ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩვენც შეგვიძლია! - რაშია საქართველოს ნაკრების მთავარი ძალა და როგორ ამარცხებენ ესპანელებს პლეი-ოფში...

ჩვენც შეგვიძლია! - რაშია საქართველოს ნაკრების მთავარი ძალა და როგორ ამარცხებენ ესპანელებს პლეი-ოფში...

...როცა საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში 3-მცველიანი ტაქტიკით ითამაშა, შეხვედრა მთლიანად ჩააგდო. მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჯიუტად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ეს სათამაშო სქემა ჩვენთვის იდეალური იყო. საბოლოოდ, ყველაფერმა ეს სახეც მიიღო. მსგავსი პარალელის გავლება ხვიჩა კვარაცხელიასთვის ამპლუის შეცვლასთანაც შეგვიძლია... ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე გამოყენებაზე ჩეხეთთან დაპირისპირების შემდეგ ზუსტად ეს დავწერეთ - "არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამართლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს..." მიუხედავად იმისა, ისევ კარგად გამოჩნდა, მთელი ფლანგის კონტროლი ლუკას საუკეთესო პოზიცია სულაც არაა, მან პორტუგალიასთან უპირატესობის განმტკიცებაში გარდამტეხი როლი შეასრულა (პენალტი მოიპოვა). საქართველოს ნაკრების თავკაცმა აქაც ის მიიღო, რაც ჩაიფიქრა. აქვე, ლევან შენგელიაზე მთლიანად უარის თქმა მაინც უცნაურად ჩანს.

ჯერ კიდევ რთული გასააზრებელია, მაგრამ ეს სიტყვები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის წინ იწერება. ამ მასშტაბზე შეცდომებიც სხვა ფასისაა და მიღწეული შედეგებიც. ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს და არაერთ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის არიან. შეუძლებელია, ამათ მათი საკლუბო პროგრესი არ მოჰყვეს!..

საქართველოს ნაკრებმა სტაბილური გუნდის სახე უნდა მიიღოს, რომელიც უფრო მაღალ მოთხოვნებს შესაბამისად გამოეხმაურება და მიზნებს უფრო თამამად დაისახავს. ახლა მთავარია, ძალების აღდგენა და ემოციების კონტროლი მოვახერხოთ.

პორტუგალიასთან მატჩის დროს მნიშვნელოვანი ის ვნახეთ, რომ გუნდს სჯეროდა, საკუთარ უპირატესობებსა და მეტოქის სატურნირო მოტივაციის ნაკლებობას სათავისოდ გამოიყენებდა და სასურველ შედეგს დადებდა. ასე იწყება დიდი წარმატებისკენ სვლა. თუკი "სპორტული მორიდება" არსებობს, ის ჩვენ მიმართ უნდა ჰქონდეთ, გუნდის, რომელმაც სისწრაფეები თუ გამოიყენა, სათამაშო დისციპლინა დაიცვა და ენერგია სწორად წარმართა, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

რატომ იყო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი? - "კვარას" როლი წინა მატჩებში დიდი იყო, ეს აღვნიშნეთ. ამის მიუხედავად, ლიდერის თავდაჯერებისა და ამ ტურნირისთვის ასე ფართოდ გაზრდილი ქართველი აუდიტორიისთვის ეს შედეგიანი დარტყმა უფრო დიდ საზრისს ატარებდა, ვიდრე მხოლოდ კარის ბადის შეფართხალებაა. ხვიჩა არის ლიდერი, რომელიც ყოველთვის ეძებს შესაძლებლობებს, გააუმჯობესოს როგორც საკუთარი, ასევე გუნდური პერსპექტივები.

"ჯვაროსნებს" ჰყავს გამოკვეთილი ფიგურები, რომელთაც გუნდში მეტი როლი აქვთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა იქნებ ბალანსში იყოს; იმის გააზრებაში, ვის რა ფუნქცია, შესაძლებლობა თუ კომპეტენცია აქვს. გინდა, თან ერთიანობის ასპექტებზე გაამახვილო ყურადღება და თან როგორ არ უნდა გამოჰყო გიორგი მიქაუტაძის მაღალი კლასი, "ჩაკვეს" ყველა ეპიზოდში ბოლომდე დარჩენა, ქოჩორაშვილის ბრძოლისუნარიანობა და ის თვისება, მატჩის შემდეგ წინაზე მომენტის ვერგამოყენებით დამწუხრებულ საბა ლობჟანიძეს განსაკუთრებულად რომ მიულოცა, გურამ კაშიას სრული მობილიზება და ევროსთვის ახალი ძალების მოკრება, "მამარდასგან" წამოსული სრული სიმშვიდე... ამის გაგრძელება კიდევ შეგვიძლია.

წინ ესპანეთის ნაკრებია. თუკი სანიოლზე ვამბობთ, რომ ის სწავლობს და ვითარდება, კარგად გაიაზრებს იმ შეცდომებს, რაც ესპანელების თბილისში ბოლო სტუმრობისას დავუშვით და ასევე იმასაც, როგორ ახერხებდნენ მათ პლეი-ოფიდან გამოთიშვას იმ შემთხვევებშიც, როცა "ფურიას როხას" სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. იმას გავიმეორებთ, რასაც პორტუგალიამდე ვწერდით - ესპანელებიც ისაუბრებენ ძლიერ მეტოქეზე, მაგრამ დებიუტანტ საქართველოს ნაკრებთან ყოველთვის იქნება გარკვეული "ზემოდან ყურების" მომენტები, რომელთაც სათავისოდ გამოყენება უნდა.

გერმანიაში ქართველი გულშემატკივრების რაოდენობა ჯგუფური ეტაპის შემდეგ ისეთივე ბევრი აღარ ჩანს. გასაგებია, ესპანელებს შეხვედრისთვის (კიოლნში, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე) მოსამზადებლად მეტი დრო და რესურსი ჰქონდათ. ობიექტური მიზეზების გამო შემცირებულია ქართველი ჟურნალისტების რაოდენობაც, მაგრამ ჩვენი იდენტობა იქნებ ასეთ დროს უფრო ჩანს - იმის დამტკიცებაში, რომ რაოდენობრივი განსხვავებების მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია!..

ღვთისავარ ანთაძე აახენიდან

• D.V.Korleone

ჭკუას არ ვარიგებ მისიუ ვილის და პირიქით მადლობა მას ასეთი სიხარულის და ბედნიერი დღეებისთვის, მაგრამ ირაკლი აზაროვი რომ ყოფილიყო სულ სხვა მარცხენა ფლანგს ვიხილავდით უფრო შემტევს და უფრო ძლიერს

• 1234....

ზუსტად მაგიტომ დაისვენა მეშვიდე დღეს, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის მოეცალა. დიდება უფალს! მშვიდობა და წინსვლა საქართველოს!

• სოსო

რითი განსხვავდება დღევანდელი ნაკრები,ერთი წლის წინანდელისაგან?არსებითად თუ შევხედავთ,ფიზიკური მომზადების საგრძნობლად მომატებული დონით და სრულყოფილებამდე გამკაცრებული სათამაშო დისციპლინით.საფუძველი ეს არის.ამას კი,თანდათანობით საკუთარი ძალების და შესაძლებლობების რწმენა ზრდა დაემატა და დაახლოებით იგივე ტექნიკური შესაძებლობებით,დღევანდელი ნაკრები,უკვე სულ სხვა გაქანების ნაკრებად გვევლინება!ბიჭებმა გააცნობიერეს,სანიოლის მოთხოვნების სისწორე,ამან შედეგიც მოიტანა და შეგნებული დისციპლინა გუნდს კი არა,სახელმწიფოებს აშენებს.სანამ ერთიანობა გვექნება,საქართველოს ნაკრებიც წარმატების გზაზე იქნება და საქართველოს სახელმწიფოც.ესპანეთი მსოფლიოს უძლიერესი თუ არა,ერთერთი უძლიერესი ნაკრებია,ვისთანაც მსოფლიოს ვერც ერთი ნაკრები ვერ გაბედავს მტკიცებას,დავამარცხებთო.რა თქმა უნდა საქართველო მათთან აუტსაიდერად მოჩანს,მაგრამ მხოლოდ ერთი თამაშია და ერთ თამაშში,ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ბიჭებმა საკუთარი თამაში უნდა ითამაშონ და ამ თამაშით,სიამოვნება მიიღონ,დანარჩენი კი,უკვე იღბლის საკითხია.მკაცრი სათამაშო დისციპლინა,ისეთივე,როგორიც წინა მატჩებში,აქაც დაგვეხმარება,ესპანელთა შეტევების მოგერიებაში.შეტევაშიც მოგვეცემა შანსები და თუ მას გამოვიყენებთ,ყველაფერი შეიძლება მოხდეს.საქართველოს ნაკრები,უკვე გახდა ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა და გმირი.ბიჭებს სანერვიულოც აღარაფერი აქვთ.ისინი რეკორდსმენები არიან,რომლებმაც რეკორდი დაამყარეს და ახლა,დარჩენილ ცდაში,მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეეცდებიან.გამოვა?დიდებულია.არ გამოვა და მაინც რეკორდსმენები იქნებიან.ჩვენც ყოველნაირად უნდა ვეცადოთ,მათზე წნეხი შემცირდეს,მაქსიმალურად გავამხნევოთ და თუ სტარტი აქაც წარმატებული გამოგვივიდა!!!არც პორტუგალიაა ესპანეთზე ნაკლები გუნდი.

• დავით 67

L.J .-ს! კი მასეა ალბათ. უბრალოდ კარგი იქნებოდა ბევრი გულშემატკივარი. ეს უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ფეხბურთელებს.

• რეზო

ღმერთის ნახევარი არის ადამიანები!! ...პროებს არ ვგულისხმობ, იმათ ვისაც სუფთა გული აქ

• მამუკა

საქართველოს რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ ტურნირზე ღმერთი ეხმარება და იღბალი სწყალობს, ო და უფალო სამყაროს როცა ქმნიდი 6 დღე იმუშავე და კვირა დღე უქმად გამოაცხადე და ამ ერთჯერ მოდი ეს კვირა დღე სამუშაოდ გქონდეს და ცოტა ხელი წაგვაშველე

• გიოს

დიდხნიანი დასვენება და რიტმიდან ამოვარდნა ყოველთვის არაა კარგი, 2008-ში ჰოლანდიამ გადაუარა იტალიას და საფრანგეთს, მესამე თამაშში რუმინეთთან ძირითადმა დაისვენა და მაინც მოუგეს, ყველა ჰოლანდიის ტრიუმფზე ლაპარაკობდა, მარა შეხვდნენ პლეიოფში რუსეთს და უსახურად წააგეს, ასე რომ დასვენება ან არგებთ ან არა. სხვა შემთხვევების გახსენებაც შეიძლება.

• დავით

ჩემი აზრით აქ შანსი მიეცემა სიგუას, მაღალი შემტევი ნახევარმცველია, მისი ფიზიკური ძალის გამოყენებით შეუძლია საჯარიმოში შეჭრა და ძლიერად დარტყმა,

• გიო

არ ვიცი, აქ დაიწერა თუ არა, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენთან ერთად არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩვენს საწინააღმდეგოდ: ჩვენი ნაკრები მხოლოდ ოთხ დღეს ისვენებს ესპანეთთან თამაშამდე, ხოლო ესპანეთი კი ბოლოს იტალიას ეთამაშა იმ ძირითადი შემადგენლობით, რომელსაც ჩვენთან გამოყვანენ (ალბანეთთან ყველა დაასვენეს).

• ვაჟა მასწავლებელი

კოლხ-ივერიელების მავრ-იბერიელებთან თამაშისას კიდევ მოგვესმინოს "მიდის სანახავად"!!!

• დოგმატიკოსი

ბატონო ცემო! თქვენ მხოლოდ თეორეტიკოსი კი არა აქსიმატიკოსიც ბრძნდებით

• R.M.

საქართველო-ესპანეთის თამაშის ბედს ნახევარდაცვა გადაწყვეტს! თუ კიტე-ჩაკვე-ქოჩორა 101%-ს დადებენ მოვიგებთ... მაგრამ ძალიან გვიჭირს სათადარიგო ნახევარმცველებში ( მექვაბიშვილი არ იქნება დისკვალიფიკაციის გამო)...ვილიმ რამე უნდა მოიფიქროს...

• G.LA

ჩვენი ძალა რწმენ და თავდადებაა. ბიჭებს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ რწმენა და თავდაჯერებულობა შეემატათ. ჩვენ ყველა შემთხვევაში უკვე გამარჯვებული ვართ 1/8 ფინალში გასვლით. ესპანეთი რა თქმა უნდა მაღლიდან გვიყურებს მაგრამ ჩვენზე მეტი აქვთ სანერვიულო და თუ პირველ შტურმს გაუძლებთ, მათი ნერვიულობა იმატებს და შეცდომებიც. შიში და რიდი უკვე აღარავისი გვაქს. მე მჯერა ჩვენი ბიჭების.

• ბაქარა

ჯიგარი ხარ მარლენ . კაშია ძალიან არაკაცურად იქცევა. ქართველი კაცი თავში შეცოდებას არ დაიწყებს არასდროს.

• ჯუჯი

საქართველოს ნაკრებს 4 დღის შემდეგ უწევს თამაში,როცა დანარჩენებს 5 და 6 დღის შემდეგ. ეს ცუდია.

• თეორეტიკოსი

2022 წელს მაროკომ ჯერ ესპანეთი გააგდო პენლებით მერვედფინალიდან, მერე მეოთხედფინალიდან პორტუგალია გაუშვა სასეირნოთ ...

• ვატო

არაბიძე ათამაშეთ ნაკრებში. კაცმა ტორპედო ჩემპიონატში გაალიდერა

• გია_544s

კაი რა არაბიძე რას გაუძლებს იქარ ტემპს დაფიქრდი რა.

• მურმანი

სად წავიდა ყაზაიშვილი? კაცმა ცამეტი გოლი გაიტანა ნაკრებში და ისე გაუშვეს რომ ახსნა განმარტება არც გააკეთეს. ტეხავს

• Marleni

კაშიამ თავის შეცოდება დაიწყო უკვე დისლექსია მაქვსო ცუდი მასწავლებელი მყავდაო . გურამ ცისფერების სამკლაური რომ გაიკეთე მაგას არასდროს დაიწვიყებს ხალხი თავს ნუ ისწაყლებ

• გია_544

საჯარიმოს გარედან ყველაზე ნაკლებს ვურტყამთ. გაამართლა არაბიძის სახლში დარჩენამ?

• ბს

მაინც ჩემს აზრზე ვარ! ლოჩოშვილი არ არის განაპირა მცველი. მაგას რომ ვუყურებ სულ მეშინია რომ ან პენალტი არ აიკიდოს ან წითელი ბარათი. რონალდოს რომ ჩამოსხმა მაიკა პენალტი იყო მარა გადავრჩით. რა ვქნა ვერ მეიმედება ეგ ბიჭი. იმედია შემეცვალება აზრი. წარმატებები ნაკრებს. მთავარია ძალების აღდგენა მოასწრონ, ძალიან მაგრად იბრძოლეს და დაღლილობამ არ იჩინოს თავი. რა თქმა გამარჯვება საოცრად სასიხარულოა, მაგრამ მე პირადად ის უფრო მახარებს რომ ბიჭები იბრძვიან , არავის არაფერს უთმობენ და არ ეპუებიან. საოცრად მსიამოვნებს ასეთი მებრძოლი ნაკრების ყურება.

• პატრიოტი

უფრო ძნელი იქნება წარმატების მიღწევა, სულ სხვა სიტუაციაა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შიძლება გაგვიმართლოს, წარმატებები ჩვენ საყვარელ ფეხბურთელებს

• L.J .

Ver xvdebi ratom modian???an bileti,pinansebi,samsaxuri yvelas ar sheudzlia tqvensavit albat,darwmunebuli var yvela darcheboda rom ara chemi chamonatvali!!!!!

• ტოტიკა

რა თქმა უნდა გვინდა მოგება და შანსები გვაქვს, მაგრამ ეს თამაში სულ სხვა დატვირთვისაა.წაგებული ვარდება, ესპანეთი ამას შეურიგდებაა? მთელი ძალით ითამაშებს პორტუგალიისგან განსხვავებით, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა.ასე რომ წინ რთული თამაში გველოდება.გაგვიმარჯოს ქართველებს, ყველგან და ყველაფერში! ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!

• უპირობოდ ვიგებთ!

აუცილებლად მოვუგებთ! ხომ ვნახეთ გატეხილი პორტუგალია, ამჯერად ვნახავთ გამწარებულ და ყურებჩამოყრილ ესპანელებს. ერთი სტილის მიმდევარი გუნდებია. მე ვირგლა და ხისტი ჩეხები უფრო მაშინებდნენ. უპირობოდ ვიგებთ. თუ მაგათ ყავთ ვარსკვლავები, ჩვენცა გვყვავს. ასე რომ არაფრით გვჯობიან. მთავარია ბიჭებმა სწრაფად იაზროვონ და დროულად გააკეთონ პასები. აი ჟორჟმა რომ დაუხატა ხვიჩას - ისეთი. უბრახუნეთ და გაიტანთ! სადაა ესპანეთის საბლატაო!

• მიდით ბიჭებო

ჩვენი ბიჭების ტოლა ბიჭებია, რატომ უნდა დავუთმოთ რამე? თუ ეგენი დარბიან, ჩვენც ვირბინოთ, მოგვვატყუებენ? ჩვენც მოვატყუოთ. დაგვირტყამენ? ჩვენც დავურტყათ. ლამის სკოლის მოსწავლეები ყავთ ზოგი. არაფერიც არ უნდა დავუთმოთ. სად არის ალვარო მორატას საბლატაო, როცა ჩვენ ხვიჩა და ჟორჟი გვყავს? ძალიან მაგრადაც ეშინიათ ჩვენი და ყველაფერზე არიან წამსვლელები, განსაკუთრებით მცველები, ყველანაირ სიბინძურეს იკადრებენ და არ უნდა წამოვეგოთ. მწვრთნელებს ვთხოვ დააკვირდენ კუკურელიაა მგონი, ძალიან სწრაფი მცვეელია და არ ჩერდება, მაგას თუ გაცდნენ ჩვენი ბიჭები, ეგრევე შევყრით გოლებს. არ მგონია კარვახალმა გააჩეროს ხვიჩა. გველესიანმა დროულად მოიცილოს ბურთი, მეკარემდე ჩააქვს და სახიფათოა. ბურთის ამოტანა გვიჭირს, ამაზეა სამუშაო. ჰო, და კიდევ გრძელი პასები, სანამ უკან ჩამოსვლას და დალაგებას მოასწრებენ. გააკეთეთ ხვიჩაზე, ეს ეხება ჩაკვეს, კიტეს, ქოჩორას და ყველა მცველს. დვალი იბნევა ხშირად, ასევე კაკაბაძეც, სრაფი აზროვნებაა საჭირო და დროული გადაცემის გაკეთება. ლოჩომ ნაკლებად იმუშაოს ხელებით. გაბედულად და შემართებით ბიჭებო. მჯერა რომ გადავუვლით! წინ გერმანია გველოდება!!!!!

• დავით 67

რატომ მოდიან უკან გულშემატკივრების ნაწილი უკან? დარჩით! ეხლა უნდა გუნდს გაორმაგებულად გულშემატკივრობა. მე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე წასვლა, თორემ აქ რა გამაჩერებდა. რატომღაც მჯერა, რომ არ წავაგებთ. 2018ში რუსებმა გამოაგდეს მსოფლიოდან პენალტებით და იგივე სცენარი მგონია აქაც.

• Ჯამბულ მალანია

უდიდესი სიამოვნება იყო პორტუგალიასთან თამაშის ყურება:განსაკუთრებით 2-0 ის მერე როდესაც ბიჭებს თითქოს ფრთები შეესხათ მათ 100%დაიჯერეს რომ დაამარცხებდნენ პორტუგალიას. მეტოქე კი პირიქით გატეხილი იყო.ჩემი აზრით ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში გარდამტეხი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი:როცა ხვდები რომ შენ გარკვეულ დონეს მიაღწიე და არავის და არაფერს არ შეუძლია შენთვის ამის წართმევა. არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ ჩამოყალიბდა ბირთვი. გამოჩნდა ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელები, ლიდერები:მამარდაშვილი,კიტეიშვილი,ქოჩორაშვილი,ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,მიქაუტაძე. დიდი იმედები მაქვს ესპანეთთან განსაკუთრებით ისეთი სასწაულის ფონზე რომელსაც გიორგი მამარდაშვილი ჰქვია.

• წარმატება ბიჭებს!

ძალიან მინდა ესპანეთთან, ჩვენმა ნაკრებმმა ამ ფორმით ითამაშონ (წითელი მაისური შავი ტრუსი) ჯერ ესეთი კარგად მაქვს დაცდილი, მეორეც უხდებათ და ასე შემდეგ! მიახლოებით ესპანელებსაც ესეთივე შეფერილობის ფორმები აცვიათ, ამიტომ კარგი იქნებოდა ესპანელებს შეეცვალათ ფორმები. რატომღაც ინტუცია მისწრებს და 30-ში ჩვენთვის, სასიკეთოდ მიგრძნობს გული!

• oto777

არ ვიცი რა ვთქვა და რა დავწერო,ოცნება რაც გვქონდა და რაც გვინდოდა ამ ევროზე ასჯერ გადააჭარბეს ჩვენმა ბიჭებმა.რატომღაც მგონია სულ სხვა თამაში იქნება ეხლა ესპანეთტან დაძაბული და შანსებიც გვექნებადა თუ გამოვიყენეთ შეიძლება კიდევ ერთი სასწაულის მოხდენა.გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს ღმერთი თქვენსკენ!!!

• d

პორტუგალიის თამაშმა აჩვენა რომ ყველაფერია მოსალოდნელი. რატომაც არა :) მე მაინც იმ აზრზე ვარ რომ პირველი 2 თამაშის მოგებაც შეიძლებოდა რომ არა გარკვეული შეცდომები. მთავარია ნარკები უმატებს. შეცდომების გამოსწორება ხერხდება. სანიოლიც ნაკრებთან ერთად სწავლობს მწვრთელობას. ფაქტია გამოუცდელობის მიუხედავათ საკმაოდ ჭვკიანი კაცი გამოდგა სანიოლი. ესმის მწვრთნელობა.

• მირო

ესპანეთი მაინც სხვა დონეა,ვიდრე უმოტივაციო პორტუგალიის მეორე შემადგენლობა,რომელსაც,რათქნა უნდა, დამსახურებულად მოვუგეთ.ახალგაზრდა ტალანტების გუნდია და თავდაჯერებულობა უმაღლეს დონეზე აქვთ,რაც, სხვათა შორის, შეგვიძლია გამოვიყენოთ,თუ სწორ ტაქტიკას ავირჩევთ.იასონას გუნდივით რომ არ დავრჩეთ ნაპირზე გულგატეხილები,მთავარია ღირსეული თამაში ვაჩვენოთ და წაგებაც ღირსეული გავხადოთ.

• ქობულეთიდან

რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვიძლია! ეს უკვე დავამტკიცეთ. როგორც არ უნდა ილაპარაკონ ეხლა, დარწმუნებული ვარ, ესპანეთი მაინც "ზემოდან" ყურებას დაგვიწყებს, რაც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი პლუსი კიდევ ისაა რომ, ბიჭებს მოხსნილი აქვთ ფსიქოლოგიური წნეხი და ლაღად ვითამაშებთ. შანსები კი დარწმუნებული ვარ აუცილებლად გვექნება. წინ საქართველო! ❤

• რეალობა

ყოველი გამარჯვების შემდეგ საკუთარი ძალების რწმენა იზრდება. და მეტოქეების პანიკაც უფრო შესამჩნევი ხდება.

• იბრუხ მართალი

კვარას უყვარს ესპანეთთან გატანა და ტრადიციას არ დაარღვევს. ჟორჟმაც უნდა გაიმყაროს ბომბარდირობა. არ ვიცი ყველაფერი ხდება, ისინიც ადამიანები არიან და აქვთ სისუსტეები.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

Geo Team-ი მიქაუტაძის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - "ვილიარეალი" ფრეს დასჯერდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

[VIDEO] "ლიონს" დამძიმებული გულით ვტოვებ - მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა

უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რა შეიცვალა მიქაუტაძის "ვილიარეალში" გადასვლის შემდეგ?

[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს - მიქაუტაძე "ვილიარეალის" ფეხბურთელია