თბილისის „ახალ ოლიმპიური სასახლეში“, ძიუდოში დიდი საერთაშორისო ტურნირის „თბილისის გრანდ-სლემის“ მასპინძლობის პირველ დღეს, ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა, მამუკა კვარაცხელიამ, წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ავტობიოგრაფიას შეეხება.

მამუკა კვარაცხელიას წიგნს სიმბოლური სათაური "სამასმეერთე" აქვს, ავტორის თქმით, ლაშა ბექაური 300 არაგველების შთამომავალია, რომელიც "მათ გზას აგრძელებს".

"წარმატებით ჩატარდა წიგნ "სამასმეერთეს" პრეზენტაცია, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წიგნი ჩემი ავტორობით დაიწერა. 6 თვე ვიმუშავეთ ამ წიგნზე და ვფიქრობ, რომ ბავშვებს ძალიან მოეწონებათ. წიგნში ყველაფერი ასახულია. წიგნს ინგლისური ვარიანტიც აქვს და ვიმედოვნებ, რომ უცხოელებიც ისიამოვნებენ",- განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის თქმით, ეს საქართველოში ძიუდოს შესახებ დაწერილი პირველი წიგნია, რომელშიც საუბარი მის კარიერას შეეხება და იმედოვნებს, რომ წიგნი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მოტივაციის წყარო იქნება.

"პირველად დაიწერა წიგნი საქართველოში ძიუდოზე და მიხარია, რომ მე შევძელი და მოვახერხე, რომ გავმხდარიყავი საქართველოს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ამავდროულად მოხდა ამ დიდებული წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც "სამასმეერთე" ჰქვია და ვფიქრობ, რომ მომავალი თაობა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დიდ მოტივაციას მიიღებს.

"სამასმეერთე" დაკავშირებულია სამასი არაგველის ისტორიასთან, რომლებიც ჩემი წინაპრები იყვნენ და მეც ვფიქრობ, რომ სამასმეერთე არაგველო ვარ",- განაცხადა ლაშა ბექაურმა.

წიგნის პრეზენტაციას ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი, ლერი ხაბელოვიც დაესწრო, რომელმაც ლაშა ბექაურსა და დამწყებ მოჭიდავეებს წარმატებებიც უსურვა.

პატარა მოჭიდავეები კი ლაშა ბექაურმა წიგნზე თავისი ავტოგრაფის დატოვებით გაახარა.

ინფორმაციისთვის, 21-23 მარტს, თბილისის „ახალი ოლიმპიური სასახლე“ ძიუდოში დიდ საერთაშორისო ტურნირს „თბილისის გრანდ-სლემს“ მასპინძლობს, რომელშიც 53 ქვეყნის 450 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ბექაურმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და საქართველოს დროშა უჩვენა
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია