა და მაგიტომ აითვალისწუნე?

• lm ს ვეთანხმები

გეთანხმები მეგობარო ქინქი ქეცბა და არველაძეების თაობა უეჭველი ითამაშებდა ევროზე მაშინ რომ ყოფილიყო ასე ადვილი მოხვედრა, ის ნაკრები შესარჩევში გრანდებს “ნარავნი” ეთამაშებოდნენ და კლასში დიდად არ ჩამორჩებოდნენ, ეხლანდელი ნაკრები გაცილებით უარესად გამოიყურება გრანდებთან და თუნდაც საშუალო დონის ევროპულ გუნდებთან, კლასში აშკარად ჩამოვრჩებით ერთეული ფეხბურთელების გამოკლებით, ზუსტად კლასის ნაკლებობამ დაგვაკარგვინა მინიმუმ სამი ქულა ამ ორ თამაშში, ისეთი გოლები ვერ გავიტანეთ საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელსაც რომ არ ეპატიება.

• გოჩა

შენ რა გითხარი მამარდა,მერამდენეთ უნდა გადაარჩინო სანიოლი და ალაპარაკო დიდი ტაქტიკოსივით

• G.LA

ფრე რომ ვითამაშოთ პორტუგალიასთან ამ შემთხვევაში 4 თამაში უნდა დასრულდეს საჩვენოდ და გავალთ ჯგუფიდან. 4 მე-3 ადგილოსანი გადის. 1) თურქეთმა უნდა მოუგოს ჩეხეთს. 2) სქოთებმა და უნგრეთმა ფრე უნდა ითამაშონ. სქოთებს ექნებათ 2 ქ და -4 3) ესპანეთმა უნდა მოუგოს ალბანეთს 4) იტალიამ უნდა მოუგოს ხორვატიას. ალბანეთს და ხორვატებს 1ქ დარჩებათ მოკლედ საკმაოდ რთულად მაგრამ შანსი გვაქს.

• ზაკო

მართალი ხარ მეეგობარი, მაგრამ მე საიტის ბევრი ექპერტის კომენტარებიც მახსოვს შემადგენლობის დასახელების მერე გველესიანს ტურისტად რომ იხსენიებდნენ, ისე გველესიანი პორტუგალიასთან ძირითადს იმსახურებს საბას ნაცვლად,რომელიც გაცდენილი დროის მერე ფიზიკურად ბოლომდე მზად არ არის

• Lm

ერთა ლიგა არ იყო მაშინ მეგობარო თორე ძალიან ბებრჯერ გავიდოდით თუნდაც ქინქლაძის და არველაძის ნაკრებით. არც კვარას და მამარდას დონის ფეხბურთელი გვყოლია იგივე ქინქლაძე არველაძის თაობის მერე. ეგეც ფედერაციის და მწვრთნელის დამსახურებაა ? თუ ისიც დაგვავიწყდა 4 წლის წინ რატო ვერ კოვხვდით ცარიელ ტრიბუნებთან რომ ათამაშეს ფინალი და კვარას კოვიდ ტესტი რომ ჩაუვარდა ? ცოტა რეალობას მართლა შევხევდოთ.

• რეალობა

სანიოლის ინტერვიუ https://youtu.be/5iea9VsUfbI?si=kDO3tRdnDOKXY3cQ

• იასონას უდარი

სიმართლე უნდა ითქვას-ს აშკარად,გეშლება რაღაც,არასოდეს მიკადრებია შემადგენლობაზე მესაუბრა,ვისთვის უნდა დაეძახათ და ვისთვის არა. სანიოლის კი არა,ნებისმიერს გავაკრიტიკებ თუ საჭირო იქნება,თუმცა ვიღაცის წაყვანი ან არწაყვანის გამო არა,უამრავი პრობლემა არის თუ მხედველობა გაქვს ადამიანს. თუმცა ეგ პრობლემა 2 თვის წინაც იყო,რატომ არ ამბობდით რამეს? თუ მაშინ ქარი სხვანაირად უბერავდა და ამას აწვებოდით? მთავარი აქ ის კი არ არის,სანიოლი მომწონს ან არ მომწონს თემა,აქ სხვა რამეშია საქმე,მოლოდინები ქონდათ დიდი და ამის მიხედვით საზღვრავენ სიტუაციას. ევროპამდე ვიძახდი რო ქულა და გოლი იყო მიზანი ჩვენი,დამცინეს და მაგინებდნენ,მტრად გამომაცხადეს და ახლა,სანიოლი და კვარა გამოაცხადეს მტრად. ჩემსავით რო ქონოდათ ეს მიზნად,პრობლემა არ იქნებოდა,ყველა კმაყოფილი დარჩებოდა და ტაშსაც დაუკრავდნენ. მთელი ცხოვრება ქართულ ფეხბურთს თვალს ვადევნებ და მე მასწავლით რა გაქანება აქვს ჩვენს ნაკრებს ან იმას მაბრალებთ რო ამათი გამარჯვება არ მინდა? თქვენ რო გადახვნით და კარტოფილის დათესვით იმუქრებოდით,სტადიონზე ვიჯექი და ვუყურებდი თამაშებს. კრიტიკა მისაღებია,თუმცა რისთვის კრიტიკა? ჯგუფიდან რო ვერ გავედით? სირცხვილი მართლა არ გაქვთ ან ჭკუა,ამას რის საფუძველზე ამბობთ. ჩვენისთანა გუნდისთვის ეს შედეგი არის სასწაული,თუ თქვენ ფიქრობთ რო მეტი შეგვიძლია ეგ შენი პრობლემა არის და არა ჩემი ან სანიოლის. რაც შეეხება ფერისცვლებას,საიდან მოგაქვთ ამდენი სისულელე? უბრალოდ,ათასჯერ მაქვს ნასაუბრები,გამგები გაიებდა ყველაფერს,მარა თქვენ დახშული გაქვთ აზროვნების უნარი,ამიტომაც ვერ გებულობთ. ქართული ფეხბურთის პრობლემა სანიოლი არ არის,ფულაობა და ჯიგრული პონტებია პრობლემა,ფული თუ არ აქვს მშობელს,ბავშვი ნორმალურ გუნდში ვერ ხვდება და იკარგებიან. ნაკრებზეც ათასჯერ მითქვამს,ლადო ბურდულმა მოყვა,ჯოკრის თამაშის გამო ორი კაცი დაგვსაჯესო... ჯოკერს ოთხი თამაშობს და ორი დასაჯეს,ორი არა. მისივე თქმით,ის ორი პატრონიანი ხალხი იყო და ვერაფერიც ვერ უქნეს. დარწმუნებული ვარ რო დღესაც ესეა,ვატო არველაძე იყო ნაკრებში და მოდი ერთი მიზეზი დამისახელე,რატომ უნდა ყოფილიყო. თუმცა აზაროვის ან არაბიძის თემა სხვა არის,არაბიძე მწეველია და ხისთავიანი,ხოლო აზაროვი არ მოსწონს თვითონ სანიოლის. ესპანეთის მერე აღარ დაუძახია და ეს მხოლოდ სათამაშო შეცდომების გამო არ ყოფილა.

• ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!

ეს რა ბედნიერებაა - როდესაც ამდენი პროფესორი გვყავს ფეხბურთში. ყველამ ყველაფერი იცის და ეს სანიოლი არაცვის უჯერებს. უბრალოდ ჯიუტია და უვიცი. რომელი მწვრთნელი არ გვყავდა - ქართველი თუ უცხოელი: ნოდია, ხურცილავა, ჩივაძე, ძოაძუაშვილი, გუცაევი, ყიფიანი, იმნაძეც და ნორაკიძეც, ტყებუჩავა, ყაველაშვილი. დარსაძეც, ქეცბაია და ცხადაძე. სცანაძეც და ჟორდანიაც. ან რა უცხოელები: ბოსკამპი, ჟურესი, კუპერი, ტიპმიოლერი, შუშაკი და ვაისი. ეა უბედურებაა, რომ არ შეგვიძლია გავიხსენოთ ამ მწვრთელების თუდაც მიახლოებული შედეგი რაც სანიოლის შემთხევევაში არის? უმადურობასაც საზღვარი აქვს.

• bejo

შენთან ერთად არ მუშაობდა აზაროვი ? რამდენსაც გინდა იმდენ ფეხბურთელს ჩამოვთვლი ვინც შენთან ერთად არ მუშაობდა და არც ახლა აყენებ შემადგენლობაში მაგრამ მაინც წაიყვანე და რა ხდება აგვიხსენი ? რისთვის გყავს მანდ ბიჭები ან რას ერჩოდი აზარას როცა ერთა ლიგა მოგაგებინა ესპანეთთს თუ ვერ პატიობ მანდ კიდევ ბევრი გყავს ვინც იმ თამაშში ვერ ითამაშა ... თურქებმა მარცხენა ფლანგით ისარგებლეს და დღეს საერთოდ მოიგონა გიომ ეგ კუთხური ...

• ჯეჯე

ამათი შემტევი ფეხბურთი არ გაიშვას)ვის უნდა შევუტიოთ ან ვისით?)))

• იკა

ლეაო არ ეყოლებათ, ლეგენდარული რონალდოც ასაკშია, პორტუგალია უკვე გასულია. იქნებ სათადარიგო ფეხბურთელები გამოიყვანოს პორტუგალიამ, ერთი წაგება არაფერს არ უზავთ:)) პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში მგონი ჯგუფიდან ავტომატურად გავალთ, ხოლო ფრეს შემთხვევაში ორი ქულა გვექნება და მაინც გვრჩება შანსი მესამე ადგილისნებიდან გასვლის? სპორტალ.ჯე ამ საკითხზე დაწერეთ, რა თეორიული შანსები გვაქვს გასვლის, ღვთისო შენ მაინც დაწერე

• ქომაგი

სანიოლის სტილი ქართულ ფეხბურთს ვერ ერგება დაცვ8თ ფეხბურთს საქართველო ვერასდროს ითამაშებს.ევროს მერე სხვა მწვრთნელია სასწრაფოდ მოსაძებნი თუნდაც ქართველი.სანიპლს კი თავაზიანი მადლობა.და სხვაგან მონახოს სამსახური ჯობია გუნდი მის ხელში არ იზრდება მორჩა და გათავდა.

• მართალი

ადმინ მესამედ ვწერ უკვე!!! და იქნებ დადოთ შენი შრომა ორ შესარჩევში დაკავებული ადგილებით ჩანს და ევროპაზე რომ ვართ დღეს ეს უეფას დამსახურებაა ერთა ლიგის შექმნის გამო და ბიჭების თავდადების და ბოლომდე ბრძოლის გამო ვართ და ერთ ერთი მთავარი თუ უმთავრესი არა გმირი რომ ორი თამაშია არ გამოგყავს სიცხვილია როგორც შენი ფეხბურთის სტილია სირცხვილი მეოცე საუკუნის კატენაჩოს პაროდია. ბიჭებს მადლობა ყველა ქართველის სახელით საქართველოს და ქართველების გაერთიანებისთვის პირველ რიგში და ამ სიხარულისთვის

• მართალი

შენი შრომა ორ შესარჩევში დაკავებული ადგილებით ჩანს და ევროპაზე რომ ვართ დღეს ეს უეფას დამსახურებაა ერთა ლიგის შექმნის გამო და ბიჭების თავდადების და ბოლომდე ბრძოლის გამო ვართ და ერთ ერთი მთავარი თუ უმთავრესი არა გმირი რომ ორი თამაშია არ გამოგყავს სიცხვილია როგორც შენი ფეხბურთის სტილია სირცხვილი მეოცე საუკუნის კატენაჩოს პაროდია. ბიჭებს მადლობა ყველა ქართველის სახელით საქართველოს და ქართველების გაერთიანებისთვის პირველ რიგში და ამ სიხარულისთვის

• G.LA

ფრე რომ ვითამაშოთ მაშინაც გვაქს შანსი და მოგებით რაღა თქმა უნდა გავალთ .თურქებმა უნდა ჩეხებს მოუგონ და მაშინ ფრითაც გვაქს შანსი ოღონდ სხვა ჯგუფებზე ვიქნებით დამოკიდებული

• ზიზ

კარგი, ლამაზი თამაშით მივიღეთ 1-3, "ცუდი" თამაშით მივიღეთ 1-1... სიმართლე რო ვთქვათ ჩეხები ანთროპოლოგიური კუთხით ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ყველა მათი უპირატესობა აქედან მოდიოდა (მეტი ფიზიკური ძალა, მეტი სირბილი,ორთაბრძოლები...).

• გიგი

სანიოლ,შენგელია და ბუდუ ტურისტებად წაიყვანე გერმანიაში?!

• გიორგის

თუ მოვუგებთ პორტუგალიას 95 პროცენტით მერვედფინალში ვართ. სხვა ჯგუფებს გადახედე და მიხვდები რატოც ვამბობ

• ც

ეს კაცი მწვრთNელი არ არის. მისი შიში კი აფერხებს ნაკრების განვთარებას. მის დონეს ნაკრების დონე გასცდა. მადლობა რაც გააკეთა. ჩემპიონატის მერე არის გასაშვები და რამენაირად უნდა გავიჭირვოთ და მოვიყვანოთ უკვე მსოფლიო დონის კარგი სპეციალისტი. არა აუცილებლად გამოჩენილი, მაგრამ ძალიან კარგად რომ მეორგოს ნაკრებს, ამბიციური, ენერგიული და არა ჯიუტი, არამედ პრინციპული მწვრთნელი. რომელსაც ეცოდინება რა უნდა აკეთოს გუნდმა წლიდან წლამდე, რომ გაიზარდოს. ჰქონდეს პლან ბ და სულ დაცვაზე არ ფიქრობდეს, როცა ასეთი შემტევები გყავს! ც

• ც

კაკაბაძე ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ ნაკრებში. რაც გინდა ის თქვით

• ემიგრანტი

ჩემი ფეხები იშრომე შენ, შენი მოსვლის დღიდან ვწერ რომ აზრზე არ ხარ მწვრთნელობის და მხოლოდ ფედერაციის დავალებებს ასრულებ, ხიზანა გიზის მანდ საძმოს წევრი. ევროპაზე უეფამ და ბიჭების ინდივიდუალიზმმა გაგვიყვანა ისიც ჭ კლასის გუნდებთან (საბერძნეთის გარდა), შენ კიდევ ჯგუფში გვტოვებ გაუგებარი გადაწყვეტილებებით, აზაროვი არ წაიყვანო და მის ადგილას ლოჩოშვილი ათამაშო რაში ჯდება ვერ ვხვდები, ფლეიოფების გმირი დუბლის გამტანი სკამზე გეჯდეს და წუთს არ ათამაშებდე, ხედავ კვარაცხელია თავდამსხმელად ვერ არის პროდუქტიული, ჩაკვე სათადარიგო რავიცი... სახეში გვაფურთხებს და თან გვეღადავება ეს ფედერაცია(მთავრობა), მთელ ქვეყანას თავის ,,ხოშზე,, ურევენ. ჩვენ... მმეეეეეე ვიძახოთ!

• ბიჭო ვილი ვარ სანიოლი

ბიძომ დაურეკა კობახიძეს,კობახიძემ კალაძეს,კალაძემ კობიაშვილს,კობიაშვილმა იაშვილს,იაშვილმა ხიზანას, ხიზანამ სანიოლს უთხრა ბუდუ არაო. თხამ ვენახი შეჭამა... მაგრა ტეხავს ეგ აზროვნება მზეეეეეეეებოოოო...

• ჯეჯე

საკმარისია მწვრთნელმა ფეხბურთელს ნაკლები სათამაშო დრო მისცეს და მიდის უკვე ,,სერიოზული სახით" მსჯელობა, რომ ამ მოთამაშის ჯიბრი სჭირს. :) მეც გავაგრძელებ ამ ,,ლოგიკურ" ხაზს და დავწერ, რომ კვეკვესკირის სერიოზული ჯიბრი სჭირს სანიოლს. :)

• გიორგი გელაშვილი

ვაი და მოხდა და პორტუგალიას მოუგეთ რამე შანსი გვააქ გასვლის?

• Lasha

რათქმაუნდა არანაირად არ ვთვლი თავს არც სანიოლზე და არც მისი შტაბის წევრებზე ფეხბურთის უკეთ მცოდნედ, მაგრამ როგორც გულშემატკივარს კითხვები მიჩნდება, მაგალითად რატომ შემოყავს წიტაიშვილის ნაცვლად ლოჩოშვილი (ლოჩოშვილის საწინააღმდეგო რათქმაუნდა არაფერი მაქვს, პირიქით) უბრალოდ პოზიციურად ვერ თამაშობს ფლანგზე. შენგელიას მართალია ტრავმა ქონდა და დიდი დრო გაუცდა, მაგრამ მონტერეგოსთან მშვენივრად ითამაშა. ხვიჩა გასაყვანი იყო ბოლოსკენ, მაგრამ მის ნაცვლად ბუდუ რატომ არ შემოვიდა? ლობჟანიძეს შემოყვანა როცა მოსაგები გაქვს თამაში კაკაბაძის მაგიერ რატომ არ შეიძლებოდა? და ბოლოს გველესიანი, ბიჭს ფაქტიურად დებიუტი ქონდა და როგორ შემოვიდა და დადგა კლდესავით თავდაჯერებული, გეგონებოდა მე-100 თამაში ჩაატარა ნაკრებში, იმედია სწორად შეაფასებენ მის თამაშს და მიიღებს შანსს პორტუგალიასთან. მადლობა ბიჭებო თითოეული თქვენგანი დიდ პატივისცემას და მადლობას იმსახურებთ, წარმატებები პორტუგალიასთან, უნდა გავიდეთ

• Მოცლილი

Gvelesiani unda ikos dazvashi.

• დათო

ძალიან უნიჭოა, მაგის ნრომალურად ნათამაშები მაჩვენა ერთხელ მაინც.

• დათო

რატომ იძახებენ ამათ საერთოდ რა უნდათ ნაკრებში: ქვილითაია - უკლასო - უნიჭო. ალთუნაშვილი - უკლასო - ჯერ აქვს დრო. კვირკველია - დაბერდა - არც ადრე წყვიტავდა ვარსკვლავებს. კაკაბაძე - უკლასო - ცდილობს მაგრამ რა ქნას მეტი არ იცის თამაში. ლობჯანიძე - უკლასო - საშუალო ევროპულ გუნდშიც ვერ გაქაჩავს.

• სიმართლე უნდა ითქვას

თქვენთან მაქვს რამოდენიმე კითხვა და გთხოვთ იქნებ მიპასუხოთ. რა გააკეთა სანიოლმა ისეთი, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი გუნდის წარმატებისათვის და რაც სხვამ ვერ გააკეთა? რომელი ტაქტიკური სქემით მოქმედებს და აღწევს წარმატებას? რომელი მატჩი მოიგო ტაქტიკურმა მოქმედებამ სანიოლის? ამ ჩემპიონატზე რატომ დაუშვა ამდენი ტაქტიკური და შემადგენლობითი შეცდომა? რა შეცვალა გუნდის ტაქტიკურ-სტილისტურ მონახაზში წინა მწვრთნელებისაგან განსხვავებული? შემთხვევით ეს ეარმატებები იმის შედეგი ხომ არ არის, რომ ჩვენი ფეხბურთელები უკეთეს ლიგაში თამაშობენ, უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და უკეთეს ფორმაში არიან? გულწრფელად მადლობელი ვიქნები თუ მიპასუხებთ. იქნებ მართლა ვცდები და დიდი ტაქტიკოსი და დიდი მწვრთნელია სანიოლი. ბოდიშსაც მოვიხდი. მანამდე კი მადლობა ყველაფრისათვის გულწრფელად, რაც ჩვენი ნაკრებისათვის გაუკეთებია მაგრამ, ამ თამაშების ვერ მოგება მიმაჩნია რომ მისი დამსახურებაა.

• სიმართლე უნდა ითქვას

საერთოდ ტაქტიკა იყო? რომ არა ბიჭების ინდივიდუალიზმი, რომელი ტაქტიკური სქემით ითამაშა იცის ვინმემ? მარტო ეს მატჩი კი არა, წინა ნებისმიერი. თურქეთს, შოტლანდიას, რუმინეთს, ალბანეთსაც კი ეტყობოდათ რაღაც ტაქტიკური სვლები, მწვრთნელი ტაქტიკური დავალებები. გრანდებზე აღარაფერს ვამბობ. რამდენად ამართლებს ეგ კიდევ სხვა საკითხია მაგრამ, აქ საერთოდ ვერაფერი დავინახეთ გარდა ინდივიდუალიზმისა ჩვენი ფეხბურთელების. თუ ვცდები დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ან წავიკითხავდი ახსნას სანიოლის ტაქტიკური სქემის.

• სიმართლე უნდა ითქვას

შეცდომები ყველას მოსდის. ადამიანური ფაქტორია მაგრამ, რომელი შეცდომა დაინახეთ დღეს გამოსწორებული ძალიან გთხოვთ ჩვენც გაგვანდეთ რა სანიოლის დამცველებმა. წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღების შეცდომების დანახვაში, მათ აღიარებასა და გამოსწორებაშია. როდესაც შესაქებია უნდა შეაქო და როდესაც შეცდომაზეა მისათითებელი უნდა მიუთითო. ქართულ სატელევიზიო თუ იუთუბ სივრცეში აუცილებელია კონტენტი გაჩნდეს, სადაც დეტალური განხილვა მოხდება თამაშების, ტაქტიკურ დონეზე. ისევე როგორც მრავალ ქვეყანაშია. შესაძლოა ჩვენ ვცდებით და საოცარი ტაქტიკოსია მაგრამ, შედეგები სამწუხაროდ საპირისპიროს აჩვენებს. როდესაც დარტყმები 26-5-ზეა ძნელია რაიმე თქვა. როდესაც შეცვლებს აგვიანებ და როდესაც აკეთებ ,,საოცრებათა” ჟანრიდანაა არ ვიცი. როდესაც ხედავ რაშია შენი უპირატესობა და რაში მეტოქის და მაინც მეტოქის ტაქტიკით თამაშობ, რამდენად დიდი ტაქტიკოსობაა თქვენთვის მომინდვია. არც ჩასაფრებული პოზიციაა მისაღები და არც მუდმივი ქება დიდება შედეგის და მიუხედავად. ჯანსაღი დამოკიდებულებაა საჭირო თუ გვსურს რომ განვვითარდეთ. სანიოლზე ბევრად დიდი როგორც მწვრთნელი ასევე ფეხბურთელი გაუკრიტიკებიათ და ამაში არაფერი არაა დასაძრახისი, თუ არგუმენტირებულია და შეცდომის დანახვებისკენ მიმართული. ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ქვეყნის და ნაკრების წარმატება და კეთილდღეობაა და არა ვინმეს პიროვნული კრიტიკა თუ ქება.

• ოდუჯ

ადრე ეგეთი თილისმა დვალიშვილი იყო

• ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!

ნადვილად "ოქროს თევზის" ზღაპარია... ისე გამოგდით, თითქოს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები, გუნდები და ჩემპოონატი გვქონდეს და ყველაფერს სანიოლი აფუჭებდეს :) გაიხსნეთ სად ვიყავით გუშინ და ამ დონის ფეხბულთელ-გუნდებ-ჩემპინატით და სად ვართ ახლა. უამდურობის დიდი ზეიმია. . თქვენ რომ დაენიშნეთ მწვრთნელად, ალბათ ნაკრებს ევრიპის ჩემპიონს გახდიდით არა? და სანიოლი გვღუპავს ხომ? ან კიდევ უმწვრნელოდ უკეთესად ითამაშაებდნენ არა? რაც გაფუჭდა სანიოლის ბრალია და რაც გაკეთდა ვისია? რომელმა წინა მწვრთნელმა მიაღწია ამ შედეგს თუ ეს თავით მოხდა? მაშინ რატომ არ იყოე ეს შედეგი უფრო ადრე?

• Gela

ხალხო, ფაქტია რაღაც არეული ტაქტიკით ათამაშა, ექსპერიმენტწბის დრო წხლა არაა. ყველას თავისი აზრის დაფიქსირება შეუძლია. ლოჩოშვილს ფლანგზე რატო ათამაშებს ცენტრალურ მცველს, ან ბუდუ რატო არ დააყენა სასტარტოში და ჩაკვეტაძე ყველაზე ბწვრს დარბის და იხარჯება. ქვილითაია და წიტაიშვილი რა შუაში არიან საერთოდ

• აჩი

არ მინდა ასე იყოს მაგრამ მეფიქრება, მგონი პოლიტიკურ შემადგენლობას გვაჩვევ ნელნემა, და დაგერხევა იცოდე, მალე ქოჩორას დასვამ, ჩაკვეს, ბუდუ ისედაც დასვი,

• KOSTAKURTA

გამძლეობა, ამტანობა, ჩვენი გუნდის ფიზიკური კონდიციები არის ძალიან სუსტი. ყველაზე სუსტი ნაკრები ვართ ამ რგოლში.

• სიმართლე უნდა ითქვას

ბოდიშს გიხდით მაგრამ, თუ სწორად მახსოვს თქვენ იყავით ვინც სანიოლს აკრიტიკებდა პლეიოფის მატჩებამდე და ზუსტად იმ ნარატივს ავრცელებდით, რის გამოც ახლა სხვებს ლანძღავთ. ან ფერი იცვალეთ, ან თქვენი სახელით სხვა წერს. ხოლო რაც შეეხება კრიტიკას და შეფასებებს, სრული უფლება აქვს გულშემატკივარს ჯანსაღი კრიტიკის, არგუმენტირებული განხილვისა და შეფასების. მეტიც, ეს აუცილებელია განვითარებისათვის. გადახედეთ როგორი დისკუსიები, შეფასებები და კრიტიკა მიდის ხოლმე ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში და სხვა წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში. თუნდაც ამ ჩემპიონატის მიმდინარეობისას რამდენი იუთუბ თუ სატელევიზიო განხილვა მიდის თამაშების და სქემების?

• სიმართლე

ბელგიას არ დაუტოვებია კურტუა, თვითონ თქვა უარი ნაკრებში თამაშზე, ასევე აზაროვის არ წაყვანაც დიდი შეცდომა იყო, შენგელიას და ბუდუს არ თამაშზე აღარაფერს ვამბობ

• დათო

არც ეგაა გამორიცხული რომ დასჯილი იყოს, რატო ვფიქრობ ეგრე ავხსნი… საერთოდ მიღებული პრაქტიკაა რომ ასეთი ტურნირის წინ შეკრებაზე მყოფ ფეხბურთელებს სამწვრთნელო შტაბი უკრძალავს ჟურნალისტებთან ყველანაირ თვითნებურ ურთიერთობას და ისეთი განცხადებების გაკეთებას რამაც შეიძლება გუნდის განწყობაზე და შედეგზე იქონიოს გავლენა… მითუმეტეს თუ გავიხსენებთ ბუდუს თხოვნას ტელევიზიებისთვის რომ არ გამოექვეყნებინთ ინტერვიუ, მგონია რომ შეცდომა დაუშვა და შეუგნებლად დაარღვია წესები რამაც საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია და არ მგონია გასახდელში ასეთუ ისე სიტუაცია არ დაეძაბა… და თუკი ჩემი ვარაუდი სიმართლესთან ახლოსაა მასეთ შემთხვევაში მადლობელი უნდა იყოს რომ სახლში არ გაუშვეს, რასაც ყველა ნორმალური ქვეყნის ნაკრები გააკეთებდა… ქვეყნის სახელით თამაში მარტო სირბილი და გოლის გატანა არაა, ვალდებულებაა პირველ რიგში და ყველაფერი რაც წარმატების მიღწევას ხელს შეუშლის მეორე პლანზე უნდა გადადო დროებით მაინც… არ გამომიხტეთ აქ სექტანტები მეც არ მომწონს ქოცების ბევრი რაღაცა, მაგრამ იმას ვერ დავიჯერებ რომ პოზიციის გამო დააბლოკინეს ფეხბურთელი, ეგრე ქოჩორაშვილიც და თვითონ ქვილითაიაც არანაკლებ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ როცა დადგენილ წესებს არღვევ სასჯელიც რომ სამართლიანია ეგაა ევროპული საქციელი… მე ვფიქრობ ასე და თუ სწორად ვფიქრობ კი გამოჩნდება ევროს დასრულების შემდეგ.

• დდდ

რატო იგინები ძმაკაც?!... იასონა მაშინაც არ იგინებოდა, თურქებმა რო ყალბი ფული შეატყუეს პირველ მერცხალში...

• ვაუ

ნუ რათქმაუნდა, სანიოლმა შედეგი დადო - კარში ერთხელ დავარტყით და ისიც პენალტიდან.

• სიმართლე

ბოლო მომეწონა ამერიკაზე :D ნათქვამი

• ნოდო

10ზე ზუსტ კარში დარტყმა ტუ ექნებათ უკვე კარგი თამაში გამოვა დღევანდელთან შედარებიტ ამაზე ცუდი არ არსებობს 2 თამასში 2 მეორე დონის ქვეყნები 20ჯერ რომ დაგირტყამს რა უნდა ქნა უარესი

• იასონას უდარი

ორი თვის წინ გმირი იყო სანიოლი,დღეს პრაკტიკოსი მწვრთნელია და უცოდინარი.რეალურად,თქვენ ხართ უვიცები და საკუთარი კომპლექსები გაწუხებთ,მერე სულ ცდილობთ სხვას ჩირქი მოსცხოთ. წინა თამაშში მამარდას აკრიტიკებდნენ,მეტოქის საჯარიმოში რატომ ჩავიდაო,მერე ვიღაცამ თქვა,თურქებმა ცარიელ კარში გაიტანეს და ეს სირცხვილიაო. აი,ამ დონეზე იცით ფეხბურთი და ამ დონის აზროვნებაც გაქვთ. მერე გამოლაგდებით და სანიოლის ასწავლით ჭკუას. იმას რო თავი დავანებოთ,ტვინი წაიღეთ უკვე მწეველი არაბიძის და პოხუისტი აზარავოს გამო,მწვრთნელი არის სანიოლი და არა ვიღაც ჯემალა ან მაყვალა. ესპანეთმა არ წაიყვანა რეალის მეკარე კეპა და თუ უნაი სიმონი დაუშვებს შეცდომას,არავინ გამოვა და იტყვის კეპა უნდა წაგეყვანათო. ასევე არის ბელგია,კურტუა დატოვეს და... შედეგით იმსჯელეთ,ქულა ავიღეთ და გოლები გავიტანეთ,მიღწეულია შედეგი და ეს სანიოლის დამსახურება არის. რაული და გუტი არ წაიყვანა არაგონესმა 2008 წელს,აგინეს და ლანძღეს,მარა შედეგი ხო დადო? მწვრთნელებს თავისი გეგმა აქვთ,შედეგს თუ დებს,რა პრობლემა გაქვთ? თუ არ აქვს შედეგი,მაშინ მისი გაშვება უნდა მოითხოვოთ.თუ თქვენი ერთი გრამი ტვინით ფიქრობდით ჯგუფიდან გასვლას ან ევროს მოგებას,სანიოლის ბრალი ეგ არ არის,თქვენ ხართ სულელები. განვმარტავ სულელს ანუ სულ ელი. რა დატ*ნავს ამდენ ცალფაზიან პროფესორს.

• ჯუდო

ყველა გუნდს აქვს ან ყავს თილისმა,ჩვენ გვყავს ჯადო და ეს არის ქვილითაია

• დდდ

სრულიად საკმარისი იყო, ლობჟანიძეს ისე დაერტყა, როგორც პორტუგალიასთან თურქებმა დაარტყეს საკუთარ კარში მეორე გოლის დროს, რომ 99,99%-ით მერვედფინალში ვიყავით, მაგრამ თუ მედლის მეორე მხარესაც შევხედავთ, მაგ ქერა ბიჭმა იმავე პროცენტით დიდ სირცხვილსაც აგვარიდა და მერე ვიტყოდით, - რას გვერჩოდა, რას მიგვათრევდა იმ წყეულ მერვედფინალშიო... ისე, ქერა თუ ვარდისფერი ოცნებები იქით იყოს და ერთი რამ ალალად მაინტერესებს - რატომ მივტირით იმ ბრაკადელ ამერიკას - ხომ ვხედავთ, რომ იქიდან ფეხბურთელი იქნება, ელჩი თუ ავტომობილი, ყველაფერი მხოლოდ გადაღებილ-გადაწყობილ-დაპანჩიკებული ჩამოდის?!...

• ბუჯანგა

რას ეძახის ეს ნაშრომს?..ბურთის გათამაშება ისევ მეორე მესამე პასამდე..უკან დაცვაში გაგორებას არც ვთვლი...ხაზები ისევ დაშორებული..არანაირი ურტერტდაზგვევა..პასების სიზუსტე 30-40 პროცენრი...დიაგონალებზე და გამჭოლზე საერტოდ უმნიშვნელო...დაცვის თამაში ზოლზე გასწორდა თორემ ურთერშეუტანხმებლობა სახეზეა..დაცვიდან ბურტის ამოტანა ისევ ნული...შუა ხაზში თამაშის ჩაშლა ნული..შეტევა ადვილად წასაკიტხი და ისიც უზუსტო...ფეხბურტელებების ინდივიდულური ფიზიკური და ტექნიკური მომზადება ისევ საშუალოზე ძალიან დაბალი....თავი დასდეს კი გასაგებია რაც შეეძლოთ ის ითამაშეს.მაგრამ სამა,დე ასეთი უკლასო ფეხბურთი...სანამდე ასე უაზრო სირბილი და უზუსტო პასები..სანამდე ისევ მატარებლის იმედზე ყოფნა რომ იქნება გამოვიჭიროთო...არ ვიცი მე საკუთარ აზრს ვამბობ..იქნება ვცდები.და სუბიექტურად ჩემს უკმაყოფილებას გამოვთქვამ..და მოვუსმენ ჩემზე გამოცდილს და მცდონეს..მეორეც...თუ კიტეს და შენგელიას თამაში არ შეეძლოთ..რისტვის მიჰყავდათ ეგ ბიჭები...და რატომ არ წაიყვანეს ისინი ვინც ფიზიკურად სათამაშო ფორმაში იყვნენ და სათამაშო პრაქტიკაც ჰქონდათ გარკვეულწილად...არაფერს ვამბობ ბუდუს მნიშვნელობაზე ასეთ თამაშში...უმადურობას და უპატივცემულობას უფრო ვგრძნობ მის მიმართ..ვიდრე სათამაშო სქემაში მის უადგილობას..

• ვინ იცის?????

ეგებ??????

• ნუკრი

როგორ შეიძლება გუნდი 90 წუთიდან 15 წუთს ისე თამაშობდეს,რომ ნებისმიერს მოუგებს და დანარჩენ დროს თავის კარს მიჯაჭვული იყოს და 2 პასს ვერ აბამდეს ერთმანეთს? და ეს ფეხბურთელების(ზივზივაძე,აზაროვი,არაბიძე) ცუდად ამოჩემება რა უბედურებაა? ისე ამბობს სანიოლი გამოცდილებას ვიღებთო,თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ ქონოდა დაგეგმილი.რა ამ ევროპაზე ნორმალური ფეხბურთის თამაში არ შეიძლებოდა?

• ვახო

ტიპი აზრზე არ არის, შემადგენლობას ვერ აყენებს, ცვლილებებს აგვიანებს, ეჭვი მქონდა ზივზივაძის ჯიბრი აქვს მეთქი და ახლა ჩაკვეც დაემატა. უმკურნალეთ რა, დღეს მოედანზე გუნდი არ იყო.ბურთის თავისუფლად მიღების საშუალებას საჯარიმოს მისადგომებთანაც აძლევდნენ, მინდვრის ცენტრზე რაღა უნდა ვთქვა. ყველაფერს რა დაწერს სიქა მაქვს გაცლილი. ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

• Kostava

მილიონებს არა 120 ათას ევროს იღებს!!! ჭკუისკოლოფთა და კლავიატურის ვირთხების აღლუმია!!

• ჟორა გაბრიჭიძე

იყო წაგება, არის ფრე, ახლა კი გამარჯვების ჯერია. მით უმეტეს ეს გაადვილდება, რადგან პორტუგალია თურქეთს მოუგებს, გავა შემდეგ ეტაპზე და პირველ ნომრად. რადგან მაგენი 7 თამაშის თამაშს აპირებენ, ალბათ 6-7 კაცს დაასვენებენ.

• გიორგი

შენ მართლა პრაქტიკებზე ხარ და კვალიფიკაციას იმაღლებ ამაში კი მილიონებს გიხდით.

• ადამიანი

რაც არ უნდა ყოფილიყო არაბიძე და აზაროვი 25 კაცში უნდა გყოლოდა....ბევრი გყავს ისეთი რომელსაც საერთოდ არ უყურებ რომ ათამაშო....

• G.LA

ბატონო ვილი ზივზივაძე სახლში გაუშვით? თუ არა, იქნებ აგვიხსნათ ქვილითაია რატო შემოიყვანეთ ჩაწოდებები ბევრი გვქონდა და თავით გოლის გატანა გვინდოდა. ქვილითაია ბუდუზე კარგად გაიქცეოდაა? ეს უკვე შეცდომა აღრაა რაც ყველა მწვრთნელს შეიძლება მოუვიდეს და ასევე თქვენც. ეს არის გამიზნულად დაიგნორირება ზივზივაძესი. ღრმათ არ შევალ ამ იგნორირებაში თუმცა მყელი ქვეყანა ხვდება ამას და ზოგიც ხმამაღლა ყვირის.

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

ჰაშეკი