ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის 4:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. გარედან ყველაფერი არ ჩანს... ამ გუნდის ყოველთვის მჯეროდა. ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და გუნდურობის მნიშვნელობა გაიაზრეს. მნიშვნელოვანი იყო, ევროპორველობის შემდეგ როგორ დავბრუნდებოდით და რაც დღეს ვნახე, ეს სასიხარულო იყო, ვულოცავ ჩემ გუნდს!

ზოგიერთი ცვლილება დაგეგმილი იყო, მაგალითად, კიტეიშვილს ამ ეტაპზე 90 წუთით თამაში არ შეეძლო. შეცვლა ჩაკვეტაძემაც მთხოვა. აი, კაკაბაძის გაყვანა წინასწარ დადეგმილი არ ყოფილა. რაც შეეხება კვარაცხელიას დასვენებას, მან კარგად იცის, ძალები როგორ გადაანაწილოს.

საწყის წუთებში შეტევაში არ გვითამაშია, შემდეგ შემტევ ფეხბურთელებს ვთხოვე, წინ დარჩენილიყვნენ და მეტი სივრცე შეექმნათ. კიტეიშვილი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია, მას უდიდეს კლუბებში თამაში შეუძლია. საკუთარ როლს იდეალურად ასრულებს და მოხარული ვარ, ის რომ ჩემს გუნდშია.

რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა. დღეს იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ მარცხიც იქნება. მთავარია, როგორ ვითამაშებთ. ხვალიდან ახალ ამოცანაზე ვიმუშავებთ - ალბანეთში უნდა ვითამაშოთ.

ახალწვეულების ასეთ მშვიდ მატჩში შესვლა მნიშვნელოვანია, რათა გამოცდილება შეიძინონ".

-ს
სანიოლმა ამ თემაზე ამომწურავად ისაუბრა ვრცელ ინტერვიუში ერთი კვირის წინ, იქნებ ახლაც შეეხო, თუმცა ეს პასუხი მაშინაც იყო, თანაც, ვრცლად
გია
გილოცავთ ყველას. კარგად და საბოლოოდ გამოჩნდა ჯერ პროფესიონალიზმის როლი (როგორც მოთამაშეებში ასევე სამწრთვნელო შტაბში). თუმცა ჯერ კიდევ ბევრი წუნი გვაქვს, გვჭირდება ათლეტიზმში მომატება ახალი სისხლის გადასხმა და სხვა მისტანანი. შეუძლებელი კმაყოფილები მეტიც ბედნიერები არ ვყოთ.

ღვთისავარ, უდიდესი პატივისცემით ვარ თვენს მიმართ ( საოცრად კარგი სახელის გამო ) და თქვენი საქმიანობის მიმართ ( დიდი ინტერესით ვკითხულობ თქვენს ჩანაწერებს, კორესპონდენციებს. სხვა რესურსზე წავიკითხე სანიოლის პრესკონფერენციის სრული ვერსია. ერთერთი მთავარი, პრინციპში უმთავრესი შეკითხვა იყო, "რატომ დავრჩი საქართველოში? " რაზეც უპასუხა ასე : " აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მხარდაჭერა მაქვს ფედერაციიდან. ეს არის მიზეზი, რატომაც აქ სამ-ნახევარი წელიწადია ვარ და აქვე ვრჩები". ჩემთვის მრავლიმთქმელია ეს პასუხი. მწვრთნელის როლი აშკარაა საქართველოს ნაკრების წარმატებაში და ვერ ვხვდებოდი მაინც კონკრეტულად რაში იყო საქმე, ადრე მასზე გამოცდილი მწვრთნელები გვყავდა და შედეგი ნული/ ახლა კი ნათელია ,რომ მიზეზი გადაწყვეტილებების სრულ თავისუფლებაშია და მისი სურვილების და ხედვების ხელშეწყობაში. მოკლედ სასწაული რამ ყოფილა თავისუფლება შემოქმედი ადამიანის ხელში. რატომ გამოტოვეთ ასეთი მნიშვნელოვანი შეკითხვა და პასუხი ?
555
ენძო,გენაცვალე,რომ გამახსენე ია ბედნიერი დრო!
555
აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო გიორგი.
გიორგი 50
გილოცავთ ყველას! მე ასეთი თამაში ლივერპულის და ვესტ ჰემის შემდეგ, ასეთი დონის გუნდთან, ასეთი ანგარიშით, არ მახსენდება ... თუმცა, ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით, სანამ გუნდში გადაზრდილი ფეხბურთელები გვყავს, პრესინგს მთელს მინდორზე და ზოგადად მოდერნ ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ...
ზაზა
გეთანხმებით სრულიად, ქოჩორა ჩაკვესთან ერთად უნდა მოსულიყო ნაკრებში ჯერ კიდევ 19 წლამდელების ევროპის ჩემპიონატის მერე, ჩვენთან რომ ჩატარდა... იმ ნაკრებში კიდევ იყო 2-3 კარგი ბიჭი, რომლებიც "დაიკარგნენ". მაგრამ სამწუხაროდ იმ დროს სანიოლივით ვერავინ ვერ "ხედავდა" ამას... იმ დროს "მოდაში" გაუთავებელი უკან პასები იყო და უალტერნატივო, შეუცვლელი მოთამაშეები.
suxumchanin
ვილი იმიტომაც არის ჭკვიანი მწვრთნელი რომ შეისწავლა ქართული ფეხბურთი, დინამოს საუკეთესო დრო, ახალკაცის დაცვის სტილი სადაც სულ უყვიროდა ფეხბურთელებს დაცვას მიხედეთო, ააგო სწრაფ კონტრშეტევაზე და აი შედეგიც
ფოთი
არ ვსაუბრობ პრემიერლიგის გრანდებზე. ეპლ-ის საშუალო გუნდებისთვისაც კი არაა 50 ლიმონი რაღაც წარმოუდგენელი ფული. ჰოდა ჩაკვე, კიტე და ქოჩორა ერთად რომელიმე კრისტალ პალასს, ევერტონს თუ ბრენტფორდს ყველაზე გაბერილი ფასებითაც კი 50 მილიონზე მეტი არ დაუჯდება. წარმოიდგინეთ როგორი გაძლიერებაა გუნდის. არადა გააქანებს იგივე ვულვზი და ვიღაც ძალად გაპიარებულ პორტუგალიელში გაისვრის დაახლოებით მაგდენივეს.
კახა
გაიხარეთ ბიჭებო , რო ერი გაახარეთ.რაც შეეხება კიტეიშვილს მართალი თქვა კიტეს რაღაცით ინიესტას სტილი აქ და ხავის მოედნის ხედვა. წინ ბიჭებოოოოოი.
d
ჩეხეთის დამარცხებაში ეჭვი არ მეპარებოდა. ეხალც არ მესმის რატომ ქონდა ჩვენს ნაკრებს 3 ზე მეტი კოეფიციენტი მოგებაზე :) აი ალბანეთთან გაცილებით რთული თამაში იქნება. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეგ მატჩი უნდა მოვიგოთ :)
ლევან მაღლაკელიძე.
ჩაკვეც, კიტეც, ქოჩორაც კაი გუნდებში გაიჩითებიან მალე. მთავარია ალბანელების მოგება ეხლა და უკრაინის მოგება და ზოგადად ჯგუფის მოგება. სულ ეგაა
Ziz
აი ესაა განსხვავება გულშემატკივარსა და პროფესიონალს შირის, ანუ ჩემსა და სანიოლს შორის :) ჩემი აზრით კიტეიშვილი კარგი, საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელია, სანიოლი კიდე აქ ჩამისვლის პირველივე დღიდან აქებს, და ბაიერნის შესაფერისადაც კი შეაფასა ერთხელ - და მართლა რამხელა გავლენა აქვს მის თამაშს შედეგზე ეხლა ვხვდები
იასონას უდარი
ამ ფორმაციის ნაკრებში კიტეიშვილი ჩემი ფავორიტია,ასე იყო ყოველთვის. კიტეს თამაში ჯერ კიდევ დინამოდან მახსოვს,ძალიან ჭკვიანი ბიჭია,ეს მის ყველა მოქმედებაში ჩანს. თან ჩუმი ლიდერია,მთელი თამაში არ ჩანს ერთი შეხედვით,თუმცა ძალიან დიდი სამუშაოს ასრულებს. ერთხელ ამ ბიჭმა ერიქსენს სდია,ფეხი ვერ გაანძრია,თან მაშინ ერიქსენი ფორმის პიკში იყო. ტრავმები რო არა,კიტე ძალიან მაგარ გუნდში ითამაშებდა,თუმცა რაც ვიზავთ. ამაყი ვარ და შვილიშვილებს აუცილებლად მოვუყვები,მე საწყისი ეტაპიდან ვიცი კიტეიშვილის თამაში და კარიერა. ძველი დრო რო იყოს,უფრო გაუადვილებოდა ამ ბიჭს თამაში,დღეს ხო ცხენბურთი ფასობს და დოღის ცხენები. ფეხბურთელი ხო მაგარი,პიროვნება ორმაგად მაგარი,თავდაბალი და წყნარი ბიჭია. ქოჩორაშვილს ვლობირებდი დიდი ხანი,ხოდა ეგ ბიჭიც ათამაშდა და გაიხსნა. ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის,კახეთიდან არის და მოკითხვა კარდენახს იასონასგან. ჩაკვეტაძე ზე არაფერია სათქმელი,დიდი ხნის ნატვრა აგვისრულდა,გვენახა უტრავმო გიორგი,სახეზე ღიმილით და ის თავის კლასს აუცლებალად გვანახებს. ჩემპიონშიპის თამაში ადვილი არ არის,სირთულით პრემიერლიგას ჯობია,ჯერ 46 თამაშს თამაშობენ და მერე ფლეიოფი აქვთ. მოუხდა ლონდონის გარეუბანი და ახალი გარემო.
Apach
ნუ ეხლა ყველაფერი შედარებითია. სანიოლი გენიოსია ჩეხების მწვრთნელთან შედარებით. მასტმა 15 წუთში მოინდომა თამაშის მოგება და იმხელა სივრცეები მოგვცა, ავაოხრეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესი მწვრთნელი არ გვინდა. აბა წარმოიდგინეთ, ჩვენ ნახევარდაცვას დაცვის ხარჯზე 1-2 კაცი რომ დავუმატოთ. სულ სხვა გუნდი შეგვიძლია გავხდეთ.
სამაჩაბლო
საოცარი ტრიო გვყავს,კიტე,ქოჩორა,ჩაკვე!!გაახილეთ თვალები ტოპ ჩემპიონატის გუნდებმა!!
Walter White
დღეს საქართველოს ნაკრებმა აჩვენა ფეხბურთი. ევროპის ჩემპიონატზე იყო ბრძოლა,თავდადება,მაგრამ უსახური თამაში. დღეს კი ნამდვილად გამოჩნდა ტაქტიკაც,მოწინააღმდეგის თამაშის აშკარა ცოდნა და დაჯაბვნა. მოკლედ,წარმატებას ვუსურვებ სანიოლსა და ნაკრებს.
არქიმედე
შეტევაში როგორც კი მისცა სანიოლმა ბიჭებს თავისუფლება და არ გამოიყვანა ისევ "ყრუ" მეორე ნომრად აი რეზულტატი, მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: აი, ჩეხეთის ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავზე როგორ დავისვით, იმხელა უპირატესობა როგორ მივეცით? საქართველოს ნაკრები, რა თქმა უნდა, ძალიან გაზრდილია, მაგრამ დარწმუნბეული ვარ, ევროზე ჩვენი სურვილით რომ არ დაგვეთმო მათთვის ცენტრი, ისე ვერ დაგვაჯდებოდნენ თავზე. (კიტე იქ გვაკლდა მაგრამ მაინც) დღევადელი თამაშიც თითქოს ეგრე დავიწყეთ: უკან დვაიხეთ და ჩეხებმა რამდენჯერმე სახიფათოდაც დაგვირტყეს, მაგრამ მერე ზევით ავიწიეთ, ჩეხები ცენტრში და საკუთარ ნახევარზე შევავიწროვეთ და ეგრვე ბრინჯივით დაიბნენ. ესაა პრესინგის უპირატესობა. იმედია, ამ თამაშის მერე ყველა (მწვრთნელიან, ფეხბურთელებიან, გულშემატკივრებიანად) დაივიჯერებთ, რომ ჩვენც შეგვიძლია აგრესიული და შემტევი ფეხბურთის თამაში.
G.LA
ბრავო ვილი. ხშირად არ ხდება როდესაც მწვრთნელზე იტყვიან თამაში მან მოიგოვო. ვილიმ ჰაშეკი გააბითურა პატარა ბავშვივით. ბიჭებმა კი დაამტკიცეს რომ ზრდას განაგრძობენ. პლეი ოფიდან ჩვენი ნაკრები თვალსა და ხელს შუა იზრდება. ადრეც დავწერე ვინც ამას ვერ ხედავს ბრმა არა მარტო ფეხბურთში. ჩეხები გრანდები არ არიან ნაგრამ მათი ასე დაჩაგვრა გრაბდებსაც უჭირთ. ასე თუ გააგრძელეს ბიჭებმა მერე ნუ მეტყვით რა ამბიციური მოთხოვნები გაქვსო. ალბანეთში თუ მოვიგეთ ამ ჯგუფიდან ისევე გავალთ როგორც მაკედონია ბულგარეთს დავმართედ. მადლობა ბიჭებს ამ მართლაც ბრწყინვალე ხმაურიანი გამარჯვებისათვი.
ბს
ჩემი სათქმელი თქვით! კიტე მეც დარასელიას მაგონებს, ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს!

ნელ ნელა ვუახლოვდებით ელიტას! ეს უცხოურ სოც ქსელებზეც იგრძნობა!!
იხარე ჭერო,დამუნჯდი მტერო
ესეთი შეკრული და თავდაჯერებული თამაშით,ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს უპრობლემოდ მოიპოვებს.
ენძო
ჩეხებს ევრო ახსოვდათ და დიდ გულზე ჩამოვიდნენ.მათდა სამწუხაროდ კიტეს ფაქტორი ვერ გაითვალისწინეს.რაც მოუვიდათ კი ვნახეთ.მართალია სანიოლი-ევროპაში დაუფასებელია კიტე ან აგენტი არ უვარგა.ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებს დიდ ასპარეზ.ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს,დარასელიას მაგონებს ძალიან.კიტე დიდ სიტყვას იტყვის ფეხბურთში.ისე ჩემნაირ ძველ გულშემატკივრებს ახალკაცის"დინამო"გაახსენდებოდა.ასე ცეკვა-ცეკვით იგებდნენ ის ლეგენდები მატჩებს და რომელ ქალაქშიც ჩავიდოდნენ იმ ქალაქის სტადიონი დასწრების რეკორდს ამყარებდა.ეს ბიჭები ახლა იწყებენ ქართული ფეხბურთის თამაშს და წინ სასწაული მატჩები გველოდება.
ირაკლი
ბრავო კიტეიშვილს, ჩაკვეტაძეს, კვარას, ჟორჟის, ქოჩორას, დაცვის ხაზს მთლიანად, ნადირ მამარდას და რა თქმა უნდა ვილი სანიოლს!
რობი
კიტე! ქოჩორა და ჩაკვე 10 თავით ჯობიან ნაპოლის შუა ხაზს
ვოოტ
დაუფასებელი თუა, მხოლოდ იმიტომ რომ ტრავმებისადმი მიდრეკილია... კიტეს რომ 90 წუთი სტაბილურად თამაში შეეძლოს, სადღაც ტონი კროოსსა და კევინ დე ბრუინს შორის ინავარდებდა...
აგენტი
რა გახდა ერთი ნორმალური აგენტი კიტეიშვილისთვის...რას შეაკვდა ამ ავსტრიის ჩემპიონატს. ახლა ისეთ ასაკშია ახლა თუ არ გადავიდა უკეთეს გუნდში დარჩევა შტურმში ბოლომდე და ეს იქნება მისი დიდი შეცდომა.
რეალობა
ყველას გილოცავთ და მართალი გითხრათ ეხლა სულ არ არის მაგის დრო ვინ როდის რა თქვა და როგორ, მაგრამ აქ მკითხველთა და დამკომენტებელთა უმრავლესობა მიხარია რომ ჩაჯმულია, ვგულისხმობ ვილის კრიტიკას და მასზე კომენტარების მწერებს, ეხლა მწვრთნელია?! ეხლა იცის რასაც აკეთებს?! საუბედუროდ ამ საზოგადოების წევრები ვართ, სხვის ფეხის გადაბრუნებას ველოდებით რომ ეგრევე პროფესორებად ვიქცევით. ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებად უნდა ჩამოვყალიბდეთ და მერე ეშველება ყველაფერს. წარმატებები საქართველოს და მისი საფეხბურთო ნაკრების წინამძღორობით ყველა სფეროს
ლაშა
ძალიან მაგარი ბიჭები არიან მაგარი თაობაა და ამას სწორად გამოყენება უნდა. შეიკება კი არა ბევრი ტოპ მწვრთნელი ვერ იზამდა ფულებს აიღებდა ბლომად. აი ვილიმ საქმეს მოკიდა ხელი და შექმა არ მოვერიდები ამ სიტყვას სასწაული. ისე ვილი იმდენს იზამს ჯერ გრანდების წაქცევას და მერე ჩემპიონობაზე გაწევას მოვთხოვთ ❤️

ბრავო ვილის ! ასეთი დალაგებული , რაციონალური ნაკრები მე არ მახსოვს. თანაც როგორი ბიჭები მოიყვანა. შანსი რომ არ მიუცია არავის და არც მისცემდა არასდროს. მადლობა , საქართველოს ნაკრები გუნდურ თამაშს თამაშობს. მერვე საოცრებაა. კიტეიშვილი არის სული, გული, ხერხემალი , ტვინი და ტიპიური კარგი ქართველი კაცი.
M-33
ვილი ხომ ვითომ უსახელო ნოუნეიმია მაგრამ თამამად ვიტყვი საკმაოდ გამჭრიახი/განსწავლული მწვრთნელია ის ჩვენი წარმატების მთავარი შემოქმედია. კი პატარპატარა შეცდომებით მაგრამ არ ჯიუტდება ზოგი ერთი მწვრტნელისაგან განსხვავებით საკუთარ შეცდომებში და ყოველთვის უმალ ეძებს გამოსავალს სხვა ვარიაციით. უკვე ძლიერი გუნდების მკაცრი პრესინგიდანაც ვსწავლობთ ნელ ნელა უშიშრად და შედეგიანად ამოსვლას, კიტეს სიდიადე გუნდისთვის აქ ჩანს ყველაზე მეტად. კი შეიძლება ხშირად კრემონეზეს ზამენაზეა მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროზე საჭირო კაცია ყველანაირად ლოჩოშვილი მარცხენა ლატერალად ესეც სანიოლის მიგნება და პლიუსი. საერთოდ ყველა კარგი იყო. გავრისკავ და ვიტყვი ქოჩორა-ჩაკვე-კიტეს ცენტრალურმა ხაზმა გარდატეხა და გახადა საქართველო ასეთი ძლიერი, მაგრამ დღეს დავრწმუნდი საბოლოოდ რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიტეიშვილზე უფრო "გარდამტეხის შემტანი" [difference maker] ფეხბურთელი არ გვყოლია არავინ. ჩაკვე, კვარა, მამარდა, ქინქლაძე, არველაძე. უფრო ძლიერი ფეხბურთელები არიან შეიძლება მაგრამ კიტეს დამატება რო ცვლის ნაკრებს ეგრე სხვა ვერცერთის. მაქსიმუმ ქეცბაზე შეიძლება თქვა მარა ისიც გუნდის თამაშს არ ცვლიდა იმდენად უფრო თვითონ აწვებოდა რქებით. და რაც მთავარია ესეთ ათლეტურ ჩეხეთთან ფიზიკურად არათუ დავიჩაგრეთ არამედ ვაჯობეთ ეს ბევრ დადებითზე მეტყველებს ასეთი ლეველის ნაკრებებს ბევრს დავდებთ ბეჭებზე ამ შემადგენლობა/ტაქტიკით.
M
ყოჩაღ მთელ გუნდს და სანიოლს, მეამაყებით მასე გააჰრძელეთ
gulshematkivari0703
ყველას პატივისცემის მიუხედავად,კიტეიშვილი არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. როგორც ფეხბურთელი და ასევე ადამიანი!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]
"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ
ჰაშეკი