საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჩასართავად ხორვატიაში გაემგზავრა. ტურნირს 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიის ქალაქები — რიეკა და ოპატია უმასპინძლებენ. ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს წინ საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევა ელოდებათ, სადაც მთავარი მიზანი ძლიერ კონკურენციაში საუკეთესო სამეულში მოხვედრა და ელიტურ, A დივიზიონის საგზურის მოპოვებაა.

ტურნირის გათამაშების ფორმატი საკმაოდ დაძაბულ და პრინციპულ ბრძოლას ითვალისწინებს. ჯგუფური ეტაპის შედეგებით, პლეი-ოფის მეოთხედფინალურ ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან მხოლოდ ორი საუკეთესო გუნდი გავა და გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის. რაც შეეხება A დივიზიონს, მომავალ წელს ელიტარულ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ტურნირის ორი ფინალისტი და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს.

ჩვენი ნაკრები B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც სერიოზული მეტოქეები ელოდება. საქართველოს ნაკრები ასპარეზობას 24 ივლისს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირებით დაიწყებს (მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება). მეორე დღესვე, 25 ივლისს, 15:00 საათიდან ქართველები შვედეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. ერთდღიანი პაუზის შემდეგ, 28 ივლისს, 22:30 საათზე ჩვენი ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას გამოცდის, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 29 ივლისს, 20:00 საათზე უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრებმა ნაყოფიერი და სრულფასოვანი მოსამზადებელი შეკრება გაიარა. მზადების პროცესში, ბიჭებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩი გამართეს, სადაც ტაქტიკური დეტალები და გუნდური შეთამაშება დახვეწეს. ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია და თითოეული წევრი მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და ეროვნული გუნდი A დივიზიონში აიყვანოს. 18-წლამდელთა ნაკრებს სათავეში მთავარი მწვრთნელი ანატოლი ბოისა უდგას, რომელსაც ასისტენტობას ნიკა ბიწკინაშვილი და ლევან ტყეშელაშვილი უწევენ.

ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფიბას Youtube-არხზე განხორციელდება.

GBF.GE

თაზო
გამარჯობა სად შეიძლება თამაშების ყურება?
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
U18. ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა