რაგბი ევროპის სუპერთასის სამგზის გამარჯვებული "შავი ლომი" 2024/25 წლების სეზონისთვის 31-კაციანი შემადგენლობით ემზადება.

გაფართოებულ რაზმში 19 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. მათგან 11 ისეთი მორაგბეა, რომლებსაც "შავ ლომში" აქამდე არ უთამაშიათ, თუმცა რამდენიმე მათგანს ქართული რაგბის გულშემატკივარი "ბორჯღალოსნებიდან" იცნობს და სამშობლოში ფრანგული კლუბებიდან დაბრუნდნენ. ესენი არიან ვასილ კაკოვინი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი ცუცქირიძე და დავით ხუროშვილი. ამირან შვანგირაძე, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი სინაურიძე და ნოდარ დოლიძე "შავ ლომს" დიდი 10-ის ჩემპიონ ქუთაისის "აიადან" შეუერთდნენ, იოანე მეტრეველი - "ლელო-სარასენსიდან", კახაბერ დარბაიძე კი - ოზურგეთის "არწივებიდან".

გუნდი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და სექტემბერ-ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერთასზე ოთხ თამაშს გამართავს.

"შავი ლომი" სეზონს 15 სექტემბერს, ესპანეთში "იბერიანსთან" მატჩით გახსნის, 21-ში "ლუზიტანუშს" პორტუგალიაში ეთამაშება, 28 სექტემბერს "იბერიანსს" "ავჭალაზე" უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს ასევე "ავჭალაზე" "ლუზიტანუშს" დაუხვდება.

ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ "შავი ლომი" ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება და დეკემბერ-იანვარში ჯგუფური ეტაპის ოთხ შეხვედრას გამართავს. 7 დეკემბერს ის თბილისში ფრანგულ "ვანს" მასპინძლობს, 15-ში კი "სქარლეთს" უელსში ეწვევა. 2025 წლის 11 იანვარს თბილისში კიდევ ერთი ფრანგული გუნდი "ბაიონა" ჩამოვა, ხოლო 19 იანვარს "ედინბურგს" შოტლანდიაში ვერკინებით.

შავი ლომი 2024/25 წლების სეზონში

შერკინება: დათო აბდუშელიშვილი, კახაბერ დარბაიძე, ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, ლუკა მატკავა, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, იოანე მეტრეველი, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა ცირეკიძე.

Rugby.ge

ქართველი
ჭყოიძეს და მოდებაძეს გადაყვა შარიქაძე
Jei
Da Ra moxda am bichebze daweret Ra. Ar vicit bevrma..
ვაჟა
მოკლედ ამ უნიჭო და უგვან ჭყოიძეს გადაყვნენ შარიქაძე და მოდებაძე? იმას თვითონ არ უტყდება ნეტა? მაისაშვილის ტვინში ჩამახედა, მაგის ლიუბიმჩიკი იყო ეგ. ფუი რა (((
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
ცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშებს კვარაცხელია "ფონტენესთან"
ხვიჩა "ფონტენესთან" არ ითამაშებს
"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სათადარიგო "კვარა", ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
შანსი საზონოვისთვის - საბა შემადგენლობაში დააბრუნეს
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
საფონოვმა ხელი მოიტეხა - თასის მატჩში პსჟ-ს კიდევ სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
[VIDEO] რას აკეთებდნენ ზაბარნი და შევალიე, როდესაც პენალტების სერიის შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელებმა საფონოვი ხელში აიტაცეს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
"ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
შეთანხმებასთან ძალიან ახლოს - გულიაშვილი შვედეთის 12-გზის ჩემპიონ გუნდში გადადის
[VIDEO] "მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს" - უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები "ბარსასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
"რაც გააკეთა, სირცხვილი იყო" - კარაგერმა სალაჰი კვლავ გააკრიტიკა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტიმ" ესპანელის შემცვლელი შეარჩია