ფიბა ევროპის თასზე მეორე მატჩი გამართა სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "ქუთაისი 2010"-მა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ერთ-ერთ წამყვანი ლიგის ძლიერ წარმომადგენელს, "ბილბაოს", რომელმაც გასულ შაბათს მადრიდის "რეალი" დაამარცხა, თბილისში უმასპინძლა. შეხვედრა ბასკური კლუბის გამარჯვებით – 88:57 დასრულდა.

ქუთაისელებმა წინა ტურში სტუმრად, სლოვაკეთში ითამაშეს და "პრევიდზასთან" ბრძოლაში დამარცხდნენ, ხოლო "ბილბაომ" J ჯგუფის მეოთხე წარმომადგენელს, ბულგარულ "ბალკანს" უმასპინძლა და 40 ქულით გაანადგურა. იმერულმა კლუბმა სლოვაკეთში ჩატარებული მატჩის შემდეგ 1 ამერიკელი დაიმატა, ხოლო მეორემ ტრავმა მოირჩინა და დღევანდელ შეხვედრაში ტუღუშის გუნდი შედარებით გაძლიერებული იყო.

ეს პირველ პერიოდშიც გამოჩნდა. ქუთაისელები ტოლს არ უდებდნენ უძლიერეს მეტოქეს, რომლის შემადგენლობაში ყველაზე სახელიანი მოთამაშე სლოვენიის ნაკრების წევრი, ზორან დრაგიჩი გახლდათ. ქუთაისელები პირველი პერიოდის ბოლო წუთამდე უგებდნენ ბილბაოელებს, თუმცა ზედ ბოლო წუთის დაწყებისას მელვინ პანცარმა სტუმრები სამქულიანით 17:15 დააწინაურა. ეს იყო და ბასკურ გუნდს ლიდერობა აღარ დაუთმია.

"ქუთაისში" საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 17 ქულა, 13 მოხსნა, 3 დაფარება და 2 პასი მიითვალა. ქართველი ფორვარდი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ბილბაოელებს ესტონელმა კრისტიან კულამაემ ულიდერა, რომელმაც 6-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 18 ქულა და 5 პასი მოაგროვა.

"ქუთაისი 2010" ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 ტურის მატჩს 23 ოქტომბერს, ბულგარეთში, "ბალკანთან" გამართავს.

GBF.GE

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე გასვლითი შეხვედრა ბულგარეთში "ბალკანთან" მოიგო
ევროპა ლიგა. II ტური: მიქაუტაძის გარეშე - "ლიონმა" "რეინჯერსს" დამაჯერებლად მოუგო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში "ქუთაისი" "ლევიცესთან" დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა
ევროპა ლიგა. I ტური: წაგების მიუხედავად, ოდიშარია ერთ-ერთი საუკეთესო იყო
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] ვალვერდემ ბოლო წუთზე რეალს ასეთი გოლით მოაგებინა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
ევროტურნირებისთვის სამზადისში მყოფმა "ქუთაისი 2010"-მა ლატვიაში 4 ამხანაგური მატჩი გამართა
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა
ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა