ნოემბრის სანაკრებო თამაშების დასრულების შემდეგ, "შავი ლომი" სრული შემადგენლობით შეიკრიბა და 2024/25 წლების სეზონის ჩელენჯ თასისთვის მზადებას შეუდგა.

"შავმა ლომმა" ჩელენჯ თასზე პირველად შარშან ითამაშა და სადებიუტო მატჩში ინგლისის პრემიერშიფის "გლოსთერს" დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა (10:15), მერე კი "სქარლეთსს" უელსში ეწვია და 23:7 მოგებით, ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ თამაშში ჩვენი გუნდი ფრანგულ კლუბებს - "კასტრს" (6:28) და "კლერმონს" (3:36) ეთამაშა და საბოლოოდ 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.

წლევანდელ ჩელენჯ თასს რიჩარდ ქოქრილის შეგირდები 7 დეკემბერს თბილისში, ფრანგულ "ვანთან" მატჩით იწყებენ, 15-ში "სქარლეთს" უელსში ეწვევიან, 2025 წლის 11 იანვარს თბილისში კიდევ ერთ ფრანგულ გუნდ "ბაიონას" მიიღებენ, ხოლო 19 იანვარს "ედინბურგს" შოტლანდიაში ერკინებიან.

მომავალი თამაშებისთვის "შავი ლომის" შემადგენლობაში 31 მორაგბე ემზადება, რომელთაგან 19 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. შეგახსენებთ, "შავმა ლომმა" წელს უკვე ითამაშა რაგბი ევროპის სუპერ თასზე და თასს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა.

"შავი ლომი" 2024/25 წლების სეზონში

შერკინება: დათო აბდუშელიშვილი, კახაბერ დარბაიძე, ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, ლუკა მატკავა, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, იოანე მეტრეველი, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა ცირეკიძე.

Rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის