საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში გადის.

გუშინ, რამაზ სვანაძემ იმ 23 ფეხბურთელის განაცხადი დაასახელა, რომლებიც საქართველოს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წარადგენენ.

შემადგენლობას დღეს, ტრავმის გამო ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი - საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა, რომელსაც ლადო ოდიშვილი (თელავი) შეცვლის.

ლადო, 21-წლამდე ნაკრებს პირველად 2024 წლის სექტემბერში შემოუერთდა და მას შემდეგ ნაკრების ფორმით 4 მატჩი აქვს ჩატარებული. ხოლო მანამდე, ერთი მატჩი 2024 წლის ივნისში, ყაზახეთის წინააღმდეგ 20-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშა.

U21 | შემადგენლობამეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

წყარო: Nakrebi.ge

საბას რაღა შემჩნევა უნდა?მთელი სეზონი ძირითადში ითამაშა,რომამ თითქმის წაიყვანა და იუვენტუსის ინტერესებში შედის.მასზე უკვე ყველამ იცის.ცუდი ისაა,რომ უგრეხელიძემ ტრავმა მიიღო და გუნდს გამოაკლდა,ასევე ლაცაბიძე,ახლა საბა,საზონოვიც ახლა იწყებს ფორმის აკრეფას.მთელი დაცვა ხელმეორედაა დასაკომპლექტებელი და ცხადია შეთამაშება თუ საიმედოობა მოიკლებს.ჩვენი გუნდის თამაში,საიმედო დაცვიდან იყო აწყობილი და ვშიშობ დიდი პრობლემები შეგვექმნება.სხვა გზა არარის,რა იარაღიც დაგვრჩა,იმითი უნდა ვიბრძოლოთ.
tngh
დიდი დანაკლისია ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისთვის!!!
Chagara
Ruxadze ratom arari gamodzaxebuli?karg shtabechdilebas tovebs tamashebshi rogorc erovnulshi ise shida chempionatshi.dacva argar gvyavs chatvalet raa.
T.q
კარგით ბიჭო კარგით გეყობათ ეს ამდენი თითიდან გამოეოვილი აგრესია არ არის ნუ არის ესეიგი მიზეზია რაღაც არაუშავს იქნებ რაღაც კარგი ხდება უფრო რა დაგემართათ ბიჭო ჩვენები არ არიან ესენი აბა ვისები არიან თან გვინდა რომ გვასახელონ და ქვეყანას სიამაყე დაუბრუნონ და თან გაუთავებლად ყელში ამოგვყავს ამდენი ბოღმით და აგრესიით ბიჭო ამ პირობებში რატო უნდა ქონდეს კაცს იმის გული რომ შენ გაგახაროს რა დაგემართად ეს ამდენი აგრესია საიდან მოგდით ბიჭო იქნებ ტრანსფერს ელოდება და დამიჯერე მისი გრანდში გადასვლა ეროვნული ნაკრებისთვის და გულშემატკივრისთვისაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეხლა ამ თამაშწბის ჩატარება რა გინდათ ამ ხალხისგან ბოლოსდა ბოლოს კარგი გინდათ თუ ცუდი??
lasha
აბა რა ქნას ტრავმა უნდა მოიმიზეზონ მაგატ გამომძახებლებს არ აქვთ მაგდენი ტვინი რო მიხვდენ. ეროვნულში მყოფი არ გამოიზხო ახალგაზრდულში :) ეს იგივე აკადემიკოსი გაიყვანო ბაკალავრიატის გამოცდაზე :) ან სულაც იამალის გამოძახება ახალგაზრდულში ან თუნდაც დეზირე დუესი :)
ლელა კაკულია
შაკიკი აქვს. ზუსტად 57დღეში, 34 წუთსა და 13 წამში გაუვლის და ეგრევე მოხვდება ახალ გუნდში)))))))))))))
T.q
დარწმუნებული ვარ ტრანსფერს ელოდება და იმედია მალე გაგვიხღდწბა კარგი ამბავი მინდა რომ რეალური მიზეზი ეგ იყოს და ეარმატებებს ვუსურვებ წინასწარ კიდევ ერთი კაცი გრანდში და უკვე რაღაცას დაემსგაბსება ნაკრები
არც გვიკვირს
საბამ ხვიჩა2 ჩართო))))))))) მიკროტრამვა არა კიდევ შაკიკი.)))))))))) რატომ უნდა მოიკლას თავი, რო მართლა ტრავმა მიიღოს, მერე ხომ დაენგრა კარიერა? სვანაძე აჭმევს მაგის ოჯახს პურს? ან რა უნდა ახალგაზრდულში, როცა ძირითადის მოთამაშედ განიხულება. ამიტომაც გაერიდა ხვიჩა წინაზე და გზა სხვებს დაუთმო. იგივეს აკეთებს საბაც. უბრალოდ, მაგრად ტეხავს რომ ამ ტრავმებს მოიგონებენ ხოლმე, არა ლამაზი გულშემატკივრის მოტყუება. თანაც, ეგეთი უკბილო თამაშით და ფაფხურით რაც გუშინ ითამაშეს, შედეგი იქნება ნული.
მწარე
ნაკრების თამაში არ მომეწონა. მარცხენა დაცვა დირკაა.
lasha
ახალგაზრდული ნარკების ერთადერთი დანიშნულება არის არმოაჩინოს ახალი ტალანტებიდა ეროვნულს მოუმზადოს კადრები გოგლიჩიძე არის სრულად შემდგარი მოთამაშე. ნაკრების მომავალი ცენტრის ბურჯი ასე რომ მას არაფერი ესაქმება 21 წლამდელთან ნაკრებში ტყუილად გადაიღლებად ა შესაზლოა უაზროდ მიიღს ტრავმა
კლასიკა
რუმინეთის მერე მიხვდა რო ყველა თქმაშს წააგებენ და გაიპარა.

მიკროტრავმაო და ასეთი მიკროტრავმა არ გამიგია,თვენახევარი,ანუ ტურნირის ბოლომდე რომ გამოთიშოს ფეხბურთელი.საბა საზონოვიც აშკარად შორს არის სასურველი კონდიციებისაგან და ალბათ ჯგუფიდან თუ გავაღწიეთ,მაშინღა აკრეფს რაღაცა მინიმალურ დონეს.გამოდის რომ დაცვის ცენტრი,ისევ იმ ბიჭებს ჩაბარდებათ,ვინც შესარჩევის მატჩები ითამაშეს.ვიცი,იქაც ტრავმიანობაა.ლუკა ლაცაბიძეც გამოგვაკლდა.ერთი სიტყვით,ჩვენი ოპტიმიზმის საფუძვლები აშკარად შეირყა.ერთია,რომ უკვე ნანახი გვაქვს,ამ ბიჭებს მობილიზაციის და ერთ მუშტად შეკვრის საოცარი უნარი აქვთ და უძლიერეს მეტოქეებთან ბრძოლაში,ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება.წუხანდელი თამაში და წაგება არაფერს ნიშნავს.ეს საწვრთნელი შეხვედრა იყო და პირველ რიგში,ალბათ ფეხბურთელების დიდი დატვირთვებიდან გამოყვანას,სატურნირო რიტმში ჩაყენებას და სათამაშო კავშირების გამყარებას ემსახურებოდა. საბა საზონოვს სწრაფ აღდგენას,საბა გოგლიჩიძეს სწრაფ გამოჯანმრთელებას,ხოლო საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს,ღირსეულ და წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ.დასაკარგი არაფერი გაქვთ,მანდ შესარჩევი ტურნირის გავლით მონაწილეობა უკვე წარმატებაა ჩვენი ნაკრებისათვის და რამდენსაც უკეთესად ითამაშებთ,იმდენად გაიზრდება ჩვენი ფეხბურთელების აქციები.დაძაბულობის და შიშის საფუძველი არ გაქვთ,ბიჭებო!მანდ მხოლოდ მოპოვება შეგიძლიათ.
toy
ცუდი ძაან. შეიძლება ვინმე ნორმალურს შეემჩნია და წაეყვანა.
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
ქართველი დელეგატი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
PREVIEW: საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
რომელ ნაკრებს გულშემატკივრობთ და ვინ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს?!
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დეშამმა კანტე დააბრუნა - ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში სოციალურ ქსელებს იპყრობს - ჩვენი ყოფილი მეტოქე უკრაინისთვის ემზადება [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის რჩეულებში ჩაკვეტაძის თანაგუნდელიცაა [VIDEO]